Digest Logo

„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ამის გამოც ეცვა ჯვარს“... ეპისკოპოსობა 33 წლის ასაკში და ლგბტ თემის მხარდაჭერა - რუსუდან გოცირიძის უცნობი ამბები

 15:48 ხუთ. 22 აპრილი
რუსუდან გოცირიძე

ეპისკოპოსი კომუნალურ კულტურაში

რუსუდან გოცირიძე იმ ადამიანთაგანია, რომელსაც საკუთარი იდენტობების გამო, უამრავი სირთულის გადალახვა და ამ სირთულეების დაძლევაში სხვებისათვის დახმარება წარმატებულად გამოსდის.

როგორია, იყო საქართველოში უმაღლესი რანგის ქალი სასულიერო პირი, გვერდში ედგე საკუთარი იდენტობების გამო, ჩაგრულ ადამიანებს და იცავდე მათ უფლებებს?

სწორედ ამ უკანასკნელის გამო გახდა იგი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ქალთა სიმამაცისთვის, საერთაშორისო ჯილდოს 2014 წლის ერთ-ერთი მფლობელი.

„კარგი ქალის“ სახე-ხატება“

ბაპტისტური ღვთისმსახურის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მეოთხე თაობის მორწმუნე ვარ ჩვენ ოჯახში. ერთის მხრივ ჩემი რელიგიური ოჯახი და ხუცესი პაპის ავტორიტეტი ახდენდა ჩემს ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას, მეორეს მხრივ გარემო.

გავიზარდე თბილისის გარეუბანში, სადაც ძალიან შეკრული თემივით ვცხოვრობდით… სადაც იმდენად ოჯახივით იყო სამეზობლო, რომ მეზობლის შვილის ჩაცმულობაზე, სახლში დროით დაბრუნებასა თუ სამეგობროზე შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ.

მე უნდა გამემართლებინა უბნის, მშობლების, პაპა-ბებიის მოლოდინები – უნდა დავმდგარიყავი კარგი ქალი.

ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი

„პოსტსაბჭოთა სივრცეში პიონერები ვართ ქალის უმაღლეს სასულიერო პირად ხელდასხმის საკითხში. ძალიან გაგვიმართლა, რომ ეკლესიის წინამძღოლად არჩეულ იქნა ჯეროვანი თეოლოგიური განათლების მქონე ადამიანი, რომლის ხედვა იყო, რომ ეკლესია უნდა ყოფილიყო ეგალიტარული. მახსოვს, ეკლესიის რეფორმები, რომლის დროსაც 50-60 ადამიანი ვისხედით და ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებას, როგორი უნდა ყოფილიყო საშობაო დღესასწაული ეკლესიაში. ყველას გვეძლეოდა აზრის გამოხატვის თავისუფლება. ვგრძნობდით, რომ ბავშვსაც, ქალსაც და ასაკოვან ადამიანსაც შეეძლო გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობის მიღება.

როდესაც ჩემმა წინამძღოლებმა შემომთავაზეს ეპისკოპოსად ხელდასხმაზე ფიქრი, ძალიან შემეშინდა. შემეშინდა პასუხისმგებლობის ღმერთის წინაშე, საზოგადოების წინაშე, მრევლის წინაშე. მაშინებდა ჩემი ასაკი – 33 წლის ვიყავი და ვფიქრობდი, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანის გამოცდილება არ იყო საკმარისი საეპისკოპოსო ტვირთისათვის.

მაშინ მახსოვს, მეუფემ მითხრა, რომ 33 წელი კარგი ასაკია ჯვარცმისთვის. თანაც, ჩვენს ეკლესიას უკვე ჰყავდა გაცილებით ახალგაზრდა ასაკში ხელდასხმული ეკლესიის წინამძღოლები და თუ კაცი ამ ასაკში თანხმდება მაღალ იერარქიულ სასულიერო პოზიციას, თანასწორ გარემოში, ქალისთვისაც მისაღები უნდა ყოფილიყო ეს მოცემულობა.

დიდი ხანი გავიდა ამ საუბრის შემდეგ, როცა დავთანხმდი ეპისკოპოსად ხელდასხმას. ეს მოხდა 2008 წელს. ჩემმა მეუღლემ ითამაშა დიდი როლი, რომელმაც უპირობო მხარდაჭერა გამომიცხადა. ოჯახის ფაქტორმა ბევრ რამეზე იმოქმედა, ჩემს გადაწყვეტილებაზე, ჩემს თავდაჯერებაზე. ტვირთი, რომელიც მოვიკიდე 2008 წელს, არ არის მარტო ჩემი სატარებელი ტვირთი. ამ ტვირთის გაზიარება ჩემ ოჯახსაც მოუწევდა და ამაზე ისინი თანახმა უნდა ყოფილიყვნენ.

