Digest Logo

პირველი, მეორე და ნაბოლარა შვილი - ბავშვის კარმული დანიშნულება დაბადების რიგის მიხედვით

 11:09 ხუთ. 25 ნოემბერი
ბავშვები

იმას, თუ მერამდენე ბავშვი ხართ ოჯახში – ერთადერთი, პირველი, მეორე და ა.შ. სულიერი დანიშნულების კუთხით დიდი მნიშვნელობა ჰქონია.

ამბობენ, რომ ოჯახი, რომელშიც დაიბადეთ, თქვენმა სულმა აირჩია, ვინაიდან სწორედ ამ ოჯახისგან ელოდებოდა იმ ყველაფრის მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა მის შემდგომ განვითარებას.

ნახეთ, რა სულიერი დანიშნულების მატარებლები არიან ბავშვები მათი დაბადების რიგითობის მიხედვით.

სიყრმის შვილი - პირველდაბადებული

ირკვევა, რომ პირველები იბადებიან წარმოუდგენლად ძლიერი სულის ბავშვები, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მშობლების კარმის დიდი ნაწილის შთანთქმა და მისი რაღაც ახლად გარდაქმნაა.

როგორც ცნობილია, ყველა ოჯახს თავისი კარმა და ხასიათი აქვს, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა მანამ, სანამ ვიღაც არ გადაწყვეტს, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს კარმული ენერგია შეცვალოს. სწორედ ოჯახის პირველი ბავშვი ყოფილა ის ადამიანი, რომელიც ამგვარ ტრანსფორმაციაზე პასუხისმგებლობას იღებს.

პირველდაბადებულები ფლობენ ყველა აუცილებელ უნარს იმისთვის, რომ ოჯახის ენერგეტიკა მისივე გაჯანსაღებისთვის გამოიყენონ. თუ ბავშვს ეს გამოუვა, მაშინ სამყაროში ვეღარაფერი დაუდგება წინ, ანუ ყველაფერს დაძლევს.

როგორც წესი, ყველა პირველდაბადებული კარგი მეურვე და აღმზრდელია. სწორედ ისინი იტვირთავენ ხოლმე ოჯახის საზრუნავის დიდ ნაწილს საკუთარ მხრებზე და მთელ სანათესაოზეც ზრუნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ ამტანები არიან, ისეც ხდება ხოლმე, რომ რაღაცას ვერ ერევიან. ასეთ შემთხვევაში მათ უჩნდებათ არასრულფასოვნების შეგრძნება, უქვეითდებათ თვითშეფასება.

მაგრამ თუ პირველდაბადებული კარგად უმკლავდება ყველა საზრუნავს და პრობლემას პოზიტივად გარდაქმნის, მაშინ მისი განვითარება მკვეთრად უმატებს ტემპს და წარმატებასაც გარანტირებულად აღწევს.

მეორე შვილი

მეორე შვილს ძალიან ბევრი ისეთი ნიჭი დაჰყვება, რომლებიც სამყაროს უნდა გაუზიაროს. მაგრამ ამისთვის მას პირველდაბადებულის ფარი და ნაბოლარას სულიერი თანადგომა სჭირდება. და სანამ პირველდაბადებული მეორეს თავისი ფარით იცავს, ამ უკანასკნელს შეუძლია მშვიდად იმუშაოს საკუთარი დანიშნულების აღსრულებაზე.

ბევრ შემთხვევაში პირველი და მეორე ენერგეტიკულ დონეზე შეთანხმებულად მუშაობენ, რაც შესაძლოა ფიზიკურ განზომილებაში შესამჩნევი არც იყოს.

„მეორეებს“ აქვთ თანდაყოლილი ნიჭი შუამავლისა და მედიატორისა, ვინაიდან სულიერ დონეზე ისინი პირველდაბადებულსაც უწევენ დახმარებასა და მის შემდეგ გაჩენილსაც.

გარდა ამისა, ისინი კარგად ავლენენ თავს ისეთ საქმიანობაში, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობას ან ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება. ამასთან, არიან ძალიან დიპლომატიურები და აქვთ ფართო თვალსაწიერი.

„მეორეს“ შესაძლოა დაავიწყდეს, ვინ არის რეალურად და ამიტომ ძალიან მალე დაკარგოს კიდეც საკუთარი გზა, მაგრამ თუ ამ გზისა და საკუთარი „მეს“ ძებნა გადაწყვიტა, თითქოს დასაწყისს უბრუნდება და გასაოცარ რაღაცებს ქმნის.

ნაბოლარა შვილი

სულიერების თვალსაზრისით ნაბოლარები დედამიწაზე იმისთვის მოდიან, რომ ოჯახში სინათლე და სიხარული შემოიტანონ. ისინი აერთიანებენ ნათესავებს, ეხერხებათ საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან და მყარ მეგობრულ კავშირებს ამყარებენ.

ნაბოლარები, როგორც წესი, ცხოვრებას მარტივად უდგებიან და ცდილობენ, ყველაფერი თავისებურად გააკეთონ, ანუ საკუთარი წესებით ითამაშონ.

ისინი მიდიან საკუთარი გზით და ამასთან, ოჯახს პოზიტიური ენერგიით ავსებენ.

აღსანიშნავია, რომ თუ ნაბოლარებს „თავისებურ“ ცხოვრებას დააცდიან, ისინი მართლაც შექმნიან რაღაც ჭეშმარიტად ინოვაციურსა და განსაკუთრებულს.

დედისერთა შვილი

დედისერთა ბევრით ჰგავს პირველდაბადებულს, თუმცა მისი სულიერება ბევრად ძლიერადაა გამოხატული.

დედისერთა საკუთარ თავზე იღებს ოჯახური კარმის უდიდეს ნაწილს, და ეს მაშინ, როცა მას არავინ ჰყავს გვერდში, ვინც მძიმე წუთებში მხარს დაუჭერს. ამიტომაც არიან დედისერთები ხშირად უკიდურესად დამოუკიდებლები და ცხოვრებისადმი მედეგები. მათ ბევრად ძლიერად აქვთ განვითარებული ლიდერის თვისებები, ვიდრე უფროს შვილებს.

დედისერთების უმეტესობას ოჯახში დიდი ენერგია შეაქვს. ისინი იმისთვის მოდიან დედამიწაზე, რომ მშობლებს ყველა წამოწყებულ საქმეში გაუწიონ დახმარება.

ემოციებთან გამკლავება დედისერთებივით არავის შეუძლია.

ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავება დედისერთასა და პირველდაბადებულს შორის ისაა, რომ დედისერთა მყის სრულად ერწყმის ოჯახურ დინამიკას, უფროსი შვილი კი იმისთვის იბადება, რომ რაღაც შეცვალოს და გარდაქმნას.

და მაინც, მიუხედავად ამისა, დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ უფროსი შვილისა და დედისერთის მიწიერი როლი ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თემირლან მაჩალიკაშვილი 23 წლის გახდებოდა - „ჩემო უსამართლობით განწირულო შვილო“ - დედის ემოციური პოსტი

🔵„კიდევ ერთხელ გთხოვთ ფარმაცევტებს, ბლოგერებს თუ უბრალოდ ფეისბუკჯგუფების წევრებს პაციენტებს ნუ შეიყვანთ შეცდომაში და ნუ აშინებთ ვეროშპირონით“ - ზაზა თელია

🔵„დღევანდელი დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა აღსავსე“ - ცაგარელი

წყარო: sputnik-georgia.com


წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე