Digest Logo

ბანკის ძარცვა და ფულის გათეთრების სქემა - სტალინის სხვა მხარე

 11:32 შაბ. 16 იანვარი
სტალინი

1907 წლის 13 ივნისს, დილის 10 საათსა და 30 წუთზე თბილისის მთავარ, ერევანსკის 
მოედანზე კარგად ორგანიზებულ მძარცველთა ბანდა ბანკის ეტლს დაესხა თავს. ძარცვას სათავეში ვინმე ჯუღაშვილი ედგა. ცნობილი გახდა იმ გოგონათა ვინაობაც, რომლებიც მას მხარს უბამდნენ - მსგავსი შინაარსის ინფორმაცია უცხოურმა მედიამაც გაავრცელა. მათ შრის ისეთმა გავლენიანმა გამოცემებმა, როგორებიც იყო: ფრანგული „ლე ტემპი“ და ინგლისური „დეილი მირორი“. 

სანამ ამბავს კვლავ დავუბრუნდებით, მოგიყვებით, რა სოცისუალური სტატუსი ჰქონდა სტალინს 1907 წელს.

1907 წელს ნოე ჟორდანიამ რუსეთის ელიტაში დაიმკვიდრა თავი, დამარცხებული სტალინი 19 მაისს თბილისში დაბრუნდა და თვითგამოხატვას სხვა გზით ცდილობდა - აზერბაიჯანული, არალეგალური გაზეთისთვის წერილების წერა დაიწყო, რაც ითვლება, რომ იდეურად, წინ უძღოდა მის ტერორისტულ გეგმებს. იგულისხმება რუსეთის იმპერიის ხაზინის კუთვნილი ფული - 250 ათასი მანეთის გატაცება.

ერევანსკის მოედანზე ექსპროპრიაცია ( ერთი კლასის მიერ მეორისთვის საკუთრებისა და, ამასთან ერთად, სოციალური მდგომარეობის ჩამორთმევა) განახორციელეს სოციალ-დემოკრატებმა (რსდმპ თბილისის კომიტეტმა). ოპერაციის საერთო ხელმძღვანელი იყო იოსებ ჯუღაშვილი, ხოლო უშუალო შემსრულებელი სიმონ ტერ-პეტროსიანი (კამო).

მეორე ვერსიით, კი არც ჯუღაშვილს და არც სოციალ-დემოკრატებს ამ ამბავთან საერთო არ ჰქონიათ. საარქივო მასალების შესწავლით დგინდება, რომ ფული სოციალისტ-რევოლუციონერებმა (ესერებმა) გაიტაცეს, თუმცა მეორე მხრივ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს სოსოს ხელწერას მიაწერენ და დამამტკიცებლად ფაქტებიც მოჰყავდათ.

აი, რას იხსენებს ჭაბუა კუპრიაშვილი, რომელიც სტალინის ბანდის წევრად ითვლება:

„სტალინის ინიციატივითა და ბრძანებით, ჩამოყალიბდა მუდმივი შეიარაღებული ბანდა. ჩვენ გვევალებოდა იარაღის შოვნა, ციხიდან გაქცევის ორგანიზება, ბანკებისა და არსენალების გაძარცვა და მოღალატეების დახოცვა“. სტალინმა ცინცაძეს დაავალა ბოლშევიკ ექსპროპრიატორთა კლუბების დაარსება, რომელიც რამდენიმე სახელით იყო ცნობილი: მას ხან „დრუჟინა“ ერქვა, ხან „ჯგუფი“, ხანაც, უბრალოდ, „შეიარაღებულები“. ძარცვებს კოტე ცინცაძე მეთაურობდა კამოსთან ერთად, – იხსენებდა სტალინი მოგვიანებით. მისი ბავშვობის მეგობარი – კამო დიდუბის ჩხუბის დროს დააპატიმრეს. ის კაზაკებმა საშინლად აწამეს – ლამის ცხვირიც აათალეს, მაგრამ ვერაფერი ათქმევინეს და მალე გამოუშვეს. „ყველანაირი ტკივილის ატანა შეეძლო”, – უკვირდა სტალინს, – „საოცარი ადამიანი იყო“.


