Digest Logo

„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა... მერე უთხრა, თუ კიდევ გააუპატიურებდა ცოლს ეტყოდა... შემოაკვდა, თავი ქვით გაუხეთქა...“ - 31 წლის ნანულის გაუხმაურებელი ისტორია

 15:28 ხუთ. 21 ოქტომბერი
ლენტი

31 წლის ნანული ქ-ძე საავადმყოფოში თავის არეში მიყენებული დაზიანებით გარდაიცვალა. მძიმედ, უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი საკუთარ სახლში მეზობლად მცხოვრებმა ირმა ხ-შვილმა აღმოაჩინა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

ქალის გარდაცვალების შესახებ სამართალდამცველებისთვის სწორედ ირმა ხ-შვილისგან გახდა ცნობილი. მისი ჩვენების მიხედვით, ნანული ქ-ძეს სხეულის დაზიანებები ფიზიკური ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული, რაშიც დამნაშავე მისი ნათესავი, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 56 წლის მანუჩარ ლ-ძე იყო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. ირმა ხ-შვილის ჩვენების მიხედვით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელსაც თავი ქვის ლოდით ჰქონდა გახეთქილი, სახლის აივანზე იპოვა.

ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან:

„ნანული ჩვენს სოფელში საცხოვრებლად დიდი ხანი არ არის, რაც გადმოვიდა. ძალიან უჭირდა და მეზობლები ვეხმარებოდით. ხშირად საჭმელს ვაწვდიდით, რომ მშიერი არ ყოფილიყო. სოფელში ხმა გავრცელდა, რომ მეზობელი სოფლიდან ამორალური ცხოვრებისთვის გამოაგდეს მშობლებმაო, მაგრამ, რაც ჩვენთან დასახლდა, უწესოდ არ იქცეოდა. ერთადერთი, რასაც ვამჩნევდით, ალკოჰოლს ეტანებოდა. თუმცა, თავისთვის, წყნარად ცხოვრობდა და არავის არაფერს უშავებდა. მანუჩარ ლ-ძე, რომლის ახლოსაც და ვისი ინიციატივითაც ნანულიმ სოფელში ბინა იქირავა, მისი ნათესავი იყო. მანუჩარს სოფელში კარგი სახელი არ ჰქონდა – ადრე მეზობლის მაღაზიის გაქურდვისთვის დააკავეს, მერე ნათესავის გაძარცვისთვის, ამიტომ სოფელში მას ყველა თავს არიდებდა.

ნანული სამეზობლოდან ყველაზე მეტად მე დამიახლოვდა. რამდენჯერმე მის ბინაში მანუჩარიც ვნახე, მაგრამ ცუდი არაფერი მიფიქრია. ვიცოდი, რომ ნათესავები იყვნენ. ერთ დღეს ნანულის სახეზე სილურჯეები შევნიშნე. ჯერ მითხრა, რაღაცას დავარტყი სახეო, მერე კი გამომიტყდა, რომ მანუჩარმა დაარტყა. ცოტა მოგვიანებით, გამიმხილა, რომ მანუჩარი მასთან ძალის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა და მერე სცემდა. თან, ემუქრებოდა, თუ ამის შესახებ ჩემი ოჯახი გაიგებს, ყელს გამოგჭრიო. მკვლელობის წინა საღამოს ნანულისთან გვიან მივედი, მანუჩარი იქ დამხვდა. ძალიან იყო აღელვებული, მაგრამ მაინც მომერიდა და ჩემთან არაფერი უთქვამს – მალე დატოვა იქაურობა. ნანულიმ მითხრა, მანუჩარს ვუთხარი, თუ ჩემს გაუპატიურებას თავს არ დაანებებ, შენს ცოლს ვეტყვიო. ამის გამო მანუჩარს მასთან ძალიან უჩხუბია. აგრესიულად მელაპარაკა და დამემუქრა, არ გაცოცხლებო.

მათ დაძაბულ ურთიერთობას იმ საღამოს მეც შევესწარი. მეორე დღეს კი, როგორც ჩანს, მანუჩარმა ერთი ფეხით გამომასწრო ნანულის სახლიდან. როცა ეზოში შევედი, უკვე დაბნელებული იყო. კარიდანვე დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. სახლს რომ მივუახლოვდი, ღია დერეფანში ადამიანის ლანდი შევნიშნე. ახლოს მივედი და მივხვდი რომ ნანული იყო. თითქმის სრულიად შიშველი, სახლის გარეთ, ცემენტის ფილაქანზე ეგდო. როცა მისკენ დავიხარე, მივხვდი, რომ სისხლში ცურავდა. იქვე შევნიშნე, დიდი ზომის ქვა, რომლითაც სავარაუდოდ თავი ჰქონდა გატეხილი.

ჯერ მეზობლებს დავუძახე. შემდეგ კი პოლიციაში დავრეკეთ მეზობელი მამაკაცის დახმარებით. როცა პოლიცია მოვიდა, ნანული უკვე გარდაცვლილი იყო.“

სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი მანუჩარ ლ-ძე მკვლელობის დღესვე დაკითხეს. მან თავიდან უარყო ჩადენილი დანაშაული, თუმცა გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა.

თავიდან ამტკიცებდა, რომ იმ დროს, როცა ნანული ქ-ძე მოკლეს, ის შემთხვევის ადგილიდან შორს იყო. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ დაახლოებით 15 წუთში შეიტყო მისი გარდაცვალების ამბავი და ძალიან მალე მის სახლთან მივიდა.

თვითმხილველებმა ის მართლაც ნახეს გარდაცვლილი ქალის სახლთან ინციდენტიდან ძალიან მალე. მანუჩარ ლ-ძე ჭირისუფალისა და დამწუხრებული ნათესავის როლში, სხვებთან ერთად ბჭობდა სავარაუდო დამნაშავეზე. თუმცა, გამოძიებისთვის თავად გახდა ეჭვმიტანილი.

მოგვიანებით, მანუჩარ ლ-ძემ ქალის მკვლელობის ფაქტი აღიარა. თუმცა, განაცხადა, მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონდა, ცემის დროს შემომაკვდაო.

სამედიცინო ექსპერტიზით, ცნობილი გახდა, რომ ქალი გარდაცვალებამდე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მას მთელ სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, რაც სექსუალური აქტის დროს ცემის კვალი გახლდათ. მოგვიანებით, მამაკაცმა აღიარა, რომ ქალს გაუპატიურების დროს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

ნანული ქ-ძე მას ოთახიდან გაექცა, მამაკაცი შიშველ ქალს, რომლის დახეული ტანსაცმელიც სამართალდამცველებმა მისი ბინიდან ამოიღეს, ეზოში გაეკიდა. სახლის ზღურბლზე, ღია დერეფანში დაიჭირა და იქვე დაგდებული ქვა, ძირს დავარდნილ ქალს თავში ჩაარტყა.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზეც აღნიშნა, რომ სისხლის დანახვაზე შეშინდა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მისი ჩვენების მიხედვით, ცოტა ხანში ის უკან დაბრუნებას და ქალის გადარჩენას აპირებდა, მაგრამ ის გარდაცვლილი, შემთხვევის ადგილი კი, მეზობლებით სავსე დახვდა. სასამართლომ მანუჩარ ლ-ძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵დაჭრილი შველას ითხოვდა, მამიდა მიშველეო... მამიდამისს ხელები სისხლიანი ჰქონდა - ახალი დეტალები იმერეთში მოკლული ძმების საქმეზე

🔵შვილის „სიკვდილით“ შეშინებული „მამიდა“, მისი საუნიდან გამქრალი კაცი და სხვა ამბები როენა ხუცურაულის შესახებ

🔵„ლევან რატიანის კლინიკაში დედაჩემი თურმე 3 ბალიანი კომით +სეფსისით გადაგვიყვანია... ნაშიმშილარი, ნაწამები, ნაცემი იყო“- მედეა ადამია


წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე