Digest Logo

„გეგას სასიკვდილო განაჩენი ბაბუამისმა გამოუტანა“ - ვინ იყო გეგა კობახიძის მამა და რას ამბობდა ის შვილზე

 15:16 კვი. 11 აპრილი
კობახიძეები

„თვითმფრინავის ბიჭები“ – ასე ეწოდათ ბიჭებს, რომლებმაც 1984 წელს სცადეს თვითმფრინავის გატაცება, რათა თავი დაეღწიათ იმ ბოროტი საბჭოთა რეჟიმისგან, რომელმაც, საბოლოოდ შეიწირა კიდეც მათი სიცოცხლე.

„თვითმფრინავის ბიჭებთაგან“ ერთ-ერთი გეგა კობახიძე იყო.

გეგა, 1961 წლის 6 ივნისს ცნობილი კინორეჟისორის მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში დაიბადა. 

„თვიმფრინავის ბიჭების“ თემა საქართველოში დღემდე არ კარგავს აქტუალობას, ეს არის ამბავი, რომლის უკანაც უამრავი კითხვის ნიშანია.

გეგა კობახიძის მამა, მიხეილ კობახიძე ცნობილი ქართველი რეჟისორია, რომელიც 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.


1964 წელს გადაღებულმა მისმა ფილმმა „ქორწილი” სამი პრიზი მიიღო ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე.

ფილმისთვის „ქოლგა" 1967 წელს დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი კინოს კრაკოვის ფესტივალზე გადაეცა ჯილდო „ვერცხლის დრაკონი". საერთო ჯამში კობახიძემ საქართველოში როგორც რეჟისორმა გადაიღო ხუთი შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 1996 წლიდან ცხოვრობდა პარიზში.

ფილმებზე მუშაობის გარდა კობახიძემ დაწერა სცენარები მულტფილმებისთვის: „ცნობისმოყვარე", „ორი ნოველა. ოპტიმისტი", „გამოქვაბულში", „ყალიონი", „ზღვაზე", „ბოლო წვეთი", „საიდუმლო", „მოსავალი", „მწვანე ტოტი", „წმინდა მელა".

1996 წელს მან ცხოვრება და მოღვაწეობა საფრანგეთში გაგრძელა.

როდესაც ყველა ბავშვი სკოლაში მიდიოდა, მიხეილ კობახე ბავშვებს სკოლაში არ უშვებდა, ოჯახი1-ელ სექტემბერს ზღავაზე მიდიოდა, ამის გამო მას განათლების სამინისტროში პრობლემებიც კი შეექმნა, როგორც თავად ამბობს, ციხეში ჩასმითაც ემუქრებოდნენ.

„როდესაც სკოლის დასაწყისი მოდიოდა და ყველა ბავშვი სკოლაში მიდიოდა, ჩვენ პირველ სექტემბერს ზღვაზე მივდიოდით და ერთი თვე იქ ვრჩებოდით. ჩემმა შვილებმა იქ მეგობრები გაიჩინეს და ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ... არც ერთ მათგანს სახლში არ დაუდიოდათ მასწავლებლები, ჩვენ თვითონ ვაკითხებდით ქართულ თუ რუსულ ლიტერატურას, სხვა საგნებსაც ვასწავლიდით... სკოლა მაშინ არის კარგი, თუ იქ აღმოაჩენენ, რისი ნიჭი აქვს ადამიანს და განავითარებენ. როგორ შეიძლება, ყველამ ერთი და იგივე ისწავლოს?!“- ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი.

მიხეილ კობახიძე ერთ-ერთ ინტერვიუში მისი ვა­ჟის, გეგა კო­ბა­ხი­ძის დახ­ვრე­ტას იხ­სე­ნებს:

„გე­გას, ჩემს შვილს, ისე­თი რამ შე­ემ­თხვა, რომ არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია, წუ­ხი­ლი­სა და გან­ცდის გარ­და. გეგა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და საყ­ვა­რე­ლი ბიჭი იყო. კა­ტას­ტრო­ფა, რო­მელ­მაც ამ ახალ­გაზ­რდებს თავ­ზე გა­და­უ­ა­რა, ბე­დის­წე­რას ჰგავ­და. მეც ყო­ველ­თვის მინ­დო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გაქ­ცე­ვა და სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, ახალ­გაზ­რდებს რომ მო­უნ­დათ აქე­დან წას­ვლა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ჯო­ჯო­ხე­თი იყო. ბევ­რი მის­ტი­რის - მა­შინ კა­რა­ქი იაფი ღირ­და და პური თით­ქმის უფა­სო იყოო, მაგ­რამ ცი­ხე­ში რა­ნა­ი­რი პუ­რიც უნდა მო­გი­ტა­ნონ და რო­გორც უნდა გა­ათ­ბონ, მა­ინც ცი­ხეა.

როცა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვას გა­და­წყვეტ, რა­დაც უნდა და­გიჯ­დეს, უნდა გა­იქ­ცე. არც ჩემს შვილს და არც იმ ახალ­გაზ­რდებს, ვინც მას­თან ერ­თად იყ­ვნენ, არ ეგო­ნათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე გან­ვი­თარ­დე­ბო­და. ია­რა­ღი მფრი­ნა­ვე­ბის შე­სა­ში­ნებ­ლად ჰქონ­დათ, რათა სა­ზღვარს იქით გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ყვე­ლა­ფე­რი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. მათ არა­ვინ მო­უკ­ლავთ, არა­ვის­თვის ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ. თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ გაქ­ცე­ვი­სას ფორ­მა­ზე აღარ ფიქ­რობ“- ამბობს მიხეილ კობახიძე.

როგორც გეგა კობახიძის მამა ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება, გეგას სასიკვდილო განაჩენი მისმა ბაბუამ გამოუტანა.

ბი­ჭე­ბის დახ­ვრე­ტა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ჩვენ ისი­ნი ცო­ცხლე­ბი გვე­გო­ნა. როცა გა­ვი­გეთ, გა­ნა­ჩე­ნი აღ­სრულ­დაო, მა­ინც არ გვჯე­რო­და. ამ ახალ­გაზ­რდებ­მა ზედ­მი­წევ­ნით ადა­მი­ა­ნუ­რად, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით წარ­მარ­თეს სა­სა­მარ­თლო, არა­ვინ უკან არ და­ი­ხია, არა­ვინ არა­ვის არა­ფე­რი გა­და­აბ­რა­ლა. ბა­ბუ­ის, გერ­მა­ნე კო­ბა­ხი­ძი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ბე­რი­ას მო­ე­დან­ზე დას­ჯას გა­და­ურ­ჩა, ოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ სწო­რედ მის შვი­ლიშ­ვილს, გე­გას გა­მო­უ­ტა­ნეს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი...", - იხ­სე­ნებ­და ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძე.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ლიკა ქავჟარაძე და გეგა კობახიძე ერთად ფილმში - მივიწყებული კადრები

კენედის ბრალია ცოლი რომ მოვიყვანე - ბუბა კიკაბიძე

3 დიდი ტრაგედია გია ვოლსკის ცხოვრებაში და პოლიტიკოსის სახლში შეჭრილი ქურდები - ვოლსკის პირადი

რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი


კალაძემ ჩაგაცვა, გაჭამა, ფეხზე დაგაყენა...

00:46

ირაკლი გაფრინდაშვილი და
ნათია ბერიძე

„10 წლის შვილმა მკითხა: დედა ... რა აზრი...

00:29

ირინა ლომსაძე

გელა ჩარკვიანმა „ლიტერას“ კონკურსი დატოვ...

00:20

გელა ჩარკვიანი


31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

დედამიწა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

09:25 პარ. 30 ივლისი

აცრა

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვე...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

კორონა და ბავშვები

VIDEO: ნანი ბრეგვაძეს მეგობრებმა სპორტულ...

13:38 პარ. 30 ივლისი

ნანი ბგრევაძე

VIDEO: დაათვალიერეთ თამუნა ამონაშვილის ს...

12:27 პარ. 30 ივლისი

თამუნა ამონაშვილი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53 პარ. 30 ივლისი

ლაშა ბექაური

ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს - ცერ...

00:18

თენგიზ ცერცვაძის
განცხადება

„2004-2011 წლებში, ანუ ადეიშვილის მოადგი...

22:08 შაბ. 31 ივლისი

უმრავლესობის წევრი რატი
იონათამიშვილი Digest.ge

შსს-ს საგანგებო განცხადება

21:12 შაბ. 31 ივლისი

შანაე ბრუკი

„უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ - მე...

20:52 შაბ. 31 ივლისი

დათო ლიკლიკძე

აი, როგორ უნდა გაატაროთ შვებულება - რას...

20:27 შაბ. 31 ივლისი

შანეი ბრუკი

წალენჯიხაში მდინარეში 34 წლის კაცი დაიხრ...

20:07 შაბ. 31 ივლისი

უბედური- შემთხვევა

„უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაფერი 5 ივლის...

19:58 შაბ. 31 ივლისი

შანაე ბრუკი

„გამოვა ახლა გომელაური/კობახიძე/ და იტყვ...

19:42 შაბ. 31 ივლისი

კობახიძე გომელაურტი

შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს

19:06 შაბ. 31 ივლისი

შანაე ბრუკი