Digest Logo

კანონიერი ქურდები საქართველოში - რას ნიშნავს „ქურდული პენსია“

 17:07 ოთხ. 17 თებერვალი
ისტორია კანონიერ
ქურდებზე

იყო პერიოდი როდესაც ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტმა საქართველოში ფეხი საფუძვლიანად მოიკიდა. მათი კლანის წევრები იყვნენ ყველგან და აკონტროლებდნენ ყველაფერს.დაიჯესტი“ მოგიყვებათ, როგორ შეიქმნა და შეიცვალა ე.წ. კანონიერტი ქურდების დაუწერელი კანონები.

როდის შეიქმნა „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი და რამ შეუწყო ამას ხელი?

ე.წ. „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი XX­ საუკუნის 20-იან წლებში შეიქმნა. მენშევიკებსა და ბოლშევი­კ­­ებს­ შორის, ჭიდილის დროსა და სამოქალაქო ომის პერიოდში, ე.წ. ლაგერებში უამრავი ადამიანი გაუშვეს­. ციხეში შიდა დაჯგუფებები გაჩნდა და ქურდების დინასტია ჩამოყალიბდა. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლებას - უარყოფდნენ პასპორტს, არ იღებდნენ ხელისუფლების იდეოლოგიას, უარს ამბობდნენ ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლ­ობაზე და უგულებელყოფდნენ სახელმწიფო კანონებს...

მათ საკუთარი დაუწერელი კანონები შექმნეს: ქურდმა ქურდს ნებისმიერ კონფლიქტში მხარი უნდა დაუჭიროს, ქურდს არა აქვს უფლება, ჰქონდეს ოჯახი, ქონება და ა.შ. ქურდი არჩევს საქმეებს და ქურდულ შემოსავალს სხვა პატიმრებსაც უნაწილებს, ანუ ქურდი იმ პერიოდში გახდა „რაინდი“, რომელიც მდიდარს ართმევდა და დაჩაგრულს აძლევდა. „კანონიერი ქურდი“ ითვალისწინებს, რომ ამ ტრადიციების მიმდევარი უნდა იცავდეს გარკვეულ ადათ-წესებსა და პრინციპებს.


ასეთი იყო წესი ქურდებს თავიანთი კანონებით უნდა ეცხოვრათ. მათი მთავარი „კონსტიტუცია“ „დუმილის კანონს“, ეფუძნებოდა - ქურდებს არ ჰქონდათ უფლება, გაეცათ ინფორმაცია. ამ კანონებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი საზოგადოება ჩამოაყალიბა.

მათი მეორე მისია იყო, „ლაგერში“, ციხეში თუ გარეთ, ქურდული საზოგ­ადოების გაკონტროლება და მართვა.

სტალინის რეჟიმის დროს მკაცრი კანონმდებლობა იყო და მილიონობით ადამიანი დახვრიტეს,­ მაგრამ „კანონიერ ქურდებს“ მაინც ჰქონდათ თავიანთი არაფორმალური ორგანიზაცია.


რატომ მოიკიდა ფეხი ამ ინსტიტუციამ ყველაზე კარგად საქართველოში?

სტალინს საბჭოთა კავშირში უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა­ და მისი ეთნიკური­ წარმოშო­ბის გამორუსეთში ქართველები ავტო­რი­ტეტით სარგებლობდნენ. სტატისტიკის მიხედვით, 50-იანებში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების რიცხვი სხვა ეროვნების ავტორიტეტებს 80%-ით აღემატებოდა.

ქართველების მეორე უპირატესობა ისიც იყო, რომ ამ სფეროში მუდმივად ლიდერები იყვნენ. დღესაც მთელ მსოფლიოში ქურდული სამყაროს ყველაზე ავტორიტეტული ნათლიები საქართველოდან არიან.

საბჭოეთის ნგრევის შემდეგ ჩეჩნური დაჯგუფებები გამოჩნდნენ, მაგრამ ისინი „კანონიერი ქურდები“ კი არა, უფრო ყაჩა­ღები და გამტაცებლები იყვნენ.

რა სხვაობაა თანამედროვე ქურდსა და ძველი ყაიდის ქურდს შორის?

თანამედროვე ქურდული საზოგადოება რადიკალურად განსხვავდება ძველი­სგან. დღეს ქურდები მაფიოზური ტიპის კრიმინალები არიან:

  • აქვთ სიმდიდრე,
  • აქვთ ლეგალურ ბიზნესში წილები,
  • აღარ თვლიან აუცილებლად კრიმინალურ ბიოგრაფიასა და სპეციფიკურ ატრიბუტიკას...

დღეს საქართველ­ოში „კანონიერი­ ქურდის“ ინსტიტუტი სახელმწიფოს ვერ დაანგრევს. ქართველი ქურდები, ძირითადად­, უცხოეთში არიან. ქურდების ცხოვრება იოლი არ არის . ზოგი უდროოდ კვდება, ბევრი ნარკოტიკის მომხმარებელია. ვინც 50-60 წელს გადა­სცდა, „ქურდულ პენსიაზეა“ გასული და საქმეებში აღარ ერევა.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პირველები ხართ, ვისაც ამ ამბავს ვუყვები - მზია მაღლაკელიძემ უცხოპლანეტელი ნახა

მე რომ საქართველოში გავზრდილიყავი, სულიერად ღარიბი ვიქნებოდი - გაიცანით გამსახურდიების შთამომავალი

როცა მიჭირს, ჩემი გარდაცვლილი შვილი მეხმარება იმქვეყნიდან - ცოტა რამ მამა შალვას საერო და სასულიერო ცხოვრებიდან

სახლში მშვიდად იყო, ყველას ეფერებოდა - დავითაშვილის ბოლო თვეები და ხუმრობით ნათქვამი ასრულებული ოცნება

მასალა მოზადებულია გიორგი ღლონტის ავტორობით გამოცემული მონოგრაფიის „კანონიერი ქურდები საქართველოში“-ს მიხედვით.


მსგავსი სიახლეები

„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟ...

11 წუთის წინ

გიორგი ფხაკაძე

გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

„მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სი...

00:36

შარაძე რუსუდანი


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები...

23:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე