Digest Logo

შვილი დედის მოსაძებნად წავიდა, აღმოჩნდა, რომ მამამ დედა მოუკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა - გაუხმაურებელი ამბავი

 14:32 ხუთ. 22 ივლისი
ლენტი ავარია

2012 წლის 3 აპრილს თბილისში, რადიანის ქუჩაზე 40 წლის მანანა ზუბიაშვილი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

 

შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზუბიაშვილის მკვლელობის საქმე შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის, 2 პარაგრაფის, გ პუნქის თანახმად.

გამოძიებამ დაასკვნა, რომ მანანა საკუთარმა მეუღლემ მოკლა, რომელმაც სიცოცხლე თავად სუიციდით დაასრულა.

„კარი დაკეტილი იყო, არავინ გვპასუხობდა. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ცუდი ფიქრები მოგდის თავში. ასე რომ, მისმა მეგობრებმა პოლიციაში დარეკეს“,- იხსენებდა მეზობელი. მანანა სამსახურში არ მივიდა, არ პასუხობდა თანამშრომლების და მეგობრების ზარებს. დაახლოებით 2 საათზე, მანანას შვილი ვატო, რომელიც იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა, დედის საძებნელად სახლში წავიდა. პოლიციამ, ვატომ და თანამშრომლებმა მანანა და მისი მეუღლე იარაღის ტყვიით გარდაცვლილები იპოვეს.

რთულია, ზუსტად საუბარი იმაზე თუ რა გადახდა წყვილს, არც იმის თქმა შეუძლია ვინმეს დანამდვილებით, თუ რა მოხდა მათ შორის. ერთადერთი ოფიციალური ვერსიის თანახმად, 52 წლის ნიკოლოზ მახაშვილმა მოკლა მისი მეუღლე და შემდეგ, თავი მოიკლა. პროკურორი ნანა ჯაყელი ამბობდა, რომ საქმე დახურული იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105 მუხლით, რომელიც გულისხმობს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ბრალდებულის გარდაცვალების შემთხვევაში.

მეგობრებსა და ნათესავებს მსგავსი სცენარი წარმოუდგენლად ეჩვენებათ. მანანას მხრიდან ოჯახურ კონფლიქტზე ან მეუღლესთან პრობლემებზე საუბარს ვერც მისი თანამშრომლები რადიო „ფორტუნადან“ ვერ იხსენებდნენ. თუმცა, მაია მაზანაშვილი, რომელიც იმ დროს რადიო „ფორტუნას“ მარკეტინგის მენეჯერი იყო იხსენებდა, რომ იმ დღეს, როდესაც მანანა სამსახურში ბოლოჯერ გამოცხადდა, აღელვებული ყოფილა თავის მეუღლეზე და ადრე წასვლა უთხოვია.

მანანა ზუბიაშვილი რადიო „ფორტუნასა“ და რადიო „საქართველოში“ რამდენიმე წლის განმავლობაში მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა.

მისი მეგობრები მას აქტიურ, სიცოცხლით სავსე ადამიანად ახასიათებდნენ.

„მას მეგობრების წრეში ყოფნა უყვარდა, „შოპინგი“, ტბასთან ვარჯიში და... ცხოვრება. ყოველთვის ენერგიით სავსე იყო“,- იხსენებს ნინო მჭედლიშვილი, მანანას მეგობარი.

ფსიქოლოგ ირაკლი ქავთარაძის თქმით, ოჯახში კაცის მხრიდან ქალზე ძალადობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მისი მხოლოდ ოჯახის პრობლემის ჭრილში დანახვაა. ქავთარაძე ამბობდა, რომ „თანამედროვე ღირებულებები ანგრევს შეხედულებებს ქალის აქამდე მკაცრად განსაზღვრულ როლზე, რომელიც კრძალავდა ქალის აქტიურ ცხოვრებას. ეს ცვლილებები კაცებში აგრესიას იწვევს”.

⭕აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵მამინაცვალმა 25 წლის გოგოს შვილების თვალწინ გამოჭრა ყელი, შემდეგ კი ფანჯრიდან გადაძვრა და მიიმალა - გაუხმაურებელი ამბავი

🔵„დამიჭირეს, ჩამათრიეს დიდუბის გამგეობის უკან ნაძვნარში, გამაუპატიურეს, ფული წამართვეს და წავიდნენ“ - გაუხმაურებელი ამბავი

🔵„მანქანაში ჩამტენეს, უკანა სავარძელზე დამაგდეს და ტრუსი გაიხადეო, მითხრეს... ორივემ გამაუპატიურა“ - გაუხმაურებელი ამბავი


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე