Digest Logo

„გაიგეს რომ ნოდარი აღარ იყო... უბნელები მის სახლს გარშემო უვლიდნენ... არჩევდნენ ადამიანს, ვინც ეტყოდა მშობლებს ნოდარის გარდაცვალების ამბავს“ - მიზანს შეწირული ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული ამბავი

 12:44 ხუთ. 25 ნოემბერი
ნოდარ ქუმარიტაშვილი

25 ნოემბერს, ქართველი მოციგავეს, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაბადების დღეა. ის 33 წლის გახდებოდა.

„დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა ქართველ მოციგავეს ნოდარ ქუმარიტაშვილს.

ნოდარი შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მიზანდასახული, მრავალმხრივად განათლებული ახალგაზრდა გახლდათ. საქართველოს ოლიმპიური გუნდის გამორჩეული და საოცარი პერსპექტივის მქონე სპორტსმენი. მას ნამდვილად დიდი მომავალი ექნებოდა, რომ არა ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშებზე მომხდარი ტრაგიკული საბედისწერო შემთხვევა. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო, თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა“, - წერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ფეისბუკ გვერდზე.

გარდაცვალება

2010 წლის 12 თებერვალი, ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა, კანადის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს ციგა ვერ დაიმორჩილა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით ტრასის ბორტს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ქუმარიტაშვილი ტრასიდან გადავარდა და ლითონის კონსტრუქციას დაეჯახა. ქართველი სპორტსმენი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა – 21 წლის ქართველი სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებმა ეს ფატალური შემთხვევა ნოდარის შეცდომას დააბრალეს, თუმცა ზუსტად იმავე მოსახვევში, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, იტალიელმა არმინ ცოგელერმა, ციგის დამორჩილება ასევე ვერ შეძლო და ტრასიდან გადავარდა. ქუმარიტაშვილისგან განსხვავებით, იტალიელი სპორტსმენი ლითონის კონსტრუქციას არ დაჯახებია და შედეგად, იგი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ქუჩა რომელზეც იგი ცხოვრობდა, გარდაცვალების შემდეგ მის სახელს ატარებს.

მოგონება ნოდარ ქუმარიტაშვილზე

„ტრასის ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა, ციგიდან ამოვარდა... ოჯახი ელოდებოდა მის გამოსვლას... განსხვავება ხომ არის დროში საქართველოსა და კანადას შორის. ბაკურიანში გაიგეს რომ ნოდარი აღარ იყო... ამას რომ ჰყვებიან ბაკურიანელები და იმ უბნელები, როგორ უვლიდნენ ნოდარის სახლს გარშემო, ეს ტრაგედია ხომ უნდა ეთქვათ ოჯახისთვის... არჩევდნენ ადამიანს, თუ ვინ აიღებდა ამ პასუხისმგებლობას და ვინ ეტყოდა მშობლებს ნოდარის გარდაცვალების ამბავს“, - ამბობდა თანასოფლელი.

ქუმარიტაშვილის ხსოვნას...

დუეტმა „ჯორჯიამ“ გარდაცვლილი სპორტსმენის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა...

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა


წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე