Digest Logo

მე უნდა წარვედგინე პრეზიდენტობის კანდიდატად, გამსახურდიამ განგაში ატეხა - დაპირისპირება იოსელიანსა და გამსახურდიას შორის

 18:02 ოთხ. 23 დეკემბერი, 2020 წელი
ჯაბა იოსელიანი და
გამსახურდია

„სამი განზომილება” – ასე უწოდა წიგნს მწერალმა და დრამატურგმა, პოლიტიკურმა მოღვაწემ, „მხედრიონის” ლიდერმა – ჯაბა იოსელიანმა, რომელშიც დეტალურად ჰყვება თავის ცხოვრებაზე.

ის იხსენებს ციხეში ყოფნისა და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასთან დაპირისპირების პერიოდს. 

„ 1989 წლის 23-24 ნოემბრის ცხინვალში გასვლითი მიტინგის წარუმატებლობის შემდეგ, ამ ღონისძიების იდეის ავტორად მე მასახელებდნენ.

ვერ დავიჟინებ, იქნებ მართლაც ასე იყო, რადგანაც წინააღმდეგი არ ვიყავი... „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში” და „მხედრიონის ”გადარჩენილ ნაწილში დაიბადა აზრი, რომ მე წარმადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატად.

თუ ვერ გავიმარჯვებ (და ალბათ ასეც იქნება), პატიმრობიდან ხომ მაინც გავთავისუფლდები. საჩქაროდ მომიგზავნეს ჩემი ვექილი (ქართლოს ღარიბაშვილი, რომელიც ჯაბა იოსელიანის დამ, ლილი იოსელიანმა აიყვანა – ავტორი) პარალელურად, სანდო პირმა შემომიტანა წერილი, სადაც მარწმუნებდნენ, რომ ეს ჯერჯერობით ერთადერთი გამოსავალია ჩემს გასათავისუფლებლად. დავთანხმდი. შეგროვდა ხელმოწერები, გამზადდა ყველა საბუთი, საჭირო იყო მხოლოდ ჩემი ხელწერილი თანხმობის შესახებ.

საბუთების მიღების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო – 22 აპრილი. მე ოცში დავთანხმდი და ხელწერილიც გავგზავნე, მაგრამ სულ ბოლო დღემდე ციხეში იდო. ასეც ვვარაუდობდი და მოვაწყე ალიაქოთი. მაშინ იკადრეს და 22 აპრილს, ყველა საჭირო საბუთს, რომელიც უკვე დიდი ხანია, ცსკ-ში ჰქონდათ ჩაბარებული ჩემს აქტივისტებს, ჩემი ხელწერილიც დაემატა. გამსახურდიამ განგაში ატეხა.

სასწრაფოდ, 23 აპრილს, მოიწვია უზენაესი საბჭო და მიაღებინა უპრეცედენტო დადგენილება: აღმკვეთი ღონისძიებით პატიმრობაში მყოფ პირებს ეკრძალებოდათ არჩევნებში მონაწილეობა...

ის 23-ში უკვე მოქმედებდა, რაც ყველა საერთაშორისო კანონისა და მიღება-გავრცელების ნორმების უხეში დარღვევაა: ის, რაც მე მეხება, მე უნდა ვიცოდე, გამოუქვეყნებლად მისი ძალაში შესვლა, თაღლითობაა. აქვე ირღვეოდა საერთაშორისოდ მიღებული უკუქმედების პრინციპი...

ამ დადგენილებით ირღვეოდა, ასევე, უდანაშაულობის პრეზუმციიის პრინციპიც: ვიდრე სასამართლო არ მცნობს დამნაშავედ არავის შეუძლია, ასეთად ჩამთვალოს.

ასე რომ, საქმე გვქონდა ორჯერად თაღლითობასთან – გამოუქვეყნებლად კანონის ძალაში შესვლა და რიცხვის ფალსიფიკაცია...

შიმშილობის მიზეზის ფორმალურად დასაფიქსირებლად, მოდის ვახტანგ გვარამია – გენერალური პროკურორის მოადგილე, ვისაც დაევალა ჩემს დაპატიმრებაზე სანქციის გაცემა და მხედრიონელთა საქმეების წარმოების ხელმძღვანელობა.

