Digest Logo

„ლამის საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო, მოგერიების მიზნით, ქმარი სამზარეულოს დანით დავჭერი“... - გაუხმაურებელი ამბავი

 16:13 ოთხ. 26 მაისი
ლენტი ავარია

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“  ერთ-ერთი ქალის ისტორიას ასაჯაროებს, რომელზეც ქმარი ფიზიკურად ძალადობდა.

„მანქანაში ჩამტენეს, უკანა სავარძელზე დამაგდეს და ტრუსი გაიხადეო, მითხრეს... ორივემ გამაუპატიურა“ - გაუხმაურებელი ამბავი

ნანა გოგალაძე:

ეს ადამიანი ავადმყოფურად ეჭვიანი იყო. ეჭვიანობის ნიადაგზე, ისე, რომ თავადაც არ ვიცოდი, დამიბლოკა ყველა კონტაქტი ტელეფონში, სოციალური ქსელებიდან ამომიშალა ბავშვობის მეგობრები, ჩემს პირველ მეუღლეზე, ბავშვების მამაზეც, საშინლად ეჭვიანობდა. ამის გამო, მთელი სკანდალები გვქონდა. ფსიქოლოგიურად დამამუშავა... მთელი მასთან ურთიერთობის განმავლობაში, მართლა დავიწყე იმის დაჯერება, რომ მის გარეშე ცხოვრებაში სულ დავიკარგებოდი.

ახალი წლის იმ ავბედით დილას, ბავშვები მამას ტელეფონით ესაუბრებოდნენ. საუბრის წუთების დათვლა დაიწყო, ამდენი ხანი რატომ ელაპარაკებოდით ამ კაცსო. მე ვუპასუხე, ამ ადამიანთან ურთიერთობის სურვილი რომ მქონოდა შენთან, ორი ბავშვით თბილისში არ წამოვიდოდი-მეთქი.

მოკლედ, იმ ღამეს საშინელი აგრესია ვეღარ გააკონტროლა, ფიზიკურად დამიპირისპირდა იმ დონემდე, რომ ლამის საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო.

დედაჩემი მძარცველებმა დაახრჩვეს და ისე მოკლეს. წარმოიდგინეთ, რა საშინელი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანი, რომელსაც ცხოვრება დაუკავშირე, სიცოცხლეს მოხრჩობით გასრულებინებს. იმ წამს, დედას ამბავმაც გამიელვა თვალწინ, და ამან ჩემი სასოწარკვეთილება კიდევ უფრო გაამძაფრა. ისიც კი ვიფიქრე, რა ენით აღუწერელი საშინელება ელოდათ ამ ამბის შემსწრე ჩემ შვილებს – ეს ყველაფერი ხომ თავად მაქვს გამოვლილი…

„5 წლის ვიყავი, ბავშვური თამაში შემომთავაზა „ცოლ-ქმრობანა“, გოგონა ყველგან მკოცნიდა და მეხებოდა“ - მოძალადე ქალის უცნობი ისტორია

როდესაც ამ ყველაფერმა წამიერად თვალწინ გამირბინა, მივხვდი, რომ თავდასაცავად უკანასკნელი ძალები უნდა მომეკრიბა – სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. ასეც მოხდა, მოგერიების მიზნით, ეს ადამიანი სამზარეულოს დანით დავჭერი. მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ მანამდე გამოძახებული პატრული 45 წუთის დაგვიანებით მოვიდა. პოლიცია დროულად რომ მოსულიყო, ალბათ ეს ინციდენტიც არ მოხდებოდა და მოსაკლავადაც ვეღარ დამესხმებოდა.

დაგვიანებით მოსულმა პატრულმა ჩემი დამშვიდება სცადა და მითხრა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა. უბრალოდ თავს იცავდი, ადვოკატი არაფერში გჭირდებაო.

…და მართლა ასე მოხდა?

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ დამიბარეს და ბრალი წამიყენეს. სრულ გაუგებრობაში აღმოვჩნდი, იურიდიულად ბევრი არაფერი მესმოდა, რა ხდებოდა ჩემ თავს. პარალელურად, ჩემი დამშვიდება არ შეუწყვეტიათ, ნუ ღელავთ, დიდი-დიდი, პირობითი მოგცენ, რადგან აქამდე არანაირი კრიმინალური ქმედება ჩაგიდენიათო.

მიუხედავად ამ დამშვიდებებისა, მოგვიანებით კარგად მივხვდი, რომ განვითარებული მოვლენები მშვიდად ყოფნის საფუძველს ნაკლებად მაძლევდა.

საბედნიეროდ, ამ გასაჭირში მყოფს, მეგობარმა საფარისთვის მიმართვა მირჩია.

ამ ინციდენტის შემსწრე ბავშვები ახლა როგორ გრძნობდნენ თავს?

ბავშვები უსაშინლეს მდგომარეობაში იყვნენ. „საფარში“ მომართვის შემდეგ, ორგანიზაცია GCRT-ის ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან მუშაობამ მათი მდგომარეობა ოდნავ შეამსუბუქა…

და რა მოხდა სინამდვილეში?

„5 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ბიძაშვილი სექსუალურად მავიწროვებდა“... - უცნობი ამბავი

უამრავ ქაღალდზე მომაწერინეს ხელი, მაგრამ ხელზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოუციათ. საქმეს მთლიანადაც კი არ ვიცნობდი. თურმე, ის მუხლი მქონდა წაყენებული, რომლის მიხედვითაც, ამ კაცის მოკვლა განზრახ მინდოდა, მაშინ, როცა აუცილებელი თავდაცვის მუხლი საერთოდ გამოირიცხა. ეს იყო საშინელი უსამართლობა! ასე ყოფილა ჩვენს სისტემაში – თუ დაინახეს, რომ ადამიანს კერძო ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ გააჩნია ან ნაკლებად იცის ქართული, თვალს არ დახუჭავენ, ისე აჩეჩებენ სრულიად არაადეკვატურ ბრალს. მხოლოდ იმაზე დარდობენ, თავიანთი საქმე წასწიონ წინ და „პაგონები“ მოიმატონ…

ჩემს შემთხვევაშიც ასე კოხტად გადააკვალიფიცირეს ყველაფერი… პროკურორი ჩემ მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და უხეშად მიღრენდა, ხომ გითხარი, რასაც გეტყვი, უნდა დამიჯერო, 5000-იან გირაოზე უნდა დათანხმებულიყავიო.

მარწმუნებდა, დათანხმდი ამ გირაოზე და არანაირი პრობლემები არ შეგექმნებაო. ვუპასუხე, ნეტავ იცოდეთ, სად ვცხოვრობ, 5000 კი არა, 200 ლარის გადახდის საშუალებაც კი არ მაქვს-მეთქი.

ეს რომ ავუხსენი პროკურორს, მუქარაზე და დედის გინებაზე გადავიდა, შენ გიჩვენებ სეირსო. წარმოგიდგენიათ? ადამიანი მტრად გადამეკიდა იმის გამო, რომ 5000-იანი გირაოს გადახდაზე უარი ვთქვი…

„საფარს“ დიდი, დიდი წარმატებები მინდა, ვუსურვო. დიდი მადლობა, რომ ხართ! ჩემნაირი გაჭირვებული ადამიანი ძალიან ბევრია, ყველას ვინ გასწვდება, მაგრამ ყველას ვუსურვებ, ასე უმაღლესი ხარისხით დახმარებოდეთ, როგორც მე“- ამბობს გოგოლაძე.


„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ აუცილ...

6 წუთის წინ

ნინი ბადურაშვილი

„პირველი 27 სექტემბერი მოდის უშენოდ სოფ…...

35 წუთის წინ

დები შუბლაძეები

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი...

55 წუთის წინ

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია - Digest.ge


„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩ...

16:32 პარ. 24 სექტემბერი

ქალზე ძალადობა

„სთორი“ ნახა, დადებული არ მაქვს ნახულობს...

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს...

23:33 შაბ. 25 სექტემბერი

მოდელი ლიზა კობალაძე

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდ...

10:18 შაბ. 25 სექტემბერი

ბაბი კირკიტაძე

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები სამხრეთ...

14:47 პარ. 24 სექტემბერი

ბერუკა

„დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავა...

12:32

კორონაზე

„ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაათავისუ...

11:29

როგორ მკურნალობენ
კორონავირუსს
საქართველოში?

1132 ინფიცირება, 2956 გამოჯანმრთელება, 3...

10:42

კორონა

„ჩემი ოჯახის კოვიდ ჯოჯოხეთი გრძელდება......

10:27

ირმა ცქიტიშვილი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?...

10:07

შემოდგომა

„ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალე...

00:49

სამხედრო პირი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამ...

00:00

ტატო გრიგალაშვილი

„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის...

23:02 შაბ. 25 სექტემბერი

რევაზ ბოჭორიშვილი

მიხეილ ჩხენკელი: ძალიან მნიშვნელოვანი და...

21:56 შაბ. 25 სექტემბერი

განათლების მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი