Digest Logo

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნა და მამწარებს - 27 წლის გოგოს მძიმე ისტორია

 22:08 ოთხ. 1 დეკემბერი, 2021 წელი
ქალი

პირველი ოჯახი მალე დამენგრა. ორსულად ვიყავი, ნერვიულობის გამო მუცელი მომეშალა და ბავშვი დავკარგე. ძალიან განვიცადე ოჯახის დანგრევა და საყვარელი მამაკაცთან განშორება, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია და ვოცნებობთ.

ძლივს გადავლახე ეს სტრესი და როცა მდგომარეობიდან გამოვედი, ჩემს ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდა სიყვარული. რეზი იმდენად კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომ ვგრძნობდი, მასთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი. სხვათა შორის, არ დავმალავ, მის ცოლობაზე არც მიფიქრია, უბრალოდ, საყვარლად ყოფნა მინდოდა. ოჯახის დანგრევის მერე, რაღაცნაირად ჩავიკეტე, ადამიანებისადმი ნდობა დავკარგე და ისევ ოჯახის შექმნა აღარ მინდოდა. გადაწყვეტილი მქონდა, თუ სასურველი მამაკაცი გამოჩნდებოდა და შემიყვარდებოდა, უბრალოდ ვყოფილიყავი მასთან.

მოკლედ, რეზისთვის არ მითქვამს, განათხოვარი რომ ვიყავი – რაღაცნაირად მერიდებოდა ამ თემაზე საუბარი. თუმცა, რომ მივხვდი, ჩემს მიმართ მასაც გრძნობა ჰქონდა, გადავწყვიტე, ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ მომეყოლა. მისმინა და ბოლოს მითხრა, მე შენზე სერიოზულად ვფიქრობ, მიყვარხარ და მინდა, ცოლად მოგიყვანო, არ მაინტერესებს შენი წარსული, არც განათხოვრობა, უბრალოდ, ჩემს მშობლებს არ მინდა, ეს გავაგებინოო. ცოტა არ იყოს, ცოლობა რომ ახსენა შევცბი, არ მეგონა, ასე მალე თუ იფიქრებდა ჩემთან ოჯახის შექმნას, მაგრამ ის რომ თქვა, მშობლებს არ ვეტყვი შენს განათხოვრობასო, დავიბენი. მოკლედ, იმდენი ქნა, რომ ცოლობაზე დამიყოლია, მშობლებიც გამაცნო.

ჩემს ოჯახშიც ხშირად მოდიოდა. რამდენჯერაც ვთხოვე, არ მინდა, შენს სახლში, როგორც რძალმა, ტყუილით შემოვდგა ფეხი. უთხარი შენს მშობლებს, რომ განათხოვარი ვარ-მეთქი. მეუბნებოდა, შენ მაგაზე ნუ დარდობ, მე მოვაგვარებო. მოკლედ, ერთ დღესაც, ჩამისვა მანქანაში და აგარაკზე ამიყვანა. იქ დავრჩით და მეორე დღეს დავურეკეთ მშობლებს და გავაგებინეთ, რომ ერთად ვიყავით. დედამთილ-მამამთილმა შვილივით მიმიღო, მაშინვე გამიკეთეს ოქროული და ჩამაცვეს და დამახურეს. სუფრაც გააკეთეს და მოიპატიჟეს სანათესაო. ქორწილის გადახდაზე რომ მიდგა საქმე, მე ვიუარე. ვუთხარი: ამხელა თანხა უნდა დახარჯოთ, მატერიალურად არც ისე გვილხინს და უბრალოდ, ხელს მოვაწერთ და ჯვარს დავიწერთ ვიწრო წრეში-მეთქი. დედამთილი გადაირია, რას ჰქვია, ერთი შვილი მყავს და ქორწილს როგორ არ გადავუხდიო. მამათილმა, აი, ასეთი რძალი მინდოდა, რომ ესმის ყველაფერი და ჩვენს ბიუჯეტს უფრთხილდება, ეს გოგო ოჯახში გამოდგებაო. მოკლედ, ხელის გულზე მატარებდნენ და ერთ დღესაც, ჩემმა დედამთილმა ცხვირი ჩამოუშვა, უხასიათოდ იყო. გულში კი გამკრა, ნეტავ, ვინმემ რამე ხომ არ ჩააწვეთა ჩემს განათხოვრობაზე-მეთქი და მართალიც აღმოვჩნდი. მათ მეზობლად ცხოვრობდა ერთი ქალი, რომელიც დედაჩემთან მუშაობდა და მას ჩაუკაკლია ყველაფერი. ამის მერე ამითვალწუნა, მატყუარას მეძახის. დგას და ყველასთან ლაპარაკობს: გასაღდა ქალბატონი, ჩემს შვილს თვალები აუხვია, მოატყუაო. ჩემს ქმარს რომ ვუსაყვედურე, გეთქვა ჩემი განათხოვრობა-მეთქი, მიპასუხა: ეს რომ გაეგოთ, ცოლად ვეღარ მოგიყვანდი, მიყვარდი და სხვა გზა არ მქონდაო.

მისი მშობლები კი, სულ იმას მაძახებენ, მაინცადამაინც ჩვენს ერთადერთ შვილზე რომ არ გასაღებულიყავი, სხვა ვერ ნახეო. ჯერჯერობით ვყლაპავ, ისევ რეზის გამო. არ მინდა, მეორე ოჯახიც დამენგრეს და თან, ჩემი ქმარი მართლა მიყვარს. მაგრამ, როდემდე მოვითმენ, არ ვიცი. მეშინია, დედამთილ-მამამთილთან დაძაბულმა სიტუაციამ ქმრის მიმართაც გამინელოს სიყვარული.

მასალა მომზადებულია „თბილისელებზე“ დაყრდნობით.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჯოჯოხეთი გავიარე, როცა საქართველოში ჩამოგასვენეს და მე ვტიროდი უცნობ დედას... გაუფრთხილდით დედებს. ხელი ჩასჭიდეთ, ხმელა პური ჭამეთ და გვერდით იყოლიეთ“ - ემიგრანტის შვილის სულის შემძვრელი წერილი

🔵„ჩემი დაიკო 20 წლის გახდებოდა...“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის დის ტრაგიკული ისტორია

🔵როგორ გაუმწარა ცხოვრება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჯოზეფ კეიმ და რატომ დაკარგა ნათელა პატარკაციშვილმა საკუთარი და - უცნობი ამბავი

🔵47 წლის კაცი მარტოხელა გოგოებს „ტროსტით“ სცემდა და შემდეგ ახრჩობდა - შემზარავი დანაშაული, რომელმაც 58 ქალის სიცოცხლე შეიწირა

🔵ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი 9 წლის ბავშვი სარდაფში ჩაიყვანა და მასზე იძალადა - სასტიკი მკვლელობა, რომელმაც საქართველო შეძრა


„მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი ავადმყოფია,...

23:41 პარ. 28 იანვარი

ოთარ თოიძე

ზურაბ ქადაგიძე: თენგო გოგოტიშვილი რომ არ...

23:23 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

„აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზ...

23:03 პარ. 28 იანვარი

ამირან არაბული


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03 პარ. 28 იანვარი

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06 პარ. 28 იანვარი

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12 პარ. 28 იანვარი

ცერცვაძე და ივერი

ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

22:46 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

22:43 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

„ვნერვიულობდი და გამომყვა, დედაა მაინც ხ...

22:14 პარ. 28 იანვარი

რუსკა მაყაშვილი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22 პარ. 28 იანვარი

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02 პარ. 28 იანვარი

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22 პარ. 28 იანვარი

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15 პარ. 28 იანვარი

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12 პარ. 28 იანვარი

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქა...

19:01 პარ. 28 იანვარი

ნიკო კვარაცხელია