უწინ, ჯერ კიდევ მილიციაში მუშაობის დროს, პოლიტიკაში ერეოდა – ჯერ ფორუმისა და შემდეგ ეროვნული კონგრესის გულშემატკივრის როლს თამაშობდა, გია ჭანტურიას ახლობლობდა, ახლა გამსახურდიასთან გადაუნაცვლია. ისმენს ჩემს პრეტენზიებს, ცინიკურად იღიმება.

შემდეგ გულახდილად ლაპარაკობს: „თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ, რა ხდება გარეთ – ხალხი აღმერთებს გამსახურდიას!

ახლა პრეზიდენტად აირჩევენ და ყველაფერი დამთავრდება. ოპოზიცია უხერხემლოა, მასები მათ მხარს არ უჭერენ. თქვენი საქმე ხომ საერთოდ უიმედოა. ერთ დროს მხედრიონი ქუხდა.

ახლა ვინ ხართ თქვენ? ერთი მუჭა ბანდიტების, ყაჩაღების ჯგუფი”. მე თავს ვერ ვიკავებ და ლანძღვაზე გადავდივარ...

„მომავალ მაისს გამსახურდია აღარ იქნება, დიდი დიდი კიდევ ერთი წელიწადი”.

თავდაჯერებულად იცინის: „თავს ტყუილად ნუ გაიტანჯავთ, თქვენი შიმშილობა არაფერს მოიტანს”. რასაკვირველია, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ შიმშილობით ჩემი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, არა მხოლოდ ისტორიისთვის, არამედ ეროვნული მოძრაობისა და დემოკრატიის პრინციპების დასაცავად...

ჩემი შიმშილობის ოცდამეთორმეტე დღეს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად გამოაცხადეს. მოდის მილოცვები.

შევარდნაძე უცხოეთიდან ულოცავს – ოჰ, ეს პოლიტიკური პირფერობა!

ოცდამეთხუთმეტე დღეს მომინახულა ნოდარ ნათაძემ, როგორც პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა. ვადაგასულ თეატრალურ აფიშას მაგონებს მისი ვიზიტი.

ჩემი შიმშილობა 41 დღეს გაგრძელდა. სპეციალურად მეწვია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მომიტანა ნაკურთხი კვერი, სანთლები, ხატი.

მთხოვა, მიმეღო საჭმელი და რაც მთავარია, შთამაგონებლად მითხრა: „თქვენ სჭირდებით საქართველოს, იფიქრეთ ამაზე”. სიკვდილის პირას ვიყავი მისული. დავთანხმდი. შიმშილობის მოხსნიდან ერთი კვირის შემდეგ, დამეწყო ჯერ ფარული, შემდეგ კი ღია სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. შეიკრიბნენ ექიმები, სასწრაფოდ საოპერაციო ვარ, მაგრამ გამსახურდიამ არავის მისცა უფლება, საავადმყოფოში გადავეყვანე.

გადაუწყვეტიათ, მოვმკვდარიყავი. ღმერთმა სხვაგვარად ინება, ყოველგვარი რადიკალური მკურნალობის გარეშე გამოვჯანმრთელდი.

ერთი სამარცხვინო ამბავი მაინც უნდა აღვნიშნო. ასეთი ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, ბუნებრივია, ციხის უხეში საკვების მიღება არ შეიძლებოდა, ამიტომაც ერთი-ორჯერ ნება დამრთეს, სახლიდან ბულიონი და რაღაც წვნიანი მიმეღო. ეს შეუტყვია გამსახურდიას ცოლს, მანანას და ციხის უფროსს, ტარიელ დილიბაზაშვილს თურმე შავი დღე აყარა. რა ვიცი, ეკადრებოდა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეს ასეთი საქციელი?

...ვზივარ და ვწერ ჩემს რომანს „ლიმონათის ქვეყანას”. მუშაობა ძნელად მიდის, მასალები არ მაქვს. ნებას არ მრთავენ, ქართულ-რუსული ლექსიკონი მომიტანონ სახლიდან. არადა, არის რუსული ჟარგონი, რომელსაც შესატყვისი არ მოეძებნება ქართულ „სლენგში”. ლექსიკონიდან რაიმეს გამოვძებნიდი, კალკა რომ არ გამოვიდეს. საქართველოში საშინელი მიწისძვრებია. დაინგრა პატარა და დიდი ლიახვის ხეობების სოფლები. დაბა ჯავა, ცხინვალის ნაწილი, რაჭა – განსაკუთრებით ოსური სოფლების მიმდებარე რაიონები... ასე არ მოხდა ომის დაწყების წინ სომხეთში, სპიტაკში? გამსახურდია სისულელეს სისულელეზე აკეთებს.

ბლოკადა გამოუცხადა რუსეთს. ისევ იმ, ნაცადი, ავანტიურისტული ხერხით, რომლითაც ადგილობრივი კომუნისტები შეაშინა და საარჩევნო კანონი მიაღებინა, იმითვე სურს „დააჩოქოს” რუსეთი...

იყო თუ არა მცდელობა მასთან მშვიდობიანი მოლაპარაკების ჩასატარებლად?.. 250 მხედრიონელი შიმშილობდა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გამსახურდიას რეჟიმი მოლაპარაკებებზე წამოსულიყო.

ასევე, შიმშილობდნენ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრები. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ნუთუ კვლავ ციხეში წავიდეთ და ვუყუროთ, როგორ იღუპება ქვეყანა? არ ვიცი, დამიჯერა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ბევრ რამეზე ჩაფიქრდა...

ქალაქში პურის გასაჭირია, დენი პერიოდულად ითიშება, საწვავი არ შემოდის. ქალაქის მერი და მისი მოადგილეები გაქცეულები არიან. ჩემთან მოდის თბილისის აღმასკომის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ზამბახიძე – ჩემი ახლობელი, პატიოსანი და მშრომელი ადამიანი.

ვავალებ, მიხედოს ქალაქს. „წაიყვანე ჩვენი ბიჭები და მიხედეთ უპირველესად სინათლეს, პურს”. „მიხედეთ... კი მიხედეთ, მაგრამ ვინ ხარ, ან ვის უნდა მოჰკითხო?! – გაურკვევლად იცინის და ხელებს შლის ჯემალი. „მიდი, მიდი, ჩვენ მოვთხოვთ ჯერ ძველებს”. „ისინი ბუნკერში არიან”...

... აკადემიის შენობაში პრესკონფერენციაა ჟურნალისტებისთვის. ჩვენი და უცხოელი ჟურნალისტები გვაძლევენ ათასნაირ შეკითხვებს.

მე და თენგიზი ვპასუხობთ... მე ციტატა მომაქვს ადამიანთა უფლებების 1948 წლის ქარტიიდან, სადაც პირდაპირ წერია, რომ დემოკრატიისთვის მებრძოლ ხალხს უფლება აქვს, უკიდურეს შემთხვევაში, მიმართოს აჯანყებას...

დილით მეოთხე სართულიდან ჩამოდიან ირინა სარიშვილი და გია ჭანტურია

გია რაღაცნაირად აღრენილია, მეუბნება: „შენ რა, შენი ხალხი ჩამისვი იმ ოთახებში? – ვერ ვხვდები რას ამბობს. „რა ოთახები, რომელი ხალხი?” „შენი დამკვირვებლები”.

ირინას ვეუბნები: „შენი ქმარი ნორმალურია?” რას მეუბნება, ვერ გამიგია? მგონი, ორივენი ხვდებიან, რომ რაღაც სულელურ ეჭვიანობას აჰყოლიან და ბანზე მიგდებენ სიტყვას.

მეც აღარ ვამწვავებ, თუმცა ნაწყენი ვრჩები. ქალაქში, სხვადასხვა რაიონში, ცალკეული შეჯახებების სახით, ომი გრძელდება...

ვიბარებ გია სვანაძეს, ვეუბნები, არავითარ შემთხვევაში, არ აჰყვნენ, საალყო ძალებიდან არ მოხსნან ბიჭები და არ მოდუნდნენ.

ჩვენი მხრიდან უკვე ბევრია დაჭრილი... გადარჩენის შანსი ცოტაა. დღეს მოგვიკლეს მხედრიონის მშვენება, უჭკვიანესი, ულამაზესი, ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლი, სანდრო შაიშმელაშვილი – ჩვენი „სკილეტა”.

მის დღიურებში ასეთი ბრძნული აზრია: „ცხოვრება ნასკვია. ვიდრე მას გამოხსნი, მთავრდება კიდეც!”

შეძრწუნებული ვარ. რა ვუყო მამამისს. ერთადერთი ვაჟის დაკარგვა როგორ ვუთხრა. როგორც ამბობენ, დაჭრილი ჯერ ბუნკერში მიუყვანიათ, იქ უწამებიათ და მერე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ქალს (დედას) ციხეში გადაუგზავნია. მიყვანისთანავე გარდაცვლილა. გავდივარ მოსაცდელში. იქ მამამისი ზის... ვეხვევი. „რა ვქნათ, ჯაბა, – თითქოს აქეთ მამხნევებს, – ასეთი ყოფილა ჩემი ბედი”. ღმერთო გვაპატიე! ღმერთო ფუჭი არ გამოდგეს ეს ამოდენა მსხვერპლი!

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

არასდროს მქონია სურვილი, შვილები და ოჯახი მყოლოდა - რის გამო ვერ დაქორწინდნენ თამრიკო ჩხეიძე და მერაბ კოსტავა

„ამბობენ, პრეზიდენტს “პუტჩისტები” უნდა დაედუღებინაო, რა ადვილია, არა?!“ - გამსახურდია


მსგავსი სიახლეები

„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა“ - პენი...

00:40

მიხეილ სააკაშვილი

8 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:38

ამინდი

შემზარავი ამბავი - 12 წლის ბიჭს 40 წლის...

00:15

ძალადობა კაცზე


„აზარტული იყო, საათი, ბეჭედი და პალტო წა...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ლენტი ავარია

„ფულზე გამცვალა, მდიდართან მიღალატა... 2...

14:52 სამ. 7 დეკემბერი

ზალიკო ბერგერი

როგორ შეიძლება „გამოცრა“ ანუ ორგანიზმის...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ა და ბე ტიპის გრიპის
ვირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინა ქვეყანაში
ნოემბრის პირველ
ნახევარში შემოვა

რომანი ნოე სულაბერიძესთან? ბულინგის მსხვ...

12:45 სამ. 7 დეკემბერი

ნინი ბადურაშვილი

„გაბრაზებული ვარ ძალიან! ვერ გავიგე, რა...

10:50 სამ. 7 დეკემბერი

ლელა წურწმია და ნიკა
გვარამია

ნანუკა გულუა დუბაიდან დაბრუნა - ფოტოები...

23:30 კვი. 5 დეკემბერი

ნანუკა გულუა

„ამ წუთიდან გორის კლინიკასა და გლდანის ც...

23:56 სამ. 7 დეკემბერი

ნიკა გვარამია

დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა

23:12 სამ. 7 დეკემბერი

თეიმურაზ გოგიაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობაზე უარი გან...

23:03 სამ. 7 დეკემბერი

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

ბოჭორიშვილი ფრანგიშვილს დაუპირისპირდა -...

22:40 სამ. 7 დეკემბერი

ბოჭორიშვილი - ფრანგიშვილი

ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა...

20:25 სამ. 7 დეკემბერი

ნონა გაფრინდაშვილი

„კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 5...

19:45 სამ. 7 დეკემბერი

ექიმი

გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების ი...

19:15 სამ. 7 დეკემბერი

საკანი

adjarabet awards - წლის მთავარი სპორტული...

18:50 სამ. 7 დეკემბერი

რეკლამა

ირაკლი ჩიქოვანი - პოლიტიკური უტიფრობაა მ...

18:16 სამ. 7 დეკემბერი

უმრავლესობის წევრი
ირაკლი ჩიქოვანი Digest.ge