Digest Logo

„ძალიან პატარა ვიყავი, ბიძაჩემმა ჩემზე სექსუალური ძალადობა რომ სცადა... ხალხის თვალწინ გადაკოცნის დროსაც კი, მკერდზე მეხებოდა ჩუმად“

 15:28 ხუთ. 25 ნოემბერი
დამიცავი პატრა ვარ

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ხარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს.

გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლის ისტორიები. ამჯერად ისტორიას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ჰყვება, რომელზე ძალადობასაც ბიძა ცდილობდა.

„იმ 16 წლის ბავშვს მინდა გამოვეხმაურო, რომ თქვა, ძმა ძალადობს ჩემზე და დღემდე ცდილობს შემეხოსო.

არასდროს არაფერი არ დამიწერია აქ, მაგრამ არ შემიძლია ასე გავატარო შენი ამბავი.

ძალიან პატარა ვიყავი მეც ბიძაჩემმა რომ ჩემზე სექსუალური ძალადობა სცადა და კი, სანამ სრულიად შეწყვეტდა ამ ყველაფერს, ხალხის თვალწინ გადაკოცნის დროსაც კი მკერდზე მეხებოდა ჩუმად.

იმ ოთახში სცადა პირველად, სადაც ყველანი ტელევიზორის საყურებლად ვიკრიბებოდით ხოლმე.

21 წლის ისე გავხდი, არავინ არ იცოდა ეს. ახლა კიდევ უფრო დიდი ვარ, ბევრს მოვუყევი და აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტ გოგოს აქვს ეს ტრავმა, ვიდრე წარმოვიდგენდი.

იცოდე, რომ მარტო არ ხარ. დედაჩემიც ლანძღავს ყველა მოძალადეს და გული უსკდება, მაგრამ თავისმა ძმამ იძალადა ჩემზე და ალბათ წარმოდგენითაც კი ვერ წარმოიდგენს. იმდენად პატარა ვიყავი, რომ ვინმეს უნდა დავეცავი, მაგრამ არა.

ახლაც მახსოვს, როგორ მეშინოდა ბიძაჩემის დანახვის. შეიძლება, შენს ძმას კიდევ უფრო პატარა ასაკში აქვს ძალადობა გადატანილი, თუმცა შენ შენი თავი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვა. მეც ფსიქოლოგობა მინდა და საკმაოდ ბევრი მაქვს წაკითხული ბავშვების ფსიქოლოგიაზე, რომლებმაც სექსუალური ძალადობა გამოსცადეს.

მე დამეხმარა, შეგიძლია შენც წაიკითხო. ჯერ ისევ პატარა ხარ და ძალიან ძლიერი. მართლა მინდა, რომ არ გეშინოდეს არაფრის და თუ შენი სურვილი იქნება, შენს გვერდით ვარ.

საზოგადოებას ყველაზე დიდი და ცუდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში. ხმა ვერ ამოვიღე იმიტომ, რომ უმძიმთ მძიმე ისტორიების მოსმენა და ზოგი არც დაგვიჯერებდა. ამის მაგივრად, რომ მხოლოდ ჩვენი დასაცავი სიტყვები ეკეროთ პირზე. სკოლისგან, ოჯახისგან - ყველგან უნდა გაგვეგო, რომ არავინ არ უნდა შეგვეხოს.

მოკლედ, მესმის შენი და გთხოვ, აღარ მისცე შენს ძმას უფლება, თუნდაც თითი დაგაკაროს. არ შეიძლება. შენი სხეული მხოლოდ შენია! ძალიან ბევრის თქმა მინდა შენთვის.

არაფერს გთხოვ და უნდა შემისრულო: აღარ მისცე არავის უფლება, რომ შეგეხოს ძალით. იზრუნე შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ჯერ პატარა ხარ და ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი, თუ ხვდები, რამდენად ძლიერი ხარ, ერთი წაკითხვით მივხვდი, რა მაგარი გოგო ხარ. იცოდე იბრწყინე, იზრუნე მხოლოდ და მხოლოდ შენს თავზე. თუ სურვილი გაქვს, კიდევ გამოგზავნე ანონიმური წერილი და გვითხარი, რომ აღარავინ აღარ შეგეხება, გვითხარი, რომ ძლიერი ხარ და ამის უფლებას არავის არ მისცემ. თუ იგრძნობ, რომ ჩემი გვერდში დგომა გჭირდება, აქ ვარ“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„თავიდან გვერდზე მომიჯდა და ლოყაზე მაკოცა... შემდეგ მომვარდა და ტუჩებში კოცნა დამიწყო. გამაუპატიურა დაუნდობლად... ვერაფერი ვთქვი - შემეშინდა“- 15 წლის გოგოს ისტორია

🔵„ჩემმა მამინაცვალმა თავის აღსაგზნებად პორნოები საკმაოდ მაღალ ხმაზე ჩართო... საცვლით გამომეცხადა. ხელების შემოხვევა და სხეულით მოკვრა დამიწყო...“ - 15 წლის გოგოს ისტორია

🔵„დღეიდან ვიწყებ უვადო შიმშილობას... მოთხოვნა: მიხეილ სააკაშვილის დასჯა, კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სიმკაცრით“ - მანჩო იოსელიანი

🔵„წააქცია და თავში ჩაავლო კბილები, ფაქტობრივად კლავდა... სხვა გზა არ იყო, ავიღე დანა და ჩავარტყი ძაღლს“ - თბილისში ძაღლმა ბავშვები დაგლიჯა


29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარ...

48 წუთის წინ

დენი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

29 ნოემბრის პროგნოზი

29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

00:16

ამინდი


„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

VIDEO: „არ შეუბეროთ სული ტორტში ჩარჭობილ...

12:23 შაბ. 27 ნოემბერი

ტორტი

„გინებას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი....

11:39 შაბ. 27 ნოემბერი

ია ფარულავა 2020

„ბოდიში რეზო ბიძიაო და ამოაგდებენ ძუძუს“...

20:20 პარ. 26 ნოემბერი

დოჩი

„შანსი არ არის ვინმესთან გასაყოფი კაცი მ...

15:56 პარ. 26 ნოემბერი

მარიამ კუკუნაშვილი

VIDEO: „მატლიც მინახავს საჭმელში, ერთ სა...

23:26 კვი. 28 ნოემბერი

ციხე

„სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხ...

23:19 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, დაუშ...

23:01 კვი. 28 ნოემბერი

საპატრიარქო

თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის

22:59 კვი. 28 ნოემბერი

ხანძარი

„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი...

22:42 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემ...

21:52 კვი. 28 ნოემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვეშ დგას მა...

20:56 კვი. 28 ნოემბერი

გიორგი ჩალაძე

ზაალ ანჯაფარიძე: მარიამ ჯიშკარიანი სააკა...

20:10 კვი. 28 ნოემბერი

ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-7 სართულიდან...

19:07 კვი. 28 ნოემბერი

სასწრაფო დახმარების
ავომობილი