Digest Logo

„დავუნახივართ მე და ჩემი ტყუპისცალი ძმები და წასულა იმქვეყნად“... - კაჭახიძის წერილი გარდაცვლილ დედას (უცნობი ამბავი)

 21:04 სამ. 13 აპრილი, 2021 წელი
კაჭახიძე

2020 წელს, ანზორ კაჭახიძემ გარდაცვლილ დედას ემოზიური წერილი მიუძღვნა. როგორც ირკვევა, კაჭახიძის დედა ტყუპების მშობიარობას გადაჰყვა.

 

„ყველა წერილს და მით უფრო, მილოცვას ჰყავს თავისი ადრესატი. იციან, ვის სწერენ, რა უნდა მისწერონ. მე ერთ გოგოს მინდა მივწერო.

სტუდენტ გოგოს. ვერ ვწერ… არ ვიცი, რა მივწერო. რატომ არ ვიცი? ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის სრულიად უცნობია, მაგრამ ჩემი ყველა უჯრედისთვის მაინც ნაცნობი და მშობლიური.

დედაა ჩემი, მშობელი დედა.

მერე რა, რომ არასდროს მინახავს… მიყვებიან, რომ თავად ვყავართ ნანახი მე და ჩემი ტყუპისცალი ძმები. დავუნახივართ და წასულა იმქვეყნად.

შეგვეხო თუ არა, ჩაგვეხუტა თუ არა, არავის ახსოვს!

მგონი, ვერ მოასწრო. ან კი რა უნდა მოესწრო 20 წლის გოგოს…

ოთხმა შვილმა გავაგრძელეთ იმ გაზაფხულიდან სხვა, მისთვის მოუსვლელი გაზაფხულებით ტკბობა.

ყველა გვეუბნება, რომ დედას ვგავართ. თუ გვეტყვიან, რომ ლამაზებიც ვართ, ამ სილამაზეს დედას ვუთვლით. მაინტერესებს კი, როგორი იყო დედაჩემი…

სხვისი მონაყოლი კი არა, ჩემი თვალით დანახული მინდა! ცოტა კი ვიცი, ვუყურებ ჩემ ძმებს…

მე არ მგონია, რომ დედას ვგავართ. დედა უფრო ლამაზი იყო, ვფიქრობ, მაგრამ ბებიაჩემს რომ ჩვენ სამის დანახვა თავის ქალიშვილს ახსენებს, ამას როგორ გავექცე?!

რაც ვიცნობ, მას მერე სულ ცრემლებით აქვს თვალები სავსე, სასაცილო ამბებს რომ ჰყვება, მაშინაც ტირის!

გვიყურებს და ტირის… ჩავალ სოფელში და ის მეტყვის, რომ მისი მსხვერპლი ჩვენს სიცოცხლედ ღირდა”,- წერს კაჭახიძე.


მსგავსი სიახლეები

ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს - უახლ...

00:49

ამინდი ყინვა

„უფასო კუბოში ნუ ჩაწვებით“! - ექიმ ანი ქ...

00:20

ექიმი რეანიმატოლოგი

ქობულეთში საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლი...

00:03

პატრული ღამით


ლოცვა ნათლულთათვის – ამ ლოცვის წაკითხვა...

11:55 კვი. 16 იანვარი

ლოცვა

300 - კაციანი ქორწილი, საოცნებო კაბა და...

22:53 ორშ. 17 იანვარი

ნინო ჩხეიძის

გაფრთხილება - როდის უნდა აიღოთ საახალწლო...

11:55 კვი. 16 იანვარი

ნაძვის ხე

პოლიტიკოსების ნათლიამირონობა - ვინ ვისი...

21:55 სამ. 18 იანვარი

ცნობილი პოლიტიკოსები

ცნობილი ადამიანების ნათელმირონობა - ვინ...

20:00 სამ. 18 იანვარი

ჭოხონელიძე, კალაძე,
შევარდნაძე და კალანდაძე

„უშენოდ როგორ ვარ, მიკვირს... მენატრები...

17:07 სამ. 18 იანვარი

გიორგი გასვიანი და მარიტა
მელიქიშვილი

19 იანვარს ნათლისღებაა! - ყველაფერი, რაც...

23:45 სამ. 18 იანვარი

ნათლისღების ფრესკა

„მზად ვარ გამოვყო ადგილი ეპარქიაში და მი...

22:58 სამ. 18 იანვარი

მეუფე ნიკოლოზი დამიხეილ
სააკაშვილი

„აცრილია თუ არა ადამიანი, ამას არავითარი...

22:46 სამ. 18 იანვარი

მეუფე ნიკოლოზი

„ქვეყანაში გვყავს ჩინური ვაქცინების გამს...

20:32 სამ. 18 იანვარი

გიორგი ფხაკაძე

გია გაბრიჭიძე გიორგი მშვენიერაძეზე: ეს ა...

20:27 სამ. 18 იანვარი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე Digest.ge

„ოპტიმისტები ვიყოთ - არცერთი პანდემია 3...

20:14 სამ. 18 იანვარი

პოლიტიკოსი ლადო კახაძე

ნინო ფოჩხუა მშვენიერაძეზე: მორალისგან და...

20:08 სამ. 18 იანვარი

ფეისბუკმომხმარებელი ნინო
ფოჩხუა

ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილმა და მისმა ად...

20:03 სამ. 18 იანვარი

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე
Pia.ge

დავით ქართველიშვილი მშვენიერაძეზე: ამ პი...

19:53 სამ. 18 იანვარი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი Digest.ge