Digest Logo

კბილებამდე შეიარაღებული 96 მებრძოლი ჩავისვით თვითმფრინავში, ზვიადმა არაფერი იცოდა - გამსახურდიას ორეული 28-წლიან საიდუმლოს ფარდას ხდის!

 19:37 ოთხ. 10 თებერვალი
ზვიად გამსახურდია

პატივცემულო მკითხველო, ჩვენს რესპონდენტს ამ უცნაური ისტორიის შესახებ ჟურნალისტებთან, მით უფრო, საგაზეთოდ და სატელევიზიოდ, არასოდეს უსაუბრია!.. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ინტერვიუ ქართულ პრესაში უპრეცედენტოა... საქმე ის გახლავთ, რომ 28 წლის წინათ სოხუმელმა ბიზნესმენმა გივი ქობალიამ ავადსახსენებელი 1992 წლის 16 იანვარს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ორეულის ფუნქცია იტვირთა, რითაც ხუნტასა და მის დამქაშებს სერიოზული თავის ტკივილი აუტეხა!..

 

სპეცოპერაცია მარშრუტით "სოხუმი-გროზნო-ერევანი-გროზნო-სოხუმი" გივი ქობალიას მონაწილეობით იმდენად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩატარდა, მთელ სოხუმსა და აფხაზეთს დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სჯეროდა, რომ ხუნტის მიერ თბილისიდან განდევნილმა ზვიად გამსახურდიამ სწორედ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქს შეაფარა თავი!..

ის კი არა, ძაღლთაპირი არძინბა იმ დღეებში შეშინებული კითხულობდა თურმე - კი მაგრამ, პრეზიდენტი მე რატომ არ მეძახის და არ მიღებსო?!

თვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამეძბროს მთავარი სამმართველოს მაშინდელ უფროსს, ლეგენდარულ ბათუ საღინაძეს დღემდე ჰგონია, რომ სოხუმში, მაშინ მართლაც ზვიად გამსახურდია ჩაფრინდა, მაგრამ...

- ბატონო გივი, ჩვენ მაშინ ყველას გვეგონა, რომ მართლაც ზვიად გამსახურდია ჩამოფრინდა სოხუმში... როგორ დაგეგმეთ ეს ყველაფერი, რა მოხდა, როგორ მოხდა, ყველაფერი გვაინტერესებს!..
- მე სოხუმში "ცეხები" მქონდა. ბიზნესმენი კაცი ვიყავი... მოგვივიდა ინფორმაცია, რომ სომხეთში ბატონი ზვიადის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მას იქიდან ცოცხალს არ გამოუშვებდნენ... დავიწყეთ ფიქრი, თუ როგორ უნდა გვეშველა პრეზიდენტისთვის. ბატონმა გოჩა ბახიამ ითავა ეს ამბავი და სომხეთისკენ მიმავალი ტვირთებიც გავაჩერეთ და ხალხიც გავაჩერეთ... სომხეთის პრეზიდენტს ლევონ ტერ-პეტროსიანს გავუგზავნეთ საპროტესტო დეპეშა. ერთი კვირის შემდეგ გადავწყვიტეთ, აგვეყვანა თვითმფრინავი და ჩავფრენილიყავით გროზნოში. ამისთვის მივმართეთ ზაურ ხაინდრავას...

- ზაურ ხაინდრავა ვინ იყო?
- სოხუმის აეროპორტის უფროსი. მაგარი პატრიოტი კაცი იყო ბატონი ზაური, მაგარი ჩვენიანი... სოხუმის აეროპორტიდან ოფიციალურად გამოვიწერეთ თვითმფრინავი - "TY-134M"ვითომ ჩარტერული რეისით ტვირთი უნდა ჩამოგვეტანა გროზნოდან. ფული, ყველაფერი ოვიციალურად გადავიხადეთ...

- რამდენი გადაიხადეთ?
- 22 ათასი მანეთი გადაიხადა ბატონმა ვესნერ ქარდავამ, რომელიც იყო ბიზნესმენი. ამ ფულის გადახდაში ასევე მონაწილეობა მიიღო წურწუმიამ, სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს. 8 იანვარს სომხეთიდან ჩამოვიდა გოჩა ბახია, რომელმაც გვითხრა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო პრეზიდენტი და 12 იანვარს გავფრინდით გროზნოში. ჩვენთან ერთად იყვნენ: ზური ლომია, გოჩა ბახია და კიდევ სხვა ბიჭები, ასე, რვა-ცხრა კაცი ვიქნებოდით... დეპუტატებიდან იყო ნუგზარ მოლოდინაშვილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზებს იგონებდა, რადგან არ უნდოდა წამოსვლა, მაგრამ ძალით წავიყვანეთ. ასევე თან გვახლდნენ ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორკაციანი ჯგუფი, რომელიც დუდაევს გამოეშვა საქართველოში - ნახეთ, რა ხდება, რა ამბავიაო!.. ესენი ჩეჩნეთიდან მოდიოდნენ "გაზ-24"-ით და გზად ავარიაში მოყვნენ. მანქანა დაემტვრათ. მოვიდნენ ჩვენთან სოხუმში... ჩეჩნებმა რომ ნახეს სიტუაცია, თავად შემოგვთავაზეს, ჩავიდეთ და დუდაევს დაველაპარაკოთო!.. ჩვენ უკვე თვითმფრინავი გამზადებული გვყავდა, ეს ჩეჩნებიც ჩავსვით და გავფრინდით გროზნოში. იქ დაგვხვდნენ მერაბ ჩუხუა და კიდევ სხვა ქართველები, რომლებმაც სასტუმროში მოგვაწყვეს. იმ ჩეჩნებმა მაშინვე მიგვიყვანეს ჯოჰარ დუდაევთან, რომელსაც ყველაფერი მოვუყევით და ვუთხარით,


თუ რა უმძიმეს მდგომარეობაში იყო მისი მეგობარი, საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

- ბატონო გივი, რა გეგმა გქონდათ, რის გაკეთებას აპირებდით?
- დაბნეულები ვიყავით... თავიდან გეგმა ასეთი იყო, რომ თითქოს პრეზიდენტი დასავლეთ საქართველოში უნდა ჩაგვეყვანა, მაგრამ მერე სიტუაცია რომ შეიცვალა და სოხუმში არძინბამაც კატეგორიული უარი გვითხრა ზვიადის მიღებაზე, იძულებული გავხდით, გვეძებნა ახალი ადგილი, სადაც პრეზიდენტი უსაფრთხოდ იქნებოდა.

- არძინბამ მაინც რა გითხრათ?
- არძინბამ ჩვენს დელეგაციას გამოუცხადა - ვერ მოგცემთ ვერანაირ გარანტიას, რომ როგორც კი ზვიად გამსახურდია სოხუმში ჩამოფრინდება, პუტჩისტები აფხაზეთში არ შემოიჭრებიან და აქაც უბედურებას არ მოახდენენო!..

- დუდაევს რაზე ელაპარაკეთ და რა გიპასუხათ?
- დუდაევს პირდაპირ მოვთხოვეთ - გინდათ თუ არა, ჩაერიეთ და ზვიადი გადაარჩინეთ-თქო!.. დუდაევმა სამი დღის ვადა ითხოვა მოსაფიქრებლად. ცნობილია, რომ ბოლო მომენტში, როცა სომხები მას უარს ეუბნებოდნენ ზვიადის გადაცემაზე, დუდაევმა ტერ-პეტროსიანს პირდაპირ უთხრა - თუ ზვიად გამსახურდიას თვითმფრინავს აფრენის საშუალებას არ მისცემთ, მე ახლავე ვჯდები ბომბდამშენში და ვბომბავ ერევანსო!... ამაზე სომხეთის ხელისუფლება შეშინდა და უკან დაიხია... ჯოჰარ დუდაევი ამის გამკეთებელი იყო, თვითმფრინავი დაქოქილი ჰყავდა. ერთი სიტყვით, სამი დღის განმავლობაში ველოდებოდით დუდაევის გადაწყვეტილებას... ვისვენებდით ზუსტად იმ სახლში, სადაც მერე ზვიად გამსახურდია ცხოვრობდა გროზნოში. 15 იანვარს, სადღაც საღამოს 7 საათზე, ზვიად გამსახურდია უკვე გროზნოში იყო...

- ეს თქვენი თვითმფრინავით მოხდა ხომ?
- დიახ, ჩვენ ჩავფრინდით გროზნოდან ერევანში და ჩამოვიყვანეთ პრეზიდენტი გროზნოში. ხომალდის მეთაური გახლდათ ბატონი ზაურ ბედია.

- ბატონო გივი, ეს ცნობილი ისტორიაა, ბატონი ზაურის გმირობა მართლაც ენით აუწერელია, მაგრამ ის ამბავი საიდან მოიფიქრეთ, რომ სოხუმში ვითომდა პრეზიდენტრის ჩაფრენის სცენა გაგეთამაშებინათ?
- გროზნოდან ჩვენ გამოვფრინდით, 16 იანვარი რომ თენდებოდა, იმ ღამეს... დაახლოებით ღამის ორი საათი იქნებოდა და ბატონმა გოჩა ბახიამ წამოსვლის წინ ბატონ ზვიადს პალტო სთხოვა - ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პალტო გამატანეთო!.. ზვიადმა პალტო გაიძრო და მისცა... მე ჩავიცვი პრეზიდენტის პალტო და დავიხურე ჩეჩნური ქუდი...

- პრეზიდენტმა არ იცოდა, რასაც გეგმავდით?

- არა, არ იცოდა!.. შესაძლოა, რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ ჩვენ არაფერი გვითქვამს. ბატონმა ზვიადმა გოჩა ბახიას გადასცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, დასავლეთ საქართველოში ის თავის რწმუნებულად ნიშნავდა ბათუ საღინაძეს. დაახლოებით კბილებამდე შეიარაღებული 96 მებრძოლი ჩავისვით თვითმფრინავში, მთელი შეიარაღებით და გამოვფრინდით. მინვოდის შესასვლელთან "დაგვიჭირა"როსტოვმა და ზაურ ბედიას უბრძანა - მინვოდის აეროპორტი თქვენს მისაღებად არის მზად და თუ არ დაგვემორჩილებით, მაშინ ჩამოგაგდებთო!.. ამის სადემონსტრაციოდ ორი "CY 27"აგვედევნა და ჰაერის მასით რომ დაგვაწვნენ ზემოდან, 12 ათასი მეტრი სიმაღლიდან 6 ათას მეტრ სიმაღლემდე "ჩამოგვაგდეს". ყველას გვეგონა, რომ ჩამოვვარდებოდით და დავიღუპებოდით. ბატონმა ზაურ ბედიამ როსტოვს უთხრა - მომეცით პარამეტრები და ვჯდებიო!.. ისინი ეუბნებიან და კარნახობენ - მარჯვნივ მოუხვიეთო!... ბატონმა ზაურმა უპასუხა, საჭე დაზიანებული მაქვს, მარჯვნივ ვერ ვუხვევ და მომეცით ნება, რომ მარცხნივ მოვუხვიოთო!..

- თქვენ ეს საიდან გესმოდათ, ბატონო გივი?


- მე ზაურის გვერდით, მეორე სავარძელში ვიჯექი, კაბინაში და ყველაფერი მესმოდა... თბილისიდან, მოსკოვიდან, ერევნიდან, სოხუმიდან სუყველა ამას კიოდა და ყვიროდა - ზვიად გამსახურდია მიჰყავთ ამ თვითმფრინავით და თვითმფრინავი მიწაზე მთელი არ უნდა დაფრინდესო!.. ეს მე ჩემი ყურებით მესმოდა "ნაუშნიკებში". ბატონი ზაურ ბედია ცდილობდა, დრო გაეწელა როსტოვთან ლაპარაკში, ამასობაში იალბუზს მივუახლოვდით. ბატონმა ზაურმა თავის სომეხ შტურმანს ჰკითხა - იალბუზს რამდენი აქვს სიმაღლეო? შტურმანმა უპასუხა... ჩვენ 8 ათას მეტრ სიმაღლეზე მივფრინავდით... - გამორთე ნავიგაცია და შედი! - უბრძანა ბატონმა ზაურ ბედიამ შტურმანს. კოდორის ხეობით, ომარიშარა და ეს სოფლები რომ არის, ასე შემოვედით, გადავუფრინეთ გულრიფშს, წავედით ზღვამდე და იქ რომ მოვტრიალდით, უკვე გუდაუთიდან "დაგვაჯდა"ორი "CY 27" კუდზე. 16 იანვარი თენდებოდა, დილის 4 საათია, სოხუმის აეროპორტი არ ჩანს, თოვლით არის გადათეთრებული ყველაფერი, ხოლო ჩვენ ცაში "ვკიდივართ"დაახლოებით 500 მეტრში და ვურტყამთ წრეებს. "პედეესპეთი"დავურეკე ცხონებულ "ჯოგოს"- მურად გოგუას, რომელიც სადისპეტჩეროში შევიდა და ვთხოვე, რომ სასწრაფოდ გაენათებინა ჩვენთვის საფრენი ბილიკი, რომელიც ჩაბნელებული იყო. თურმე, თამაზ ნინუას დაურეკავს თბილისიდან გივი ლომინაძისათვის - აეროპორტში შუქი გამორთე, ზვიადი მოფრინავს ერევნიდან და ეგ უნდა ავაფეთქოთო!.. ცხონებული "ჯოგო", ცხონებული ზვიად ნადარეიშვილი, გულრიფშის ბატალიონის ბიჭები ჩაერივნენ საქმეში, სასწრაფოდ "ბეტეერი"გამოიყვანეს, "ნივა"მოიყვანეს, კასრებიდან ბენზინი გადმოღვარეს და ასე გაგვიკეთეს ცეცხლის ნიშნულები...

შუქი ვერ ჩართეს, ბატონო გივი?


- არა, ვერ ჩართეს, ლომინაძეს "საიმედოდ" ჰქონდა გამორთული! უმძიმეს სიტუაციაში ვართ, ზღვის თავზე წრეებს ვარტყამთ, ნავიგაცია გამორთული გვაქვს, ეს გუდაუთიდან გამოფრენილი "CY 27"-ები არ გვშორდებიან და მაღლა არ გვიშვებენ, ხოლო დაბლა ისინი ვერ ჩამოდიან, რადგან, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი სიჩქარე აქვთ. ერთი სიტყვით, აქეთ-იქით ბენზინით ანთებული ცეცხლის ნიშნები, წინ "ნივა"მიდის გზის მაჩვენებლად და თვითმფრინავი "პასადკაზე"წამოვიდა... გადავიწერეთ პირჯვარი... სასწაულად ვართ გადარჩენილები. რომ არა ისეთი პროფესიონალი, როგორიც ბატონი ზაურ ბედიაა, იქ უბედურება მოხდებოდა და ყველანი ამოვწყდებოდით. როგორც იქნა, დავჯექით. ტრაპიც არ გვქონდა... "ბეტეერი"მივაყენეთ თვითმფრინავს და ისე ჩამოვედით. გოჩა ბახიას იდეა იყო - ჩავიცვი ზვიადის პალტო, დავიხურე ჩეჩნეთიდან წამოღებული ქუდი და ავიწიე პალტოს საყელო... ერთი ამბავი იყო აეროპორტში, დაახლოებით 3 ათასი კაცი მაინც დაგვხვდა. არავის ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მე ზვიად გამსახურდია ვიყავი...

- ზვიადს ისე არ ჰგავხართ, ბატონო გივი...
- რა თქმა უნდა, ფიზიკურად არანაირად არ ვგავარ ცხონებულს... ეს გადაწყდა უცბად, მომენტალურად, რათა ამ პუტჩისტებისთვის აგვერია გზა-კვალი... ისე, გივი ლომინაძეს კი ჩაუვარდა სპეცოპერაცია და თვითმფრინავი უვნებლად დაჯდა სოხუმის აეროპორტში, გადავრჩით... მთელი სამი თვის განმავლობაში მთელმა სოხუმმა ისე იცოდა, რომ თითქოს ზვიად გამსახურდია აფხაზეთში იმყოფებოდა და ცხოვრობდა სტალინის აგარაკზე... ვლადისლავ არძინბა შეშინებული და გულდაწყვეტილი გვეუბნებოდა - რას მერჩის, რატომ არ მიღებს პრეზიდენტიო?! ის კი არა, უზენაესი საბჭოს ზოგიერთი დეპუტატი გოჩა ბახიას მტრად მოეკიდა - პრეზიდენტთან მბლოკავ, ზვიადს რატომ არ მახვედრებო!..

სტალინის აგარაკზე ცხოვრობდით, ბატონო გივი?

- კი, იქ ვცხოვრობდი... (იცინის).

- რუსეთის დაზვერვა მაინც გაიგებდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ბლეფი იყო...
- ვერ გაიგეს, არავინ არაფერი იცოდა... ხომ გეუბნებით, ბათუ საღინაძე და სოსო ჯომიდავა პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრები იყვნენ და მათაც კი არ იცოდნენ არაფერი!.. ჩემი ჩამოსვლის ამსახველი კადრები უშიშროებას აქვს გადაღებული.

