Digest Logo

„გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს და ეს მანანას ბრალია“ - ზვიად გამსახურდიას ოჯახის კულუარული ამბები

 12:33 ორშ. 28 დეკემბერი, 2020 წელი
მანანა არჩვაძე და ზვიად
გამსახურდია

საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ და მანანა არჩვაძემ ერთმანეთი რომანტიკისგან სრულიად დაცლილ გარემოში გაიცნეს. 

ორივეს დედა მძიმე სენით იყო დაავადებული. ზვიადის ოჯახს ის წამლები ჰქონდა, რომლებიც ონკოლოგიურ პაციენტებს, მდგომარეობას უმსუბუქებდა თუმცა, საქართველოში ოფიციალურად არ იყიდებოდა.

მანანამ და მისმა დამ გამსახურდიებს დახმარება სთხოვეს . პირველად, სწორედ წამლის ანოტაციის გასაცნობად მიადგა მანანა არჩვაძე კოლხურ კოშკს, მაშინ გაიცნო ზვიადი.

„კარი ზვიადმა გააღო, ლაბადა ჰქონდა მოსხმული და თავზე სვანური ქუდი ეხურა. თვალები ისე მომაშეშა, ვერ შევძელი, მზერა გამესწორებინა, ცოტა შიშმა ამიტანა, თვალები დავხარე. მე გაჭირვების გამო მივედი, ის კი არც მომესალმა, არც გამეცნო, ისე გამიყარა თვალი თვალში“, – იხსენებს მანანა არჩვაძე.

მანანა არჩვაძე ამბობს, რომ, პირველი დღეებიდანვე, მათ ურთიერთობას უშიშროების სამსახური მეთვალყურეობდა, რაც უამრავ სირთულეს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეუყვარდა.

„არადა, ხშირად ვემალებოდი, მაგრამ, ერთ დღესაც, მალვა ლოდინში გადავიდა. ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა ზვიადი. გამსახურდიამ ის დაგეგმა, როგორ დაემხო საბჭოთა კავშირი და მანანა როგორ დაემორჩილებინა, ამას ვერ დაგეგმავდა?“ – იხსენებს ექსპრეზიდენტის მეუღლე, რომელსაც ქმარი მოფერებით „ტუგუნას“ ეძახდა.

იმისათვის, რომ მანანა და ზვიადი დაქორწინებულიყვნენ, ოთხი წელი დასჭირდათ. ამ პერიოდში გამსახურდიას პირველი ცოლი დალი ლოლუა ჰყავდა. მასთან ქორწინებაში ზვიადმა 13 წელი დაჰყო. მათ ერთი შვილი კონსტანტინე გამსახურდია შეეძინათ. დალი ლოლუასთან განქორწინების შემდეგ ზვიადმა მანანა შეირთო ცოლად.

მანანა არჩვაძე სოციალურ ქსელში სიყვარულის ისტორიაზე წერდა:

„საქართველოს პრეზიდენტების სიყვარულის ისტორიები, პირველი ქალბატონის ხვედრი, ისევე, როგორც ზოგიერთი გვირგვინოსნის თანამეცხედრის, შესაძლოა, უმძიმესი იყოს, გმირის მანტიაც კი მოირგოს და ისტორიამ პირველი ქალბატონი უფრო დიდი შარავანდედით შემოსოს, ვიდრე – მისი მეუღლე, სახელმწიფოს პირველი პირი.

ის ქალები, ისევე როგორც სხვა, რიგითი მოკვდავები, ერთ დღეს, არჩევანს აკეთებენ და ცოლად მიჰყვებიან მამაკაცებს, რომლებიც, შემდგომ, არამხოლოდ ცოლებისა და საკუთარი ოჯახების, მთელი სახელმწიფოს ბედსაც განსაზღვრავენ. უბრალოდ, ამის შესახებ წინასწარ არცერთმა ქალმა იცის ისევე, როგორც საქართველოს პირველმა ქალბატონებმა არ იცოდნენ, რას უმზადებდა ბედი. უბრალოდ, მათ არჩევანი იმ მამაკაცებზე შეაჩერეს, ვინც, მოგვიანებით, ერის რჩეული გახდა.

წყვილს შვილი, ცოტნე გამსახურდია ემიგრაციაში, ჩეჩნეთში ყოფნის დროს შეეძინა. დღეს დედა-შვილს არცთუ ისე შესაშური ურთიერთობა აქვს. აი, რას ამბობდა ცოტნე წლების წინ:

„გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს ამაში ბრალი ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს მიუძღვის“

„21 წლის ასაკიდან მარტო ვცხოვრობ. მივეჩვიე, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს და მარტო ვარ ამქვეყნად, თუმც ძალიან მძიმე იყო ოდესღაც ჩემთვის ამის გაცნობიერება. ჩვენ სულ სხვა სტერეოტიპებსა და შეხედულებებზე ვიზრდებით, წარმოდგენაც კი არ შემეძლო ცხოვრების მშობლების, მეგობრების, ნათესავების თუ საყვარელი ადამიანების გარეშე. როდესაც ეს გავაცნობიერე, თავის მოკვლა მინდოდა...
ადრე ბროდსკის ლექსი მაქვს ნათარგმნი, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდება:


Но пока мне рот не забили глиной,
Раздаваться из него будет лишь благодарность...


ვცდილობდი ყოველთვის, ბოროტება გულში არ ჩამედო და არ მეცხოვრა სიძულვილით, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებით, რადგან ასეთ ყოფას ცხოვრებასაც ვერ დაუძახებ...
შუბი ხალთაში არ იმალებაო და დღეს იძულებული ვარ ამ უსიამოვნო თემაზე პირველად და უკანასკნელად ხმამაღლა ვილაპარაკო, რათა საზოგადოებას ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე, რაც ჩემს გარშემო ხდება და გამსახურდიების ოჯახის სახელს უკავშირდება.
კაცმა რომ თქვას, ზვიად, უფრო სწორედ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახი აღარ არსებობს. განსაკუთრებული როლი ამაში სწორედ ჩემს ბიოლოგიურ დედას, მანანა არჩვაძეს ეკუთვნის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი შეუგნებლობით, უგნურებით, პატივმოყვარეობითა და სიჯიუტით, - ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად - ჩვენი ოჯახის ასანადგურებლად. პირადად მე ჯერ კიდევ პატიმრობის თითქმის დასაწყისშივე ავუკრძალე მას ჩემი სახელის ხსენება რიგ მიზეზთა გამო. მათ შორის, მან ცოცხალმკვდარი მოშიმშილე შეგნებულად ფსიქიურად დაავადებულად გამომაცხადა, რადგან გავბედე და მას საყვედური ვუთხარი, რითაც საშუალება მისცა სად-ის ჯალათებს ჩემს წინააღმდეგ საშინელი მეთოდები გამოეყენებინათ - აქაოდა, ხომ ამბობდით გიჟიაო და რეალურ ქმედებებზე გადავიდნენ. ასევე, 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც მოსკოვში იქაური სპეცსამსახურების დაკრულზე ცეკვაზე უარი ვთქვი და იქ აღარ დამედგომებოდა, მას დახმარება ვთხოვე. საპასუხოდ - რამოდენიმე წლის ასაკის შვილიშვილების (ჩემი შვილების) წყევლა-კრულვა მივიღე... ასეთი ეპიზოდი, ვინ მოსთვლის რამდენი იყო... დაახლოებით 10 წლის ასაკიდან სიცრუის, ბოროტების, სისასტიკის და სიძულვილის გარდა თითქმის არაფერი მინახავს მისგან... მახსოვს, როდესაც საქართველოში ჩამოვედი 21 წლის ასაკში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ხელი შეეშალა ჩემთვის აქ გასაჩერებლად: ჩემი კონკურენტიაო, აცხადებდა სწორედ მისი დამსახურებაა ისიც, რომ ჩემი უმცროსი ძმა, გიორგი, შევარდნაძის პოლიციაში, უფრო სწორედ, მღებრიშვილის ომონში აღმოჩნდა. 18 წლის ბიჭი, რომელიც მან სიყვარულის გულისთვის ქუჩაში გააგდო, რითაც ოსტატურად ისარგებლა გარსშემოხვეულმა თარგამაძე-ალავიძის აგენტურამ...


როდესაც ციხიდან გამოვედი და ცოტა ხანში შევეხმიანე საკუთარი ტანსაცმლის და ნივთების წამოსაღებად, მან პოლიციაში დარეკა და ციხიდან ორიოდე კვირის გამოსულ კაცს ამ საკითხზე განმარტებების მიცემა მომიწია... მან ფაქტობრივად გამძარცვა და დავრჩი ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა...

დღეს მანანა არჩვაძე უკვე მერამდენედ სასამართლოში მიჩივის, ყველანაირი ხერხით ცდილობს მამაჩემის დანატოვარი თუ ჩემს მიერ შეძენილი ქონების მითვისებას და ამავე დროს, აქტიურად საუბრობს "ოჯახის სახელით". გიორგი გამსახურდიას მან უკვე გადააფორმებინა საკუთარ სახელზე მისი წილი "კოლხურ კოშკში". მაბრალებს ყოველნაირ სიყალბესა და სიბინძურეს, შეაქვს განცხადებები პოლიციაში, სასამართლოში და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მის მიერ ოჯახისათვის სახელმწიფოსგან მიღებული სოლიდური თანხებიდან არცერთი თეთრი არ მიმიღია და არც მქონია ამის სურვილი! მკურნალობის ხარჯებსაც საკუთარი სახსრებით ვაფინანსებ, გარდა ინტერფერონის პროგრამისა, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო რეალურად დამეხმარა.
ძალიან გამიგრძელდა და ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა... თუმც ეს მხოლოდ მცირე ნაწილია რეალობისა. ვიცი, ვიღაცას ეწყინება, ვიღაცას - პირიქით. ჩემი მიზანი კი ამჟამად მხოლოდ ერთია: ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეს საზოგადოებას და ამ ადამიანის ქმედებები თუ სიტყვები არ ასოცირდებოდეს ჩვენს ოჯახთან. დიახ, გამსახურდიების ოჯახი აღარ არსებობს! ამაში ალბათ ჩემი წვლილიც არის: სამწუხაროდ, ოციოდე წლის ბიჭს არ მეყო ცოდნა, ძალა და გამოცდილება, თუ საერთოდ შემეძლო პროცესების სხვანაირად წარმართვა...

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან ლია ელიავას და რატომ მიიღო ინფარქტი მსახიობმა?

მე უნდა წარვედგინე პრეზიდენტობის კანდიდატად, გამსახურდიამ განგაში ატეხა - დაპირისპირება იოსელიანსა და გამსახურდიას შორის

რატომ არ უყვარდა მერაბ კოსტავას შვილს ზვიად გამსახურდია?

🔘საინტერესო ამბები:

ვინ იყო ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები

საბჭოთა მაფიის შემქმნელი ქართველი ქალის ისტორია - ამბავი, რომელზე საუბარსაც ყველა გაურბის

იარაღასხმული ქართული ელიტა - წითლად შეღებილი რუსთაველი - რა მოხდა 29 წლის წინ, 22 დეკემბერს


„თვითონ ცოცხებით დარბიან და სისხლიან ბან...

10 წუთის წინ

ნიკა გვარამია

„ვინც მწყურვალი ნახოს მიშა და წყალი მიაწ...

16 წუთის წინ

არჩილ გამზარდია

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

21 წუთის წინ

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

საფრანგეთში „რუსულენოვან მაფიასთან“ დაკა...

21 წუთის წინ

ბორკილები დაკავება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

24 წუთის წინ

ნიკოლოზ ბასილაშვილი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ გა...

30 წუთის წინ

ლოიდ ოსტინი

„ახმეტელის მეტრომ“ მუშაობა განაახლა

39 წუთის წინ

მეტრო

მეტრო „ახმეტელის თეატრი“ დაიკეტა

48 წუთის წინ

მეტრო

ყურადღება! დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომ...

53 წუთის წინ

ელექტროენერგია

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - პროგ...

09:06

ამინდი

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე