Digest Logo

შვილის „სიკვდილით“ შეშინებული „მამიდა“, მისი საუნიდან გამქრალი კაცი და სხვა ამბები როენა ხუცურაულის შესახებ

 17:06 ხუთ. 8 აპრილი
როენა ხუცურაული

როენა ხუცურაული, რომელსაც „მამიდას“ სახელით იცნობენ, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ის არაერთხელ ყოფილა პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 

გაუხსნელი საქმე

2006 წელს თვითმხილველების თქმით, 29 წლის თამაზ ლუცუფიძეროენას საუნას“ სახელით ცნობილ დაწესებულება ბარ „ჩილიმში“ მომხდარი უთანხმოების შემდეგ გაუჩინარდა...

როგორც ცნობილია, 2006 წლის 12 თებერვალს 29 წლის თამაზ ლუცუფიძე მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდა. ნასვამი სიგარეტის საყიდლად გავიდა... მას შემდეგ ოჯახს აღარ უნახავს.

თვითმხილველების თქმით, თამაზი ბოლოს ქერჩის ქუჩაზე მდებარე „მამიდას“ სასტუმროში მივიდა, სადაც ვინმე ლევან ყარყარაშვილთან უთანხმოება მოუვიდა, ქალის გამო.

„ჩემი შვილი მოკლეს, მკვლელს კი პოლიციამ დააფარა ხელი. ყველამ იცის, რომ საღამოობით „როენას საუნა“ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს ბუნაგი იყო. იმ პერიოდში, დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, დახურეს საუნა. როენა ხუცურაულსაც შევხვდი, მითხრა, ეგ ამბავი რომ მოხდა, აქ არ ვიყავი, მაგრამ ყარყარაშვილი ფეხებით უნდა დაკიდოთო. სხვათა შორის, როენამ ჩემი შვილის გაუჩინარების შემდეგ საუნიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვა“, - ამბობდა გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძის მამა, მიხეილ ლუცუფიძე.

დაწესებულებას, რომელსაც ქალაქში "როენას საუნად" იცნობენ, ოფიციალურად ღამის ბარი "ჩილიმი" ჰქვია. ის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის ახლოს არის.

შვიდი წლის წინ ამ დაწესებულებაში გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძის ცოლისძმა, გრიგოლ რეხვიაშვილი მუშაობდა.

„ამ საუნაში ქალები ჰყავთ, ნებისმიერ კაცს შეუძლია მივიდეს, გადაიხადოს ფული და დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილება“, - ამბობდა რეხვიაშვილი.

თემის გააქტიურებას დაემთხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომა, სადაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე როენა ხუცურაულს 40.000-ლარიანი ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი სასჯელი, ორწლიანი გამოსაცდელი ვადა შეეფარდა.

საპროცესო შეთანხმება პროკურატურას, მსჯავრდადებულ როენა ხუცურაულსა და მის ადვოკატ გელა კობახიძეს შორის გაფორმდა.

როენა ხუცურაული ანალოგიური ბრალდებით 2007 წელსაც დააპატიმრეს, მან საპატიმრო 2010 წელს დატოვა.

მოვლენათა ამგვარი განვითარების შემდეგ, დაკარგული თამაზ ლუცუფიძის ოჯახს იმედი მიეცა, რომ ოდესმე შვილის დატირებას მის საფლავზე შეძლებს.

„ყველამ თავის მამიდას მიხედოს“

მის მიმართ არსებული მწვავე კითხვების საპასუხოდ როენა ხუცურაული ამბობს, რომ ბიზნესვუმენია და ხალხს ურჩევს „ყველამ თავის მამიდას მიხედოს“...

რაც შეეხევა მის სახელს, „მამიდას“, ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ თავას სთხოვდა ბავშვებს დაეძახათ „მამიდა“, რადგან მათი მემები როენას მეგობრები იყვნენ.

„ჩემს უბანში, ვისაც პატარა ბაშვი ჰყვადა ვეუბნებოდი, რომ მათი მამიდა ვიყავი, მათ მამებს კარგად ვიცნობდი, და-ძმურად ვიყავით და ამიტომ ვთხოვდი, დაეძახათ მამიდა“,- ამბობდა ხუცურაული ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჰყავს ერთი ქალიშვილი, რომელიც აგრეთვე ბიზნესვუმენია და აქვს საკუთარი სილამაზის სალონი.

თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი განსაცდელი არა ციხეში ყოფნა არამედ შვილის ცუდად ყოფნა იყო.

„ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ წლების წინ ჩემი შვილის სიკვდილს თავლებში ვუყურებდი....

დაჭერას არც განვიცდიდი, მარტო შვილზე ვფიქრობდი...“,- ამბობდა როენა, თუმცა მიზეზებთან დაკავშირებით არ ისაუბრა.

დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში 3 პირი დააკავა.

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად „ფისო“.

კათარსიზის გახსნა

2019 წლის 10 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული, სასტუმროს კათარზისად გადაკეთებას აპირებდა.

ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

„სანამ ეს მოხდებოდა, სამი თვის წინ ვაპირებდი ზინაიდა ქორიძესთან ხელშეკრულების შეწყვეტას. ქირა ვერ მოჰქონდა და ამიტომ მინდოდა შემეწყვიტა. ზინაიდამ მითხრა, მეწილეები მყავს და ქირას მოგიტანო, კიდევ შანსი მივეცი. დიდი ხნის მოფიქრებული მქონდა, კათარზისი მინდოდა გამეკეთებინა“, - განაცხადა ხუცურაულმა.


აგრეთვე წაიკითხე:

დანა ყელში გამოუსვა, თავი მოაჭრა, სხეულის ნაწილები ურნაში ჩაყარა და დაიძინა - გორელი მანიაკის გასაიდუმლოებული საქმე

მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება

სამეფო ქორწინება, 5 წლის შემდეგ გაჩენილი შვილი და ერის აღიარება - ლეილა ყიფიანის პორტრეტი




ჯიმ რიში: საქართველოს მთავრობასა და ოპოზ...

4 წუთის წინ

სენატორი ჯიმ რიში Digest.ge

რონ ჯონსონი: მოხარულნი ვართ, რომ ქართველ...

9 წუთის წინ

ამერიკელი სენატორი რონ
ჯონსონი Digest.ge

სენატორებმა რიშმა, შაჰინმა და ჯონსონმა 1...

15 წუთის წინ

აშშ-ის სენატი, კონგრესი
Digest.ge


6 წლის გოგოს გაუპატიურება, ცხოველების მს...

15:48 ხუთ. 22 აპრილი

ტრაგედია ინდონეზიაში

„ბუ“ ადამიანები ანუ რომლებიც გვიან იძინე...

11:33

მარინე ჯანელიძე

„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

15:48 ხუთ. 22 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

დაკარგული შვილი, ძალადობის მსხვერპლი, მდ...

17:44

ლელა წურწუმია

მიშა ანდღულაძის სკანდალური აღიარებების შ...

15:56

მიშა ანდღულაძე

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

ჯინ შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურ ბედს შ...

20 წუთის წინ

ჯინ შაჰინი

„ირაკლი ოქრუაშვილმა ჩემი ტიტველი ფოტო გა...

49 წუთის წინ

ოქრუაშვილი

ნიკა მელიამ კოვიდტესტირებაზე უარი განაცხ...

20:36

ნიკა მელია

ჰონკონგში, მუტაციური შტამის გამო, ინდოეთ...

19:08

თვითმფრინავი

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის ცოლი ფ...

18:30

ლენტი ავარია

ვინ არის ვინმე თალაკვაძე, ვისაც მაჩალიკა...

17:42

გარდაცვლილი თემირლან
მაჩალიკაშვილის მამა
მალხაზ მაჩალიკაშვილი Digest.ge

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომ...

16:18

კახი კავსაძე საახიობი

იყიდა თუ არა მეგი ბაქრაძემ მედიკამენტი,...

15:56

ექთანი

17 წლის გოგო ჩვენებაში წერს, რომ მამა მა...

15:36

გურიაში დაკარგული ბავშვი