Digest Logo

„მზე შემოდგომისა“ – რატომ არის განსაკუთრებით ფასეული ფილმი, რომლის სცენარი სპეციალურად მედეა ჯაფარიძისთვის დაიწერა

 17:51 კვი. 21 თებერვალი
მედეა ჯაფარიძე

„მზე შემოდგომისა“ რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. რეზო თაბუკაშვილმა სცენარი სპეციალურად მედეა ჯაფარიძისთვის დაწერა, თავად კი, ფაქტობრივად, სცენარის მთავარი გმირის, მხატვარ ვახტანგის (მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი) პროტოტიპია.

„თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე 20 წლის წინათ“, – ამ სიტყვების ადრესატი მისი საყვარელი ქალია ფილმშიც და ცხოვრებაშიც, მედეა ჯაფარიძე.

მათი სიყვარული მათივე სიცოცხლეში ლეგენდად იქცა.

ამ ფილმში მედეა პირველად გამოჩნდა თითქმის ოცდახუთწლიანი პაუზის შემდეგ და თავისი სათნოებით კიდევ ერთხელ დაიპყრო მაყურებლის გული.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ფილმმა წინ წამოწია მნიშვნელოვანი თემა ძველი თბილისი არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილია, არამედ იგი არის ესთეტიკური ფენომენი.

„როდესაც რეზომ სცენარი გადმომცა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს მედეასთვის იყო დაწერილი და მთავარი როლი სწორედ მას უნდა ეთამაშა. ვახტანგის როლზეც ვიცოდი, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესი უნდა ამეყვანა. სხვა გმირების შემთხვევაშიც ასე მოხდა. ვიცოდი ყველა ამ მსახიობის შესაძლებლობები და სინჯების ჩატარება საჭიროდ აღარ მივიჩნიე.

ქალბატონი მედეა, ფაქტობრივად, ბავშვობიდან მახსოვს. ლაშა და ჩემი და, ქეთი, თითქმის ტოლები არიან და ლაშა, როგორც წესი, ყოველთვის მოდიოდა ქეთის დაბადების დღეზე. ბავშვები რომ შეიკრიბებოდნენ, მე და ჩემი უფროსი ძმა, რადგან მათზე ოთხი-ხუთი წლით დიდები ვიყავით, ვართობდით ხოლმე. მახსოვს, ქეთის ერთ-ერთ დაბადების დღეზე ლაშა ვიღაც ბუთხუზა ბიჭს ეჭიდავებოდა. თავიდან, რომ დაინტერესებულიყო, ლაშას ვუთხარი: შენ ხარ ქართველი, ბუთხუზა ბიჭს კი – შენ ხარ თათარი და აბა, ვინ მოიგებს-მეთქი. ცოტა ხანში ბუთხუზა ბიჭმა ლაშა წააქცია. მოხდა საოცრება: ლაშა წამოჭარხლებული წამოხტა ფეხზე და – შენ ქართველი და მე – თათარიო! – უთხრა იმ ბიჭს. წარმოგიდგენიათ, როგორ ოჯახში იზრდებოდა ლაშა?! საუბარი ცოტა შორიდან დავიწყე, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დეტალი საკმაოდ ზუსტად ახასიათებს ბატონ რეზოს და ქალბატონ მედეს. ამ ფილმის არსებობა ხომ მათი და მათი მსგავსი ადამიანების დამსახურებაა…“- იხსენებს თემურ ფალავანდიშვილი.

მაყურებელი ეკას ულაპარაკოდ აიგივებს ამ როლის შემსრულებელ მსახიობთან – ქალბატონ მედეა ჯაფარიძესთან… როგორც თქვით, სცენარი სპეციალურად მისთვის დაიწერა… ეკას სახე მართლაც ზუსტად იმეორებდა ქალბატონ მედეას თითქმის ყველა პიროვნულ თვისებას. თუ იცით, საიდან გაუჩნდა სცენარის იდეა ბატონ რეზოს?

ალბათ ცხოვრებისეული მომენტი იყო, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია, რადგან ძნელია ავტორის სულში ჩახედვა და მიხვედრა, რა ასაზრდოებდა მას ამ დროს. თავიდან, როდესაც რეზომ სცენარი შინ გამატანა, სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ მომავალი ფილმის გმირი ქალბტონი მედეას ზუსტი ასლი იყო თავისი შინაგანი ბუნებით, საოცარი ერთგულებით, სილამაზით, ტემპერამენტით, ყოველგვარი მანკიერებისადმი შეურიგებლობით, ოჯახისადმი თავდადებით, შემოქმედებისადმი უდიდესი თაყვანისცემით და, ბუნებრივია, აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს როლი ვინმე სხვას ეთამაშა. „ქეთო და კოტეს“ შემდეგ ქალბატონი მედეა, ფაქტობრივად, ეკრანზე არ გამოჩენილა. შეიძლება ითქვას, მთელი 25-წლიანი პაუზის შემდეგ ეს ფილმი იყო მისი ეკრანზე დაბრუნების მაუწყებელი.

როგორც ბატონი თემური ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, „მზე შემოდგომისა“ რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის ცხოვრების ანარეკლია, ფაქტობრივად, ავტობიოგრაფიული ფილმი. ზოგიერთი ამბავი სწორედ მათ გადახდათ თავს, მაგალითად, ჩხუბის და პურის საცხობის სცენა რეალური ისტორიიდან არის. გადაღებები, ძირითადად, თბილისის ძველ უბნებსა და პავილიონებში მიმდინარეობდა, რამდენიმე კადრი კი ბათუმსა და ოდესის პორტში გადაიღეს.

„ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი ფინალია, როდესაც დიდი სუფრაა გაშლილი და ყველანი ზეიმობენ. იმდროინდელი ქართული ელიტის ყველა წარმომადგენელი მოვიწვიეთ, ვისაც კი ეცალა. მიხარია, რომ მათი სახეები ეკრანს შემორჩა. ლადო გუდიაშვილის ცეკვაც ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტია.“- იხსენებს თემურ ფალავანდიშვილი.

ფილმის გადაღებები 3 თვეს გაგრძელდა, მთლიანად გამზადებას დაახლოებით წელიწადი დასჭირდა. რამდენიმე კადრი ბათუმსა და ოდესის პორტშია გადაღებული, ძირითადი ნაწილი კი თბილისის ძველ უბნებსა და პავილიონებში. მაგალითად, ის ბინა, სადაც გივი ბერიკაშვილისა და გურანდა გაბუნიას გმირები ცხოვრობდნენ, უფრო ახლებური უნდა ყოფილიყო, ამიტომაც საბურთალოზე გადავიღეთ.

„მზე შემოდგომისა" ძალიან კარგად მიიღო, როგორც ქართველმა, აგრეთვე მთელმა საბჭოთა მაყურებელმა. ამიერკავკასიის მასშტაბით პატარ-პატარა პრიზებიც დაიმსახურა, მაგრამ სერიოზული არაფერი. თუმცა ის ფაქტი, რომ არაერთი წელია ფილმი ცოცხლობს და მაყურებელს უყვარს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს“.

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ სხვა საინტერესო ამბები⤵️

როგორ „წაართვა“ სოფიკო ჭიაურელს როლი დედამ - ოჯახური ისტორიები

რის გამო დასცინოდა სოფიკო ჭიაურელი რძალს და როგორ იხსენებს დედას ნიკუშა შენგელაია


მსგავსი სიახლეები

დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულა...

12 წუთის წინ

პოლიტიკოს, ალეკო
ელისაშვილი 2020

ძალიან მიჭირს დაწერა, ეს სასტიკი განსაცდ...

23:47 ოთხ. 24 თებერვალი

მარიამ კუბლაშვილი

თბილისის უბნები, რომელთაც ელექტროენერგია...

22:41 ოთხ. 24 თებერვალი

ელექტოენერგია


საბერძნეთში 40 წლის ქართველი ემიგრანტი ქ...

12:25 ოთხ. 24 თებერვალი

პოლიცია

პედოფილი მღვდელი დაპატიმრებულია

17:56 ოთხ. 24 თებერვალი

პოლიცია

თბილისში 36 წლის კაცი არასრულწლოვან ბავშ...

12:25 ოთხ. 24 თებერვალი

ძალადობა ბავშვთა სახლში

ნიკუშას ჩემთვის ცოლობა არასდროს უთხოვია...

19:25 ოთხ. 24 თებერვალი

ნიკუშა შენგელაია და ეკა
ხვედელიძე

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 15 წელ...

17:55 ოთხ. 24 თებერვალი

მუსიკოსი ირაკლი
ჩარკვიანი

ურთიერთობა ნინა წკრიალაშვლთან? 4 ქალი და...

16:34 ოთხ. 24 თებერვალი

დუტა სხირტლაძე

დანიშვნიდან 20 დღეში - გახარიას კახაბერ...

21:45 ოთხ. 24 თებერვალი

ქემოკლიძე

პროფესორ-მასწავლებლების საგანგებო მიმართ...

20:25 ოთხ. 24 თებერვალი

პარლამენტის შენობა

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank რიგ...

18:39 ოთხ. 24 თებერვალი

აჭარაბეთი

ილიაუნისა და ჯეპრას ერთობლივი ჰაკათონის...

18:04 ოთხ. 24 თებერვალი

ილიაუნისა და ჯეპრას
ერთობლივი ჰაკათონის ნიკო
ნიკოლაძის ჩეთბოტის
შესაქმნელად
გამარჯვებულები ცნობილია

ვინ არიან გიგი უგულავას ყოფილი ცოლები და...

16:27 ოთხ. 24 თებერვალი

გიგი უგულავას ცოლები

„იმედზე“ ინტერაქტივი გამოვიტანეთ... მარგ...

16:26 ოთხ. 24 თებერვალი

ინგა_გრიგოლია

პოლიტიკიდან ვაშინგტონში და შემდეგ სოფელშ...

16:02 ოთხ. 24 თებერვალი

საჯაიას ფოტოების კოლაჟი

მგონი დეენძრა და ვეღარ ხედავს ვისი მერკუ...

15:28 ოთხ. 24 თებერვალი

კაკულია და სარიშვილი

რა ლოლა წერეთელი სამუშაოდ მოსკოვში გაემგ...

15:27 ოთხ. 24 თებერვალი

ლოლა წერეთელი