Digest Logo

პატიმრებმა მატროსოვის ციხეში ახალგაზრდა გოგო მოკლეს

 13:26 ხუთ. 18 თებერვალი
ლენტი

გაუჩინარებული მოლარე

1971 წლის 3 მარტს თბილისის ერთ-ერთი შემნახველი სალაროდან 165 ათასი მანეთი გაქრა და ფულთან ერთად, 41 წლის მოლარე კლარა მეუნარგიაც გაუჩინარდა.

ფულისა და თანამშრომლის გაუჩინარება სალაროს მმართველმა, 41 წლის იაგო ქოჩიაშვილმა 4 მარტს, დილით შენიშნა, როდესაც სამსახურში მივიდა და სალარო ისევ დაკეტილი დახვდა – მას ყოველთვის მთავარი მოლარე აღებდა.

ქოჩიაშვილმა მომხდარის შესახებ მილიციას აცნობა და დაიწყო გამოძიება. შეამოწმეს კლარა მეუნარგიას საცხოვრებელი სახლი პლეხანოვის გამზირზე, სადაც ის მარტო ცხოვრობდა. ბინა ცარიელი აღმოჩნდა. გამოძიებაში გაჩნდა ფულის გატაცების ვერსია და კლარა მეუნარგიაზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.

საქმეში კი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ჩაერთო, რადგან გამქრალი თანხა იმ პერიოდისთვის კოლოსალური იყო და ასეთ საქმეებს „სუკი“ იძიებდა. მიუხედავად ამისა, მოლარე ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, უცნობი იყო. მეუნარგიას სალაროს მმართველიც და დანარჩენი თანამშრომლებიც დადებითად ახასიათებდნენ და უკვირდათ, რომ მან ასეთი საქციელი ჩაიდინა...

გამოძიება და ძებნა გრძელდებოდა, თუმცა რეზულტატი ნულის ტოლი იყო. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქმე ერთ ადგილზე იდგა, არ იძროდა და ძალოვნები საგონებელში ჩავარდნენ.

ინტიმური საღამო

შემნახველი სალაროდან ფულის გატაცების ერთი თვის თავზე, 1971 წლის 4 აპრილს, კვირა დღეს, იაგო ქოჩიაშვილი თავის წყნეთის აგარაკზე იმყოფებოდა 25 წლის თანამშრომელ გოგონასთან, ია კუციასთან ერთად, რომელიც უმცროს მოლარედ მუშაობდა, შეთავსებით კი, სალაროს მმართველის საყვარელი იყო.

კუცია ქოჩიაშვილთან სტაჟიორად მივიდა, ხოლო იმის შემდეგ, რაც მმართველს საწოლში ჩაუგორდა, შემნახველი სალაროს თანამშრომელი გახდა. 4 აპრილი იას დაბადების დღე იყო – გოგონა 25 წლის ხდებოდა. ია გათხოვილი იყო, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. მისი მეუღლე მძღოლად მუშაობდა და ხშირად საქალაქთაშორისო რეისებიც უწევდა. ამჟამადაც ორჯონიკიძეში იყო წასული. შუაღამეს რომ გადასცდა და 4 აპრილი დადგა, ქოჩიაშვილმა საყვარელი შამპანურით ადღეგრძელა და ბოკალი გამოცალა.

თუმცა, 5 წუთიც არ იყო გასული, რომ ძილის წამალმა იმოქმედა და აგარაკის მასპინძელი მოცელილივით დაეცა. ია რომ დარწმუნდა, ქოჩიაშვილს ეძინა, ადგა, სამზარეულოში გაზი გაუშვა. შემდეგ წინასწარ გამზადებული სპორტული ჩანთა მხარზე მოიკიდა და აგარაკიდან გამოსვლამდე ჯერ ოთახის კარი გამოიკეტა, შემდეგ კი – აგარაკის ჭიშკარი და ქუჩაში გავიდა. ორმოცდაათიოდე მეტრში გოგონას „მოსკვიჩი“ ელოდებოდა.

ია მანქანაში ჩაჯდა და ახალგაზრდა კაცს უთხრა:

– დაძარი, ყველაფერი რიგზეა. გაზი რომ კარგად დაგროვდება, ანთებული სანთელი იმას გააკეთებს, რაც საჭიროა და ყველაფერი ბუნებრივად გამოჩნდება...

იქვე, ხშირ ბუჩქებში 29 წლის ოთარ მენაბდე იმალებოდა და მან ჯერ „მოსკვიჩს“ გააყოლა თვალი, შემდეგ კი აგარაკში შევიდა, გაზის სუნი იგრძნო, იქაურობა გაანიავა, სანთელი ჩააქრო, გახსნილი გაზი გადაკეტა და ქოჩიაშვილის გაღვიძებას შეუდგა.

მენაბდე იას მეუღლე იყო და ცოლს ფარულად უთვალთვალებდა. მოატყუა, ვითომ მივლინებაში იმყოფებოდა, სინამდვილეში კი მას „კუდზე დააჯდა“, რადგან ეჭვობდა, რომ ცოლი ღალატობდა.

მმართველის ნაამბობი

ოთარ მენაბდემ იაგო ქოჩიაშვილი გააღვიძა და საწოლზე მიაბა, უთხრა, რომ ია მის მოკვლას აპირებდა, შემდეგ კი წამებით მოკვლით დაემუქრა და აიძულა, ყველაფერი ეთქვა.

აშკარა იყო, რომ ყოველივე ამაში რაღაც დიდი საიდუმლო იმალებოდა და მენაბდეს სწორედ ამის გაგება სურდა. ქოჩიაშვილმა ამოიკვნესა და თქვა:

– ერთი თვის წინ ჩემმა უფროსმა მოლარემ, კლარა მეუნარგიამ 165 ათასი მანეთი გაიტაცა და მიიმალა. ის დღემდე ძებნაშია. სინამდვილეში კი, მას მე ვაიძულე ამის გაკეთება. იდეა კი შენმა ცოლმა, იამ მომაწოდა. მითხრა, თუკი დიდ ფულს „მოვხსნიდით“, საზღვარგარეთ წავიდოდით და იქ დავრჩებოდით, ერთად ბედნიერად ვიცხოვრებდით.

ამით ტვინდაბინდულმა ჯერ საცოდავი კლარა გავიხადე საყვარლად, გავაბრუე და ფული გავატაცებინე, შემდეგ კი მოვწამლე და კოჯრის ტყეში ღრმად დავმარხე.

მენაბდემ დაბმული ქოჩიაშვილი ახსნა. სამასიოდე მეტრში გაჩერებულ, ნათხოვარ „პობედაში“ ჩაჯდა, ორჯონიკიძის რაიონის მილიციაში მივიდა და ყველაფერი მოუყვა, რაც ნახა და გაიგონა.

სამი განაჩენი

ია კუცია და მისი 27 წლის საყვარელი გაიოზ ბებია თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერჯგუფმა ბებიას ნაქირავებ ბინაში, მთაწმინდაზე დააპატიმრა, საიდანაც 164 ათას 700 მანეთი ამოიღეს. ნაძარცვი ფულიდან მხოლოდ 300 მანეთი იყო დახარჯული.

მილიციას ჰყავდა დაპატიმრებული ყოფილი სალაროს მმართველიც, რომელმაც ყველა დანაშაული აღიარა. ია კუციამ გამოძიებას განუცხადა, რომ მთელი ეს ვერაგული გეგმა ბებიას მოფიქრებული იყო.

რომელიც „თელასში“ მონტიორად მუშაობდა, წარმოშობით რაიონიდან იყო და თბილისში ბინას ქირაობდა. საქმე სასამართლოს გადაეცა და იაგო ქოჩიაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს. ია კუციას – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გაიოზ ბებიას კი – 9-წლიანი პატიმრობა...

ქოჩიაშვილი ორთაჭალის ციხეში დახვრიტეს. ია კუცია პატიმარმა ქალებმა მოკლეს მატროსოვის ციხეში. გაიოზ ბებიას კი პატიმრობისას ჭლექი დაემართა და ციმბირის კოლონიაში გარდაიცვალა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

სიღატაკე და ეჭვიანი მეუღლე - რატომ არ აჩენდა შვილს მეღვინეთუხუცესისგან გურანდა გაბუნია

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ ნინო ბურჯანაძის შვილები

მეძავები პარლამენტში, „ფლირტი“ სააკაშვილთან, ქმრის ღალატი მოსწავლესთან და მეგობრისთვის „წართმეული სიყვარული“ - ელენე თევდორაძის უცნობი ამბები


„ოდნოკლასნიკებში“ გაცნობილი მეუღლე, ძმის...

38 წუთის წინ

წულუკიძე

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლ...

21:28

სასმელი

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე: ეს კლოუნი ნ...

21:12

ექსპერტი ანდრია გვიდიანი -
Digest.ge


23 წლის ქართველი გოგო გაიტაცეს და ჰარამხ...

22:30 შაბ. 27 თებერვალი

უბედური- შემთხვევა

ცდების ჩატარება რუსებზე და დავით კიკალიშ...

12:18

ექიმბაში

აბა, მიშა გინდათ? – ლაშა ბუღაძე

22:30 შაბ. 27 თებერვალი

ლაშა ბუღაძე

ნოდარ დუმბაძის ნათლული, ღალატი, 3 აზიატი...

20:27

ნანა ლორთქიფანიძე

VIDEO: დაათვალიერეთ ხატია დეკანოიძის სახ...

18:21

ხატია დეკანოიძე

გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვა...

14:29

გივი სიხარულიძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელ...

18:39

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი ვლადიმერ
ბოჟაძე

ამირან სალუქვაძე - ექს-პრეზიდენტი, რომელ...

18:34

ექსპერტი ამირან
სალუქვაძე Digest.ge

ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნი...

18:22

სოსო არჩვაძე

ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდეს, ოღონდ რაიმე...

17:40

ლევან ნიკოლეიშვილი

ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები დ...

16:36

სააკაშვილი

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

16:09

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

ეს ცილისწამება არ დარჩება უპასუხოდ, მოგთ...

14:32

„wine kakheti“-ს დირექტორი ლევან
ზილფიმიანი Digest.ge

ამათ ხელი მოაწერეს, მედია გარემო 20-21 წ...

13:51

ანალიტიკოსი ამირან
სალუქვაძე - Digest.ge

ახალციხეში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

11:49

ლენტი