Digest Logo

„როცა მიშა გავიცანი მაშინაც მქონდა ურთიერთობა სხვა ადამიანთან...“ - რას ჰყვება ლიზა იასკო?

 19:27 შაბ. 23 ოქტომბერი
ლიზა იასკო

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორმა ლიზა იასკომ ალესია ბაცმანის საავტორო გადაცემაში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

ლიზა იასკო სააკაშვილთან სასიყვარულო ურთიერთობას იხსენებს:

„ეს ძალზე ემოციური მომენტი იყო, დეტალებზე საუბარი არ მინდა. შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც მიშამ სიყვარული ამიხსნა, მივხვდი, რომ უკან დასახევი გზა აღარ მაქვს. ეს იყო ნამდვილად პირველი დიდი სიყვარული ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მქონდა მანამდეც ურთიერთობები, როდესაც მიშა გავიცანი, მაშინაც მქონდა რომანტიკული ურთიერთობები სხვა ადამიანთან, მაგრამ ის მალევე დასრულდა. მიშასთან ძალზე ბევრი რამე გვაქვს საერთო. ჩვენ სულიერად ვართ ძალიან მსგავსები და ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ძალიან ღია და მართალი ურთიერთობა გვაქვს. ნახევარი სიტყვით გვესმის ერთმანეთის. რაც შეეხება ასაკის სხვაობას, ეს თავიდან იყო ჩემთვის გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორი. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე - რა მნიშვნელობა აქვს ამას? მე არ მიყვარს რაღაცა ისეთი წესებით მოქმედება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წიგნებში წერია“, - ამბობს იასკო.

ლიზა იასკოს თქმით, მის მშობლებს თავიდან ცოტა შეეშინდათ, როდესაც გაიგეს, რომ სააკაშვილთან ჰქონდა ურთიერთობები, თუმცა შემდეგ მათი სრული მხარდაჭერა იგრძნო.

„ამ ცხოვრებაში გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ. ვიცი, რომ ეს მშვიდი და წყნარი ცხოვრება არ იქნება, მაგრამ არც მოსაწყენი იქნება“, - ამბობს ლიზა იასკო.

წამყვანის შეკითხვაზე, იცნობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ყოფილ ცოლს, სანდრა რულოვსს, იასკომ უპასუხა, რომ სანდრას პირადად არ იცნობს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის უფროს შვილს და დედამისს, გიული ალასანიას იცნობს.

„სანდრას დიდ პატივს სცემს საქართველო, მან საქართველოსთვის ბევრი რამ გააკეთა, ის პოლიტიკურად მიშას მხარს უჭერს, რაც ძალზე კეთილშობილური საქციელია. კარგია, რომ ყოფილ ცოლთან ურთიერთობა ასეთია, რომ შენ ის მხარს გიჭერს. სანდრამ განაცხადა საკმაოდ გარკვევით, რომ პოლიტიკური ბრძოლა მიშას გამარჯვებით დასრულდება“, - ამბობს ლიზა იასკო.

მან, ასევე, გაიხსენა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრები რუსთავის ციხეში.

„თავდაპირველად ციხეში შედიხარ, აბარებ კორონავირუსზე სწრაფ ტესტს, შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მიდიხარ რაღაცა დერეფნებით და ბოლოს ხვდები პაემნების ოთახში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენს შორის არის შუშა. ასე რომ ერთმანეთზე შეხებაც კი არ შეგვიძლია. დიდი იმედი მაქვს, რომ მიშას მალე გაათავისუფლებენ და ის უკრაინაში დაბრუნდება. ამისთვის უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს“, - ამბობს ლიზა იასკო.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

კიდევ 8 რამ, რაც ჩვენი ფულით პარლამენტს უნდა ვუყიდოთ

სასულიერო პირის კიდევ 7 ნივთი, რომელსაც არ უნდა შევეხოთ

3 ცოლი, „საყვარელი“, მეგობარზე გათხოვილი ცოლი - გიორგი მარგველაშვილის პორტრეტი

„ექიმი კუთვნილი ხელფასის მოლოდინში ინფარქტით გარდაიცვალა...“ - სამწუხარო ამბავი


29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 წუთის წინ

29 ნოემბრის პროგნოზი

29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

27 წუთის წინ

ამინდი

VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი

დმანისთან ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

18:11 კვი. 28 ნოემბერი

პოლიცია