Digest Logo

ლეილა ძიგრაშვილის ოჯახი მის მიერ შესრულებულ როლს შეეწირა

 16:01 შაბ. 30 იანვარი
ლეილა ძიგრაშვილის ოჯახი

ლეილა ძიგრაშვილი თავის თაობაში საკმაოდ გამორჩეული მსახიობი გახლდათ. რუსთაველის თეატრში მას საინტერესო როლები აქვს ნათამაშები („სამანიშვილის დედინაცვალი“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „კავკასიური ცარცის წრე“, აგრეთვე, ტელესპექტაკლებში). მიუხედავად ამისა, მისი ცნობადობა მაინც ავთო ვარსიმაშვილის გახმაურებული ტელესპექტაკლით, „სახლი ძველ უბანში“, მოხდა, სადაც ის სატანის მიმდევარ ქალს, თამილას ასახიერებს. თავად მსახიობი სწორედ ამ როლს მიაწერს თავის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას. ამბობს, რომ სწორედ მან მოუტანა ცხოვრებაში დიდი უბედურება. დღეს ქალბატონი ლეილასა და მისი ბიჭების დღიურებს წაიკითხავთ.

***
„არ მიყვარს ეს სატელევიზიო ფილმი, არ მინახავს და არც მაქვს სურვილი, ვნახო. ავთო ვარსიმაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ასეთი როლი ჰქონდა ჩემთვის. ვიდრე მუშაობას დავიწყებდი, მასზე ცუდად არ მიფიქრია, მაგრამ მერე თანდათან რომ გავერკვიეთ სცენარში, მეც და გურამ საღარაძესაც აღარ მოგვეწონა, შავი მაგია, არაქრისტიანული როლები... მერე ვიფიქრე, მართალია უარყოფითი როლია, მაგრამ ბოლო-ბოლო მსახიობმა ესეც ხომ უნდა ითამაშოს-მეთქი და დავთანხმდით. ასე, მაშინ იაგოც არ უნდა ითამაშოს არავინ, იმიტომ რომ ამაზე საშინელი და საზიზღარი როლი მგონია, არ არსებობს. იცით, ახლა ვგრძნობ, რომ რაღაც დავაშავე, როცა ამ როლზე დავთანხმდი. მე და გურამი ყოველი გადაღების წინ პირჯვარს ვიწერდით და ვამბობდით: „ღმერთო, გვაპატიე!“ ქუჩაში რომ გავდიოდი, ბავშვებს ეშინოდათ – თამილა მოდისო და იმალებოდნენ. რატომ დავთანხმდი? რა თქმა უნდა, ფინანსური დაინტერესებაც იყო. რეჟისორი გვპირდებოდა, რომ კარგი ანაზღაურება გვექნებოდა. ამდენად, სახარბიელო წინადადება ჩანდა. მერე მაყურებლის თხოვნით მეორე ნაწილი გაკეთდა, თუმცა, როგორც ვიცი, მეორე ნაწილი ნაწარმოებთან პირდაპირ კავშირში არ არის. დიდი დატვირთვა არ ჰქონდა ჩემს როლს, მაგრამ ამ გადასახედიდან საშინლად ვნანობ, ნეტავ, არ მეთამაშა. ჩემს უბედურებას ამას მივაწერ. ადამიანი შენს უბედურებას ყოველთვის რაღაცას უკავშირებ...
***
მამუკა უპრობლემო ბავშვი იყო. უფროსი ვაჟი, ლაშა, ძალიან ჭკვიანი და მოწესრიგებული იყო. მამუკა კი სწავლობდა ნორმალურად, მაგრამ ცელქი იყო. 9-10 წლისას უკვე საშიში პერიოდი დაუდგა, დაარბენინებდნენ აქეთ-იქით საქმის გასარჩევად. მე სულ კუდში დავდევდი, ყველაფრის მეშინოდა. ერთხელ სტატია დაიწერა მამუკაზე სათაურით – ადამიანი, რომელიც სხვებისთვის ცხოვრობდაო. მართლა ყველას გაჭირვების ტალკვესი იყო. დილით ადრე დგებოდა. რომ ვკითხავდი, სად მიდიხარ, შვილო, ასე ადრე რა საქმე გაქვს ამისთანა-მეთქი, მეგობარს უნდა მივეხმაროო. მერე მოსკოვში წავიდა და ბოლომდე იქ ცხოვრობდა – აქ ჩვენი კინოსტუდია უკვე აღარაფერს აკეთებდა, მოსკოვიდან მიიღო შემოთავაზება. ერთ დღესაც წაიღო მთელი თავისი საბუთები და „მოსფილმის“ შტატიანი თანამშრომელი გახდა. იმ დროს საელჩოში მუშაობდა ვაჟა ლორთქიფანიძე. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ვაჟამ უთხრა: მაინც აქ ხარ და მოდი, საელჩოში იმუშავეო. ასე გახდა მამუკა საქართველოს კულტურის ატაშე მოსკოვში. პარალელურად, გადაღებები ჰქონდა. ცხოვრობდა დიპლომატიურ კორპუსში. არც იქ ისვენებდა. ხშირად ჩავდიოდი. ყველა იმას ეუბნებოდა: შენ რომ გამოჩნდები, უფრო მალე კეთდება საქმეო. საგზაო ინსპექცია ხშირად აჩერებდა და ავტოგრაფს სთხოვდნენ. ყველას უხაროდა მისი დანახვა. მამუკაზე ფილმი უნდა გადაღებულიყო. 26-სერიანი ფილმის სცენარი მზად იყო. მთელი წელი მუშაობდა ამ ფილმზე. დღე-დღეზე ელოდნენ ფულის გადმორიცხვას, რომ გადაღება დაეწყოთ, მაგრამ უცებ ეს ამბავი მოხდა. რძალმა დამირეკა, მამუკა საავადმყოფოშიაო მეორე დღეს გავფრინდი მოსკოვში…
მამუკას აქ ცოლიც ჰყავს და შვილიც, მაგრამ მოხდა ისე, რომ არ გაჰყვა. მთელი დღეები დაკავებული ხარ და მე მარტო უნდა ვიჯდე სახლში, რაც გინდა, ის ქენი, თუ გინდა, ცოლი შეირთეო. მთელი ორი წელი მარტო ცხოვრობდა, მერე ადგა და ცოლი მოიყვანა. იმ გოგოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვინც ჩემს შვილს უყვარდა და მოუარა, ვფიქრობ, უფლება არ მაქვს, მას პატივი არ ვცე. მოკლედ, საავადმყოფოში ერთი კვირა აპარატზე იყო შეერთებული. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შეეძლოთ, ყველა თავს დასტრიალებდა. აღარ იცოდნენ, რა ექნათ, ღამეებს ათევდნენ, მაგრამ არაფერმა უშველა. ბოლოს თირკმელები გაითიშა. ჭარბი წონის ბრალიც იყო ეს. თავს საერთოდ არ უვლიდა. სულ ამას ვეხვეწებოდი, თავს მიხედე-მეთქი. ბოლოს „დონ-კიხოტის“ გადაღებების გამო მოიმატა წონაში. მანამდე ასე არ ყოფილა.
ლაშას რაც შეეხება, ყველა იცნობდა. უნივერსიტეტში სოციოლოგიის კათედრაზე მუშაობდა. დააარსა გაზეთი „დვრიტა“. ბოლოს შევარდნაძის მრჩეველი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ხორხი ამოუღეს, რასაც ვერ შეეგუა, რადგან მიჩვეული იყო ლექციების კითხვას. ხან ტელევიზიით, ხან რადიოთი უხდებოდა გამოსვლა. ძალიან განიცადა ეს და რაც მოხდა, სწორედ ამ ნერვიულობის გამო მოხდა. ლაშას გარდაცვალებიდან ზუსტად სამი წლის მერე დაიღუპა მამუკაც. ეს მხიარული ბიჭი ბოლოს აღარ იყო ისეთი, როგორსაც იცნობდნენ. ლაშას მერე ძალიან შეიცვალა, იმდენად გულჩათხრობილი გახდა, არც უთქვამს, რომ წერდა. წერდა რაღაცებს თავისთვის. მოსკოვში რომ ჩავიდოდი, მეტყოდა ხოლმე: იყავი რა, დედა, ჩემთან, ნუ გეჩქარებაო… მამუკა შეეწირა იმას, რასაც შეეწირა ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე. მისი ნარკომანობა წარმოუდგენელი იყო. უნდოდა ლაშას დაღუპვით გამოწვეულ ტკივილს როგორღაც გამკლავებოდა, რეალობას გაქცეოდა. ძალიან სდომებია ფილმის გაკეთება ნარკომანიაზე, სადაც მაყურებელს გულახდილად მოუყვებოდა, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა. საერთოდ არ ეწეოდა. პატარა რომ იყო, ვკითხე: მართალი მითხარი, ეწევი-მეთქი? გავსინჯე და არ მომეწონაო, – მიპასუხა.
ცხოვრება ჩემთვის ტანჯვაა. კარგად არასდროს მიცხოვრია. ბავშვობისას მამის გადასახლების მოლოდინში ვიყავი. მშობლებს ღამით არ ეძინათ, შიშისგან ცახცახებდნენ, როდის დააკაკუნებდნენ კარზე და წაიყვანდნენ. შვილები რომ დავკარგე, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც რუსთაველის თეატრი სულ გასტროლებზე დადიოდა. ხუთჯერ ვიყავით გერმანიაში. ლაშას გარდაცვალებიდან თვეც არ იყო გასული, მითხრეს, გასტროლებზე მიდიხარო! ჩავალაგე ჩანთა და წავედი. ასე იყო მამუკას გარდაცვალების შემდეგაც. ორ კვირაში ისრაელში წავედით. „კავკასიურ ცარცის წრეს“ ვთამაშობდით. მახსოვს, ვიგრძენი, სცენაზე როგორ მიმდის გული და უნდა წავიქცე, ძლიერი თავბრუსხვევა მქონდა, ყველაფერი გაშავდა, მაგრამ ძალ-ღონე მოვიკრიბე, რომ არ დავცემულიყავი. არც დავეცი. ეს არის ჩვენი პროფესია. მედეა ჩახავას დედა რომ გარდაეცვალა, გეგმა რომ არ ჩავარდნილიყო, მიდიოდა და თამაშობდა სპექტაკლს.“


აგრეთვე წაიკითხეთ:

დახვრეტას გადარჩენილი მიხეილ სააკაშვილის უცნობი ამბები

ვინაა ქართველი ყალბი ფულის მჭრელი, რომელმაც ფულის საბეჭდი დაზგა 7 წელში ააწყო

სროლაც არ შეგიძლიათ, თქვენი! - რა აღმოაჩინეს გეგა კობახიძის საკანში - უცნობი ამბები


VIDEO: ჰამოდი, შემოაღე ნელა კარი – სააკა...

7 წუთის წინ

სააკაშვილი

ლიბერთის ახალი პროექტი „შეხვედრები ახლებ...

38 წუთის წინ

ლიბერთი ბანკის ახალი
პროექტი - შეხვედრები
ახლებურად

„ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელ...

59 წუთის წინ

ლევან რატიანი ექიმი 2020


„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახ...

19:49 შაბ. 18 სექტემბერი

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი

„უდიპლომო სასიძო“ კორონავირუსს ემსხვერპლ...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

კოტე მგალობლიშვილი

„ორი ყველაზე დიდი მიზნიდან ერთ-ერთი ჩემი...

16:34

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური...

16:22 შაბ. 18 სექტემბერი

ანრი ჯოხაძე

VIDEO „რავარც იქნა სამსახური ვიშოვე“ - ნ...

20:35 პარ. 17 სექტემბერი

გოგი წულაია

„არც ერთი არ მანდე და არ დამიტოვე გასაზრ...

19:56

ნატო ფხაკაძე

გოგა ხაინდრავა: „ვიკილიქსის“ ეპოქაში არა...

19:54

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა Digest.ge

გოგა ხაინდრავა: ჩემთვის მძიმე წარმოსადგე...

19:18

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა - Digest.ge

ირაკლი კობახიძე - ფიცი გვწამს და ბოლო გვ...

19:15

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

საკუთარ დაბადების დღეზე საზარელმა ავარია...

19:09

ბიჭი

ირაკლი კობახიძე - „ხარი ხართან დააბი“ არ...

19:08

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, საქართველოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია Digest.ge

ირაკლი კობახიძე: ნარკოდამოკიდებულება არ...

19:02

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილ...

18:53

ეკონომისტი პაატა
ბაირახტარი, „სტრატეგია
აღმაშენებლის“ ლიდერი
გიორგი ვაშაძე

წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა

18:52

თსუ