Digest Logo

ქალები საჭესთან უფრო მეტად იგინებიან, ვიდრე კაცები - კვლევა

 12:54 ოთხ. 31 მარტი, 2021 წელი
ქალი საჭესთან

„გაუჩერებელი სიგნალი საცობში“, „გადავაფრინდე?“, „გინება“, „ეს ისე დადის, უეჭველი ქალია საჭესთან“ - გეცნოთ სიტუაცია? ასე ხდება ხოლმე, როდესაც თბილისის ქუჩებში ავტომობილს მართავ. 

აი, ხომ გგონიათ რომ საჭესთან უფრო მეტს კაცები იგინებიან, მაგრამ არა, ქალები ჯობნიან.

დიახ, ეს ახალი კვლევის შედეგია.

ქალი უფრო აგრესიულად მართავს ავტომობილს, ვიდრე მამაკაცი - ასეთია Hyundai-ის ბრიტანეთის ოფისისმიერ ჩატარებული კვლევის შედეგი.

გამოკითხვა 1000 ბრიტანელ მძღოლს შორის ჩატარდა.

კორეული ბრენდი ზუსტ ციფრებსაც კი ასახელებს - ქალები, რომლებიც ავტომობილს მართავენ, საშუალოდ, 12% -ით უფრო ბრაზიანები და აგრესიულები არიან, ვიდრე მამაკაცები.

ქალი მძღოლები უფრო ხშირად ასიგნალებენ და აგინებენ მძღოლებს, რომლებიც მათ გზას უჭრიან. გარდა ამისა, ისინი 14%-ით უფრო ხშირად ბრაზდებიან ფეხით მისიარულეებზე, რომლებიც გზას არასწორ ადგილზე კვეთენ და 13%-ით ნაკლებად მომთმენები არიან იმ მძღოლების მიმართ, რომლებსაც მოხვევისას შუქმაჩვენებლის ჩართვა ავიწყდებათ.

კვლევის ხელმძღვანელი, ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი პატრიკ ფაგანი მიიჩნევს, რომ ქალი მძღოლების აგრესიის მიზეზი ძველ ინსტინქტებში მდგომარეობს. მისი თქმით, ქალებს უფრო განვითარებული აქვთ „თავდაცვის“ ინსტიქტი, რომელიც აიძულებთ უფრო მწვავედ აღიქვან საფრთხეები და უფრო აგრესიულად მოახდინონ მათზე რეაგირება.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ არსებობს ორი დომინანტი ემოცია, რომელსაც ავტომობილის მართვა იწვევს: ბედნიერება და თავისუფლების განცდა, რომელსაც იგი ანიჭებს და ბრაზი, როდესაც მძღოლი სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვას გრძნობს. გამოკითხულთა 51% -მა აღიარა, რომ სწორედ თავისუფლების შეგრძნების გამო უყვართ ავტომობილის მართვა. კიდევ 19% ასახელებს მობილობას, ხოლო 10% - დამოუკიდებლობას.

მკვლევარების თქმით, მძღოლების 54% -ს ავტომობილის მართვის დროს სიმღერა ბედნიერების განცდას ანიჭებს.


როგორი ამინდი იქნება 23 იანვარს საქართვე...

00:20

მზე

თბილისის ნაწილს 23 იანვარს ელექტროენერგი...

00:18

შუქი

„თუ საქართველოში ინტენსიურები კორონიანი...

00:12

იაგო ფრანგიშვილი


„მახსოვს, როგორ დავყვებოდი უკან მშვენიერ...

10:41 შაბ. 22 იანვარი

სააკაშვილი

„დევნილები უნდა გაასახლონ, რატომ ცხოვრობ...

13:50 შაბ. 22 იანვარი

ქეთი დოლიძე

დაათვალიერეთ, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქა...

10:41 შაბ. 22 იანვარი

ზაქარია კალაშოვი

„იხარეთ ლელა, ყველაფერი გიხდებათ...“ - ლ...

14:20 შაბ. 22 იანვარი

ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია ოჯახთან ერთად დუბაიში ისვე...

22:36 პარ. 21 იანვარი

ლელა წურწუმია

„თბილისი ჩამოსულებს ვერ იტანს“ - ქეთი დო...

21:32 პარ. 21 იანვარი

ქეთი დოლიძე

ვრცელდება კორონავირუსის ახალი შტამი, რომ...

21:49 შაბ. 22 იანვარი

კორონა

„გაგწირავ, ბოლომდე დაგბრიდავ, ნიკა, დედა...

20:19 შაბ. 22 იანვარი

ნეკა დოროყაშვილი

„რამდენჯერმე ჯოხი ჩაარტყა და დაზიანებები...

19:08 შაბ. 22 იანვარი

უბედური- შემთხვევა

„ომიკრონის“ ახალი ტალღა, სავარაუდოდ, ივნ...

19:04 შაბ. 22 იანვარი

ექიმი გიორგი ფხაკაძე

ოზურგეთის მერია: ბაღებიდან თანამშრომლები...

18:06 შაბ. 22 იანვარი

ოზურგეთის მერიის ლოგო

ირაკლი ლატარია: ცუდი სანახავია, როდესაც...

17:31 შაბ. 22 იანვარი

ექსპერტი ირაკლი ლატარია
Digest.ge

გია აბაშიძე: ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს...

16:59 შაბ. 22 იანვარი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე

ზაზა მარიდაშვილი: საქართველოში მოქმედ პა...

16:56 შაბ. 22 იანვარი

იურისტი ზაზა მარიდაშვილი

გია გაბრიჭიძე: „ნაცებისა“ და მათი ევროპუ...

16:53 შაბ. 22 იანვარი

ექსპერტი გია გაბრიჭიძე