Digest Logo

გოგო, რომელმაც დედის ცხედარი დაანაწევრა, ბიოლოგიურ დედას ეძებს - წერილი საპყრობილიდან

 14:36 შაბ. 10 აპრილი
ირმა ყოჩიაშილი _ დედას
ეძებს

79 წლის ქალი მოკლეს და შეჭამეს - 2016 წლის ოქტომბერში ქართულ მედიაში გავრცელებულმა ამ ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. 

კიდევ უფრო შემზარავი კი ის იყო, რომ მკვლელობაში ბრალდებულები ქალის შვილი, ირმა ყოჩიაშვილი და მისი მეგობარი, ბექა შენგელია. მალევე ცნობილი გახდა, რომ გოგო მისი ბიოლოგიური შვილი არაა.



ირმამ ახლახან ჟურნალ სარკეს საპყრობილიდან წერილი მისწერა, სადაც ის თავის ემოციურ მდგომარეობასა და ბავშვობაზე საუბრობს:

დედა და სახლი თეთრი კიბეებით

_ 23 წლის გოგონა ვარ და ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, _ ასე იწყება ირმა ყოჩიაშვილის წერილი, _ ცხოვრებას არასოდეს გავუნებივრებივარ სასიამოვნო დღეებით. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ, იგივე გამოიაროს და განიცდოს, რაც მე გამოვიარე მოძალადე ოჯახისგან მიყენებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმებით.

შეიძლება ითქვას, რომ ოჯახი არასოდეს მქონია, არასოდეს მიგრძვნია დედობრივი სიყვარული, ამაგი და მზრუნველობა. ჩემი ცრემლები ემოციას არავისში ბადებდა.

დედობილი და მამობილი მწყევლიდნენ და მაგინებდნენ: ,,შენ უნდა დადიოდე დედამიწაზე და ჩემი შვილი საფლავში იწვეს”, ,,შენ რა დასაბადებელი იყავი, რა სასიცოცხლო ხარ, როდესაც ჩემი შვილი გარდაცვლილია”, ,,შენ უნდა იწვე იმ საფლავში, შენ უნდა ლპებოდე იმ მიწაში, სადაც ჩემი შვილია”.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მე მახსოვდა დედა, რომელიც მზრდიდა და სხვა სახლი, სადაც ვიზრდებოდი. ის იყო ვიქტორიანული და რენესანსის სტილის, უმდიდრესი ბიბლიოთეკით, გრძელი, თეთრი კიბეებით, მომწვანო კედლებით, ძველებური ორნამენტებით, ჩუქურთმიანი კარებით და ჭიშკრით.

დედა მასწავლიდა საუბარს, კითხვას, სიარულს, სამყაროსა და ადამიანების სიყვარულს. ის იყო გამხდარი, მაღალი, გრძელი, შავი ტალღოვანი თმით. როდესაც ჩემში გამზრდელების მენტალიტეტმა პროტესტი გამოიწვია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ვღრიალებდი, ვტიროდი, მოხეტიალე სულივით დავიარებოდი, ვემუდარებოდი, რომ ჩემს მშობელ დედასთან წავეყვანე, მაგრამ ამაოდ. როდესაც დედობილმა და მამობილმა გაიგეს, რომ სიმართლე ვიცოდი, ნამდვილი დედის მიმართ გრძნობები მქონდა, ამან მათი აგრესია და სიძულვილი გამოიწვია.

მითხრეს, რომ არ სურდათ, შვილი ჰყოლოდათ, მაგრამ იძულებულები იყვნენ, რადგან ქალიშვილმა სიკვდილის წინ სთხოვა, რომ ბავშვი ეშვილებინათ, მის სახელზე გაეზარდათ და მისი სახელი დაერქმიათ _ ირმა. თუმცა მათ ვერ შეივსეს შვილის გარდაცვალებით გამოწვეული დანაკლისი და, რადგან ისეთი პიროვნება არ აღმოვჩნდი, როგორიც მათი ქალიშვილი იყო, ჩემზე ახორციელებდნენ როგორც ფიზიკურ ძალადობას, ასევე ფსიქოლოგიურს.

სასტიკად მაწამებდნენ, არაადამიანურად მექცეოდნენ. სათამაშოდ თუ გავიდოდი თანატოლებთან ერთად, აივნიდან მუქარის შემცველ წერილებს მიგდებდნენ, რომ დროზე თუ არ მივიდოდი, ნათესავებს დაურეკავდნენ, სახლში დამაბრუნებდნენ და სასტიკად დამსჯიდნენ, საპირფარეშოში სიბნელესა და სიცივეში ჩამკეტავდნენ და რამდენიმე კვირა შიმშილით ამომხდიდნენ სულს.

სხეული იარებით მაქვს სავსე _ ცხელი უთოთი დამწვარი ხელები, შუშის ნატეხებით მიყენებული ჭრილობები, ტრავმები თავის ქალაზე, რამაც ქრონიკული თავის ტკივილები განაპირობა.

დეპრესიული ბავშვობა

დეპრესიული, საკუთარ თავში ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. არც მიჩნდებოდა სურვილი, ვინმესთან მესაუბრა. არავის აინტერესებდა, რატომ არ დავდიოდი სკოლაში, რატომ ვაცდენდი ასე ხშირად გაკვეთილებს, რატომ მქონდა შინაგანი პროტესტი სკოლისადმი, მასწავლებლებისადმი, სასწავლო პროგრამებისა და სისტემისადმი, დამრიგებლისა და დირექტორისადმი; რატომ მქონდა ხეულზე ამდენი დაზიანება და რატომ ემატებოდა ყოველდღიურად ახალ-ახალი დაზიანებები. რატომ არ ინტერესდებოდნენ ბავშვით, რომელსაც ისეთ პირობებში უხდებოდა ცხოვრება, სადაც მხოლოდ სიკვდილის ნატვრის სურვილი არსებობდა?!

,,რატომ დავიწყე ქუჩაში ცხოვრება?”

_ ძალიან გამწარებული ვიყავი. ჩემს დედობილსა და მამობილს მაღალი შემოსავალი ჰქონდათ, მე კი სიღარიბის უკიდურეს ზღვარზე ვიყავი. არ მინდოდა, ვინმეზე ვყოფილიყავი დამოკიდებული, მემათხოვრა დედობილთან და მამობილთან, რომლებიც სიცოცხლის ღირსადაც არ მთვლიდნენ დაბადებიდანვე უცოდველ და უმანკო, უმწეო არსებას.

ქუჩაში რომ გავედი, გავიცანი ბავშვები, რომლებიც იყვნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, მშობლებისგან მიტოვებულნი… ისინი განწირულები იყვნენ არაჯანსაღი ცხოვრებისთვის. ზოგი თვითდაზიანებებით სიამოვნებას იღებდა. იყვნენ ალკოჰოლზე დამოკიდებულები, უარყოფდნენ რელიგიას და ადიდებდნენ ათეიზმს.

ასეთ დროს მაღალი რისკია, ადამიანი მოძალადე გახდეს, რადგან ძალადობა წარმოშობს ძალადობას… ფსიქოლოგიური სტრესი პიროვნებას აყალიბებს ფსიქოპათად, მანიაკად, სადისტურ, მაზოხისტურ სურვილებს უჩენს, რომლებსაც ახორციელებს, დაუნდობელი ხდება, კარგავს ისეთ ადამიანურ ემოციებს, როგორებიცაა სიბრალული და თანაგრძნობა.

გეცოდინებათ ფილმი ,,კანიბალი ლექტორი”, რომლის გმირმაც ბავშვობაში საკუთარი თვალით დაინახა, მისი და როგორ შეწვეს და მიირთვეს… როდესაც გაიზარდა, შური იძია დის მკვლელებზე, მათაც ისევე მოექცა, როგორც მის დას მოექცნენ… ასეთი უამრავი მაგალითია. მთავარი დანაშაული არ არის, მთავარია მამოძრავებელი მექანიზმი, რომელიც ქვეცნობიერშია დამარხული და არის მოტივი, თუ რატომ მიდის ამ მდგომარეობამდე…

ამ წუთას მსურს, ვისაუბრო დედობრივ გრძნობებზე. ვინ იცის, რამდენი ადამიანი ნატრობს, შვილი ჰყავდეს, მისთვის სიცოცხლესაც დათმობს, ამ დროს კი ზოგიერთი მშობელი შვილს ქუჩაში ტოვებს, ყიდის, უკიდურეს შემთხვევაში კი კლავს…

მშობლები თვითონ უსპობენ შვილებს მომავლის გზას, არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ადამიანურად იცხოვრონ… როგორ შეიძლება დედამ საკუთარი სისხლი და ხორცი ასე შეიძულო?! პატარა, რომელიც 9 თვე შენს მუცელში ცოცხლობს და იზრდება, მხოლოდ იმის გამო მიატოვო, რომ ისეთი არ დაიბადა, როგორიც შენთვის მისაღები და სასურველია.

