
2019 წელს, გორში, მამაკაცმა 16 წლის გოგოს გააუპატიურება სცადა.
მოძალადე გოგოს იმ დროს აედევნა, როცა მოზარდი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.
20 წლის ბიჭმა მას პირზე ხელი ააფარა და სექსუალური ძალადობა სცადა, გოგონამ ყვირილი დაიწყო და მეზობლებმა გადაარჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა დააკავეს.
„ბავშვი სკოლიდან მოდიოდა, ყურსასმენები ეკეთა, ფეხის ხმა არც გაუგია...
ტელეფონზე საათს დახედა და ვიღაც წვდა უკნიდან, სახეზე შეეხო და ყელში ხელი მოუჭირა. ხელები საჯდომსა და მკერდზე მოჰკიდა.
ჩემმა დამ ყვირილი რომ დაიწყო, მეზობელი გამოვიდა, ის ბიჭი დაიჭირა და სცემა.
ბავშვი სახლში რომ შემოვიდა და ვკითხე რა მოხდა-მეთქი, ხმა ვერ ამოიღო, სულ გათეთრებუილი იყო”, – ჰყვებოდა მოზარდის და.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალადობის მცდელობაში დაკავებული ბიჭი ტარიელ ციცაგია, რომელიც გორის რაიონის სოფელ ქვემო სობიში ცხოვრობს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
დაქალისთვის წართმეული შეყვარებული? 5 რჩეული კაცი და ურთიერთობა დუტასთან - მარიტა როხვაძის პირადი