Digest Logo

ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

 18:17 შაბ. 4 სექტემბერი
ეროსი მანჯგალაძე

ეროსმა ელენე (ლენა) ყიფშიძე თეტრალურ ინსტიტში გაიცნო. სტუდენტები იყვნენ.... ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ინსტიტუტში მათი რომანის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ სახელგანთქმულმა გიორგი ტოვსტონოგოვმა მაინც არ დაიხია უკან, დარწმუნებული იყო თავის წარმატებაში და მომხიბვლელ ელენეს არშიყობა დაუწყო.

ეროსმა ეს გაიგო, „გვერდზე“ გაიყვანა და გვარიანად ჟეჟა მეტოქე.

შემდეგ შეყვარებულები დაქორწინდნენ.

ლენას ბავშვობის მეგობარი, ნუნუ ებანოიძე:

ლენა თეატრალურ ინსტიტუტში ახალი ჩარიცხული იყო. ერთ დღეს, მირეკავს და მეუბნება: შეყვარებული ვარ და მინდა გაგაცნოო. ეს ბიჭი ეროსი მანჯგალაძე იყო.

რომ მივედი და ლენას გვერდით ეროსი დავინახე, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. ლენა ულამაზესი გოგო იყო, ეროსი კი აბსოლუტურად არ გამოირჩეოდა გარეგნობით. მოლაპარაკებულები იყვნენ, ინსტიტუტს რომ დაამთავრებდნენ, უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ… ლენა და ეროსი ერთ სპექტაკლში მონაწილეობდნენ და არაჩვეულებრივი ტანდემი ჰქონდათ.

მოულოდნელად ეროსი მოსკოვში წავიდა (მაშინ მან პირველად წაიყვანა ფეხბურთის რეპორტაჟი – ავტორი), ჩაიშალა სპექტაკლი, რომელზეც ლენა დიდ იმედებს ამყარებდა და ეს არ აპატია ეროსის.

გავიდა წლები, ლენა და ეროსი შერიგდნენ, დაქორწინდნენ, ხელი მოაწერეს და დიდი ქორწილი გადაიხადეს.

ეროსი შინდისის ქუჩაზე ცხოვრობდა. მას ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი დედა და და – ბელა.

ლენას ძალიან უყვარდა ეროსის ოჯახი და ისინიც ასევე პასუხობდნენ. ამის მიუხედავად, რამდენიმე თვეში დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა, რძალთან ბოლომდე მეგობრობდნენ. ბოლოს ისე იყო საქმე, თითქოს უნდა შერიგებულიყვნენ, მაგრამ მოულოდნელად, ეროსი გარდაიცვალა. შემდეგ ლენა ბონდო მაჭავარიანს გაჰყვა ცოლად.

განშორება

ეს ყველასთვის წარმოუდგენელი რამ გახლდათ. ისინი ხომ ერთმანეთის გარეშე ვერ სძლებდნენ. ეროსი დუმდა. არც მუდამ ხალისიანი ლენა სიტყვაუხვობდა. თითქოს ორივემ ერთდროულად ტაბუ დაადო ამ ურთიერთობას.

რამდენიმე წლის შემდეგ ლენამ ბავშვი გააჩინა და ესეც კარგა ხანს გასაიდუმლოებული იყო ბევრისთვის - ვინ იყო ზურას მამა, რადგან ლენამ დაბადებისთანავე თავისი გვარი მისცა შვილს. სწორედ ზურას დაბადებას მოჰყვა ის მითი, რომელიც კარგა ხანს სჯეროდა ხალხს - ეს ეროსის შვილიაო.

ზურა პატარაობიდანვე სულ ქალების გარემოცვაში იყო: დედა, ბებია და დეიდები გარს ეხვეოდნენ. ისინი მამას არ ახსენებდნენ და არც ზურა კითხულობდა მამის შესახებ, უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, რასაც მოისურვებდა, უმალ ყველაფერი უსრულდებოდა.

მაგრამ მოვიდა გარდატეხის „სახიფათო“ პერიოდი და ზურას აქა-იქ „რაღაც-რაღაცები“ ჩააწვეთეს. მაშინ ეროსის სახელი ქუხდა.