ზოგჯერ ისე ვარ წყობიდან გამოსული, ისეთ აფექტურ მდგომარეობაში ვიმყოფები, მზად ვარ, ყველა მშობელს საკუთარი ხელით გავუთხარო სამარე, ვინც შვილებზე სექსუალურად ძალადობს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს, არაადამიანურად, სადისტურად იქცევა, გარყვნილ ქმდებებს სჩადის არასრულწლოვნების მიმართ. მერე კი ატერორებს, რომ არავის არაფერი უთხრას, არ ითხოვოს დახმარება…

იმ ყველაფერზე, რაც გამოვიარე, სრულყოფილად და დეტალურად საუბარი უმძიმესი ტვირთია ჩემთვის. მძიმეა ამ ყველაფრის მერე კიდევ ერთხელ გახსენება. ამის გამო არაერთხელ ვცადე თვითმკვლელობა, სუიციდისკენ ვიყავი მიდრეკილი. ალბათ ღმერთს ვუყვარვარ, არ მაძლევდა ამ ცოდვის ჩდენის საშუალებას.

,,ჩემს სხეულში თითქოს სხვა სხეულმა შემოაღწია”

დრო გადიოდა, სახლში სულ უფრო და უფრო იშვიათად მივდიოდი, მაგრამ ამ ისტორიის გაგრძელება ყველაზე უცნაური გარემოებებითა და მისტიკური მოვლენებით არის მოცული.

ჩემს პარალელურ კლასში სწავლობდნენ გოგონები, რომლებიც განცალკევებულად, ბოლო მერხზე ისხდნენ. დავუახლოვდით ერთმანეთს. მათ მითხრეს, რომ ერთ-ერთ კლუბში, რომელიც რუსთაველზე მდებარეობდა, მეტალო-ფესტივალები იმართებოდა. გადავწყვიტე, მათთან ერთად წავსულიყავი.

იქ კი ვნახე ადამიანები, რომლებმაც გულწრფელად მიმიღეს. მათ მზერაში ჩემი სამყარო ვიპოვე. მათი ენერგეტიკული ველი შევიგრძენი და ისეთი განცდა დამეუფლა, რომ კიდევ ერთმა სხეულმა შემოაღწია ჩემში და დაიწყო არსებობა, ჩემს სულიერ სამყაროში ჩასახლდა, ჩემი სასუნთქი ორგანოები სულ სხვანაირი ჰაერით აივსო. მას მერე სრული მეტამორფოზა განვიცადე.

2013 წელს წიგნის წერა დავიწყე. სიტყვები, წინადადებები ყურში ჩამესმოდა არაამქვეყნიური, არაადამიანური ხმით. გახელილი თვალებით კადრებს ვხედავდი, ყველაფერი ფილმის ეპიზოდებივით ტრიალებდა. დედამიწაზე არარსებულ ფერებს ვხედავდი…

ვწერდი ჩანახატებს და ლექსებს ანტიქრისტეზე, აპოკალიფსზე, განადგურებულ დედამიწაზე, გვამებით მოფენილ სისხლიან მიწაზე, გარდაცვლილ სულებზე, რომლებმაც სასუფეველი ვერ დაიმკვიდრეს ჯოჯოხეთსა და სამოთხეში და პორტალში იმყოფებიან.

ვწერდი იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც მომავალში უნდა გამეცნო, მათ ისტორიებზე, მაგალითად, თვითმკვლელობის მცდელობაზე, საყვარელი ადამიანების გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე, განმარტოებაზე, მიტოვებულ სასაფლაოებზე, სადაც მარტო დარჩენილები მკვდრებს დასტირიან, ეულ მომავალს გლოვობენ.

უცნაურ გარემოში გავიცანი ადამიანები, რომლებმაც ჩემი წიგნი წაიკითხეს. მათ საკუთარი ისტორიები ამოიკითხეს, რომლებიც სრულიად შეესაბამებოდა მათ ცხოვრებას, ასახავდა მათ შინაგან, სულიერ სამყაროს. ეს წიგნი 300 გვერდს შეადგენს. წერას ციხეშიც ვაგრძელებ. ყველაზე უცნაური ფაქტი ისაა, რომ გარდაცვლილი გოგონას საფლავზე წარწერაა: ,,წიგნი იყო შენთვის ყველაზე დიდი საგანძური, რაც კი გაგაჩნდა ამქვეყნად”. ეს წარწერა საფლავის ქვაზე დედობილმა და მამობილმა დატოვეს და აქ ჩნდება ყველაზე საინტერესო კითხვა, შესაძლებელია, რომ მე იდენტურ წიგნს ვწერდე?..

უცნაური რამ მემართებოდა, ქუჩაში ადამიანი მდგარა და მე რაღაც არაადამიანური ძალა მაჩერებდა, მეძახდა და ვხედავდი კონკრეტული პიროვნებისკენ მიმართულ ისრებს. ვიცოდი, ამ ადამიანის თვალებში უნდა ჩამეხედა და ყველაფერი შემეცნო, გადმომეცა.

კადრები ალეგორიული მნიშვნელობის იყო, სიმბოლიკით დატვირთული, რომლებსაც ვშიფრავდი, ვხსნიდი ისეთ რამეებს, რაც არასოდეს მისწავლია. უფლება მქონდა, ადამიანის გონება და სული გადაშლილი წიგნივით წამეკითხა.

კითხვა ჩნდება, რატომ მომცა ღმერთმა ამის საშუალება?.. უცნაური ხილვები მაქვს და ვფიქრობ, ამ ყველაფრის ახსნას მხოლოდ ნათელმხილველი და ექსტრასენსი შეძლებს, რომელიც ასევე დამეხმარება ჩემი ნამდვილი მშობლების პოვნაში. სამყარო მესაუბრება, რომ ამის დრო მოვიდა. ჟამი დადგა შეხვედრის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მეძებს, ტირის, განიცდის და მოსვენებას ვერ პოულობს.

,,ტვიტერზე” ვუყურე ქართველ ექსტრასენსს მ. ს.-ს (ინიციალებით შეგნებულად ვწერთ _ რედ.შენ.), რომელიც ქართულ შოუშიც მონაწილეობდა. მისი ენერგეტიკული ველი შევიგრძენი, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში დიდი მისია გვაკისრია. მისი სახლი რომ აჩვენეს, ისიც მშობლურია ჩემთვის… გემუდარებით, თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობთ ამ ადამიანის შესახებ, გამომეხმაურეთ.

ირმა ყოჩიაშვილი, სასჯელაღსრულების დაწესებულება, ჟურნალ ,,სარკისთვის


🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ცნობილი ადამიანების შემზარავი ტრაგედიები

ტყედ ქცეული ქართველების საფლავები აფხაზეთში - უმძიმესი ვიდეო


მსგავსი სიახლეები

„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა“ - პენი...

00:40

მიხეილ სააკაშვილი

8 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:38

ამინდი

შემზარავი ამბავი - 12 წლის ბიჭს 40 წლის...

00:15

ძალადობა კაცზე


„აზარტული იყო, საათი, ბეჭედი და პალტო წა...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ლენტი ავარია

„ფულზე გამცვალა, მდიდართან მიღალატა... 2...

14:52 სამ. 7 დეკემბერი

ზალიკო ბერგერი

როგორ შეიძლება „გამოცრა“ ანუ ორგანიზმის...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ა და ბე ტიპის გრიპის
ვირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინა ქვეყანაში
ნოემბრის პირველ
ნახევარში შემოვა

რომანი ნოე სულაბერიძესთან? ბულინგის მსხვ...

12:45 სამ. 7 დეკემბერი

ნინი ბადურაშვილი

„გაბრაზებული ვარ ძალიან! ვერ გავიგე, რა...

10:50 სამ. 7 დეკემბერი

ლელა წურწმია და ნიკა
გვარამია

ნანუკა გულუა დუბაიდან დაბრუნა - ფოტოები...

23:30 კვი. 5 დეკემბერი

ნანუკა გულუა

„ამ წუთიდან გორის კლინიკასა და გლდანის ც...

23:56 სამ. 7 დეკემბერი

ნიკა გვარამია

დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა

23:12 სამ. 7 დეკემბერი

თეიმურაზ გოგიაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობაზე უარი გან...

23:03 სამ. 7 დეკემბერი

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

ბოჭორიშვილი ფრანგიშვილს დაუპირისპირდა -...

22:40 სამ. 7 დეკემბერი

ბოჭორიშვილი - ფრანგიშვილი

ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა...

20:25 სამ. 7 დეკემბერი

ნონა გაფრინდაშვილი

„კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 5...

19:45 სამ. 7 დეკემბერი

ექიმი

გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების ი...

19:15 სამ. 7 დეკემბერი

საკანი

adjarabet awards - წლის მთავარი სპორტული...

18:50 სამ. 7 დეკემბერი

რეკლამა

ირაკლი ჩიქოვანი - პოლიტიკური უტიფრობაა მ...

18:16 სამ. 7 დეკემბერი

უმრავლესობის წევრი
ირაკლი ჩიქოვანი Digest.ge