Digest Logo

რა მიზნით შექმნა ლავრენტი ბერიამ ომის მიწურულს სპეციალური ჯგუფები, რომლებშიც მეცნიერები შედიოდნენ

 21:16 შაბ. 19 დეკემბერი, 2020 წელი
ლავრენტი ბერია

ლავრენტი ბერიას დამსახურება საბჭოთა მეცნიერების განვითარებაში განუზომელია და მეორე მსოფლიო ომის მერე საბჭოთა მეცნიერების ის, ეგრეთ წოდებული, სამეცნიერო-ტექნიკური გარღვევა, ანუ უდიდესი წინსვლა და დიდი წარმატება, სინამდვილეში ლავრენტი ბერიას დამსახურება იყო.

ისტორიკოს-პუბლიცისტი ივანე ბულგაკოვი წერს: „მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა მეცნიერებამ, მართლაც რომ, ფანტასტიკური ნახტომი განახორციელა და წინ გაიჭრა. ამაში კი საბჭოთა მეცნიერების გენიას მხოლოდ ნაწილობრივი წვლილი მიუძღვოდა, ძირითადად კი ბერიას დამსახურება იყო, რომელმაც საბჭოთა მეცნიერებს, ფაქტობრივად, მზამზარეული მასალა მიუტანა და მათ მხოლოდ ის დარჩენოდათ, რომ ეს მასალა პრაქტიკულად განეხორციელებინათ. გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ომის შემდგომი საბჭოთა მეცნიერული „წინ გაჭრა“ შედეგი იყო იმისა, რომ მათ (საბჭოთა მეცნიერებმა) პრაქტიკულად განახორციელეს ფაშისტების, გერმანელი მეცნიერების მიერ დამუშავებული თემები. გერმანელი მეცნიერები მთელი ომის პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ დახურულ ლაბორატორიებში და უნიკალური მიღწევები ჰქონდათ მეცნიერების, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. თუმცა, საბჭოთა არმიის წინსვლამ მათ ხელი შეუშალა ამ თემების დასრულებაში და მთელი სამეცნიერო დოკუმენტაცია, რაც ვერ გაანადგურეს, მოკავშირეებს ჩაუვარდათ ხელში. მათ შორის, ლომის წილი ჩვენ შეგვხვდა და ეს ბერიას დამსახურება იყო. ლავრენტი პავლოვიჩმა ჯერ კიდევ 1945 წლის იანვარში, ომის დასრულებამდე ხუთი თვით ადრე დაიწყო სპეციალური ჯგუფების შექმნა. ამ ჯგუფებში, ვითომდა, სამხედრო მოწინავე რაზმებში, სხვადასხვა პროფესიის მეცნიერები შედიოდნენ. სწორედ მათ უნდა მოეძებნათ და შეეფასებინათ გაქცეული გერმანელი მეცნიერების მიერ დატოვებული სამეცნიერო დოკუმენტაცია. და ეს უნდა მომხდარიყო არა მარტო საბჭოთა ოკუპაციის ზონებში, არამედ დანარჩენ სამ საოკუპაციო ზონაშიც. ხოლო თუკი სხვისი საოკუპაციო ზონიდან სამეცნიერო მოწყობილობების ან დოკუმენტაციების გამოტანა ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ჯგუფებს ამ მოწყობილობებისა და დოკუმენტაციის განადგურება ევალებოდათ, რომ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მეცნიერებს არ ჩავარდნოდათ ხელში.“


ანალოგიური მისიები ჰქონდათ შექმნილი ამერიკელებს, ბრიტანელებსა და ფრანგებს და ისინიც, დაახლოებით, იმავე პრინციპით მოქმედებდნენ. თუმცა, საბჭოელებმა მაინც ყველას აჯობეს. მარტო ის რად ღირდა, რომ საფრანგეთის საოკუპაციო ზონაში საბჭოთა ჯგუფმა, რომელსაც თითქოს გზა აებნა, ურანის ქვაბი აღმოაჩინა და ააფეთქა. ურანის ქვაბი უზარმაზარი ნაგებობა იყო, სადაც ურანის გახლეჩა წარმოებდა და ეს იყო ატომური ბომბის დამზადების ტექნოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი. ამ სამსართულიან შენობას საბჭოელები ნამდვილად ვერ წამოიღებდნენ ფრანგული ოკუპაციის ზონიდან და ისე გაანადგურეს, რომ ფრანგებს არ ესარგებლათ. სამაგიეროდ, წამოიღეს ტონობით სამეცნიერო დოკუმენტაცია და უკვე „არზამას 16-ში“ ააგეს ანალოგიური „ურანის ქვაბი“.
პავლე სუდოპლატოვი: „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის, რომ გერმანელი მეცნიერების ყველა დამუშავებული თემა საბჭოთა მეცნიერებმა მიითვისეს და ბევრმა მათგანმა სწორედ პლაგიატის წყალობით გაითქვა სახელი. ბერია კი, ანუ ის ადამიანი, ვინც საბჭოთა მეცნიერებს ასეთი არნახული ნახტომი გააკეთებინა, ბოროტმოქმედად, ჯაშუშად, კაციჭამია ვამპირად შერაცხეს და ყოველგვარი კანონის დარღვევით, ვერაგულად მოკლეს. არადა, ხრუშჩოვმა რომ მიიწერა კოსმონავტიკისა და საერთოდ, რეაქტიული სარაკეტო სისტემის ტრიუმფი, ეს ყველაფერი ბერიას დამსახურება იყო. სწორედ, ბერიას წყალობით, მისი ორგანიზატორული ნიჭის მეშვეობით განხორციელდა ეს პროექტები და ბერია რომ ასე ვერაგულად არ მოეკლათ, გაგარინი, ან სხვა ვინმე – პირველი კოსმონავტი ჯერ კიდევ 1955 წელს გაფრინდებოდა კოსმოსში. შემდგომ კი მთვარესაც პირველები ჩვენ დავიპყრობდით. ბერიას მკვლელობამ გაგარინის გაფრენა 6 წლით გადადო, მთვარე, კი, სულაც ამერიკელებმა დაიპყრეს. ასე რომ, მთელი მსოფლიო შეცდომაშია შეყვანილი და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ხრუშჩოვმა კი არ გაუშვა გაგარინი კოსმოსში, არამედ ბერიას მიერ დაწყებულმა და ინერციით მიმავალმა პროექტმა, რომელიც ხრუშჩოვმა საკუთარ თავზე მიიწერა. ასევე, დიდი ნახტომი იყო მედიცინაში და ესეც ბერიას დამსახურებაა, რადგან სწორედ ბერიას დავალებით მოიძიეს და ბრიტანეთის საოკუპაციო ზონიდან მოიპარეს დოქტორ მენგალის ჩანაწერები, რომელსაც ასევე, „სიკვდილის ექიმს“ უწოდებდნენ. საკონცენტრაციო ბანაკების ტუსაღებზე ჩატარებულმა მენგალის ჯოჯოხეთურმა ექსპერიმენტმა დიდი გარღვევა გამოიწვია მედიცინაში და ის საბჭოთა ექიმებმაც გამოიყენეს. ბერია ყველაზე ადრე მიხვდა ამ ჩანაწერების მნიშვნელობას და თავად მენგალის შეპყრობა დაისახა მიზნად. მის მოსაძებნად სპეციალური ჯგუფიც კი შექმნა და მის დაჭერასთან ახლოც კი იყო, მაგრამ თავად ბერია მოკლეს ვერაგულად და მენგალის კვალი დაიკარგა“.
ლავრენტი ბერია, რა თქმა უნდა, ანგელოზი არ იყო, მაგრამ ის არც მენგალივით კაციჭამია გახლდათ, თუმცა კაციჭამიების მიღწევების გამოყენებაზე უარს არ ამბობდა და მათ წარმატებითაც იყენებდა, იმავე კაციჭამიების გასანადგურებლად.


კომოს ტბაზე მეწყერი ჩამოწვა

8 წუთის წინ

მეწყერი სტიქია

„მე მას ვაჩუქე სიცოცხლე, მან კი – მე" -...

21 წუთის წინ

ბავშვი და დედა

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური...

38 წუთის წინ

ძიუდოისტი


მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს 15 დავალება...

13:17 სამ. 27 ივლისი

მასწავლებელი

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

18:26 სამ. 27 ივლისი

სიცილი

„ბევრს მდიდარი, ჯიპიანი მღვდელი ვგონივარ...

13:17 სამ. 27 ივლისი

არქიმანდრიტი იოანე

„მართლაც რა მაგარი ქალია“- ევა ბარბაქაძი...

12:42

დედა შილი

„ძალიან ცუდ დროს მოხდა...“ - მარიამ გეგუ...

11:40

მარიამ გეგუჩაძე

„ვერც კი ვფიქრობ ოდესმე ერთად როგორ იყვნ...

23:34 სამ. 27 ივლისი

ნანუკა ჟორჟოლიანი,მ
მარიამ გეგუჩაძე დამის
მამა

ქალი, რომელსაც კორონავირუსის ეშინოდა და...

56 წუთის წინ

პოლიცია

„ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აც...

13:16

დეკანოზი თამაზ ლომიძე

„საქართველოში 3 ბავშვი ავცერით...“ - მიქ...

13:06

თემურ მიქელაძე

თეა წულუკიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატ...

12:35

მინისტრი ტეა წულუკიანი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

12:24

ნიკოლოზ ბასილაშვილი

VIDEO: „ამას რატომ აკეთებთ?" - ნახეთ, რა...

12:19

უშგული

VIDEO: საოცარი კადრები - ქალმა ფანჯრიდან...

12:04

გადმოვარდნა

საქართველოში შესაძლოა, საველე ჰოსპიტლები...

11:57

საველე

ეს კვირა იქნება გადამწყვეტი - რა სცენარი...

11:43

თამარ გაბუნია