Digest Logo

ერთნაირი ხელწერით დახოცილი ქალები - სერიული მკვლელობები თბილისსა და წყალტუბოში

 21:45 შაბ. 6 თებერვალი
პოლიცია

თბილისში, შებინდებისას, სახლის წინ, სკვერში სეირნობის დროს, ვიღაც გამვლელმა, ქმართან ერთად მყოფ ქალს დანა გაუყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქმარმა ჯერ გადევნება გადაწყვიტა, შემდეგ გადაიფიქრა, ხალხს შველა სთხოვა, მაგრამ გულის მხარეს დარტყმული დანა სასიკვდილო აღმოჩნდა. 

მომხდარიდან ერთ დღეში, წყალტუბოში, იგივე სცენა განმეორდა – ქმრის გვერდით მყოფ ქალს ვიღაცამ დანა დაარტყა და გაუჩინარდა. ამ შემთხვევაშიც, გარდაცვლილის ქმარიც ზუსტად ისე მოიქცა, როგორც თბილისური შემთხვევისას – ჯერ დამნაშავეს დაედევნა, შემდეგ ცოლს მიუბრუნდა, ხალხს დახმარება სთხოვა, მაგრამ ამაოდ.

გარდა იმისა, რომ ქალები ერთნაირი ხელწერით დახოცეს, მათ ერთი საერთოც ჰქონდათ – ერთიცა და მეორეც, სულ რაღაც, სამი თვის დაქორწინებული იყო და ორივესთვის ეს მეორე ქორწინება გახლდათ.

„მე და წყალტუბოს საქმის გამომძიებელი, ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით. პირველ რიგში, როგორც მე, ისე მან, ეჭვი ქალის ყოფილ ქმარზე მივიტანეთ, თუმცა როგორც ჩემს შემთხვევაში, იქაც უტყუარი ალიბი ჰქონდა. თბილისში მოკლული ქალის ყოფილი ქმარი, მკვლელობის დროს, მეზობლებთან ერთად ფეხბურთს უყურებდა და ლუდს სვამდა, წყალტუბოში მოკლული ქმარი კი, საერთოდ, რაიკომის მეორე მდივანთან ერთად, სანადიროდ იყო წასული სვანეთში და მას გვერდიდან არ მოსცილებია. შესაბამისად, ყოფილი ქმრების მონაწილეობა გამოირიცხა“, – იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ქმრებმა სანუგეშო ვერაფერი თქვეს. არცერთ მათგანს მტერი არ ჰყავდა, ან რა მტერი უნდა ჰყოლოდა რიგით ინჟინერსა და ასევე, რიგით მემონტაჟეს? ორივემ დაადასტურა, რომ დაძაბულობა არც ყოფილ ქმრებთან ჰქონიათ, ყველაფერი ცივილურ ფორმებში ჩატარდა, გაყრა სასამართლოს ძალით მოხდა, დარეგისტრირდა და შემდეგ ხელი მოაწერეს.

საქმეში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იკვეთება – არცერთ ქალს შვილი არ ჰყავდა და ორივე შემთხვევაში, „დამნაშავე“ სწორედ ქალბატონები იყვნენ, მაგრამ ყოფილ ქმრებს ისინი იმდენად უყვარდათ, რომ მათ უშვილობასაც იტანდნენ.

„წყალტუბოში მოკლული ქალი ერთ-ერთი სანატორიუმის ბუღალტერი იყო. იქ იფიქრეს, რომ საქმე ფულის განაწილებასთან ჰქონდათ და ამიტომ, ის სანატორიუმი წინდასავით ამოაბრუნეს, დაფერთხეს, ყველაფერი შეამოწმეს, მაგრამ ისეთი ვერაფერი ნახეს, რის გამოც ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება შეიძლებოდა. თბილისში მოკლული ქალი კი რიგითი მკერავი იყო და ფულთან შეხება საერთოდ არ ჰქონია ანუ რაიმე სარგებლის მიღების მიზნით, მკვლელობა გამორიცხული იყო. ეს უფრო შურისძიებას ჰგავდა, მაგრამ ვის უნდა ეძია შური? – ყოფილ ქმრებს, რომლებსაც შესაძლებელია წყენა ჰქონდათ, ისეთი ალიბი ჰქონდათ, წყალი არ გაუვიდოდა. მინიშნებითაც კი, ვერავინ იხსენებდა ისეთ ამბავს, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა, რომ გამოძიება წინ წასულიყო. ჩვეულებრივი, რიგითი ქალები ახალი ქმრების წინ, უბრალოდ, დაკლეს“, – იხსენებს ბატონი თენგიზი

