Digest Logo

ნაჭრის გამო მოკლული 21 წლის ახალგაზრდა, ქალის კომპლიმენტს შეწირული სიცოცხლე - 2 მეგობრის გაუხმაურებული საქმე

 14:07 ორშ. 22 თებერვალი
მკვლელობა

ლადო ქოქიაშვილისა და ასტამურ აჩბას, ხანმოკლე ცხოვრება ჩვენი დედაქალაქის ისტორიის ნაწილად იქცა.

„მზეჭაბუკის“ პროტოტიპი ლადო ქოქიაშვილი

ლადო ქოქიაშვილი ქალაქში საკმაოდ ცნობილ ოჯახში 1936 წელს დაიბადა.

ლადოს მამა, იოსებ ქოქიაშვილი საქართველოს დამსახურებული მხატვარი-კარიკატურისტი გახლდათ, ძმა, ვახტანგი, ცნობილი მოქანდაკე. ლადო შესაშური აღნაგობის გარდა, სამართლიანობითაც გამოირჩეოდა.

არსებული ინფორმაციით, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის ცნობილი „მზეჭაბუკის“ ქანდაკების პროტოტიპი სწორედ ლადო ქოქიაშვილია.

ამბობენ, რომ ლადოს ერთ-ერთი გამორჩეული თვისება იყო ის, რომ ადამიანის დაჩაგვრას ვერ იტანდა. თურმე ლადოს მეგობრები ხუმრობით არსენასაც ადარებდნენ...

ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, 1957 წლის მაისში დატრიალდა, მაშინ ლადო ქოქიაშვილი 21 წლის იყო.

გელა ქოქიაშვილი, ლადო ქოქიაშვილის ბიძაშვილი:

„ლადოს მეგობარი ჰყავდა - ასტამურ აჩბა, ცნობილი კალათბურთელი. მოხდენილი ჩაცმა უყვარდა. მას, ლადოს და კიდევ რამდენიმე მეგობარს, ერთი მკერავი ჰყავდათ (იმ დროის თბილისში ტანსაცმელს ძირითადად მკერავთან იკერავდნენ), მთაწმინდელი იყო, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდა.

ერთ დღეს ასტამურმა მკერავთან პიჯაკის შესაკერად ქსოვილის ნაჭერი მიიტანა. რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, რომ ის ნაჭერი დაიკარგა.

კაცი, რომელმაც ის ნაჭერი აიღო, ვინმე კარლო (რეზო) ასამბაძე აღმოჩნდა, მეტსახელად „ჰასანა“. ასტამურმა მას წაღებულის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

იმ საღამოს ლადო კინოთეატრში იყო. ასტამურმა მეორე მეგობართან ერთად მიაკითხა. უთხრა, - სადავო საქმე გამომიჩნდა და დახმარება მჭირდებაო. რა თქმა უნდა, ლადოს დიდხანს არ უფიქრია და მეგობრებს გაჰყვა.

ბიჭები ასამბაძეს ოქროს უბანში, ერთ პატარა ბაღში შეხვდნენ და საპიჯაკე ნაჭრის დაბრუნება მოსთხოვეს, რაზეც ისევ უარი მიიღეს.

სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც კარლომ ლადო იცნო და - სადაც ხელს დამარტყამ, იქ დანას გაგიყრიო, - გააფრთხილა.

ნათქვამი ლადოს სერიოზულად არ მიუღია, - შენზე ხელს როგორ გავისვრიო, - უთქვამს „ჰასანასთვის“ და ხელი აუქნევია, არ დაურტყამს.

მაშინ ვერავინ შეამჩნია, რომ კარლო ასამბაძეს მაჯაში დანა ჰქონდა დამალული, მოულოდნელად ის გამოაცურა და ლადოს გაუყარა...

დაჭრილი ლადო საავადმყოფოში გურამ რჩეულიშვილმა მიიყვანა, სადაც გარდაიცვალა“.

კარლო ასამბაძე დააკავეს.

მას დახვრეტა ელოდა, თუმცა დახვრეტის მუხლი 25-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

მოგვიანებით მას სასჯელი კიდევ შეუმცირეს. ამბობენ, ციხიდან გამოსვლის შემდეგ „ჰასანა“ ძალიან ნანობდა ჩადენილს. ის ვაკეშიც, ლადოს საფლავზეც, არაერთხელ უნახავთ. წლების წინ გარდაცვლილა „ჰასანა“ - კარლო ასამბაძეც...

12 წლის შემდეგ - 1969 წლის ნოემბერში მოკლეს ლადოს მეგობარი ასტამურ აჩბაც.

თბილისელი აფხაზი ასტამურ აჩბა

„ასტამურს ფული რად უნდა... ასტამური თვითონ ფულია“... ხომ, ყველასთვის ნაცნობი სიმღერაა. თუმცა ბევრმა არ იცის, ვინ ასტამურზეა ლაპარაკი...

ეს სიმღერა გასული საუკუნის 60-იან წლებში ქსოვრელებმა წაუმღერეს სწორედ ასტამურ აჩბას - და მალე ყველამ აიტაცა.



პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იხსენებდა:

„ეს ის დრო იყო, როცა არ ვარჩევდით, ვინ იყო აფხაზი, ვინ ოსი... ასტამურ აჩბასნაირი ქართველი იშვიათად მინახავს. იმიტომ კი არა, რომ კარგი ქართული იცოდა, არა - ნაღდი ქართველი იყო, მაგრამ შინაგანად აფხაზი გახლდათ.

ეს ფაქტია - იცოდა თავისი წინაპრების ფასი. როცა წავიდა, სულ ვფიქრობდი, ასტამური თბილისს დააკლდა. ასეთი ადამიანები სძენდნენ თბილისს განსხვავებულ, სიყვარულით, სითბოთი სავსე ფერებს“.

ასტამური ვერაზე ცხოვრობდა. დედამისი, ცუცა თოფურია, ადვოკატი გახლდათ, მამა - საიდ აჩბა რეპრესიების დროს დახვრიტეს.

დემურ ცქიტიშვილი:

„ბირჟა“ ვერაზე, „კომუნისტის“ რედაქციასთან გვქონდა, სადაც მეგობრები ვიყრიდით თავს. ასტამურს ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი. სულ დარბოდა, სიახლის ძიებაში იყო, ოხუნჯობდა, რაღაცას მოიგონებდა და დაგაჯერებდა ხოლმე, ამის დიდი უნარი ჰქონდა“.

კალათბურთის თამაში ასტამურმა სკოლის პერიოდში დაიწყო. ჯერ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა, ცნობილი მწვრთნელის, მიხეილ კეკელიძის ხელმძღვანელობით.

ბევრი ამ ნაკრებიდან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა გუნდი „ბურევესტნიკი“ („ქარიშხალა“), ასტამურმაც იქ გააგრძელა თამაში. მას მალევე სპორტის ოსტატის საპატიო წოდება მიენიჭა და „დინამოშიც“ გადაიყვანეს.

ასტამურმა მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი დაამთავრა და მალევე დაიწყო მუშაობა ფაბრიკაში. ნელ-ნელა წელში გაიმართა, ოჯახს ხომ არაფერს აკლებდა, ახლობლებსაც მუდამ გვერდში ედგა.

ქალაქში საქმოსნის სახელი ჰქონდა, თუმცა, როგორც ამბობენ, საბჭოთა ხელისუფლებას დიდად არ ეხატებოდა გულზე.

1969 წლის ივნისი იყო.

აჩბას სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. ასტამურმა ყურმილი აიღო და რამდენიმე წამში ელდანაცემმა იყვირა, - რა! ჩემი ტოგრიკა! (თამაზ ტოგონიძე, ცისკარას როლის შემსრულებელი ფილმში „ცისკარა“) უთხრეს, - თამაზმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძაო...

გასვენებაზე უთქვამს ბიჭებთან, - შემდეგი მე ვიქნებიო.

ეს სიტყვები ნოემბერში გაიხსენეს, მაშინ, როდესაც ქალაქში მეხივით გავარდა ასტამურის მკვლელობის ამბავი.

ტრაგედია იმჟამინდელ სასტუმრო „თბილისის“ რესტორანში მოხდა, სადაც მეგობრებთან ერთად მოქეიფე აჩბას კონფლიქტი მოუვიდა სხვა სუფრასთან მყოფ ახალგაზრდასთან, გვარად ძაგნიძესთან, რომელიც ასევე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მან შეურაცხყოფად მიიღო აჩბას თამამი საქციელი და მის სუფრასთან მჯდარი გოგონასთვის ნათქვამი კომპლიმენტი.

ძაგნიძე რესტორნიდან გავიდა, თუმცა მალევე იარაღით დაბრუნდა და ასტამურს ესროლა... თუმცა ზუსტად რატომ მოხდა მკვლელობა, არავინ იცის. ასტამურ აჩბა 34 წლის იყო...


აგრეთვე წაიკითხეთ:

7 რჩეული კაცი, გარდაცვლილი შეყვარებულისგან მიღებული ტრამვა და რომანი თიკა ჯამბურიას ყოფილთან - ლიზა ყენიას პირადი

„მორალით ბევრ ადამიანზე მაღლა დგას“ - ცნობილი ქალები, რომლებიც ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ ეტრფიან

ვინ იყო ანი ბებიას პირველი ქმარი და როგორ ცხოვრობს მსახიობი ახლა


ძალიან მიჭირს დაწერა, ეს სასტიკი განსაცდ...

23:47 ოთხ. 24 თებერვალი

მარიამ კუბლაშვილი

თბილისის უბნები, რომელთაც ელექტროენერგია...

22:41 ოთხ. 24 თებერვალი

ელექტოენერგია

დანიშვნიდან 20 დღეში - გახარიას კახაბერ...

21:45 ოთხ. 24 თებერვალი

ქემოკლიძე


საბერძნეთში 40 წლის ქართველი ემიგრანტი ქ...

12:25 ოთხ. 24 თებერვალი

პოლიცია

პედოფილი მღვდელი დაპატიმრებულია

17:56 ოთხ. 24 თებერვალი

პოლიცია

თბილისში 36 წლის კაცი არასრულწლოვან ბავშ...

12:25 ოთხ. 24 თებერვალი

ძალადობა ბავშვთა სახლში

ნიკუშას ჩემთვის ცოლობა არასდროს უთხოვია...

19:25 ოთხ. 24 თებერვალი

ნიკუშა შენგელაია და ეკა
ხვედელიძე

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 15 წელ...

17:55 ოთხ. 24 თებერვალი

მუსიკოსი ირაკლი
ჩარკვიანი

ურთიერთობა ნინა წკრიალაშვლთან? 4 ქალი და...

16:34 ოთხ. 24 თებერვალი

დუტა სხირტლაძე

პროფესორ-მასწავლებლების საგანგებო მიმართ...

20:25 ოთხ. 24 თებერვალი

პარლამენტის შენობა

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank რიგ...

18:39 ოთხ. 24 თებერვალი

აჭარაბეთი

ილიაუნისა და ჯეპრას ერთობლივი ჰაკათონის...

18:04 ოთხ. 24 თებერვალი

ილიაუნისა და ჯეპრას
ერთობლივი ჰაკათონის ნიკო
ნიკოლაძის ჩეთბოტის
შესაქმნელად
გამარჯვებულები ცნობილია

ვინ არიან გიგი უგულავას ყოფილი ცოლები და...

16:27 ოთხ. 24 თებერვალი

გიგი უგულავას ცოლები

„იმედზე“ ინტერაქტივი გამოვიტანეთ... მარგ...

16:26 ოთხ. 24 თებერვალი

ინგა_გრიგოლია

პოლიტიკიდან ვაშინგტონში და შემდეგ სოფელშ...

16:02 ოთხ. 24 თებერვალი

საჯაიას ფოტოების კოლაჟი

მგონი დეენძრა და ვეღარ ხედავს ვისი მერკუ...

15:28 ოთხ. 24 თებერვალი

კაკულია და სარიშვილი

რა ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგ...

15:27 ოთხ. 24 თებერვალი

ლოლა წერეთელი

შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება - დეტალებ...

14:22 ოთხ. 24 თებერვალი

ღარიბაშვილი