Digest Logo

„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის ტოლა კაცთან იმიტომ მიღალატა, რომ ჩემგან შვილი არ უჩნდებოდა... დანით მოვკალი“ - ეჭვიანი ქმრის გაუხმაურებელი ამბავი

 20:07 შაბ. 18 სექტემბერი
ლენტი ავარია

მეზობელ, ასაკოვან მამაკაცზე ეჭვიანობის გამო, ქმარმა 7 თვის შეუღლებული ცოლი დანით მოკლა. უცნაური ისაა, რომ გოგო სულ რაღაც 20 წლის, მეზობელი მამაკაცი კი – 56 წლის იყო. არაოფიციალური ვერსიით, მუდამ „პლანით” გაბრუებულ ეჭვიან ქმარს ჰალუცინაციები ჰქონდა.

როგორც ამბობენ, ცოლის ღალატი მისი ერთ-ერთი აკვიატება გახლდათ. არადა, ეჭვიანობის საბაბი ქმარს ნამდვილად ჰქონდა. მეზობელი, ვისზეც მან იეჭვიანა, ამის საბაბს აძლევდა – 56 წლის მიშა დ-ს მეზობელი ქალის გაუპატიურებისთვის, წარსულში, 5 წელი პატიმრობა ჰქონდა მოხდილი.

როგორც ირკვევა, 56 წლის მიშა დ-მ თანასოფლელი 18 წლის გოგოს გაუპატიურება სცადა. იცოდა, რომ გოგო შინ მარტო იყო, დილის 8 საათზე საძინებელში შეუვარდა და სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ, 46 ლარი შესთავაზა.

გოგოსგან კატეგორიული უარის შემდეგ, ბაბუის ტოლა კაცმა მისი ძალით გაუპატიურება განიზრახა. მან დაუდგენელი დასახელების წამლის ამპულა დაანახვა და უთხრა, რომ მასში საწამლავი ესხა. მოწამვლით დაემუქრა, თუ ნებაყოფლობით არ დასთანხმდებოდა.

გოგომ იატაკიდან ღუმელის საჩხრეკი რკინის ჯოხი აიღო და მოძალადეს რამდენჯერმე დაარტყა. ამ დროს მამაკაცს 46 ლარი დაუცვივდა. თუმცა, ის გოგოს ყელში სწვდა და ჯერ დერეფანში, შემდეგ კი მისაღებში წაათრია.

იქ კი გაუპატიურების მიზნით საწოლზე დააწვინა, თან პირზე ხელს აფარებდა, რომ გოგოს არ ეყვირა. შეეცადა შორტები გაეხადა მისთვის, მაგრამ გოგონა აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა. კაცმა ამპულას თავი მოამტვრია და მოწამვლის მუქარით, მის დამორჩილებას ცდილობდა, მაგრამ ხელი გაეჭრა. სისხლით ოთახი და იატაკი დაისვარა. გოგომ დრო იხელთა და მოძალადეს ფეხებსშუა ძლიერად ამოარტყა.

ხელიდან გაუსხლტა, ეზოში გავარდა და მეზობლებს უხმო საშველად. ამის დანახვაზე მიშა სახლში გაიპარა. თუმცა, მეზობლებმა მომხდარი პოლიციას აცნობეს. გამოძიებისას, მამაკაცმა მომხდარი აღიარა, შემდეგ კი, სასამართლოზე უარყო, მაგრამ სასამართლომ აღარ დაუჯერა.

როგორც განაჩენში ვკითხულობთ, მას არ დაუჯერეს და იმის მიუხედავად, რომ მოძალადემ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, სასამართლომ არ დაინდო, არც მისი ასაკი გაითვალიწინა და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც ირკვევა, გათავისუფლების შემდეგ, მიშა დ. სოფელში დაბრუნდა.

სწორედ მისი მიზეზით მოკლა მერაბ კ-მ ცოლი. არადა, დღემდე არავინ იცის, რეალურად ღალატობდა თუ არა ცოლი ქმარს. ამის გამო სასამართლოზე პატიმრის შერაცხადობის საკითხიც დაისვა. მაგრამ, რადგან ექიმებმა ამ მხრივ ჯანმრთელად მიიჩნიეს, ცოლის მკვლელი ციხეში 14 წლით გაამწესეს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მერაბ კ-სა და აწ გარდაცვლილი ხათუნას რომანი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, მაშინ დაიწყო, როცა ზაფხულის არდადეგებზე გოგო დეიდასთან, მერაბის სოფელში ისვენებდა ხოლმე.

ბავშვების სიყვარულის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა და ყველა გულშემატკივრობდა. თუმცა, რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ ხათუნამ ერთ-ერთ კერძო ინსტიტუტში ჩააბარა და სოფელში ჩასვლას ხშირად ვეღარ ახერხებდა, შეყვარებულებმა დაქორწინება გადაწყვიტეს. მართალია, გოგოს ბებია (მას მშობლები გარდაცვლილი ჰყავს) შვილიშვილის გათხოვებას ნაადრევად მიიჩნევდა, მაგრამ ბიჭის ოჯახმა – სათანადოდ ვიზრუნებთო და რადგან ბავშვებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, დააქორწინეს.

უცნაურია, მაგრამ 3 თვის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიზეზი კი მიშა გახდა, რომელიც მერაბ კ-ს, ფაქტობრივად, ბიძად ეკუთვნოდა. საიდან დაასკვნა, ძნელი სათქმელია, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ცოლი მასთან ღალატობდა.

ამ შემზარავი ამბის გამო, მერაბის დედა ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა, რადგან ოჯახში კონფლიქტის მიზეზი მეზობლად მცხოვრები ნათესავი გახდა. ქალს ძალიან ერიდებოდა, მაგრამ ნათესავს მაინც სთხოვა, რომ მათ ოჯახთან ურთიერთობას, შეძლებისდაგვარად, მორიდებოდა.

სიტუაცია ისე დაიძაბა, ბიჭის სახლში მალე ოჯახური კრება შედგა. უფრო ზუსტად, სახლში ხათუნას დეიდა და მისი სხვა ნათესავები დაიბარეს, სადაც საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო, ნამდვილად ღალატობდა თუ არა გოგო ქმარს.

მოგვიანებით, ოჯახში აყალმაყალის მთავარი მიზეზი – მიშაც მივიდა. თუმცა, ინტიმური ურთიერთობა როგორც ხათუნამ, ისე მიშამაც კატეგორიულად უარყვეს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ეჭვიანმა ქმარმა ნათესავზე საცემად გაიწია, მაგრამ მიშა იქაურობას გაარიდეს.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, მიშას წასვლის შემდეგ ცოლ-ქმრის ჩხუბი კვლავ გაგრძელდა. ღალატის ბრალდებით შეურაცხყოფილმა ცოლმა საბოლოოდ გადაწყვიტა სახლის დატოვება, მაგრამ ქმარი წინ გადაუდგა, უთხრა, რომ დილით ბიძას ისევ მოიყვანდა და თუ მისი თანდასწრებით იტყოდა, რომ ღალატობდა, იმ შემთხვევაში გაუშვებდა.

გამთენიისას, მერაბ კ-მ ცოლი გარეთ გაიყვანა. ოჯახის წევრებს ეძინათ და არ გაუგიათ. მოულოდნელად კი ყვირილი შემოესმათ. გარეთ გასულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ - ქმარს ცოლისთვის დანა მუცელში ორჯერ დაერტყა, რის შედეგადაც გოგო ადგილზე გარდაიცვალა...

რაზე საუბრობდა განმარტოებული ცოლ-ქმარი, ამის მოწმე არავინაა. სასამართლოზე კი, ეჭვიანმა ქმარმა შემდეგი ჩვენება მისცა:

„ხათუნა ცოლად რომ შევირთე, ქალწული არ აღმოჩნდა. თუმცა, ვაპატიე, რადგან ძალიან მიყვარდა. მიშასთან რომ მღალატობდა, ამაზე თავად მიყვებოდა. გარეთ რომ ვსაუბრობდით, ვთხოვე: რაც მე მომიყევი ყველას თანდასწრებით არ გაიმეორო-მეთქი. მან კი მითხრა, რომ მიშასთან იმიტომ გღალატობ, შენგან შვილი არ მიჩნდებაო. გავითიშე, არ მახსოვს რა გავაკეთე. როცა გონზე მოვედი, ქუჩაში გავრბოდი. გზად მეზობელი გოგო დავინახე, მას ვთხოვე, ჩემს სახლში წასულიყო და გაეგო, რა ხდებოდა...”

გარდაცვლილის დეიდა, რომელიც სასამართლოზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, დისშვილის ნაამბობს იხსენებდა: „ჩემი დისშვილი მეუბნებოდა, რომ მერაბი ეჩხუბებოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ მიშას საყვარელი იყო. გოგოს დანით ემუქრებოდა, აიძულებდა, რომ ღალატი ეღიარებინა. ამიტომ, იძულებული გახდა, ქმრის ვერსია ხმამაღლა დაედასტურებინა. ხათუნამ მითხრა, რომ ქმარი აწამებდა. ერთხელ დასერილი ფეხიც მაჩვენა – ფეხებს მისერავს, არსად რომ არ წახვიდეო.

მერაბი თურმე საბნიდან მატყლს იღებდა და ოთახის სხვადასხვა ადგილებში ტოვებდა იმის დასადგენად, რომელ ოთახში დადიოდა ხათუნა”.

რაც შეეხება განსასჯელის დედას, რომელსაც რძალზე ცუდი არასდროს უთქვამს, სასამართლოზე განაცხადა: „გოგო ჩემს შვილს დასცინოდა – მეზიზღები, რას ჰგავხარ, არ მიყვარხარო. სულ ამ ფრაზას უმეორებდა. ამის მომსწრე არაერთი ადამიანი და მათ შორის, ხათუნას დეიდაც გამხდარა. ერთხელ, თავის ყურით რომ მოისმინა დისშვილის ფრაზები, უსაყვედურა კიდეც – თუ არ გიყვარდა, რატომ გაჰყევი ცოლადო”.

რადგან მერაბ კ-ს ფსიქიკური მდგომარეობა ეჭვს იწვევდა, სასამართლო პროცესზე მისი შერაცხადობის საკითხი დადგა. პირველ ეტაპზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, განსასჯელმა მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა, მაგრამ ეს დასკვნა კომისიურმა ექსპერტიზამ შეცვალა.

საბოლოოდ დასკვნით, მან ცოლი ეჭვიანობის გამო, „ობიექტის დაკარგვის შიშით მოკლა”. როგორც ფსიქიატრებმა განმარტეს: როგორი მწვავეც არ უნდა იყოს პიროვნებისთვის ესა თუ ის ინფორმაცია, თუკი ის ამბავი მისთვის ადრეც იყო ცნობილი, მით უმეტეს, ამის გამო სისტემატური დავაც თუ მიმდინარეობდა, მისი ხელახალი შეხსენება, უეცარ სულიერ აღელვებას ვერ გამოიწვევსო. ანუ, რადგან ცოლ-ქმარი ეჭვიანობის გამო სისტემატურად დაობდა, ექსპერტებმა მიიჩნიეს, ამ ინფორმაციის კიდევ ერთხელ გახსენება აფექტს არანაირად არ გამოიწვევდაო. როგორც ფსიქიატრებმა ახსნეს, აფექტი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქმარი ცოლს მაშინ მოკლავდა, როგორც კი ამ ინფორმაციის შესახებ პირველად შეიტყო.

თუმცა, როგორც პატიმარი განმარტავდა, მან ცოლი არა მხოლოდ ეჭვიანობის, არამედ იმ სიტყვების გამო მოკლა, მას უშვილო რომ უწოდა და შვილის გაჩენას მეზობლისგან აპირებდა.

თუმცა, ეს ვერსია სასამართლომ იმ მოტივით არ გაიზიარა, რომ მიიჩნია, თავის მართლებისთვის იყო მოგონილი.

მკვლელობის გამო გარდაცვლილის ახლობლები ყოფილი სიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. მაგრამ, მერაბ კ-ს სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵მინი-ბორდელი, ფიქტიური ხელისმოწერა მეძავთან, თაღლითობა, სახლი ლოს-ანჯელესში - გივი სიხარულიძის სკანდალები

🔵შვილის ცხედარი მამისეული სახლის აივანზე აღმოაჩინეს - ცნობილი რეჟისორის ტრაგიკული ისტორია

🔵„საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სრულიად ვეთანხმები...“ – შაქარაშვილის და ნიკა კვარაცხელიას დედაზე


19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:36

ოქტომბრის ასტროლოგიური
პროგნოზი

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

ვლადიმერ ბოჟაძე გიგი უგულავაზე: აქციაზე...

18:25 ორშ. 18 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

ნატო გელაშვილის შვილმა ცოლი მოიყვანა - კ...

18:24 ორშ. 18 ოქტომბერი

გიორგი ჭოხონელიძე

ზურაბ ქადაგიძე: გვარამიაში არის დემონი,...

18:15 ორშ. 18 ოქტომბერი

ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge