Digest Logo

„შვილის ტოლი გოგო გააუპატიურა, თან ნათესავად ეკუთვნოდა, დედამისის თვალწინ მოვკალი...“ - 61 წლის კაცის გაუხმაურებელი ამბავი, რომელმაც შვილი მოკლა

 18:58 ოთხ. 22 სექტემბერი
ლენტი ავარია

33 წლის ალექსანდრე მ-ძე მამის მსხვერპლი გახდა – 61 წლის ნუგზარ მ-ძემ ის საკუთარ  სახლში  მოკლა იარაღით და ამის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა.  გარდაცვლილს ერთადერთი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, მკვლელობას ჰყავდა თვითმხილველი – ალექსანდრე მ-ძის დედა, ნელი მ-ძე, რომელმაც, მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო ქმრის შეჩერება. შვილის მკვლელობის შემდეგ ნუგზარ მ-ძემ თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა მას ამის საშუალება არ  მისცეს.

რა გახდა მამა-შვილის დაპირისპირებისა და შვილის მკვლელობის მიზეზი, სამართალდამცველებისთვის სოფლის მცხოვრებლებისგან გახდა ცნობილი. იგივე მოტივი დაასახელა მკვლელობაში ბრალდებულმა ნუგზარ მ-ძემ, რომელმაც განაცხადა, რომ შვილი აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა, რადგან მას ოჯახისა და პირადად მისი სახელის შეურაცხყოფა არ აპატია.

საქმის მასალების მიხედვით, 33 წლის მამაკაცი სოფელმა მოზარდი გოგოს გაუპატიურებასა და მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ამხილა. გოგო სოციალურად დაუცველი, ღარიბი ოჯახიდან იყო, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ მამა და მამიდა ზრდიდნენ. მას შემდეგ, რაც სოფელში გახმაურდა, რომ ალექსანდრე მ-ძეს მოზარდთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, მამაკაცმა ბრალი უარყო.

ალექსანდრე მ-ძეს ქორწინებიდან 10 წლის გოგო ჰყავდა, რომელსაც დედა ცალკე ზრდიდა. ყოფილმა ცოლმა მეორედ დაოჯახების შემდეგ მამას შვილის ნახვაც კი აუკრძალა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის მხრიდან მამობის უფლების სამართლებრივი დაცვის მცდელობა მოჰყვა, თუმცა შვილი თავად აღმოჩნდა მამის ნახვის კატეგორიული წინააღმდეგი.

ალექსანდრე მ-ძის მეზობლების ჩვენების მიხედვით, ოჯახის დანგრევის შემდეგ მას ხასიათი შეეცვალა, კონფლიქტურ სიტუაციებშიც არაერთხელ მოხვდა, რის გამოც მასთან ურთიერთობას ყველა თავს არიდებდა. სოფელი პატივისცემით ექცეოდა მის მამას, რომელსაც მშრომელი და პატიოსანი კაცის სახელი ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მოზარდთან საეჭვო კავშირის გამო, ალექსანდრე ყველამ გარიყა. როგორც თვითმხილველნი ამბობდნენ, ინციდენტამდე ორი კვირით ადრე, ალექსანდრეს მამას, ნუგზარ მ-ძეს სახლში მიადგა მოზარდი გოგოს მამიდა და მოსთხოვა, ან შენმა შვილმა ცოლად მოიყვანოს ჩემი ძმისშვილი, ან პოლიციაში გიჩივლებთო.

ამ ინციდენტის შემდეგ მამამ შვილთან საქმის გარკვევა სცადა, თუმცა ალექსანდრე მ-ძემ უარყო, რომ მოზარდთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდა. მამას და შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, თუმცა ალექსანდრემ თავის უდანაშაულობაში მამის დარწმუნება მაინც შეძლო. რა მოხდა მკვლელობის დღეს, მოგვიანებით თავად ბრალდებულისგან გახდა ცნობილი. მისი ჩვენების მიხედვით, ის თავად დაადგა თავზე შვილს, რომელსაც პატარა გოგოსთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა.

ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან:

„სოფელში ჩემი გარდაცვლილი ცოლისდის სახლი გვაქვს და დროდადრო მივდივარ ხოლმე იქ მისახედად. იმ დღეს იმ სახლის ახლოს შემთხვევით მოვხვდი, დაგეგმილი არ მქონდა მისვლა. მე და ჩემი მეზობელი კაცი ახლობლის ორმოციდან ვბრუნდებოდით, ოდნავ ნასვამი ვიყავი და სახლში შევედით.

ბინიდან უცნაური ხმები შემომესმა. მეზობელმა იხუმრა კიდეც: მგონი, ქურდებს დავადექით თავზეო. პირველ სართულზე, როგორც კი კარს შეხსნი, დიდი, გრძელი დერეფანია, რომლის ბოლოშიც ძველისძველი ტახტი დგას.

შევედი დერეფანში ჩემს მეზობელთან ერთად და ორივე საშინელი სურათის შემსწრე აღმოვჩნდით:

ჩემი შვილი იმ ბავშვთან გაუკუღმართებულ სექსუალურ კავშირს ამყარებდა. მართალია, მოზარდი წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ამხელა კაცს რას მოერეოდა? ნერვიულობისგან მუხლი მომეკვეთა. როგორც კი ალექსანდრემ დამინახა, ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა.

გამოკიდება ვცადე, მაგრამ მეზობელმა შემაჩერა. მე გული წამივიდა. მეზობელმა ეზოდან წყალი ამოიტანა და თავზე დამასხა. არ ვიცოდი, იმ შეშინებული გოგოსთვის რა მექნა, ვერც კი გავბედე ახლოს მისვლა. ისევ ჩემმა თანმხლებმა მეზობელმა იყოჩაღა:

გოგოს ჩაცმაში დაეხმარა, გარეთ გამოიყვანა და სახლისკენ გაუშვა. არც კი მახსოვს, როგორ მივედი სახლამდე.

საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რომ, ის, რაზედაც ყველა საუბრობდა, მართალი იყო. ყველაზე მეტად იმან გამაგიჟა, რომ გოგო თითქმის ალექსანდრეს შვილის ტოლი იყო. თან ეს ოჯახი ნათესავებად გვეკუთვნოდა.

ალექსანდრე გვიანობამდე არ გამოჩნდა, მე კი მაინც ველოდებოდი. ჩემი ცოლი მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ალბათ, ღამის 12 საათი იქნებოდა, ეზოს კარის ჭრიალი რომ გავიგონე.

ისე ვიყავი შეურაცხყოფილი, შვილის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა – გამზადებული მქონდა სანადირო თოფი. ჩემი ცოლი დერეფანში გამოვიდა – მიხვდა, რაც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ, როგორც კი ალექსანდრე მეორე სართულის კიბეს ამოუყვა, წინ დავუდექი და გავისროლე. ჩემი ცოლი მიჭერდა, მაგრამ ვერ გამაჩერა. გასროლის ხმაზე და ჩემი ცოლის კივილზე ეზოში მეზობლები შემოცვივდნენ, იარაღი საკუთარი თავისკენ მოვიმარჯვე, მაგრამ, არც მახსოვს, ვინ წამართვა”.

მკვლელობის თვითმხილველმა, ბრალდებულის მეუღლემ, თავისი ჩვენებით დაადასტურა, როგორ მოკლა მამამ სექსუალურ ძალადობაში მხილებული შვილი.

განსასჯელმა სასამართლო პროცესზე მოითხოვა, რომ მისთვის სასჯელის მკაცრი ზომა შეეფარდებინათ, რადგან, მისი განცხადებით, მის სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა.

გამოძიებამ დაკითხა მოზარდი გოგო, რომელმაც დაადასტურა, რომ ალექსანდრე მ-ძე მას სამი თვის განმავლობაში აუპატიურებდა და თან აშინებდა, რომ, თუ ამის შესახებ ვინმე გაიგებდა, მას სკოლიდან გააგდებდნენ, თვითონ კი მოკლავდა.

სასამართლომ გაითვალისწინა შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამის სულიერი მდგომარეობა, თანასოფლელების მიერ გაწეული შუამდგომლობა და მას 8 წლით პატიმრობა შეუფარდა.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი თავი ქვით გაუტეხა - შემზარავი და გაუხმაურებელი საქმე

🔵„თქვენ ეპისკოპოსებსა და ჩინოვნიკებს ფეხებზე ჰკიდიათ ეს ყველაფერი... ხვდებით, რამდენ ოჯახს ელოდება მიწიერი ჯოჯოხეთი?“ - ნუგზარ სულაშვილი

🔵„ჩემი ბრალია, არასდროს მითქვამს საჯაროდ... ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე და დიდი ცდუნება...“ - პრემიერის „აღსარება“

🔵VIDEO: „როგორ არ გრცხვენიათ? ძალიან ვნერვიულობ...“ - ბათუმში მადონა კოიძემ 2 ტონაზე მეტი გახრწნილი ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც მატლები და მწერები ჰყავდა


დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს... ამას...

20 წუთის წინ

მასწავლებელი

ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რა...

51 წუთის წინ

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე

31 დეკემბერს სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქ...

14:52

ცაგარელი მიხეილი,
ასტროლოგი


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

13:46

ბიჭი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი