Digest Logo

„ხომ არ გაშინებო, ცუნცულ… მამის ძმაკაცი იყო... უცნაური მოძრაობა დაიწყო… მოხდა ყველაფერი...“ - 13 წლის გოგოს შემზარავი ამბავი

 14:06 ორშ. 13 სექტემბერი
ძალადობის მსხვერპლი
მოზარდი

სოციალურ ქსელში გვერდი „დამიცავი პატარა ვარ“ მორიგ მძიმე ისტორიას აქვეყნებს, სადაც ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი გოგოა.

როგორც პოსტიდან ვიგებთ 13 წლის გოგოზე, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურია, მამის ძმაკაცმა იძალადა.

„13 წლის ვიყავი. მამამ სოფელში წაგვიყვანა. ჩემოდნებით სახლში ვბარგდებოდით, როდესაც ჭიშკარს მეზობელი მოადგა. მამამ გახედა. ლაპარაკობდნენ. მერე გაჩერდა ეს კაცი და ამბობს, რამხელა გაზრდილა ეს ცუნცულაო.

რატომღაც უხარხულად ვიგრძენი თავი და უკანმოუხედავად შევედი სახლში. დედამ - რას მორბიხარ, მიესალმეო კაცს (არ ვიცნობდი).

მეორე დილით მშობლები გასვენებაში მიდიოდნენ (რატომაც ჩამოვედით).

დედისერთა ვარ მარტო ხომ არ დამტოვებდნენ სახლში, სადაც თითქმის არ ვიყავით და მეზობელს სთხოვეს (ჩემი ტოლა შვილი ჰყავდა), გადმოვიდეს და ერთად იყვნენო.

რომ წავიდნენ, მეზობელი მართლაც გადმოვიდა, ოღონდ არა შვილი, არამედ - კაცი. მითხრა, წყაროზე გავუშვი, მალე მოვა, მანამ მე შემოვალო.

რა უნდა მეთქვა? მამის ძმაკაცი იყო...

დავსხედით. ძალიან უხერხულად ვიჯექი... მერე უხერხული კითხვები დაიწყო. ყური არ ვათხოვე და ვკითხე, მალე მოვა თქვენი შვილი-მეთქი? კიო, რა იყო, ხომ არ გაშინებო, ცუნცულ…

ახლა უკვე შემეშინდა... უცნაური მოძრაობა დაიწყო… მაშინ მოხდა ყველაფერი... ერთგვარ აგონიაში ვიყავი, შიშით ხმას ვერ ვიღებდი... საქმეს რომ მორჩა, გავიდა - ახლა მე აღარ გჭირდებიო...

მისი შვილი არც მოსულა, მგონი არც უთქვამს ეს ამბავი... ეს არავისთვის მითქვამს… ის კაცი ისევ მამაჩემის ძმაკაცია... ახლა ალბათ არც არავინ დაიჯერებს - მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა“,- წერს ანონიმური წყარო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„წიხლზე მკიდიხარ ზუსტად ისე, როგორც შენ დამიკიდე და ბავშვთა სახლში დამაგდე!“ - წერილი ბიოლოგიურ დედას

🔵„ზოგჯერ ოჯახში საჭმელიც არ იყო...“ – ოლიმპიური ჩემპიონი მძიმე პერიოდს იხსენებს

🔵VIDEO: ბევრი ნახატი, სუვენირი და მდიდრული ავეჯი - დაათვალიერეთ სოფო ჯაფარიძის სახლი

🔵„დამიჯერებთ, რომ ჩემს შვილს ახლაც ველოდები?“ - ვინ იყო თბილისელი ბიჭი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს შეეწირა


ზოდიაქოს ნიშნებო, მოემზადეთ დიდი ცვლილებ...

20 წუთის წინ

ჰოროსკოპი

„თუ კიდე მათ მხარეზე დადგებით, მაშინ თქვ...

52 წუთის წინ

ზურა ხაჩიძე

უტიფრად, ყოველგვარი ბოდიშის გარეშე... რა...

17:46

შსს-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი
გიორგი თუხარელი, „ტვ
პირველის“ საინფორმაციო
სამსახურის უფროსი ნოდარ
მელაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

კრისტი ყიფშიძე მისი ყოფილი მეუღლის ცოლთა...

16:52

კრისტი ყიფშიძე

ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი და ატირებული...

10:46

ბასილაშვილი

ოთო კახიძემ მესამედ იქორწინა - ვინ არის...

15:44 პარ. 15 ოქტომბერი

ოთო კახიძე

ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

17:36

ანალიტიკოსი ედიშერ
გვენეტაძე

კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი –...

17:26

ბიძინა კულუმბეგოვი

„17 წელი იჯდა ციხეში, 9 თვე ჰქონდა დარჩე...

16:09

რუსთავის ციხეში ხანძარი

სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის მიხეილ სააკ...

15:00

ია მეტრეველი და მიხეილ
სააკაშვილი

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის წინააღმდეგ...

14:29

რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის წინააღმდეგ
აქცია მიმდინარეობს

„მე და დედა ზეცაში მივდივართო... მანდო დ...

14:13

ბათუმის ტრაგედია

გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა - პოლი...

13:42

უგულავა გიგი

ლევან ნიკოლეიშვილი - რუსთავის საპატიმროს...

13:33

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

„ერთ წუთში დამენგრა ცხოვრება თავზე, ჩემზ...

13:18

რამაზ დავლაძე