Digest Logo

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა და ნარკოტიკებს შეწირული შვილის ცხოვრება - გაუხმაურებელი ამბავი

 13:10 პარ. 14 მაისი
პოლიციის ლენტი

ეკატერინე გოგოლიშვილი წარმოშობით აჭარელია. იგი მოტყუებით დაქორწინდა და მას შემდეგ, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა არ შეწყვეტილა.

მოძალადე ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებული პიროვნებაა, რომელიც არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულზე, მათ შორის ოჯახში ძალადობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ძალადობის ბოლო შემთხვევა ფატალური შედეგით დამთავრდებოდა, რომ არა მეზობელი, რომელმაც ეკატერინე სიკვდილს გადაარჩინა.

 

„ეს ძალადობა დაიწყო ქორწინების შემდეგ, ქორწინებამდეც კი, და 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემ ყოფილ ქმართან გაცილებული კი ვარ, მაგრამ იგი მაინც არ მეშვება (საერთო შვილს იმიზეზებს). წლების განმავლობაში, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანთან ცხოვრებას ვიტანდი.

ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა ყოფილმა ქმარმა ინსცენირება დადგა, თითქოს მის მოკვლას ვცდილობდი, ეს მაშინ, როდესაც ადამიანს არც კი შევხებივარ. საზოგადოებამ ისევ მე გამკიცხა, რატომ იჩივლაო, ბრალი დამდეს. არადა, არც კი მიჩივლია, პირიქით, თავის მართლება მომიწია, ჩვენება მივეცი, რომ დანას არ შევხებივარ და თავს არავის დავსხმივარ.

ჩვენ, ძალადობაში მცხოვრები ქალები, მუდმივად ვიმეორებთ, რომ ამდენ დისკომფორტს და ძალადობას ბავშვების გამო ვითმენთ. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ მყოფმა ჩემმა მეუღლემ ჩვენი მცირეწლოვანი ბავშვი მანქანაში ძალით ჩაისვა.

მოხდა ავარია, ბავშვი გარდაიცვალა. სწორედ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ძალადობის თმენა, თუნდაც ბავშვების კეთილდღეობის მოსაზრებით, ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. თუ გინდა, რომ შვილი ცოცხალი და ბედნიერი გყავდეს, არ უნდა მოითმინო არაფერი!

ჩემთვის ყველაზე მძიმე გადასატანი ის ფაქტორი იყო, რომ ჩემ ირგვლივ მყოფი არც ერთი ქალი არ დამხმარებია. ჩემ დას, რძალს, დედაჩემს, – ჩემი მხარდაჭერის ყველას ეშინოდა.

ჩემ ყოფილ ქმარს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დიდი იმედი მაქვს, რომ დაუსჯელი არ დარჩება. თუ იგი სასჯელს გადარჩება, ე.ი. ყველას დაუსჯელობის სინდრომი ექნება და ყველა კაცი იმას გააკეთებს თავის ოჯახში, რასაც ეს წლების განმავლობაში სჩადიოდა.


VIDEO: ვახო მეგრელიშვილის მიერ შესრულებუ...

14 წუთის წინ

ვახო მეგრელიშვილი

„მდგომარეობა სახიფათოა! ინფიცირებულთა რი...

15 წუთის წინ

თამარ ჟამურაშვილი

„ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ...

18 წუთის წინ

ზურა ბაკურაძე


ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

14:23 სამ. 22 ივნისი

კოღო

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

11:05

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

შიშველი ფოტოსესია, გარეპილი 10 მცნება, დ...

41 წუთის წინ

პაატა თედიაშვილი

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

მაია ასათიანი შეყვარებულთან ერთად პოზირე...

12:15

მაია ასათიანი

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გ...

15:06

ზურა ბაკურაძე

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქ...

14:58

პროკურატურის ლოგო

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

14:28

გუჩა კვარაცხელია

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

14:01

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

13:51

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა