Digest Logo

პირველი შვილი ყველაზე ჭკვიანია - ახალი კვლევა

 12:20 ოთხ. 7 აპრილი
შვილი

„დე, მე უფრო გიყვარვარ თუ ნიკა“?, „პირველი ტკივილი, პირველი სიხარული, პირველი ნაბიჯები, პირველი უძილო ღამეები“... როდესაც დედა პირველად ხდები ეს დიდი სასწაულია. შენ პასუხისმგებლობას იღებ შვილზე, ზრუნავ და დარდობ მასზე. ის შენი განუყრელი ნაწილი ხდება...

საინტერესოა, შვილებთან არსებული სტერეოტიპები და კითხვები, რომ პირველი შვილი ყველაზე ჭკვიანია უმცროსი კი ყველაზე საყვარელი...

 

ვისკონსის-მედისონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი კვლევების მიმართულების მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა ამავე უნივერსიტეტის ჟურნალში, აჩვენა, რომ შესაძლოა, პირველი შვილი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდეს.

როგორც ირკვევა, პირველი შვილი, ყოველთვის მეტად წარმატებულია ვიდრე მისი უმცროსი და-ძმა. ასევე, ამტკიცებენ, რომ უფროსები, განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებითაც არიან დასაჩუქრებულნი.

დაკვირვებამ ცხადყო, რომ ყველაფერი, რისი გაკეთებაც ბავშვებს აუცილებლად უწევთ, გაცილებით კარგად გამოსდით უფროსებს, ვიდრე შემდგომში მათ უმცროს თაობას.

ეს უახლესი კვლევა ეფუძნება ძალიან დიდ კვლევას, რომელიც 1979 წელს დაიწყო, უფრო სწორად კი მოზარდების პირველი გამოკითხვა ჩატარდა. ეს იყო ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებული მოვლენების ნაციონალური შესწავლა, რომლისთვისაც შეირჩა ათასობით ამერიკელი მოზარდი 14-დან 21 წლამდე.

მონაცემები მოიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა დასაქმება, შემოსავალი, განათლების ხარისხი და სხვ. კვლევაში მონაწილე ახალგაზრდების უმრავლესობასთან კვლევის ავტორები რეგულარულ ინტერვიუს ატარებდნენ. მათ შეისწავლეს ისეთი მონაცემებიც, როგორიცაა, მათი დაბადების მოწმობები, ადრეული ბავშვობის ჯანმრთელობის ისტორიები, სკოლაში ჩატარებული ტესტების შედეგები, ოჯახში არსებული პირობები და ა.შ.

მკვლევარების თქმით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც ასე გამოიყურება: მშობლების დამოკიდებულება პირველი შვილების მიმართ, საკმაოდ მსუბუქი და ლაღია, ხოლო მომდევნო შვილების შემთხვევაში პირიქით. მშობლების დამოკიდებულება უმცროსების მიმართ ნაკლები ყურადღებით შემოიფარგლება.

თუ უფროსების შემთხვევაში, ისინი ძალიან ბევრ დროს უთმობენ მათ შემეცნებას, პატარების შემთხვევაში შემეცნების პროცესი მხოლოდ ძირითად და აუცილებლად საჭირო აქტივობებს ეთმობა. მშობლები თანაბრად უნაწილებენ სითბოსა და სიყვარულს ყველას, თუმცა, განსაკუთრებული გონებრივი სტიმულირების საშუალება მხოლოდ უფროსებს აქვთ.

მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა მშობლებმა, სასურველია, მაშინ დაიწყონ, როცა იგი დამოუკიდებელ აზროვნებას ეჩვევა. ისინი ამბობენ, რომ ამ დროს ბავშვის გონების განვითარებისა და მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი, განსაკუთრებით სწრაფია და სწორედ მაშინ სჭირდება მას მშობლის დახმარება და ყურადღება!


თუ შაბათამდე არ მოინანიებენ იღუმენ დანიე...

10 წუთის წინ

მიტროპოლიტი სტეფანე

მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვ...

17 წუთის წინ

პაატა იმნაძე, იმნაძე

დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილი ავტოფარეხ...

21 წუთის წინ

ფარეხი


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

09:15

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge