Digest Logo

„მანქანაში ჩამტენეს, უკანა სავარძელზე დამაგდეს და ტრუსი გაიხადეო, მითხრეს... ორივემ გამაუპატიურა“ - გაუხმაურებელი ამბავი

 12:20 სამ. 18 მაისი
ლენტი ავარია

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“ ანონიმურად ერთ-ერთი ქალის ისტორიას ასაჯაროებს, რომელიც ბნელ 90-იან წლებში გააუპატიურეს.

„რამდენიმე წლის წინ გამოვიარე ის ჯოჯოხეთი, რასაც გაუპატიურება ჰქვია.

თბილისი ჩემთვის მშობლიური ადგილი არ ყოფილა, აქ ყოველთვის დისკომფორტს ვგრძნობდი. აქ სასწავლებლად ვიყავი ჩამოსული, როდესაც ეს ამბავი მოხდა.

90-იანი წლების ბოლო იყო, ზამთარი, ადრე ღამდებოდა და გარე განათებაც ცუდად მუშაობდა. ერთ-ერთ გარეუბანში, ნაქირავებში ვცხოვრობდი, მეგობრებთან ერთად, ტრანსპორტი კარგად არ მოძრაობდა და იმ საღამოს უნივერსიტეტიდან შინ წასვლა ფეხით გადავწყვიტე.

დიდი ხანია გასული ამ ამბიდან, მაგრამ დღესაც არ მინდა იმ ადგილის გახსენება, დღემდე უდიდეს ტანჯვას განვიცდი.

მოკლედ, ერთ-ერთ მაშინ უკაცრიელ და ჩაბნელებულ ადგილას, ჩემ შორიახლო მანქანამ გააჩერა. ნაბიჯს ავუჩქარე, მაგრამ მანქანაც გამომყვა. საზიზღარ სიტყვებს მეძახდნენ იქიდან. ჯერ მეგონა, რომ ამ სიტყვებით იჯერებდნენ გულს და თავს დამანებებდნენ, მაგრამ უცებ, მანქანიდან ორი კაცი გადმოვიდა და მთელი ძალით დამეძგერა, ერთი მკლავში, მეორე სახეზე მაფარებდა ხელებს. ტყუილად მაფარებდა, იმდენად შოკში ვიყავი, ყვირილის მცდელობაც არ მქონია. მანქანაში ჩამტენეს, უკანა სავარძელზე დამაგდეს.

მანქანა დაიძრა, ერთ-ერთს მიჰყავდა, მეორეს კი მე ვეჭირე, სავარძელზე მოკუნტული. ცოტა აზრზე რომ მოვედი, ხვეწნა დავიწყე, გამიშვით-მეთქი. საკუთარი უსუსურობის ცრემლები მახრჩობდა. გაიხადეო, საჭესთან მჯდომმა დამიყვირა. ამის გაგონებაზე მთლად ავქვითინდი. ჩემ გვერდით მჯდომმა სახეში და თავში ცემა დამიწყო, ლამის გონება დავკარგე. განუწყვეტლად იგინებოდა.

სავარაუდოდ, მანქანა სადღაც მიუვალ ადგილას გააჩერეს. ალბათ, რომც მეკივლა, ვერავინ გაიგებდა. ტრუსი გაიხადეო, მითხრა. ჩემი ხელით გავიძრე კოლგოტიც და ტრუსიც ერთდროულად – მეშინოდა, რომ თუ ამას თვითონ გააკეთებდნენ, ძალიან მატკენდნენ. ორივემ გამაუპატიურა. იმ მომენტში მართლა მეგონა, რომ მოვკვდებოდი – უკიდურესი ფიზიკური და მორალური ტკივილის განცდა ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ როგორც მახსოვს, გრძნობაც დავკარგე.

რომ გამოვერკვიე, სახეში მილაწუნებდნენ ორივენი. თვალი გაახილაო, გაუხარდათ, მანქანა დაიძრა და სადღაც ეკალ-ბარდებში გადამაგდეს. დამემუქრნენ, რომ ხმას თუ ამოვიღებდი, ოჯახიანად ამომბუგავდნენ. ეჭვიც არ შემპარვია, რომ ამის გამკეთებლები იყვნენ.

საერთოდ არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის, რომ მუქი ფერის მანქანა იყო. ანდა, მათი ვინაობაც რომ მცოდნოდა, რა აზრი ჰქონდა? სიძულვილის, სინანულის, ზიზღის, სირცხვილისა და უმწეობის საზიზღარი შეგრძნება მქონდა. სადღაც შორს, ტრასის განათება ჩანდა. იქით წავლასლასდი და ასე მივაგენი გზას…

როცა სახლში შევედი, ჩემმა მეგობრებმა იფიქრეს, რომ მთვრალი ვიყავი… და ალბათ ასეც სჯობდა… ჩავიბურტყუნე, რომ გზაში წავიქეცი და ჩემს ოთახში შევიკეტე.

თვითმკვლელობის სურვილი იმავე ღამით გამიჩნდა. მაგრამ, ვერ გავბედე. დედა მეცოდებოდა, ჩემ გარდა არავინ ჰყავდა…

მომხდარის შესახებ არავისთვის მითქვამს – არც ოჯახისთვის, არც მეგობრებისთვის, მით უფრო, არ განმიცხადებია პოლიციაში.

კაცების მიმართ ჩემი დამოკიდებულება უფრო ზიზღში გამოიხატებოდა, ვიდრე – შიშში. ვფიქრობდი, რომ მათი ნამდვილი არსი გავშიფრე, რომ ყველა კაცი ერთნაირი იყო – ცხოველი, უხეში, მოძალადე, ნაძირალა. არც ერთი კაცი არ იყო ჩემთვის მოსაწონი, თავად „ლამაზი“ ჰოლივუდელი მსახიობებიც კი. დარწმუნებული ვიყავი, რომ რომანტიკული ურთიერთობები – ყვავილები და პაემნები იდიოტობა იყო და ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ქალის გაჟიმვა. ყველა ბიჭი და კაცი მძულდა, ვეუხეშებოდი, თავიდან ვიცილებდი.

როცა ეს ამბავი დრომ ოდნავ გააუფერულა ერთი ბიჭი მოვუშვი ჩემ სიახლოვეს. ძალიან საყვარელი იყო, თბილი, რბილი, გულწრფელი. ძალადობის ნატამალი არასოდეს შემიმჩნევია მისთვის, მაგრამ, დრო გადიოდა და მას შევამჩნიე, რომ ფიზიკურად ვიზიდავდი, ჩემთან ფიზიკურ სიახლოვეს ცდილობდა.

გავგიჟდი, გადავირიე, ჯანდაბაში გავუშვი, ვლანძღე და ვთათხე. არადა, ახლა რომ ვფიქრობ, რა სისულელე გავაკეთე… ეს ხომ სრულიად ნორმალური იყო ზრდასრული ადამიანების ურთიერთობაში?

მოკლედ რომ ვთქვათ, მას შემდეგ, კაცებთან აღარანაირი ურთიერთობა არ მქონია. ეგ კი არა, დაქალები რომ სექსზე იწყებენ საუბარს, ვაჩუმებ ხოლმე – ამის გაგონებაზეც კი გული მერევა. ჩემი ფიქრები სამსახურს არ სცდება. შინ ცხოველიც კი არ მყავს – იმდენად ტრავმირებული ფსიქიკა მაქვს, რომ ძაღლი რომ მომიკვდეს, ამასაც ვეღარ გადავიტან.

ვიცი, რომ ფსიქოლოგთან უნდა მივიდე. თეორიულად ვიცი, პრაქტიკულად – არა. არ ვარ დარწმუნებული, რომ მიშველის, ზედმეტი ბლა-ბლა კი არ მაინტერესებს. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ არაჰუმანური ადამიანი ვარ – ჩემი ადამიანობა და სიყვარულის უნარი შორეულ 90-იანებში იმ პირუტყვებს გაჰყვათ… ამას უკვე მართლა ვერაფერს ვუხერხებ…“- ვკითხულობთ „საფარის“ მიერ მომზადებულ მასალაში.


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე