Digest Logo

ბერიამ ტიციანი დაიბარა - პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო...

 17:36 პარ. 22 იანვარი
ტიციან ტაბიძე, ლავრენტი
ბერია, სტალინი და პაულო
იაშვილი

პოეტი, რომელსაც სულით ხორცამდე უყვარდა სიცოცხლე, 44 წლის, ასაკში საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა. 1937 წელს „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, ტიციან ტაბიძე სიცოცხლეს გამოასალმეს.

ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების მიუხედავად, ტიციანმა ძალიან გრძელი გზის გავლა მოასწრო.

სიყვარულით შექმნილი ოჯახი და დაბრკოლებებით სავსე საზოგადეობრივი ცხოვრება. მეგობრები, თანამებრძოლები და კოლეგები, რომლებთან ერთადაც ტიციანმა საქართველოს ისტორიაში თავისი სიტყვა თქვა...

ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირა, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელსაც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ, „იდეოლოგიური მავნებლობის“ გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის „ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან“: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის „მოღალატებრივ საქმიანობაზე“. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ „ხალხის მტრისა და დივერსანტის“ საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის. იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე უარი თვქვა ტიციან ტაბიძემ და ამის გამო თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი.

თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა. მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: „ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა“. საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას სასამართლო მოუწყო...

პაოლო და ტიციანი

როდესაც პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირში თავი მოიკლა, ლავრენტი ბერიამ ტიციანი დაიბარა და უთხრა: პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, რა მოხდება, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო.

ტიციანმა სასტიკი უარი უთხრა. ბერია გაოცდა: როგორ, ცოლს თუ არა, შენს შვილს - ნიტას მაინც არ იბრალებ და ასე უპატრონოდ ტოვებ? ან კიდევ, რამდენი რამე გაქვს დასაწერ-გასაკეთებელიო?

ტიციანმა უპასუხა: რა აზრი ექნება ან ჩემს პოეზიას, ან შემოქმედებას, ახლა თუ ამას ხელი მოვაწერეო.

შინ დაბრუნებულმა კი 16 წლის ნიტას უთხრა: შეიძლება მე აღარ ვიყო, მაგრამ ერთი რამ იცოდე - არასდროს შეგრცხვება და არასდროს და არსად გაწითლდები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენო.


ორ თვეს ატარეს ტიციანი დაკითხვებზე, 1937 წლის 8 ოქტომბერს კი დაიჭირეს და 10 წლით, მიმოწერის უფლების გარეშე, გადასახლება მიუსაჯეს. კარგა ხანს სჯეროდათ ნინოს და ნიტას, რომ ტიციანი ცოცხალი იყო. ნინომ რუსულ ფილოლოგიურზეც კი ჩააბარა, რუსული კარგად რომ შეესწავლა და გადასახლებაში ქმრის ახლოს ყოფილიყო, მაგრამ წლების შემდეგ, 1958 წელს გაირკვა, რომ ტიციანი დაჭერიდან მესამე დღესვე დახვრიტეს. რეაბილიტაცია კი მხოლოდ წლების შემდეგ, 1954 წელს გამართულ მწერალთა კავშირის ყრილობაზე მოხდა...

„ის“ საბედისწერო ღამე

ორთვიანი გაუთავებელი დაკითხვებით გადაქანცულ-განერვიულებულ და ღამენათევ ტიციანსა და მის მეუღლეს სწორედ იმ ღამეს ჩაეძინათ მშვიდად. ნიტა კი მანქანის დამუხრუჭების ძლიერმა ხმამ შეაშფოთა ღამის 2 საათზე. საძინებლის ფანჯრიდან გადაიხედა ქუჩაში და... მიხვდა, რომ მამას მოაკითხეს. მაშინვე შევარდა საძინებელში და გააღვიძა. მერე მეზობლებიც შეიკრიბნენ - ყველანი ბინის ჩხრეკას დაასწრეს. ნიტამ შენიშნა, მამას ფეხები რომ უკანკალებდა - ცხადია, ტიციანი ხვდებოდა, წაიყვანდნენ და უკან ვერასდროს დაბრუნდებოდა.
იმ ღამით ნინო ერთბაშად გაჭაღარავდა...

...ნინა მაყაშვილი მთელი ცხოვრება ტიციანის დაბრუნებას ელოდებოდა. სამწუხაროდ, პოეტის საფლავი არ არსებობს, 1937 წელს რეპრესირებული ხელოვანების უკვდავსაყოფად მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სიმბოლური საფლავის მემორიალია განთავსებული.

გასაოცარი კი ის იყო, რომ ოჯახს ბინა და ნივთები არ ჩამოართვეს. ნინოს და ნიტას ერთი ოთახი - ნიტას საძინებელი დაუტოვეს, დანარჩენ ოთახებში კი სხვა ხალხი შეუსახლეს...

ტიციანი, ნინო და პასტერნაკი

ტიციანი რომ დაიჭირეს, ქართველ მწერლებს ერიდებოდათ და ეშინოდათ მათთან მისვლის, რადგან „ქვეყნის მტრის“ ოჯახი იყო და თუკი მივიდოდნენ, შეიძლება ისინიც დაეჭირათ. და ასეთ პერიოდში ბორის პასტერნაკმა ნინოს მოსკოვიდან დეპეშა გამოუგზავნა:

„გული ამომგლიჯეს და ვერც ვიცოცხლებდი, მაგრამ უკვე ორი ოჯახი მყავს - შენი და ჩემი“. ეს დიდი ვაჟკაცობა იყო. მას შემდეგ ძალიან ეხმარებოდა მატერიალურად ნინოს და ნიტას. ნინო ხშირად ჩადიოდა რუსეთში, პასტერნაკთან, ეს უკანასკნელი კი 1937 წლის შემდეგ, პირველად, 1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილეზე ჩამოვიდა თბილისში. სადგურზევე გამოაცხადა, ჯერ ტიციანის ოჯახში მიმიყვანთო. იმხანად ტიციანი რეაბილიტირებული არ იყო. სახლთან რომ მივიდა, დაბლიდანვე დაუძახა ნინოს: მე მოვედიო. სწორედ მაშინ გამოუცხადა, უშენოდ არ წავალ მწერალთა კავშირშიო და ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მიიყვანა იქ. სცენიდან ეკითხებოდა, თურმე, რომელი ლექსი გინდა, რომ წავიკითხო, რომელი თარგმანი გესიამოვნებაო და, თითქოს, ამით მოახდინა ტიციანის პირველი რეაბილიტაცია. სხვათა შორის, მერე, რომან „ექიმი ჟივაგოს“ საზღვარგარეთ გამოქვეყნებისა და ნობელის პრემიის გამო პასტერნაკის დევნა რომ დაიწყეს, როგორც ერთ დროს პასტერნაკს არ შეეშინდა და ტიციანის ოჯახს დეპეშა გამოუგზავნა, არც ნინო შეშინდა, ჩააკითხა რუსეთში და ურთულესი პერიოდი მასთან დაჰყო. მერე მდგომარეობა გართულდა, პასტერნაკს ახლობლებმა საზღვარგარეთ წასვლა ურჩიეს, ის კი საქართველოში ჩამოვიდა და ნინო და მედეა ჯაფარიძე დაატარებდნენ ყველგან. მოგვიანებით, ბაქანზე რომ გააცილეს, მატარებლის კიბეზე ასულმა პოეტმა მოიხედა და ნინოს დაუძახა: „კარგად მომძებნე შენთან, სახლში, მე იქ დავრჩი!“ ძალიან ცუდად რომ იყო, ნინომ შინ, პერედელკინოში ჩააკითხა და პასტერნაკმა მის ხელში დალია სული...


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დედას რეზო ჩხიკვიშვილის გაჩენა არ უნდოდა - 4 უცნობი ამბავი ვარსკვლავის ცხოვრებიდან

მურმან ჯინორიას ყოფილი ცოლი, დიდი ხნის შემდგ შეძენილი შვილი და აკრძალვებში გატარებული ბავშვობა - ბაია დვალიშვილის პორტრეტი

„კულინართა საძმოს“ წევრობიდან SPConsulting–ის უფროს პარტნიორობამდე - ცოტა რამ ირაკლი ალასანიას შესახებ


„თუ კიდე მათ მხარეზე დადგებით, მაშინ თქვ...

26 წუთის წინ

ზურა ხაჩიძე

უტიფრად, ყოველგვარი ბოდიშის გარეშე... რა...

49 წუთის წინ

შსს-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი
გიორგი თუხარელი, „ტვ
პირველის“ საინფორმაციო
სამსახურის უფროსი ნოდარ
მელაძე

ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

59 წუთის წინ

ანალიტიკოსი ედიშერ
გვენეტაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

კრისტი ყიფშიძე მისი ყოფილი მეუღლის ცოლთა...

16:52

კრისტი ყიფშიძე

ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი და ატირებული...

10:46

ბასილაშვილი

ოთო კახიძემ მესამედ იქორწინა - ვინ არის...

15:44 პარ. 15 ოქტომბერი

ოთო კახიძე

კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი –...

17:26

ბიძინა კულუმბეგოვი

„17 წელი იჯდა ციხეში, 9 თვე ჰქონდა დარჩე...

16:09

რუსთავის ციხეში ხანძარი

სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის მიხეილ სააკ...

15:00

ია მეტრეველი და მიხეილ
სააკაშვილი

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის წინააღმდეგ...

14:29

რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის წინააღმდეგ
აქცია მიმდინარეობს

„მე და დედა ზეცაში მივდივართო... მანდო დ...

14:13

ბათუმის ტრაგედია

გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა - პოლი...

13:42

უგულავა გიგი

ლევან ნიკოლეიშვილი - რუსთავის საპატიმროს...

13:33

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

„ერთ წუთში დამენგრა ცხოვრება თავზე, ჩემზ...

13:18

რამაზ დავლაძე

დიდ დიღომში მცირეწლოვანი მეხუთე სართულიდ...

13:12

პოლიცია