ერთ ზაფხულს დეიდებმა 14 წლის ზურა სოფელში წაიყვანეს დასასვენებლად. ერთ-ერთმა, მათ ოჯახთან დაახლოებულმა პირმა დანარჩენებს მიმართა - გაიცანით, ეს ეროსის ბიჭიაო!.. და აქ ლამის ტანზე შემოიხია „ეროსის ბიჭმა“ ყველაფერი, დეიდებს მივარდა, - გამაგებინეთ ბოლოს და ბოლოს, ვისი შვილი ვარ, ვინაა მამაჩემი და რას წარმოადგენსო?!

სწორედ მაშინ გაიგო ზურამ სიმართლე, რომ მისი მამა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ავთო ვერულეიშვილი ყოფილა.

მან მამასთან ურთიერთობა დაიწყო და კაციც სულ ებოდიშებოდა, - არ ვიცოდი, ჩემი თუ იყავი, თორემ პატარაობიდანვე მოგაქცევდი ყურადღებასო.

გადიოდა დრო და ეროსის გაცნობის სურვილიც თანდათან უძლიერდებოდა ბიჭს. ზურას ძალიან უნდოდა დაახლოვებოდა სახელგანთქმულ მსახიობს, აინტერესებდა - ნეტავ, როგორი იყო ის კაცი სინამდვილეში, რომელსაც დედამისი უსაზღვროდ უყვარდა?

ისინი კინომსახიობთა თეატრში დამეგობრდნენ. ეროსი უკვე წამოსული იყო „რუსთაველიდან“. დიდმა მაესტრო მიხეილ თუმანიშვილმა ძველებთან ერთად ნიჭიერი ახალგაზრდებიც შემოიკრიბა.

ეროსი ყველას მიმართ გამოხატავდა სითბოს და ყურადღებას, მისი გული ხომ ბევრი ადამიანის სიყვარულს იტევდა, მაგრამ იმ „საოცარი და მუდამ სანატრელი“ ქალის შვილი მისთვის მაინც განსაკუთრებული იყო. მოგვიანებით ზურამ თქვა, - ეროსმა ბევრი რამ მასწავლა, არა მხოლოდ, როგორც მსახიობს, არამედ, როგორც კაცსო.

ეროსის უმცროსი მეგობარი, მსახიობი სოსო ლაღიძე კი დღემდე სევდიანად იხსენებს მისთვის სათაყვანებელ ადამიანს, რომელთანაც ბოლო წლებში ცხოვრობდა:

დავსხდებოდით, ერთ-ორ ჭიქას დავლევდით, ხან რას გავიხსენებდით, ხან - რას. ბოლოს, სიყვარულსაც მივწვდებოდით. იმ წუთებში ეროსს სულ სხვანაირი, შეყვარებული ჭაბუკის თვალები გაუხდებოდა და იტყოდა, - ლენა ჩემი დიდი სიყვარულია დღემდეო. არადა, ბევრ ქალს მოსწონდა ეროსი, ბევრიც ეტრფოდა...

ამბობენ, რომ ეროსის სიკვდილი ელენე ყიფშიძემ ძალიან განიცადა. კარგა ხანს სახლიდან არ გამოსულაო... ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ მთავარი და უტყუარი ისაა, რომ მთელი სიცოცხლე ეროსიმ ვერ შეძლო სხვა ქალთან ცხოვრების ხელახლა დაწყება, ვერ შეელია თავის ლენას და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.

მისი საყვარელი სადღეგრძელო იყო: „ჩემს არასაფიცარ საფიცარს გაუმარჯოს!“

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ხეიბარი დედა, ომში დაკარგული ძმა, უიღბლო სიყვარული, ღალატი და სიკვდილის შიში - ეროსი მანჯგალაძის პორტრეტი

🔵ეროსი მანჯგალიძისა და ლენა ყიფშიძის ხანმოკლე ბედნიერება - კულუარული ამბავი

🔵„მაგარ სახლში“ ვარ, ცხელი ჯაკუზი, გადასარევი გოგოები - როგორ ხვდებოდა ქმრის ღალატს კვაშალის ცოლი?


29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 წუთის წინ

29 ნოემბრის პროგნოზი

29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

24 წუთის წინ

ამინდი

VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი

დმანისთან ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

18:11 კვი. 28 ნოემბერი

პოლიცია