ჩემზე ბევრი ცუდი იწერებოდა, იწერებოდა სექსისტური ტექსტები, იწერებოდა გინებები და შეურაცხმყოფელი კომენტარები. აპელირებდნენ, რომ ქალი როგორ შეიძლებოდა მდგარიყო ამბიონზე. იმიტომ რომ ქალი არის ცოდვისა და ბოროტების სათავე, ის არ არის სანდო. პავლე მოციქულის ფრაზებით მეპაექრებიან. უცნაურია, რომ ამ არგუმენტების განეიტრალება ისევ პავლე მოციქულის სიტყვებით გიწევს, რადგან სახარება დიდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ვისაც რა რაკურსით და კულტურული საწყისით სურს, იმ საწყისიდან უყურებს მას და იყენებს.

გოცირიძე იესოზე

„იესომ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელი ადამიანების რელიგიურ გრძნობებს და ძალიან მიზანმიმართულად, ისე კი არა – შემთხვევით. ისეთ ადამიანებს კურნავდა, რომლებიც ათეული წლების მანძილზე დაავადებულები იყვნენ, რომელთა განკურნებაც შეეძლო პარასკევსაც და შაბათის შემდეგ დღესაც, მაგრამ არა, ადგებოდა და შაბათ დღეს კურნავდა.

ძალიან ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ქალებს ესაუბრებოდა, რაც მისთვის საშინლად აკრძალული იყო… შორს წაგვიყვანს ამ სიის ჩამოთვლა.

სამას ლარიანი ჯარიმების საპირწონე ქმედებებით სავსეა სახარება, რასაც იესო აკეთებდა და ფაქტობრივად ამის გამოც ეცვა ჯვარს.

ამიტომ მგონია, რომ კანონი ვერ გაიგებს რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ თუნდაც ძალიან პროვოკაციულ ნაბიჯს, აი ეგ არის თავისუფლად სუნთქვა, როცა არავინ არ გიწესებს და რიტმს არ გაძლევს, ასე უნდა ისუნთქო, რამდენჯერ უნდა ისუნთქო, ეს არის სუნთქვა“

ის, რაშიც ბრალი ედებოდა ქრისტეს, იყო სჯულის დარღვევა და შემთხვევით კი არ არღვევდა, არამედ მიზანმიმართულად, რომ ესწავლებინა ადამიანებისთვის ძალიან ძვირფასი რამ: ხალხო, ქრისტემ თქვა, რომ შაბათი, რომელშიც მოიაზრებოდა რჯულის დაცვა, შეუქმნა ღმერთმა ადამიანს და არა, ადამიანი – შაბათს და ის რჯული შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანი ღმერთთან მისულიყო და თუკი ადამიანს სიკეთის კეთებაში უშლის ხელს აშენებული დოგმები, მაშინ დაფიქრდი, იქნებ ეს დოგმები ცოტა უნდა გადაახალისო, რაღაც უნდა შეცვალო და ამაზე თითის დადება ითვლებოდა ღმერთის წინააღმდეგ წასვლად. შაბათ დღეს ქრისტე გამოვიდა სინაგოგიდან, როდესაც ხელგამხმარი ქალი განკურნა და რომ მიესივნენ – ეს რა ქენიო, ქრისტე ეუბნება, ვირი რომ ჩაგივარდეთ ჭაში შაბათ დღეს, არ ამოიყვანთო? ხომ ამოიყვანთ და თუკი სახედარზე ასე არ მოქმედებს სჯულის დარღვევა, როგორ შეიძლება, არ გაუწოდო ხელი ადამიანს, რომელსაც უჭირს და თქვა, ახლა, რადგან შაბათია, ღმერთს ეწყინება, მე რომ სიკეთე გავაკეთეო. დღეს ეს მეორდება სხვადასხვა კონტექსტში, ადამიანები სხვების მიმართ ბოროტებას ამართლებენ. ღმერთს შეიძლება არ უყვარდეს ეს ადამიანი? კაცები უფრო უყვარდეს, ვიდრე ქალები? ან თეთრკანიანები უფრო უყვარდეს, ან შავკანიანები? ჰეტეროსექსუალები უფრო უყვარდეს, ვიდრე ჰომოსექსუალები? ჩვენ ღმერთს ვუწესებთ გაიდლაინებს. ღმერთს ასეთები უყვარს, ისეთები არ უყვარს. ძალიან სასაცილოა, რომ ღმერთის სიყვარულის ჩარჩოებს ჩვენ ვაგვირისტებთ.

სასწაულების არ არსებობა...

ქრისტემ თქვა რომ ნიშნები სჭირდება ურჯულო მოდგმას. როცა თვითონ სასწაულებს აკეთებდა, ყოველთვის ამბობდა, ეს არსად თქვათ. ჩვენ გვიყვარს ფოკუსნიკი ქრისტე, ჯადოსნურ რაღაცებს რომ აკეთებს. იცი რა არის სასწაული? მარტოხელა დედა დაღლილი რომ მოვა, გადაქანცული და მოძებნის იმის ძალას, შვილს დაუჯდეს, ზღაპარი წაუკითხოს და სკოლის ამბები ჰკითხოს, ეს არის ჩემთვის სასწაული და არა ზღვის გაპობა და ასეთები. ჩვენ გვგონია, რომ სასწაული უნდა იყოს ფოკუსები. დედაჩემი გარდაიცვალა სიმსივნით და მაშინ მივხვდი, რა არის სასწაული. ყველა ვლოცულობდით და ღმერთს ვთხოვდით, ეს ავადმყოფობა დაგვემარცხებინა, მაგრამ ვერ დავამარცხეთ... ჩვენ ავადმყოფობა ვერ დავამარცხეთ, მაგრამ სიკვდილი დავამარცხეთ, დედაჩემი ისე წავიდა, რომ სიკვდილის არ შეშინებია, ჩვენც ისე დაგვტოვა, ვერ გავიაზრეთ, რომ სიკვდილი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის სასწაული.

ლგბტ თემის მხარდაჭერა

ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. მეცნიერებამ დაადგინა, რომ ეს არ არის ადამიანის არჩევანი, ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. როგორ შეიძლება, წარმოიდგინო, რომ მე კი გავჩნდი კაცად, მაგრამ მომწონს, ვიყო ქალი. ასე ვარჩიე ახლა: ჩავიცვამ მოკლე კაბას, ქუსლიანი ფეხსაცმელებით გამოვალ, მერე რა, რომ ყველამ უნდა მაგინოს, ჩემთვის კარიერა აღარ იარსებებს, ოჯახი ჩემზე უარს იტყვის, ნებისმიერ დროს ვინმე მცემს და შეიძლება, პოლიციამ არც კი დამიცვას. შეიძლება, ჭკუათმყოფელმა ადამიანმა დაუშვას, რომ ადამიანი ასეთ არჩევანს აკეთებდეს ტყუილად, სექსუალური ეგზოტიკის გამო? ამას ცოტა თანაგრძნობით შევხედოთ, მეტი დაფიქრებაა საჭირო. მესმის, რომ ეს შიში არსებობს, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ ამაზე არც ვსაუბრობდით. ეგზიუპერი რომ ამბობს, ყველანი ბავშვობიდან მოვიდვართო, მე ვამბობ, რომ ყველანი ჰომოფობიიდან მოვდივართ, იმიტომ რომ ასე ვიზრდებოდით: ეს არის გარყვნილება, ავადმყოფობა, ასეთ ადამიანებთან ახლო ყოფნა არ გვინდოდა. ახლა მოდის თაობა, რომელიც შეიძლება, მოკვდეს სიცილით, რაზე ჭამდით, ხალხნო, ერთმანეთს ან რა ტაბურეტებით დარბოდით, არ გრცხვენიათ? მთელი დედამიწის ზურგზე თუ რომელიმე ადამიანს უყვარს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი და ძვირფასია მისთვის, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთს არ შეუძლია უყვარდეს.

გოცირიძე წესის აგებაზე

„არც ერთი რანგის სასულიერო პირს არ ხელეწიფება საიქიო საქმეებში ჩარევა. მით უფრო ვინმეს სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში გადამისამართება. ამის შესახებ ვერსად ნახავთ ვერც ძველ და ვერც ახალ აღთქმაში…

წესის აგება არის ჭირისუფლების ნუგეშისცემა და როცა პატარა ბავშვის სიკვდილზეა ლაპარაკი ძალადობის გამო, უნდა ერიცა და ბერიც წესს უგებდეს კი არა და ღვთის წინაშე პატიებას ითხოვდეს თავისი წილი დანაშაულისათვის.

ვისაც არც ნუგეშისცემა შეუძლია და არც მონანიება, მაშინ საინტერესოა, რას ემსახურება ასეთი დაწესებულება?”, – წერდა გოცირიძე.


15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 წუთის წინ

15 დეკემბერი

„ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრუ...

24 წუთის წინ

ივანე ჩხაიძე

„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

23:46 პარ. 14 მაისი

მაია ასათიანი


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10 პარ. 14 მაისი

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44 პარ. 14 მაისი

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10 პარ. 14 მაისი

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59 პარ. 14 მაისი

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26 პარ. 14 მაისი

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32 პარ. 14 მაისი

ცაგარელი

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32 პარ. 14 მაისი

Google

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24 პარ. 14 მაისი

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09 პარ. 14 მაისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05 პარ. 14 მაისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59 პარ. 14 მაისი

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58 პარ. 14 მაისი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46 პარ. 14 მაისი

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43 პარ. 14 მაისი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34 პარ. 14 მაისი

საპატრულო პოლიციის ლენტი