Digest Logo

„მიყვარდა და იმიტომ მოვკალი“- ყოფილ ცოლს სცემა და შემდეგ ქვა ჩაარტყა - გაუხმაურებელი ამბავი

 16:35 ოთხ. 23 ივნისი
უბედური- შემთხვევა

2012 წლის 29 ივლისს, მოსკოვის პროსპექტზე მდებარე პარკში, გამვლელმა ქალმა ტელეფონის ზარის ხმა გაიგონა.

მობილურს დიდხანს არავინ პასუხობდა. დაეჭვებულმა ქალმა სკვერში გარდაცვლილი ქალის სხეული იპოვა. ის ჟუჟუნა ინაშვილი იყო, რომელიც 28 წლის ასაკში, ყოფილმა მეუღლემ სიცოცხლეს გამოასალმა.

დამნაშავე 33 წლის ლაშა მიფჩუანია.

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

მკვლელობამდე მან ყოფილ ცოლს სცემა და შემდეგ ქვის დარტყმით მოკლა. დილით სახლში დაბრუნებული შვილის შარვალზე დედამ სისხლის ლაქები შენიშნა, კითხვაზე მიფჩუანმა უპასუხა, რომ წინა ღამით ყოფილი ცოლი მოკლა. მამის პასუხი ამ დროს სახლში მყოფმა ორმა მცირეწლოვანმა გოგონამაც გაიგონა.

მიფჩუანი და ინაშვილი მკვლელობამდე 5 თვით ადრე დაშორდნენ, მაგრამ ყოფილი ქმარი ქალის ნახვას ხშირად ცდილობდა. იანა ინაშვილი, მოკლულის და იხსენებს, რომ ჟუჟუნას ქმრის მუქარის არ ეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ თანაცხოვრებისას ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლიც არაერთხელ გამხდარა. ჟუჟუნა ფიქრობდა, რომ ქმარი ვეღარაფერს დაუშავებდა.

„რას იზამს, ხომ არ მომკლავს?! - იხსენებს იანა დის სიტყვებს.

„მიყვარდა და იმიტომ მოვკალი“ - უთხრა მიფჩუანმა სასამართლოს.

მსხვერპლის დედა, თამარ ინაშვილი ამბობდა, რომ ჩხუბი, ყვირილი და ცემა მისი შვილის ოჯახში იშვიათი არ იყო. ზოგჯერ ჟუჟუნას მთვრალ ქმართან გამკლავებაში მეზობლებიც კი ეხმარებოდნენ. 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საბოლოოდ, ჟუჟუნამ განქორწინება გადაწყვიტა. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დედამთილთან დაეტოვებინა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემების მიხედვით, 2014 წელს, 11 თვის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე 19 მკვლელობა მოხდა. თუმცა, როგორც ირკვევა, სტრუქტურა გენდერული ნიშნით განცალკევებულ სტატისტიკას არ აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში, 68 განზრახ მკვლელობიდან (სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლი) 66 ბრალდებული მამაკაცი იყო, 18 ქალი კი - მსხვერპლი. 6 ქალი ქმრის მიერ იყო მოკლული, სამი - ვაჟის მიერ. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობებს, 11 ასეთი დანაშაული დაფიქსირდა, მათგან 11 ბრალდებული მამაკაცი იყო, 1 - ქალი და ერთიც - დაუდგენელი. 16 მსხვერპლიდან კი 8 ქალი იყო. ორი მათგანი ქმარმა მოკლა, ერთი - მამამთილმა, სამი კი - პარტნიორმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო... დღემდე ცდილობს, შემეხოს არასასურველ ადგილებში... არ მინდა სიცოცხლის სუიციდით დასრულება “ - გაუხმაურებელი ამბავი

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გამაუპატიურა“ - სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ისტორია

ზესტაფონის პარკში 19 წლის გოგო ქმარმა 5 გასროლით მოკლა - გაუხმაურებელი ამბავი


როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

00:32

შემოდგომის ამინდის
პროგნოზი

4 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონში ელ...

00:30

შუქი

„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელ...

23:39 სამ. 3 აგვისტო

ქეთათო


„13 წლის გათხოვდა, სიყვარულმა დააბრმავა....

11:15 კვი. 1 აგვისტო

პოლიციის ლენტი

10 წლით უფროსი მეუღლე, გეი „შეყვარებული“...

15:26 სამ. 3 აგვისტო

ვარდოსანიძე

ჩხოროწყუში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ...

11:15 კვი. 1 აგვისტო

ეკლესიის ზარი

ვის ჰგავს პატარა ბერუკა - ივანიშვილების...

17:49 სამ. 3 აგვისტო

ივანიშვილები

„შეგიძლიათ ამ ფოტოზე „შლოპანცის" ბადრიჯნ...

17:38 სამ. 3 აგვისტო

ბადრიჯანი

„ცხოვრებაში წყალი არ დამილევია, არც გამი...

10:22 სამ. 3 აგვისტო

სალომე გოგიაშვილი

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური...

22:38 სამ. 3 აგვისტო

ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩ...

22:24 სამ. 3 აგვისტო

2 ოქტომბერს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა
არჩევნები გაიმართება

მამუკა მდინარაძე: რამდენად უნდა ვენდოთ კ...

19:02 სამ. 3 აგვისტო

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და გახარ...

18:54 სამ. 3 აგვისტო

მამუკა მდინარაძე -
პარლამენტის ვიცე სპიკერი

მამუკა მდინარაძე: გახარია ამბობს, რომ წა...

18:48 სამ. 3 აგვისტო

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე Digest.ge

კვლევების გაყალბება პირველ რიგში საზოგად...

18:42 სამ. 3 აგვისტო

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე Digest.ge

გივი მიქანაძე - არანაირი საფუძველი არ გვ...

18:35 სამ. 3 აგვისტო

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“
წარმომადგენელი

კანადელი წყალში მხტომელის საბედისწერო შე...

18:24 სამ. 3 აგვისტო

ცურვა

„8 კლასის განათლების მქონენო, მეცნიერებზ...

18:03 სამ. 3 აგვისტო

ქეთი თუთბერიძე