Digest Logo

საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 34% სექსუალური შევიწროების მსხვერპლია

 17:29 ხუთ. 23 სექტემბერი
მოძალადე კაცი

გაეროს კვლევების მიხედვით საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 34% სექსუალური შევიწროების მსხვერპლია.

კვლევის თანახმად, ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი ძირითადად 35 წლამდე ქალები არიან.

დგინდება ისიც რომ უმეტესობა უმძიმეს ამბავს მალავს არ ჰყვება და არც გამოძიების იმედი არ აქვს.

კვლევის თანახმად, ყოველი ხუთი ქალი რესპონდენტიდან და ასევე ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულიდან ორი ამბობდა, რომ მათ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გამოსცადეს. ყოველი მეორე რესპონდენტი კი, ვისაც საჯარო სამსახურში 20 ან მეტი წელი უმუშავია, აღნიშნავდა, რომ საჯარო სამსახურში ჰყოფნის პერიოდში სექსუალური შევიწროების ესა თუ ის ფორმა გამოეცადა.

რესპონდენტების დაახლოებით 15%-ის თქმით, სექსუალური შევიწროების, სულ მცირე, ერთი ფორმა მაინც გამოუცდიათ ბოლო 12 თვის განმავლობაში. ქალები და ახალგაზრდა საჯარო მოხელეები უფრო მაღალი ალბათობით ხდებოდნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი . ქალი საჯარო მოხელეების დაახლოებით 21%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოუცდია სექსუალური შევიწროება მაშინ, როცა კაცების მხოლოდ 7% აღნიშნავდა იგივეს” – ნათქვამია კვლევაში.

მკვლევარებმა დაადგინეს ისიც, რომ როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კომპონენტი ადასტურებს, რომ საჯარო სამსახურში უფრო მეტად გავრცელებულია ვერბალური და არავერბალური ფორმის სექსუალური შევიწროება, ვიდრე პირადი სივრცის ფიზიკური დარღვევა.

გამოკითხულთა დაახლოებით 22%-მა აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის დროს გამოუცდია არასასურველი მიშტერება ან ჩაცინება. 10%-ის თქმით კი ასეთი რამე ბოლო 12 თვის განმავლობაშიც მომხდარა.

როგორც გამოკითხულთა დაახლოებით ერთმა მეხუთედმა მიუთითა, შევიწროების ვერბალური ფორმები გამოუცდია, კერძოდ, აბეზარი კითხვები პირადი ცხოვრების შესახებ და სექსუალური ხასიათის კომენტარები (19%).

შემთხვევათა დაახლოებით სამი მეოთხედის (74%) დროს, რესპონდენტებმა, რომლებმაც სექსუალური შევიწროება გამოსცადეს, შემავიწროებლად კაცი თანამშრომელი დაასახელეს. რესპონდენტთა დაახლოებით ერთმა მეოთხედმა (27%) კი აღნიშნა, რომ შემავიწროებელი ქალი იყო.

ქალ მსხვერპლთა უმეტესობის (91%) შემთხვევაში ადამიანი, რომელმაც სექსუალურად შეავიწროვა, კაცი იყო, ხოლო კაცი რესპონდენტების შემთხვევაში, ვისაც სექსუალური შევიწროება გამოუცდია, დამნაშავედ საწინააღმდეგო სქესის ადამიანი დასახელდა” – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.
რესპონდენტთა უმეტესობისთვის, რომლებმაც სექსუალური შევიწროება გამოსცადეს, ბოლო ინციდენტში დამნაშავე მათზე ასაკით უფროსი იყო (56%). ხოლო დაახლოებით 30%-მა აღნიშნა, რომ შემავიწროებელი მათივე ასაკის ან უფრო ახალგაზრდა იყო, ხოლო 14%ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა.

გარდა ამისა, ქალი მსხვერპლების ორი მესამედის (64%) შემთხვევაში, სექსუალური შევიწროების ბოლო ინციდენტში დამნაშავე ასაკით უფროსი იყო. რესპონდენტთა საკმაოდ დიდ ნაწილს (26%), ვისაც სექსუალური შევიწროება გამოუცდია, დამნაშავესთან საკუთარი ურთიერთმიმართების დაფიქსირება არ სურდა.

რესპონდენტთა დაახლოებით 40%-მა კი შემავიწროებლად სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებული პირი დაასახელა: 12%-მა უშუალო ხელმძღვანელი, სხვა განყოფილების ხელმძღვანელი, ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 8%-მა გაცილებით მაღალ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომელი დაასახელა:

რესპონდენტები, ძირითადად, ამბობდნენ, რომ, უმეტეს შემთხვევაში, სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავე ხელმძღვანელი პირია, რომელიც, როგორც წესი, კაცია. ექსპერტების აზრით, შემავიწროებლის სქესსა და პოზიციას შორის კავშირი გასაკვირი არ არის, რადგან საჯარო უწყებების უმეტესობაში საშუალო და მაღალი რანგის ხელმძღვანელ პოზიციებს სწორედ კაცები იკავებენ” – ვკითხულობთ ანგარიშში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„შვილის ტოლი გოგო გააუპატიურა, თან ნათესავად ეკუთვნოდა, დედამისის თვალწინ მოვკალი...“ - 61 წლის კაცის გაუხმაურებელი ამბავი, რომელმაც შვილი მოკლა

🔵ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ პოსტავენ - აი რატომ

🔵„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის ტოლა კაცთან იმიტომ მიღალატა, რომ ჩემგან შვილი არ უჩნდებოდა... დანით მოვკალი“ - ეჭვიანი ქმრის გაუხმაურებელი ამბავი

🔵„როცა ჩემი ძმა გარდაიცვალა, ჯვარი არ ეკეთა, არც ტატას, ეს რომ დაემართა..“ – თიკო ჩხეიძე ოჯახურ ტრაგედიას იხსენებს


„არასდროს არ ვყოფილვარ იმ ტიპის გოგო, რო...

3 წუთის წინ

დამიცავი პატრა ვარ

რა იწვევს პირ-ხახის უკანა ნაწილის კიბოს...

11 წუთის წინ

ზაზა თელია

„დავინახე, მაინც ჩაჩოქილიყო აივანზე და ხ...

18 წუთის წინ

კეკელიძე 90-იან წლებს
იხსენებს


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

ვლადიმერ ბოჟაძე გიგი უგულავაზე: აქციაზე...

18:25 ორშ. 18 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge