Digest Logo

„რაიონიდან ახალი ჩამოსული იყო სამუშაოდ, მოტყუებით შეიყვანეს ფოტო სტუდიაში, 2-მა მეგობარმა გააუპატიურა“ - 17 წლის ნუნუკას გაუხმაურებელი ამბავი

 15:46 სამ. 12 ოქტომბერი
ლენტი

დაზარალებულმა ახალგაზრდა გოგომ, რომელიც მისთვის უცნობი ორი მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი გახდა, სამართალდამცველებს მომხდარი დანაშაულის შესახებ, გაუპატიურების ფაქტიდან ორ-სამ საათში მიმართა. 

17 წლის ნუნუკა დ-ძის განცხადებით, ის მოტყუებით შეიყვანეს ფოტო სტუდიაში, რის შემდეგაც მასთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირი დაამყარა ორმა მამაკაცმა, რომელთაგანაც მას მხოლოდ ერთი ჰყავდა ნანახი.

ჯგუფური გაუპატიურების მონაწილე პირების ვინაობა შესაძლოა, გამოძიებისთვის ბოლომდე უცნობი დარჩენილიყო, რომ არა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ინციდენტიდან რამდენიმე საათში მიმართა სამართალდამცველებს და დანაშაულის გახსნაში მთავარი როლი შეასრულა.

სწორედ მან აღმოუჩინა დახმარება გოგოს, რომელიც რაიონიდან ახალი ჩამოსული იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, სად და რა ტერიტორიაზე მოხდა გაუპატიურების ფაქტი. შესაბამისად, გამოძიებას ძალიან გაუჭირდებოდა დამნაშავე პირების დადგენა.

საქმის მასალების მიხედვით, 17 წლის ნუნუკა თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული. ობოლ გოგონას ხუთი წლიდან მოხუცი ბებია ზრდიდა, რომელსაც გოგონას მარტო გამოშვება არ უნდოდა, მაგრამ გაჭირვებულ ბებია-შვილიშვილს, რომელთა შემოსავალი მხოლოდ ბებიის პენსია იყო, სხვა გზა არ ჰქონდა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ გოგომ ბინა შორეული ნათესავის მეზობლად, ძალიან იაფად იქირავა და სამსახურის ძიებას შეუდგა.

ქუჩაში გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც განუცხადა, რომ ფოტოხელოვანი იყო. ამონაწერი დაზარალებულის, ნუნუკა დ-ძის ჩვენებიდან:

„დათო ქუჩაში გავიცანი. მითხრა, რომ ფოტოგრაფი იყო. შემომთავაზა, ლამაზ ფოტოებს გადაგიღებ და გავყიდი, ფულს მთლიანად შენ მოგცემო. მომეწონა ეს იდეა და დავთანხმდი. რადგან მობილური ტელეფონი არ მქონდა, დათოს ჩემი სახლი ვასწავლე. სახლთან ტაქსით მივედით და შევთანხმდით, რომ მეორე საღამოს ტაქსითვე მომაკითხავდა და ფოტოების გადასაღებად წამიყვანდა.

მართლაც მეორე დღეს, გვიან საღამოს მოვიდა. გარეთ ტაქსი ელოდებოდა, იმ ტაქსით წავედით ჩემთვის უცნობ ადგილზე. გზა არ ვიცოდი, არც ის, თუ რომელ უბანში ვიყავი. დათომ მიმიყვანა სტუდიაში, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის ბოლო, მეთხუთმეტე სართულის სხვენში იყო.

სტუდიაში თავიდან ჩვენ გარდა არავინ იყო, მაგრამ ცოტა ხანში, სხვა ბიჭიც შემოგვიერთდა, რომელიც დათომ თავის ახლო მეგობრად გამაცნო. ჩვენ ცოტა ხანს ვისაუბრეთ, ბიჭებმა შამპანური შემომთავაზეს, სულ ცოტა დავლიე. თვითონ სხვა სასმელს სვამდნენ. ერთი საათი იქნებოდა გასული, როცა დათომ მოფერება დამიწყო. ძალიან შემეშინდა, მერე ძალადობაზე გადავიდა. ძალით გამხადა ყველაფერი და ორივე მეგობარმა ჩემთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ტირილი დავიწყე, დათომ დამამშვიდა და მითხრა: ამით არაფერი მომხდარა.

ახლა ქვემოთ გამოძახებული ტაქსი დაგხვდება, სახლში წადი და ხვალ აუცილებლად მოგაკითხავო. როცა სტუდიიდან გამოვედი, იქ ორი ახალგაზრდა გოგო მოვიდა. ბიჭებს ისე შეხვდნენ, ეტყობა, კარგად იცნობდნენ. კორპუსთან ტაქსი გავაჩერე. ფული დათომ მომცა“.

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა პოლიციას დეტალური ჩვენება მისცა, გაუპატიურების მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. ნუნუკა დ-ძის განცხადებით, მას ტაქსის მძღოლმა ურჩია, მომხდარის შესახებ პოლიციაში განეცხადებინა.

დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ავტომობილში ჩამჯდარმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ტაქსის მძღოლს ემოციურად უამბო მომხდარის შესახებ. ასაკოვანმა მამაკაცმა გოგონა მოასულიერა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებასთან მიიყვანა და ურჩია, საქმის კურსში ჩაეყენებინა სამართალდამცველები.

საქმის მასალების მიხედვით, გოგონას პოლიციაში გამოცხადებიდან 2 საათში, მომხდარის შესახებ თანამშრომლობის მიზნით, პოლიციაში გამოცხადდა ტაქსის მძღოლიც. მისი ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცველებმა აღნიშნულ მისამართზე ორ მოძალადე მამაკაცს მიაგნეს.

ისინი კი, იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული გოგონა მათ არ იცნობდა და არც მათი ადგილსამყოფელი იცოდა, ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, თავს მშვენივრად გრძნობდნენ. ამონაწერი ტაქსის მძღოლის, ვლადიმერ ს-შვილის ჩვენებიდან:

„როდესაც მანქანაში გოგონა ჩამიჯდა, მივხვდი, რომ კარგად არ იყო. ცოტა ხანში ავტომობილის გაჩერება მომთხოვა. ჩემი შვილის ტოლი იყო. მივხვდი, მის თავს კარგი არაფერი ხდებოდა. მანქანა გავაჩერე, წყალი ვუყიდე. მომიყვა, რაც მოხდა. ძალიან ავღელდი, პირველივე პოლიციასთან მივიყვანე და ვუთხარი, იმ ბიჭებს ამ ცუდ საქციელს ნუ შეარჩენ-მეთქი. თავიდან არ დამიჯერა, მერე, როცა ცოტა დაწყნარდა, მანქანიდან გადავიდა და მადლობა გადამიხადა დახმარებისთვის. დავინახე თუ არა, რომ პოლიციის შენობაში შევიდა, იქაურობა დავტოვე. სინდისმა არ მომასვენა, მივხვდი, გოგონა ვერ მიაგნებდა იმ ადგილს, სადაც მასზე ძალადობა მოხდა და ერთ საათში უკან, პოლიციასთან დავბრუნდი. სამი გოგოს მამა ვარ, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.”

ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, ინციდენტიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს 26 წლის დავით მ-ია და 28 წლის კოტე ი-ძე. მოძალადე დავით მ-ია, სამართალდამცველების ინფორმაციით, მსგავს დანაშაულში ადრეც იყო შემჩნეული. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს უარყოფდნენ, მაგრამ, რადგან ძალადობის მსხვერპლმა უტყუარად ამოიცნო ორივე მოძალადე და გამოძიებასაც ხელთ ჰქონდა ტაქსის მძღოლის ჩვენება, სადაც დეტალურად იყო აღწერილი უცნობი მგზავრის მდგომარეობა, ორივე მოძალადე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსით.

სასამართლო პროცესზე კოტე ი-ძის ადვოკატი ცდილობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ჯგუფური გაუპატიურების ბრალდება მოეხსნა და აცხადებდა, რომ კოტე ი-ძე შემთხვევით შეესწრო მეგობრის მიერ გოგონას გაუპატიურების ფაქტს. სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. განსასჯელმა დავით მ-იამ სასამართლო პროცესზე თავი დამნაშავედ ცნო და აღიარა, რომ გოგონას გაუპატიურება წინასწარ დაგეგმა:

განზრახვის შესასრულებლად მეგობრის, კოტე ი-ძის კუთვნილი სალონი შეარჩია და მას დანაშაულის დეტალებზე წინასწარ შეუთანხმდა. დავით მ-იას განცხადებით, მან ისარგებლა იმით, რომ გოგონა თბილისს არ იცნობდა და ტაქსით სპეციალურად ბევრი ატარა, გზა-კვალის ასაბნევად. სასამართლომ ორივე მოძალადე მამაკაცი დამნაშავედ ცნო და ნუნუკა დ-ძის გაუპატიურებისთვის, 8-8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵დაჭრილი შველას ითხოვდა, მამიდა მიშველეო... მამიდამისს ხელები სისხლიანი ჰქონდა - ახალი დეტალები იმერეთში მოკლული ძმების საქმეზე

🔵შვილის „სიკვდილით“ შეშინებული „მამიდა“, მისი საუნიდან გამქრალი კაცი და სხვა ამბები როენა ხუცურაულის შესახებ

🔵„ლევან რატიანის კლინიკაში დედაჩემი თურმე 3 ბალიანი კომით +სეფსისით გადაგვიყვანია... ნაშიმშილარი, ნაწამები, ნაცემი იყო“- მედეა ადამია


„ხინკლის კუჭებზე მოწოდებისთვის, ხინკლის...

12 წუთის წინ

აჩიკო ნიჟარაძე

„განა არ ვიცი, რომ მაპატიებთ, თუ მხოლოდ...

33 წუთის წინ

ნათია ფანჯიკიძე

„არასდროს არ ვყოფილვარ იმ ტიპის გოგო, რო...

44 წუთის წინ

დამიცავი პატრა ვარ


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

„ჯერ კიდევ არსებობენ პატიოსანი ექიმები.....

19:13 ორშ. 18 ოქტომბერი

კულუმბეგოვი