Digest Logo

გარყვნილი ქართველი მეფეები - ისტორიები, რასაც სკოლაში არ გასწავლიან

 13:54 ხუთ. 12 ნოემბერი, 2020 წელი
მეფე დემეტრე, ლაშა-გიორგი
და ლუარსაბ მეორე

ქართველი მეფეები მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ერსაც ეკუთვნოდნენ. საჯარო თუ პირად საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე მათ საზოგადოების აზრის გათვალისწინება უწევდათ. ამის გამო, ისინი ბევრ პირად სიამოვნებას თმობდნენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი აღვირახსნილური სურვილების დათრგუნვას ვერ ახერხებდა ან არც კი ცდილობდა.  ფორმალური ურთიერთობების მიღმა, სამეფო გვირგვინის გარეშე მათი ამორძალური ისტორიები იმალება.

„დაიჯესტი“ სწორედ ასეთ მეფეებზე გიამბობთ. მოკალათდით კარგად და ისტორიის თავდაყირა დასაყენებლად მოემზადეთ:

დემეტრე მეორე - დემეტრე მეორს ერთდროულად 3 ცოლი ჰაყავდა

ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძის მონათხრობიდან:

ჟამთააღმწერელი ცდილობს, რაც შეიძლება, შეამსუბუქოს დემეტრე მეორის უარყოფითი თვისებები. ეს ამ ფრაზიდან ჩანს

„უამრავ სიკეთითა აღვსილი – მცირედ ბოროტებად მიდრკა-ო.“ ეს „მცირედ ბოროტება“ იყო სამცოლიანობა.

არადა, ამ საქციელის გამო, მისმა თანამედროვე კათალიკოსმა ულტიმატუმი წაუყენა დემეტრეს – გადავდგებიო და, რადგან ეს არაფრად ჩააგდო მეფემ, კათალიკოსი მართლაც გადადგა. მეფე ობლობაში იზრდებოდა. მისი მეურვე, სადუნ მანკაბერდელი, ისეთი პიროვნება გახლდათ, რომელიც ყველაფერს ხელიდან აცლიდა მას, მათ შორის ქალაქებსაც.

„მოივერაგა“ ასეთ სიტყვას ხმარობს ჟამთააღმწერელი მის მიმართ. მან ახალგაზრდა და გამოუცდელი მეფისგან საკუთრებაში ჩაიგდო ხელთ: ბელაქანი, დმანისი, თელავი... მეფეს არ ჰქონდა ხოლმე ფული და სადუნისგან სესხულობდა. მაგალითად, თბილისში მდებარე მეტეხის ტაძარი დემეტრემ სადუნისაგან ნასესხები ფულით აღადგინა. როგორც ჩანს, ამიტომ განუვითარდა მეფეს ოქრო-ვერცხლის სიყვარული, რაც, არ შეიძლება, ქრისტიანისთვის დადებით თვისებად ჩაითვალოს. ამას ვერ მალავს ჟამთააღმწერელი, თუმცა, ისე ფრთხილად შემოჰყავს ასეთი საკითხები, თითქოს ისინი მეორე ხარისხოვანი იყოს.

მეფეებისთვის, არც სიყვარულის მიმართ განსაკუთრებული ერთგულება იყო უცხო. ამ თვისებით გამოირჩეოდა ლაშა-გიორგი, თუმცა „უწესო დედათა მოყვარულობა“ მის ბიოგრაფიასაც „ამშვენებს“.

თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძე - გიორგი IV -ზე საქრისტიანოს იმედებს ამყარებდნენ და მომავალ ალექსანდრე მაკედონელად აღიქვამდნენ.

ლაშას პიროვნულ თვისებების გადმოცემისას, ისტორიკოსები აზრი ორად იყოფა: ერთნი ამბობენ, რომ ის ფიცხი ხასიათის, თავნება და უზნეო პოლიტიკოსი იყო, რომელიც ეკლესიას უარყოფდა და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი მიაჩნდა.

მეორენი კი ამბობენ, რომ ფიცხი ხასიათის, სამეფო და საეკლესიო კანონებისადმი დაუმორჩილებლობის მიუხედავად, ლაშა-გიორგი უშიშარი მეომარი, გონიერი მმართველი და ერთგული ბუნების ადამიანი იყო.

ისტორიკოსების გადმოცემით ლაშა ძალიან თავისუფალი პიროვნება იყო და შეეძლო, ყოველგვარი ნორმები დაერღვია. რა თქმა უნდა, ეს მის შეფასებაზე დადებითად არ აისახებოდა, რადგან პიროვნული თავისუფლების გამოხატულება მეფისთვის ბევრად უფრო მიუღებელი იყო, ვიდრე რიგითი ადამიანისთვის. ლაშას პიროვნებაზე ძალიან ცუდად აისახა ისლამური სექტის მიმდევარ რინდებთან სიახლოვე. ეს იყო თავისუფალი ცხოვრების მიმდევარი ისლამური სექტა, რომელიც არ იზიარებდა ყურანის მკაცრ დოგმებს, შარიათს და მიიჩნევდა, რომ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ლხინი, გართობა და ალკოჰოლური სასმელებია. ლაშა ამ სექტასთან ძალიან ახლოს იყო. ამიტომ გავრცელდა შეხედულება, რომ ის უწესო დედათა მოყვარული იყო.

სამეფო ოჯახისა და ეკლესიის მოთხოვნის მიუხედავად, რომ კანონიერად დაეწერა ჯვარი და მემკვიდრე ჰყოლოდა, ლაშას ცოლი აღარ მოუყვანია.

ლუარსაბ II განწირული სიყვარულით ცნობილი მეფეა

ისტორიკოსების მონაყოლის მიხედვით, მეფე ლუარსაბი ნოსტეში, გიორგი სააკაძესთან სტუმრად იმყოფებოდა. ახალგაზრდა მონარქმა მასპინძლის დას დაადგა თვალი. გადმოცემის მიხდევით, სააკაძის და სუფრაზე მერიქიფეთ იმყოფებოდა. მეფეს ახლად გაცნობილი აზნაურის ქალი შეუყვარდა.

„დიდმოურავიანზე“ დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, სააკაძე მეფეს სთხოვდა თავისი დისთვისი თავი დაენებებინა , უფრო მეტიც, იგი სიკვდილითაც კი დაემუქრა მეფეს.

მიუხედავად იმისა, რომ დედოფალ მარიამს შვილისთვის დადიანის ქალი ჰყავდა შერჩეული, ახალგაზრდა მეფემ სიყვარულს არ უღალატა და გიორგი სააკაძის დაზე ქვათახევში ჯვარი დაიწერა.

საბოლოოდ მეფე თავადთა ზეწოლას ვერ გაუძლო და იძულებული საყვარელ მეუღლეს გაეყარა. მართალია, ლუარსაბ II-ს ცოლი აღარ შეურთავს, მაგარმ ისტორიკოსების გადმოცემით, მან პირადი ცხოვრება სიკვდილამდე თავისუფლად განკარდგა, და არაერთი სათავგადასავლო რომანი ჰქონდა.

ერეკლე II

3 ცოლი და 24 შვილი - ასეთია მისი ცხოვრების მოკლე რევიუ. ეს რიცხვები უკვე მოწმობს, რომ პატარა კახიც მექალთანე ყოფილა.


🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

აკა მორჩილაძის აუცილებლად წასაკითხი 3 წიგნი - გვირჩევს ლევან ბერძენიშვილი

ონლაინ კინოთეატრი - „მაია წყნეთელის“ აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება

საწოლში რომაელთან: ყველაფერი ანტიკური სექსის შესახებ



მსგავსი სიახლეები

გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

„მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სი...

00:36

შარაძე რუსუდანი

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები...

23:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე

„მიწა დაგაყარეთ ორივეს! ვირუსის გავრცელე...

23:05 ოთხ. 27 ოქტომბერი

ფხაკაძე