Digest Logo

ქალი რომელ თვეშიც დაიბადა, ამ თვის მსგავსი ბედი ექნება

 23:44 ორშ. 5 აპრილი
ქალი-ქუსლიანი ფეხსაცმელი

ქალის ხასიათი და ბედი  მხოლოდ მისი აღზრდით და გამოცდილებით არ განისაზღვრება. ქალზე ბევრის თქმა შეუძლია იმ თვეს, როდესაც მისი ცხოვრება დაიწყო.

იანვარში ყველაზე გამძლე და ჯიუტი ქალები მოევლინებიან ამ სამყაროს. ისინი არასდროს ჩივიან და ზედმეტად გახსნილები არ არიან. ეს ქალები ყველა თავის პრობლემას დამოუკიდებლად და ღირსეულად გადაწყვეტენ.

იანვარში დაბადებული ქალები ცდილობენ, არ დახარჯონ დრო იმ საქმეებზე, რომლებიც სახლის დალაგებასა და მორთვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ სამაგიეროდ გემრიელი საჭმელს მომზადება შეუძლიათ.

თებერვალში დაბადებული ქალები დაჟინებული, ჯიუტი და მგრძნობიარე არიან , ასევე შურისძიებაც შეუძლიათ. მათ საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ. დროებითი ფსიქოლოგიური პრობლემების მიუხედავად, ისინი თვითკონტროლის მაღალი დონით არიან ცნობილი.

მათ სირთულეები არ აშინებთ, ისინი ყოველთვის ოპერატიულად იღებენ გადაწყვეტილებებს და მთლიანობაში ბევრი ფიქრი არ უყვართ.

თებერვლის ქალები კარგად მანიპულირებენ ადამიანებით, ამიტომაც ხშირად შესანიშნავ კარიერას ქმნიან. მათ ძალიან უყვართ ბავშვები.

მარტში დაბადებული ქალები მგრძნობელობით და მოწყვლადობით გამოირჩევიან. მათ სიჯიუტე უყვართ, და ეს, საბოლოო ჯამში, მათ ძალიან ვნებთ. ისინი ხშირად დაბალ თვითშეფასებას განიცდიან და თავს უბედურად გრძნობენ. თავისი თავმდაბლობის გამო ამ ქალებს ნამდვილად უჭირთ წარმატების მიღწევა.

ბუნებამ მათ განსაკუთრებული სიფაქიზე და ხიბლი უბოძა, სწორედ ამ მიზეზით ისინი მამაკაცებისთვის ძალიან მიმზიდველად გამოიყურებიან.

აპრილი თამამი, ჯიუტი და მიზანდასახული ქალებით არის ცნობილი. ამ თვისებებს ასევე ემატება მათი რაციონალურობა და პრაგმატულობა. მათ ყოველთვის ესმით, რაც სჭირდებათ, ამ მიზეზით არა სწრაფად, მაგრამ ნამდვილად აღწევენ სასურველს.

ეს ქალები ყველანაირად ცდილობენ არამდგრადობის თავიდან აცილებას. მათთვის გრძნობები ყოველთვის მეორე ადგილზე დგას გონების შემდეგ.

მაისის ქალები დამოუკიდებლობით, მომთხოვნელობით, უკომპრომისობით და გამბედაობით გამოირჩევიან. ძალიან დიდი ხანი სჭირდებათ პატიებისთვის, რაც ხშირად ხდება პარტნიორებთან განშორების მიზეზი, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ამის გამო ისინი გარდაუვალად ნანობენ.

ესენი ჯიუტი ქალი-ლიდერები არიან, ამ მიზეზით მათთვის უფრო მარტივია სამსახურში უფროსის თანამდებობაზე ყოფნა, ვიდრე მეუღლის ნახვა. მათი პრიორიტეტია ყველაფერი მატერიალური.

ივნისის ქალები ისეთი თვისებით არიან ცნობილი, როგორიცაა სიფრთხილე. ისინი ხშირად გრძნობენ თავს მოწყვლადებად და თავის თავში დაურწმუნებლად, მაგრამ მათი კეთილი გული არასდროს აძლევს მათ ბოროტებაზე ბოროტებით პასუხის გაცემის საშუალებას.

ისინი კამათს ვერ იტანენ და წარმოუდგენელი ინტუიციით გამოირჩევიან, რომლის წყალობითაც კონფლიქტებს თავიდან იცილებენ. ასეთი ქალების ქმედებები მათი განწყობით არის განპირობებული.

ივლისი ეს არის თავშეკავებული და მორცხვი ქალბატონების თვე. ისინი ხშირად ნერვიულობენ და თვითანალიზს ბევრ დროს უთმობენ . მათი ცხოვრება მათ განწყობაზეა დამოკიდებული.

ასეთი ქალები თავმდაბლობით და რომანტიზმით გამოირჩევიან, მათ ღრმა გრძნობების განცდა შეუძლიათ, რომლებსაც ზედმიწევნით მალავენ. მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სახლი და ოჯახი.

აგვისტოში იბადებიან გოგონები, რომლებიც სიამაყით და დამოუკიდებლობით არიან ცნობილი. სიკეთის და კეთილშობილების მიუხედავად, მათ ძალაუფლების წყურვილი ტანჯავთ. მათ უყვართ, როდესაც გარშემომყოფების ყურადრება მხოლოდ მათკენ არის მიმართული.

ეს ქალები წარმოუდგენელი ქარიზმით გამოირჩევიან და, მამაკცების მხრიდან აშკარა ინტერესის მიუხედავად, ოჯახურ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას. მათთვის დამახასიათებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა პატიოსნება და წესრიგი, ამიტომაც ისინი ტყუილის მსხვერპლი ხშირად ხდებიან.

სექტემბრის ქალბატონები ემოციური და ტემპერამენტიანი არიან. ისინი გონივრულობით და ანგარიშიანობით გამოირჩევიან. ისინი ძალიან ეგოისტური და ოდნავ ძუნწი არიან, ამიტომაც მათ ფულთან დაშორება და ვალების გადახდა უჭირთ.

მათ უყვართ კომპანიაში ყოფნა, მაგრამ მუდმივად ეძებენ საკუთარ სარგებელს. მათთვის დამახასიათებელია ეჭვიანობა, ისინი ფრთხილი არიან და საჭმლის მომზადება კარგად ეხერხებათ.

ოქტომბერში კომუნიკაბელური, პასუხისმგებელი და ჭკვიანი ქალები იბადებიან. ისინი ზომიერად პრაქტიკული და, ამავდროულად, გულუხვი არიან. ნებისმიერ გადაწყვეტილებას დიდი სიფრთხილით მიიღებენ. მათ კარგი მესხიერება აქვთ. ეს ქალები პრინციპულობით გამოირჩევიან. ისინი ღალატს ვერ პატიობენ, თუმცა ყოველთვის მაქსიმალურ ძალისხმევას დაატანენ, რომ შეინარჩუნონ ოჯახი, რომელშიც წამყვანი პოზიცია უჭირავთ. ისინი მშვენიერი დიასახლისები არიან.

ნოემბრის ქალები ანგარიშიანობით და ეგოიზმით არიან ცნობილი. ისინი ძლიერი პიროვნებები არიან, რომლებსაც კარგი ინტუიცია აქვთ. მათი ქმრები იძულებული არიან, შეეგუონ იმას, რომ მათი აზრი ხშირად იგნორირებულია. ისინი მომჭირნე არიან. ასევე ვნებიან და ცეცხლოვან ტემპერამენტს ფლობენ. მათი სიყვარული სიძლიერით და სიღრმით გამოირჩევა.

დეკემბერში ემოციური ქალები იბადებიან ფეთქებადი ხასიათით. დაჟინება და უშიშრობა, დამოუკიდებლობა და პირდაპირობა- ასე შეგიძლიათ დაახასიათოთ ეს მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. ისინი ყოველთვის აღწევენ წარმატებას და ყველა დაბრკოლებას გადალახავენ.

ეს ქალბატონები ძალიან კომუნიკაბელური, რომანტიზმით სავსე, იდეალისტური არიან და კარგ მეგობრებად ითვლებიან. ისინი ტემპერამენტიანი არიან და ფინანსების დაზოგვა არ შეუძლიათ, ამ მიზეზით ოჯახურ ცხოვრებაში ხშირად უჩნდებათ სირთულეები.


23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე

„ხანდახან სექსზე უფრო მაღალი ვნებაა, როც...

20:19 ხუთ. 22 აპრილი

მაია ასათიანი