Digest Logo

მისტიკის დასასრული - ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნილია

 15:51 ოთხ. 18 ნოემბერი, 2020 წელი
ბერმუდის სამკუთხედი _
საიდუმლო მიწა

Რადარებიდან გამქრალი თვითმფრინავები, უგზო-უკვლოდ-უოკიანეოდ დაკარგული გემები, ხომალდები, გაუჩინარებული ცხედრები…. და კიდევ ათასი რამაა, რის გამოც ბერმუდის სამკუთხედს „საშინელებათა მიწად“, „ეშმაკის კუნძულად“ თვლიან.

ამ ბლოგში შევეცდებით დავამსხვრიოთ მითები და დაგანახოთ რეალობა.

Რეალობა კი ასეთია - ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო არ ამოხსნილა, რადგან ამ კუნძულზე არანაირი საიდუმლო არ არსებულა.

Მაშინ, რას განვიცდით ათწლეულები?

Სიმართლე გითხრათ, ჭიანჭველისგან სპილოს შექმნა ჩვენი პროფესიაა.

Ჩვენი ანუ ჟურნალისტების.

Წარმოიდგინეთ, რამდენი ხალხი მიაწყდება სათაურს „10 იდუმალება, რომელსაც ბერმუდის სამკუთხედი ინახავს“ ან „5 მისტიკური ამბავი დაწყევლილი კუნძულიდან“...

Ხალხს მისტიკა უფრო იზიდავს, ვიდრე გეოგრაფია. Აბა ვის წააკითხებ სტატიებს ერთი ჩვეულებრივი კუნძულის შესახებ?

Სტატიები იქეთ იყოს და ბერმუდის სამკუთხედისთვის მიძღვნილი წიგნების რაოდენობის რიგ ქვეყნებს შეშურდებათ. Ეს წიგნები რომ ბესტსელერებად იქცა, კიდევ ცალკე დრამაა.

Და მაინც საიდან დაიწყო ყველაფერი?


1937 წელს 100-ობით თვითმხილველი ამტკიცებდა, რომ ციდან თვითმფრინავი მოულოდნელად გაქრა. ლორენს კუშემ, ავტორმა წიგნისა „ბერმუდის სამკუთხედის მისკიტკა გადაჭრილია“, გამოიკვლია იმ დროის დაკარგულ თვითმფრინავთა საქმეები და ვერ იპოვა ვერცერთი ისტორია ბერმუდის სამკუთხედზე უგზო-უკვლოდ დაკარგული თვითმფირნავისა.

bermudis-samkutkhedi---datskevlili-mitsa_o_h.jpeg


1945 წელი „ფლაით 19“ - ამ ფრენას 13 თვითმფრინავი და მათი გამოცდილი ეკიპაჟი შეეწირა. ლეგენდის თანახმად, ყველა მათგანი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. ეს ამბავი ამოუხსნელ ფენომენად შეირაცხა და ბერმუდის სამკუთხედიც ასე „დაიბადა“.

Სინამდვილეში ამბავი იყო ასეთი: გამოცდილი პილოტი მხოლოდ პირველ თვითმფრინავს ჰყავდა, რომელიც დანარჩენებს წინ მიუძღოდა. შემონახულია ჩანაწერები, როცა ის გამშვებ პუნქტს ესაუბრებოდა. Პილოტის თქმით, ორი კომპასი მწყობრიდან გამოვიდა და კარგად ვერ ხვდებოდა, საით მიდიოდა - ფლორიდაში თუ ტეხასში. მას უკან 12 თვითმფინავი მიჰყვებოდა. როგორც ირკვევა, ისინი ცაში დაიკარგნენ და რომელიღაც კუნძულზე ჩამოვარდნენ.

Ბერმუდის სამკუთხედი არაა ცივილიზაციისგან მოწყვეტილი. იქ ისეთივე სიხშირით იკარგებიან ხომალდები, როგორც სხვაგან.

bermudis-samkutkhedi_o_h.jpeg

1976 წელს ყველაზე გამოცდილ საზღვაო მზღვეველს, ლოიდს ჰკითხეს იყო თუ არა რისკი ბერმუდის სამკუთხედზე მოგზაურობისას? მისი პასუხი იყო - არა.

Მეტიც - 2013 წლის მსოფლიო ბუნების ფონდმა გამოაქვეყნა ყველაზე საშიში ადგილების სია. Სიაში შავი ზღვაც მოხვდა, თუმცა არ მოხვედრილა ბერმუდის სამკუთხედი.


მსგავსი სიახლეები

ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს - უახლ...

00:49

ამინდი ყინვა

„უფასო კუბოში ნუ ჩაწვებით“! - ექიმ ანი ქ...

00:20

ექიმი რეანიმატოლოგი

ქობულეთში საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლი...

00:03

პატრული ღამით


ლოცვა ნათლულთათვის – ამ ლოცვის წაკითხვა...

11:55 კვი. 16 იანვარი

ლოცვა

300 - კაციანი ქორწილი, საოცნებო კაბა და...

22:53 ორშ. 17 იანვარი

ნინო ჩხეიძის

გაფრთხილება - როდის უნდა აიღოთ საახალწლო...

11:55 კვი. 16 იანვარი

ნაძვის ხე

პოლიტიკოსების ნათლიამირონობა - ვინ ვისი...

21:55 სამ. 18 იანვარი

ცნობილი პოლიტიკოსები

ცნობილი ადამიანების ნათელმირონობა - ვინ...

20:00 სამ. 18 იანვარი

ჭოხონელიძე, კალაძე,
შევარდნაძე და კალანდაძე

„უშენოდ როგორ ვარ, მიკვირს... მენატრები...

17:07 სამ. 18 იანვარი

გიორგი გასვიანი და მარიტა
მელიქიშვილი

19 იანვარს ნათლისღებაა! - ყველაფერი, რაც...

23:45 სამ. 18 იანვარი

ნათლისღების ფრესკა

„მზად ვარ გამოვყო ადგილი ეპარქიაში და მი...

22:58 სამ. 18 იანვარი

მეუფე ნიკოლოზი დამიხეილ
სააკაშვილი

„აცრილია თუ არა ადამიანი, ამას არავითარი...

22:46 სამ. 18 იანვარი

მეუფე ნიკოლოზი

„ქვეყანაში გვყავს ჩინური ვაქცინების გამს...

20:32 სამ. 18 იანვარი

გიორგი ფხაკაძე

გია გაბრიჭიძე გიორგი მშვენიერაძეზე: ეს ა...

20:27 სამ. 18 იანვარი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე Digest.ge

„ოპტიმისტები ვიყოთ - არცერთი პანდემია 3...

20:14 სამ. 18 იანვარი

პოლიტიკოსი ლადო კახაძე

ნინო ფოჩხუა მშვენიერაძეზე: მორალისგან და...

20:08 სამ. 18 იანვარი

ფეისბუკმომხმარებელი ნინო
ფოჩხუა

ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილმა და მისმა ად...

20:03 სამ. 18 იანვარი

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე
Pia.ge

დავით ქართველიშვილი მშვენიერაძეზე: ამ პი...

19:53 სამ. 18 იანვარი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი Digest.ge