მოულოდნელად, თბილისური გამოძიების ნაწილში, დეტალები გამოიკვეთა. გაირკვა, რომ მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, თბილისში მოკლული ქალის ყოფილი ქმარი დასასვენებლად წყალტუბოში იმყოფებოდა. იქაურ სანატორიუმში ერთი კვირა იყო, თუმცა შესაძლებლობა იმისა, რომ იქ, წყალტუბოში მოკლული ქალი გაიცნო, მინიმალური გახლდათ, რადგან როგორც პერსონალმა თქვა, სანატორიუმიდან, პრაქტიკულად, არ გადიოდა, მუდმივად სვამდა და... გარდაცვლილი ქალი სხვა სანატორიუმში მუშაობდა ბუღალტრად. ეს ჩვეულებრივი დამთხვევა იყო, თუმცა...

როგორც შემდგომში გაირკვა, თბილისური მკვლელობის დროისთვის, წყალტუბოელი ქალის ყოფილ ქმარს ალიბი არ ჰქონდა და პირიქით – თბილისელმა, წყალტუბოში მომხდარი მკვლელობის დროისთვის ვერ გაიხსენა, სად იმყოფებოდა.

ბინების ჩხრეკის შემდეგ, დანა თბილისელი კაცის სახლში იპოვეს, წყალტუბოელს ჭკუა უხმარია და გადაუგდია, შედეგად, აღიარებას წინ ვერაფერი დაუდგა. კაცებმა ერთმანეთი, წყალტუბოში, შემთხვევით გაიცნეს, დალიეს, გული გადაუშალეს და მიხვდნენ, რომ ერთსა და იმავე დღეში იყვნენ. მკვლელობის იდეა წყალტუბოელს მოსვლია თავში აზრად, ეს გეგმაც მან შეიმუშავა და განახორციელეს კიდეც. იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში ბრალდების მხარე სასჯელის უმაღლეს ზომას ითხოვდა, მოსამართლემ ორივეს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მოჭრილი თავი, დასახიჩრებული ცხედარი, დამწვარი ბავშვი - საქართველოში მომხდარი სატანისტური მკვლელობები

ვინ და რატომ ნადირობდა უპატრონო გვამებზე თბილისში

უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი

წყარო: versia.ge


„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა“ - პენი...

00:40

მიხეილ სააკაშვილი

8 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:38

ამინდი

შემზარავი ამბავი - 12 წლის ბიჭს 40 წლის...

00:15

ძალადობა კაცზე


„აზარტული იყო, საათი, ბეჭედი და პალტო წა...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ლენტი ავარია

„ფულზე გამცვალა, მდიდართან მიღალატა... 2...

14:52 სამ. 7 დეკემბერი

ზალიკო ბერგერი

როგორ შეიძლება „გამოცრა“ ანუ ორგანიზმის...

14:22 სამ. 7 დეკემბერი

ა და ბე ტიპის გრიპის
ვირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინა ქვეყანაში
ნოემბრის პირველ
ნახევარში შემოვა

რომანი ნოე სულაბერიძესთან? ბულინგის მსხვ...

12:45 სამ. 7 დეკემბერი

ნინი ბადურაშვილი

„გაბრაზებული ვარ ძალიან! ვერ გავიგე, რა...

10:50 სამ. 7 დეკემბერი

ლელა წურწმია და ნიკა
გვარამია

ნანუკა გულუა დუბაიდან დაბრუნა - ფოტოები...

23:30 კვი. 5 დეკემბერი

ნანუკა გულუა

„ამ წუთიდან გორის კლინიკასა და გლდანის ც...

23:56 სამ. 7 დეკემბერი

ნიკა გვარამია

დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა

23:12 სამ. 7 დეკემბერი

თეიმურაზ გოგიაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობაზე უარი გან...

23:03 სამ. 7 დეკემბერი

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

ბოჭორიშვილი ფრანგიშვილს დაუპირისპირდა -...

22:40 სამ. 7 დეკემბერი

ბოჭორიშვილი - ფრანგიშვილი

ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა...

20:25 სამ. 7 დეკემბერი

ნონა გაფრინდაშვილი

„კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 5...

19:45 სამ. 7 დეკემბერი

ექიმი

გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების ი...

19:15 სამ. 7 დეკემბერი

საკანი

adjarabet awards - წლის მთავარი სპორტული...

18:50 სამ. 7 დეკემბერი

რეკლამა

ირაკლი ჩიქოვანი - პოლიტიკური უტიფრობაა მ...

18:16 სამ. 7 დეკემბერი

უმრავლესობის წევრი
ირაკლი ჩიქოვანი Digest.ge