Digest Logo

ბომბი დინამოს სტადიონთან - თბილისი 1980 წლის 13 სექტემბერს საშინელ ტრაგედიას გადაურჩა

 23:25 პარ. 22 იანვარი
დინამოს სტადიონი

1980 წლის 13 სექტემბერს თბილისი საშინელ ტრაგედიას გადაურჩა, რომლის დამალვასაც იმდროინდელი ქვეყნის მთავრობა ცდილობდა...

ბომბი

1980 წლის 13 სექტემბერს ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონზე ბაქოს „ნეფთჩიმ“ თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და გასავარდნ ზონას გასცდა.

ცნობილი ფაქტია, რომ ქართველებმა თავიანთ აზერბაიჯანელ მეგობრებს ეს თამაში მოაგებინეს, მაგრამ მთავარი ეს არაა. საქმე ის იყო, რომ ბაქოელი გულშემატკივრები „იკარუსის“ ავტობუსით სამშობლოში გახარებულები ბრუნდებოდნენ.

გამარჯვების აღსანიშნავად 45 წლის მამედ გასიევმა კონიაკი ამოაცურა ჩანთიდან, რომ დაელიათ. მას ბოთლის საცობი შემთხვევით ხელიდან გაუვარდა და სავარძლის ქვეშ შეგორდა. ხოლო როდესაც გამოღება სცადა, იქ საათის მექანიზმიანი ბომბი აღმოაჩინა.

თბილისის დროით 21 საათი იყო. ბომბი კი 22 საათზე იყო დაყენებული.

„იკარუსი“ ჯერ კიდევ სტადიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. გასიევმა ბომბის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა. ათიოდე წუთში ავტობუსთან „კაგებეს“ თანამშრომლები გაჩნდნენ.

გულშემატკივრები სხვა ავტობუსში გადასვეს და უთხრეს, რომ ხმა არ ამოეღოთ. ბომბი გააუვნებელყვეს და მომხდარის შესახებ გენერალ ალექსი ინაურსა და ცეკას პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს შეატყობინეს.

გაიგზავნა ინფორმაცია მოსკოვშიც და იქიდან ბრძანება მოვიდა, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახათ. მიუხედავად ამისა, თბილისში შეუმდგარი აფეთქების ამბავი იმავე საღამოს გავრცელდა და 14 სექტემბერს უკვე მთელი ქვეყანა ამაზე ლაპარაკობდა...

გაქცეული პოლკოვნიკი

1983 წელს შეერთებულ შტატებში გაიქცა „კაგებეს“ პოლკოვნიკი გენადი გურმანოვი, რომელიც 1984 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს თავმოკვეთილი. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გურმანოვი „კაგებეს“ ლიკვიდატორებმა გამოასალმეს სიცოცხლეს ღალატისა და ენის ტლიკინისთვის. საქმე კი ის იყო, რომ გურმანოვი დაწვრილებით ყვებოდა, თუ როგორ განახორციელა „კაგებემ“ რამდენიმე აფეთქება მოსკოვში 1977 წელს. მათ შორის, იანვრის თვეში – მეტროში, რასაც 7 ადამიანი ემსხვერპლა და 37 მძიმედ დაშავდა.

ამ აქციის შედეგად დახვრიტეს აკოპ სტეპანიანი, სტეპან ზატიკიანი და ზავენ ბაგდასარიანი. ისინი ტერორიზმში იქნენ დადანაშაულებულები. თუმცა, გურმანოვი ამტკიცებდა, რომ ეს ყოველივე „კაგებეს“ მოწყობილი იყო. ტერორისტები საგანგებოდ იყვნენ შერჩეულები იმ მოტივით, რომ სამივე ანტისაბჭოური შეხედულების ადამიანი იყო. „კაგებეს“ მიზანს კი წარმოადგენდა, ერთი მხრივ, ანტისაბჭოურად განწყობილი ადამიანების დაშინება, მეორე მხრივ კი – ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება. სწორედ ამ შუღლის გაღვივების მცდელობად აფასებდა გურმანოვი თბილისში დაგეგმილ აფეთქებას, რომელიც 1980 წლის 13 სექტემბერს უნდა განხორციელებულიყო და აცხადებდა, რომ ამაშიც „კაგებეს“ ხელი ერია.

საიდუმლო არმია

იმავე გენადი გერმანოვის მტკიცებით, თბილისში განუხორციელებელი ტერაქტის ფაქტზე საიდუმლო გამოძიება მიმდინარეობდა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვიდან გამოგზავნილი თანამშრომლები მონაწილეოდნენ. ამ ჯგუფში იყო თავად გურმანოვიც. მისი მტკიცებით, 20 სექტემბერს დააპატიმრეს სამველ სარქისიანი, ივანე სარიანი და კორა პოღოსიანი. სამივე ახალქალაქის მკვიდრი და მათი საცხოვრებელი სახლიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები და რამდენიმე ავტომატური იარაღი ამოიღეს. გურმანოვი ამბობდა, რომ მთელი ეს არსენალი „კაგებემ“ წინასწარ ჩადო ამ სახლებში.

ხოლო დაპატიმრებულებმა კი ჩვენებების მიცემა დაიწყეს და აღიარეს, რომ იყვნენ, ეგრეთ წოდებული, სომხეთის საიდუმლო არმიის წევრები. მათი მტკიცებით, ამ არმიის მიზანი იყო სომხების გაერთიანება, კავკასიაში დიდი სომხური სახელმწიფოს შექმნა და შავ ზღვაზე ფართო გასასვლელის მოპოვება. მათივე თქმით, ამ მიზნის მიღწევას ეს ორგანიზაცია ტერორისტული გზით აპირებდა და რომ მოსკოვში 3 წლით ადრე განხორციელებული ტერაქტებიც ზემოხსენებულ მიზანს ემსახურებოდა. გურმანოვის მტკიცებით, დაპატიმრებული სომხები, სინამდვილეში, პროვოკატორები იყვნენ და „კაგებეზე“ მუშაობდნენ.

პოლკოვნიკი აცხადებდა, რომ სომხეთის საიდუმლო არმია „კაგებეს“ მიერ იყო შეგზავნილი და მათი გამოყენება გეგმა Z-ის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო.

გეგმა Z

გურმანოვის წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა და უკვე „გახურებული“ „პერესტროიკის“ დროს დაიწყო სისხლიანი კონფლიქტები სუმგაითში, ხოლო ყარაბაღის პრობლემა დღემდე მძინარე ვულკანის პოზიციაშია და დროგამოშვებით ამოიფრქვევა ხოლმე.

გაქცეული პოლკოვნიკი კარგა ხნის მკვდარი იყო, როდესაც საქარველოს ტერიტორიაზე, ჯავახეთში რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი აიყვანეს, რომლებიც საიდუმლო არმიის წევრები აღმოჩნდნენ. თუმცა, ისინი მალევე გაათავისუფლეს და გამოძიება არ გაგრძელებულა.

როგორც ჩანს, ყოფილ „კაგებესა“ და მის სამართალმემკვიდრეებში დიდი გეგმები ჯერ კიდევ განუხორციელებელია და ალბათ, დროდადრო კავკასიაში გეგმა Z-ის სხვადასხვა ვარიანტები იჩენს თავს. ძირითადად, ამ გეგმიდან ზედაპირზე ჯერჯერობით სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირება ჩანს.


აგრეთვე წაიკითხეთ:

44 წლის ასაკში ნაპოვნი სიყვარული, უბადლო მამა, ხიდან ჩამოვარდნა და სოლს შეწირული სიცოცხლე - გონაშვილის პორტრეტი

უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ქაცარაძის უცნობი ამბები

ვინ არიან და რას საქმიანობენ საქართველოს პრეზიდენტების შვილები


წყარო: old.tbiliselebi.ge


„თვითონ ცოცხებით დარბიან და სისხლიან ბან...

8 წუთის წინ

ნიკა გვარამია

„ვინც მწყურვალი ნახოს მიშა და წყალი მიაწ...

13 წუთის წინ

არჩილ გამზარდია

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

18 წუთის წინ

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

საფრანგეთში „რუსულენოვან მაფიასთან“ დაკა...

19 წუთის წინ

ბორკილები დაკავება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

22 წუთის წინ

ნიკოლოზ ბასილაშვილი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ გა...

28 წუთის წინ

ლოიდ ოსტინი

„ახმეტელის მეტრომ“ მუშაობა განაახლა

37 წუთის წინ

მეტრო

მეტრო „ახმეტელის თეატრი“ დაიკეტა

46 წუთის წინ

მეტრო

ყურადღება! დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომ...

51 წუთის წინ

ელექტროენერგია

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - პროგ...

09:06

ამინდი

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე