Digest Logo

როგორ შემოვატრიალოთ წარმატების ფორტუნა ჩვენკენ

 10:50 ხუთ. 10 ივნისი
წარმატების საიდუმლო

ნუ დაემდურებით ბედს, თუ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, არაფერი გამოგდით, თავს დათარსულად და წარუმატებლად მიიჩნევთ, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია. ანუ, არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს ან, უბრალოდ, არ იცით, როგორ მოიქცეთ. თუ წარმატებული ხართ, მაშინ გარშემო ბევრი შურიანი თვალით გიყურებთ და ასე გთვალავთ. ამიტომ, საჭიროა თავი დაიცვათ და ელემენტარული წესები გაითვალისწინოთ.

ბევრი წუწუნებს უფულობასა და უბედობაზე, უბარაქობასა თუ გაუმართლებლობაზე. არადა, მხოლოდ, ელემენტარული წესების დაცვა-გათვალისწინებაა საჭირო და ფორტუნა თქვენკენ ასი პროცენტით შემობრუნდება. ადვილად რომ აიწყოთ ცხოვრება, სწორად იმოქმედეთ და რწმენა არ დაკარგოთ.

ყველა ადამიანს გარს ერტყმის თვალით შეუმჩნეველი მოციმციმე ენერგეტიკული გარსი, რომელსაც აურას უწოდებენ. ის იცავს ადამიანის ფსიქიკურ ენერგიას სხვისი ზემოქმედებისგან. ყოველი ავი ზრახვა, მზერა თუ მოქმედება, უარყოფითი ბიოენერგიული მუხტია, რომელიც დარტყმას აყენებს და აზიანებს ადამიანის აურას. ეს ყოველივე კი ფიზიკურად ავადმყოფობაში გამოიხატება. ჩვენი სხეულის ენერგეტიკის დაცვა ჩვენივე ჯანმრთელობის საწინდარია. თუ თქვენი აურა შეუღწევადი იქნება, მაშინ ვერანაირი გარეშე ენერგია ვერ შეძლებს ფსიქიკური დარტყმის მოყენებას და თქვენს განადგურებას.

აურის დასაცავად, ხახვი და ნიორი დაგეხმარებათ. ისინი ადვილად შთანთქავენ უარყოფით ენერგიას.

👉აიღეთ ერთი თავი ხახვი, გააცალეთ კანი და გაჭერით შუაზე. დადეთ ნაჭრები საწოლის ქვეშ და შემოსასვლელი კარის მარცხენა კუთხეში, ანუ იქ, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგია გროვდება. ეს რიტუალი ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაატაროთ და საღამოს დაწყობილი ხახვის ნაჭერი, დილით ისე უნდა გაიტანოთ სახლიდან და გადააგდოთ, რომ შიშველი ხელით არ შეეხოთ.

👉ასევე კარგია, თუ ნივრის რამდენიმე კბილს დადებთ ოთახის კუთხეებში და მათ კვირაში ერთხელ გამოცვლით. სამზარეულოსა და შესასვლელში კი ნივრისა და ხახვის აცმის დაკიდება ხელს შეუშლის სახლში ნეგატიური, დამანგრეველი და წარუმატებელი ენერგიების შემოდინებას და მის ცირკულაციას.

❗არ გირჩევთ ამ მიზნით დეკორატიული ნივრისა და ხახვის აცმის დაკიდებას, რომელიც ჩინურ მაღაზიებსა და ბაზრობაზე იყიდება. მას ძალა არ აქვს.

ადამიანის აურაზე როცა ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანის აურა ყველაზე კარგად ფოტოსურათზე იკითხება. ის ადამიანის ისტორიასა და საიდუმლოს ინახავს საუკუნეების განმავლობაში. ფოტოსურათი, შავ-თეთრია ის თუ ფერადი, ადამიანის ენერგეტიკული ასლია და მასთან ურთიერთობა იგივეა, რაც ცოცხალ ადამიანთან.