- კი, მე ძალიან კარგად მახსოვს, პუტჩისტების მაშინდელმა "პირველმა არხმა"გადმოსცა მაშინ ეგ მასალა, ჟურნალისტმა და დიქტორმა - ციური ბაჯელიძემ მგლოვიარე სახით გვაუწყა - "გამთენიისას ექს-პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სოხუმში ჩამოფრინდაო!.."ბატონო გივი, მე როგორც ვიცი, თქვენ შემდეგაც არაერთხელ შეხვდით ზვიად გამსახურდიას...
- კი, არაერთხელ, ჩავდიოდი და ვეხმარებოდი, ძალიან უჭირდა ცხონებულს, საჭმლის ფული არ ჰქონდა...

- პრეზიდენტს თქვენ მიერ დადგმული სპექტაკლის გამო საყვედური არ უთქვამს?

- არა, რას ამბობთ, არაფერი მაგის მსგავსი...

- ისე, იცოდა, რომ სოხუმში თქვენ ითამაშეთ მისი როლი?
- კი, რა თქმა უნდა, იცოდა... მერე, მოგვიანებით მე ზვიადისგან თავი შორს დავიჭირე, რადგან გროზნოში ძალიან აურიეს სიტუაცია მედროვეებმა და მოენეებმა. ერთხელ ჩავედი და პრეზიდენტმა არ მიმიღო. ავდექი და დაცვას ვუთხარი - მე ზვიადის არც გენერალი ვარ, არც თანამდებობა მინდა, კაპიკი არ წამიღია, ფული აქეთ მომაქვს, რადგან ვიცი, რომ ერის კაცია, მართალი კაცია და თუ არ უნდა ჩემი ნახვა, ღმერთმა მშვიდობა მისცეს-მეთქი!.. მიუტანეს ამბავი და მაშინვე მიმიღო... სამი საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ. წამოსვლისას პირველ სართულამდე პირადად ჩამომაცილა და ახლაც ცრემლები მომდის, ისეთი სიტყვა მითხრა - ბატონო გივი, ვის ვენდო, აღარ ვიცი, ისეთ მდგომარეობაში ვარო!..

- ბატონო გივი, თქვენ ზვიადის თვითმკვლელობის გჯერათ?

- გამორიცხულია, ზვიადი ღმერთის კაცი იყო და ის თავს არ მოიკლავდა!..


23 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ე...

00:20

შუქი

„მსოფლიოში კიდევ ერთი ვაქცინა გამოჩნდება...

23:42 ოთხ. 22 სექტემბერი

ფხაკაძე

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 ოთხ. 22 სექტემბერი

23 _ ჰოროსკოპი


„შვილის ტოლი გოგო გააუპატიურა, თან ნათეს...

11:24 ოთხ. 22 სექტემბერი

ლენტი ავარია

ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ პ...

18:28 ოთხ. 22 სექტემბერი

წყვილი

„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში?...

11:24 ოთხ. 22 სექტემბერი

დეკანოზი შალვა კეკელია

„ჩემს შესახებ აბსურდული ჭორები გამიგია“...

18:00 ოთხ. 22 სექტემბერი

მაკა ცინცაძე

„დღეს მე რაღაცას ვაღიარებ... ბოდიში მინდ...

14:18 ოთხ. 22 სექტემბერი

მსახიობი რუსკა მაყაშვილი

„3 თვის ქირა გადაუხადა უცხო ბებოს… ეს ბი...

09:35 ოთხ. 22 სექტემბერი

მამა ნექტარიოსი

პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვ...

20:23 ოთხ. 22 სექტემბერი

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ეგილს ლევიტსი

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩრდილოატლანტიკურ ალ...

20:19 ოთხ. 22 სექტემბერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ეგილს ლევიტსი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში,...

19:49 ოთხ. 22 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

მამუკა მდინარაძე - თუ ის დადასტურდება, რ...

18:34 ოთხ. 22 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე Digest.ge

ირაკლი კობახიძე: არავის დაუბრალებია გიორ...

18:09 ოთხ. 22 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

„თქვენ ეპისკოპოსებსა და ჩინოვნიკებს ფეხე...

18:01 ოთხ. 22 სექტემბერი

ნუგზარ სულაშვილი

„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არ უნდა ავი...

17:32 ოთხ. 22 სექტემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„ვიღებთ მოლოცვებს“ - ვარლამ გოლეთიანის პ...

17:23 ოთხ. 22 სექტემბერი

რიონის ხეობის მცველი
ვარლამ გოლეთიანი Digest.ge

„ემა გოგოხია ქალი, რომელსაც დედამიწის ზუ...

16:43 ოთხ. 22 სექტემბერი

ნათია და ემა