სწორედ, ამიტომ, არ შეიძლება ფოტოსურათის დახევა, დაწვა, გადაყრა. სპეციალისტს ფოტოდან მთლიანად შეუძლია ადამიანის აურის ამოკითხვა. ასევე, არ არის სასურველი თქვენი ფოტო ბოროტ, შურიან და ცუდის მოსურნე ადამიანს ჩაუვარდეს ხელში. ნურც უცხოებს დაათვალიერებინებთ თქვენს ფოტოალბომს. უცხო თვალისგან ის საგულდაგულოდ უნდა გქონდეთ დამალული.

ზოგადად, ადამიანი საკუთარი წარმატების არხს თავად კეტავს. უიღბლობის, ხელმოცარულობის, უფულობისა და უბარაქობის მიზეზი სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა. მის გახსნაში კი მცენარეები დაგეხმარებიან. შეიძინეთ ისინი, დადგით თქვენს ბინაში და მათგან წამოსული დადებითი ენერგია დადებითად იმოქმედებს ბარაქის კოდის გახსნაზე. ასეთი მცენარეებია მონსტერა, გვიმრა, ჯუჯა ხეები. მათი ყიდვა დღეს პრობლემა არ არის. თუმცა, დააკვირდით, სად ყიდულობთ მათ. თუ ისინი გაზარდეს და იდგა ისეთ ოჯახში, სადაც უფულობასა და სიდუხჭირეს განიცდიან და მათ სპეციალურად, გასაყიდად ზრდიდნენ, მაშინ ასეთი მცენარის ყიდვა და სახლში შეტანა სახიფათოა. უმჯობესია, მცენარეები მაღაზიაში შეიძინოთ და ასე დაიზღვიოთ თავი უსიამოვნებისგან. ასევე, კარგია, თუ მინის პატარა ნივთებს შეიძენთ და მისაღებ ოთახში გამოსაჩენ ადგილას დადგამთ.

არსებობს ისეთი დღეები, როცა, თუ ადამიანი ფულს გასცემს, ის მალე გაორმაგებულად დაუბრუნდება. მაგალითად, სავსემთვარეობის დღეებში გააჩუქეთ ფული და ის უკან უფრო მეტი დაგიბრუნდებათ. ასევე, თუ მას გაჭირვებულს მისცემთ, მით უკეთესი. ასე დაუგეგმავ და მოულოდნელ შემოსავლებს მოიზიდავთ. ამიტომ, ხშირად აიხედეთ მაღლა და დააკვირდით, რომელ ფაზაშია მთვარე.

გაითვალისწინეთ ზემოთ ნახსენები რჩევები და აუცილებლად მიაღწევთ ფინანსურ კეთილდღეობას, რომელიც გჭირდებათ თქვენი ოცნებების ასასრულებლად.

წყარო: tbiliselebi.ge


საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

16 წუთის წინ

გუჩა კვარაცხელია

AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით, უფრო...

17 წუთის წინ

გეგეჭკორი ნონა

ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

35 წუთის წინ

კოღო


„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

09:12 სამ. 22 ივნისი

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

უახლესი კვლევა: სიკვდილის შემდეგ, ყველაზ...

09:12 სამ. 22 ივნისი

საავადმყოფოს დერეფანი

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

მაია ასათიანი შეყვარებულთან ერთად პოზირე...

12:15

მაია ასათიანი

VIDEO: ვინ არის სექსუალური გოგო ტრიბუნიდ...

12:05

ვიკა

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

43 წუთის წინ

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

53 წუთის წინ

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა

ბინები კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა - კალაძე

12:22

„ქართული ოცნების“
გენერალური მდივანი

„ეს 9 თვე სა­კუ­თა­რი თა­ვის სი­ა­მოვ­ნე...

11:54

ნანუკა გოგიჩაიშვილი

მინდა, როგორც სპეციალისტმა, ყველას მოვუწ...

11:22

ბიძინა კულუბმბეგოვი