სოსო მთელ თავის მოხერხებულობას იყენებდა, რომ ლენინისთვის ფული ეშოვა. ამ მიზნით, ის ხშირად მოგზაურობდა ნოვოროსიისკსა და ვლადიკავკაზში. მისი ბრძანებით, თბილისის სკოლებიდან და სემინარიიდანაც კი, მასწავლებლის კუთვნილი ფული მიჰქონდათ. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტალინი ჯერ წერილს უგზავნიდა რომელიმე მეწარმეს, რომელზეც ბომბები, დაფლეთილი გვამები და ორი გადაჯვარედინებული ხანჯალი იყო გამოსახული. მალევე ამ მეწარმეს მაუზერიანი ყაჩაღი ესტუმრებოდა. სტალინის პირველი ბიოგრაფის, ესად ბეის მტკიცებით, მდიდარი მსხვერპლის შესახებ სოსოს ინფორმაციას, მისი საყვარელი, გერმანელი მეწარმის ცოლი, მარია რენსბერგი აწვდიდა. თუმცა, დიდი ფულის შოვნის ყველაზე სწრაფი გზა მაინც ბანკის გაძარცვა იყო. „სწორედ სტალინმა დანერგა ბანკების ძარცვის ტრადიცია საქართველოში“, – ამბობს ცნობილი გორელი მძარცველი დავრიშევი. 1906 წელს „შეიარაღებულებმა“ მრავალი ბანკი გაძარცვეს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მენშევიკი ტატიანა ვულიხი ამბობს, „ქუჩებში დღე და ღამე პოლიცია პატრულირებდა და ყველა კვარტალში დაცვა იდგა“.

ერთ დღეს რევოლვერებით შეიარაღებული ცინცაძე ქალაქის ლომბარდში შეიჭრა და რამდენიმე ათასი მანეთი მოითხოვა. „სტალინის ბანდა მეფისნაცვლის სასახლის მოპირდაპირე მხარეს არსებულ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ბანკში შევარდა”, – იხსენებს დავრიშევი, – „ბანდიტებმა ხალხს იარაღი მიუშვირეს და იყვირეს: ხელები მაღლა! მერე ბანკნოტები მოაგროვეს და ჰაერში სროლით გაუჩინარდნენ. სტალინის მიერ დაგეგმილ ამ თავდასხმას კამო ხელმძღვანელობდა. ბანკის მძარცველებს შორის პარტიული კონკურენცია გაჩაღდა, თუმცა ხშირად თანამშრომლობდნენ კიდეც. ყველა მთავარი მძარცველი გორიდან იყო“, – იკვეხნიდა დავრიშევი. სწორედ დავრიშევმა განახორციელა უდიდესი ძარცვა – სოციალ-ფედერალისტებისთვის დუშეთში 100 ათასი რუბლი მოიპარა. სტალინმა, ცინცაძემ და კამომ მატარებელი გაძარცვეს ყარსში, თუმცა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო, სროლა ატყდა და რამდენიმე ბანდიტი დაიღუპა. 1906 წლის ნოემბერში ცინცაძე ბორჯომის საფოსტო დილიჟანს დაესხა თავს, მაგრამ კაზაკმა კავალერისტებმა სროლა ატეხეს. დამფრთხალი ცხენები გაიქცნენ და ფულით სავსე დილიჟანიც გაიყოლეს. შემდეგ ბანდიტები ჭიათურის მატარებელს დაესხნენ თავს, რომელსაც მუშების ხელფასები მიჰქონდა. მატარებელი შეჩერდა და ბანდიტებსა და კაზაკ მცველებს შორის ორსაათიანი ბრძოლა გაჩაღდა. ერთი ჯარისკაცი და ერთი ჟანდარმი დაიღუპა. „შეიარაღებულებმა“ 21 ათასი რუბლი ჩაიგდეს ხელში. „15 ათასი რუბლი ბოლშევიკურ პარტიას გავუგზავნეთ ფინეთში, დანარჩენი კი ჩვენი ჯგუფისთვის შევინახეთ, რათა შემდეგი ექსპროპრიაციები დაგვეგეგმა“, – იხსენებს ცინცაძე. სტალინის ყაჩაღებმა კოჯრის საფოსტო დილიჟანიც გაძარცვეს და კიდევ ოცი ათასი რუბლი მოიპოვეს. ფულის მცირე ნაწილი სტალინის გაზეთის, „ბრძოლის“ გამოსაცემად შეინახეს, დიდი ნაწილი კი ქართული ღვინის ბოთლებში დამალეს და ისე გაუგზავნეს ლენინს. „ისინი ერთმანეთთან მეგობრობდნენ. ყველას უყვარდა ეს კეთილი, მხიარული ხალხი, მუდამ მზად რომ იყვნენ დასახმარებლად”, – იხსენებს ტატიანა ვულიხი. იგი კარგად იცნობდა ბანდიტებს. „შეიარაღებულების“ ათკაციან ბანდაში სამი ქალი იყო: ფაცია, ანეტა და ალექსანდრა. ბანდიტები ორ ბინაში ცხოვრობდნენ – ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე. ორი ქალიშვილის გარდა, არც ერთს არ უყვარდა კითხვა. ხშირად ავადმყოფობდნენ და ისეთი ღარიბები იყვნენ, რომ, ტატიანას თქმით, ხშირად ლოგინიდანაც ვერ დგებოდნენ, რადგან ტანსაცმელი არ ჰქონდათ“.

მართალია, სტალინს ახლო ურთიერთობა ჰქონდა კამოსთან და ცინცაძესთან, მაგრამ „შეიარაღებულებს“ პირადი მცველის საშუალებით გადასცემდა ბრძანებებს. ამ მცველს ის თავის „ტექნიკურ თანაშემწეს“ ეძახდა, მისი ამხანაგები კი ხუმრობით – „სოსოს ადიუტანტს“. ეს დიდი კონსპირატორი ამგვარად ახერხებდა, ძალიან ახლოს ყოფილიყო ჩვეულებრივ ბანდიტებთან. ყაჩაღების გარდა, სტალინი მზვერავებისა და მსტოვრების ქსელსაც მართავდა, რომლებიც ინფორმაციას აგროვებდნენ და პროკლამაციებს ავრცელებდნენ. ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის არ ქურდობდნენ. სხვა ბანდის წევრები ფულს ტანსაცმელზე, ქალებსა და სასმელზე ხარჯავდნენ, მაგრამ სტალინს ფული არ აინტერესებდა. თუ რამე ჰქონდა, ყოველთვის ამხანაგებს უნაწილებდა. „სტალინს ცუდად ეცვა, – წერდა ჟორდანია, – ფული არასდროს ჰქონია და სწორედ ამით განსხვავდებოდა სხვა ბოლშევიკებისგან – შაუმიანის, მახარაძის, მდივანისა და ქავთარაძისგან – რომელთაც კარგი ცხოვრება მოსწონდათ“. სოსოს ყაჩაღები იზიარებდნენ მის მარქსისტულ რწმენასა და ასკეტიზმს. მათი მიზანი 200-300 ათასი რუბლის მოპოვება იყო, რათა ლენინისთვის გადაეცათ და ეთქვათ: როგორც გინდა, ისე მოიხმარე ეს ფულიო. სტალინის ბანდის წესები მაფიის წესებს ჰგავდა: ნადავლიდან რამის მოპარვა სიკვდილით ისჯებოდა. სტალინმა ერთხელ, დავრიშევის თანდასწრებით, კამოს ქურდობაში ეჭვმიტანილი ამხანაგის მოკვლა უბრძანა. რაც უფრო დიდი იყო წარმატება, მით უფრო იზრდებოდა ცდუნება. დუშეთში 100 ათასი რუბლის მოპარვის შემდეგ, ფედერალისტებმა ნადავლის განაწილებისას წაიჩხუბნენ. ერთ-ერთმა მეთაურმა ფულის ნაწილი მიითვისა, ქურდობა კი იმ გლეხებს დააბრალა, რომელთა ეზოშიც იყო ნადავლი ჩაფლული. ფედერალისტმა ქურდმა სტალინის ბანდის წევრს, ლომინაძეს სთხოვა დახმარება. ლომინაძე მთელ ღამეს აწამებდა გლეხებს, სანამ არ მიხვდა, რომ მათ ფული არ მოუპარავთ. „ის ძალიან ნანობდა, რომ უდანაშაულო ხალხის მიმართ ასეთი სისასტიკე გამოიჩინა“, – ამბობს ვულიხი. ლომინაძემ ნამდვილი დამნაშავე მოკლა, ნაპოვნი ფულის ნაწილი კი, სავარაუდოდ, ბოლშევიკებს მიუტანა. სოციალ-ფედერალისტებმა ნადავლის დიდი ნაწილი დაკარგეს, თუმცა „ოხრანკამ“ შეამჩნია, როგორ ხარჯავდნენ მათი ლიდერები ფულის დარჩენილ ნაწილს კაზინოებში. საიდუმლო პოლიცია ცდილობდა ამ ძარცვების მთავარი მონაწილეების პოვნას. როგორც კი იოსებ დავრიშევის შესახებ გახდა ცნობილი, პოლიციამ ყველა დანაშაული მას მიაწერა. თუმცა, თავიდან ის და სტალინი ერთმანეთში ერეოდათ, რადგან ორივე გორელი იყო და ორივეს შემოკლებით „სოსოს“ ეძახდნენ; ხანდახან რომელიმე მათგანი კამო ან ცინცაძე ეგონათ. პოლიციის ანგარიშში ეწერა: „კამო ცინცაძე. ის ბათუმის ციხიდან გაიქცა, თბილისში ჩამოვიდა და იოსებ ჯუღაშვილთან თანამშრომლობს!“ ამ თავზეხელაღებული გმირობებისა და ბინძური მკვლელობების სამყაროში, სტალინს თავისი სტოიკური შეხედულებები ჩამოუყალიბდა ადამიანის სიცოცხლის ღირებულების შესახებ. როცა იგებდა, რომ რომელიმე ამხანაგი ექსპროპრიაციის დროს დაიღუპა, სოსო ამბობდა: „რას ვიზამთ? ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია. ხეები შემოდგომაზე შიშვლდება, გაზაფხულზე კი ხელახლა იფოთლება“.

ბიჭი, რომელიც ერთ დროს ქეიფებშიც კი ნაპოლეონს კითხულობდა, ახლა ხუმრობდა, რომ შეუძლია, თბილისის დაპყრობა და მისი ჩათრევა შეიარაღებულ აჯანყებაში. ამისთვის რუკაც იშოვა. მას მოსწონდა იატაკზე რუკის გაშლა და წარმოსახვითი ბრძოლის გამართვა პატარა, კალის ჯარისკაცებით. ერთხელ სახლის პატრონის შვილმა მამასთან მიირბინა და უთხრა: ბიძია სოსო ჯარისკაცობანას თამაშობსო. გაოცებული პატრონი ოთახში შევიდა და დაინახა, რომ სტალინი იატაკზე იწვა და ჯარისკაცებს თბილისის რუკაზე დაატარებდა. სტალინმა მასპინძელს ახედა და დაიტრაბახა: პარტიის შტაბის უფროსად დამნიშნეს და გეგმას ვამუშავებო. როგორც ჩანს, ის ბანკის ძარცვებსაც ასეთივე გულმოდგინებით ამზადებდა.

სტალინი, მისი შვილის, სვეტლანას თქმით, საკუთარ თავს ყოველთვის სამხედრო პირად, მთავარსარდლად აღიქვამდა. ერთხელაც, ძია სოსო ათმილიონიანი საბჭოთა ჯარით ითამაშებს და ბერლინს აიღებს. თუმცა, მას არასდროს გაუვლია სამხედრო წვრთნა, თუ ამ კალის ჯარისკაცებს არ ჩავთვლით.

სტალინის სახელის მიღმა კიდევ ერთი „ხულიგნობის“ ფაქტი იმალება:

ისტორიკოსი რომან კასპარევიჩი წერს: „გასაჯაროებულ ძველ, პარტიულ არქივზე მუშაობისას, ეგრეთ წოდებული, „ოხრანკის“ (მეფისდროინდელი უშიშროების სამსახური) არქივის ნაწილს გავეცანი, რომლებშიც იოსებ ჯუღაშვილზე, იგივე „კობაზეა“ (სტალინის რევოლუციური ფსევდონიმი) დაცული ინფორმაციები, რომლებიც მრავალ და ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ, საინტერესო ფაქტებს შეიცავს... 1904 წლის 28 მარტს გერმანიის, ბავარიის მიწის ობერ-პოლიცმაისტერი მოსკოვის „ოხრანკის“ უფროსს, ანდრეი მაკაროვს წერს: „ამა წლის 23 მარტს, ქალაქ მიუნხენის ცენტრალურ ბანკზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. მასში ხუთი პიროვნება მონაწილეობდა და გაიტაცეს მილიონ 124 ათასი მარკის ღირებულების ოქროს მონეტები (საერთო ჯამში, 57 კილოგრამი და 461 გრამი ოქრო). ჩვენ მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოროტმოქმედები არიან რუსეთის იმპერიის მოქალაქეები: იური სიროსტანოვი, საველი მოშკინი, სემიონ ვასილიევი, ვიქტორ ანკინი და აარონ კაცელბაუმი. ისინი 26 მარტს შემოვიდნენ ქვეყანაში და ოთხმა მათგანმა დანაშაულის დღესვე დატოვა გერმანია. ვასილიევი კი უკვალოდ გაქრა. მან ან არალეგალურად გააღწია გერმანიიდან გაურკვეველი მიმართულებით, ან ქვეყანაში დარჩა და მას ვეძებთ. გთხოვთ, მიიღოთ ყველა ზომა მათ დასაკავებლად და გატაცებული თანხის დასაბრუნებლად...“ შემდეგ, ობერ-პოლიცმაისტერი კურტ შმიტი, ბოროტმოქმედთა აღწერილობას ურთავს მაკაროვისადმი მიწერილ წერილს. იური სიროსტანოვი, საველი მოშკინი, ვიქტორ ანკინი და აარონ კაცელბამი, შესაბამისად, ბოლშევიკ-რევოლუციონერები – მაქსიმ ლიტვინოვი, სემიონ ტერ-პეტროსიანი („კამო“), სერგო ორჯონიკიძე და იაკობ სვერლოვი იყვნენ. გაუჩინარებული სემიონ ვასილიევი კი – იოსებ ჯუღაშვილი, იგივე სტალინი... ეს, ეგრეთ წოდებული, „ბავარიული ექსპროპრიაცია“, თავისი თანხით ახლოც კი ვერ მივა „თბილისურ ექსპროპრიაციასთან“, რომელიც 3 წლის შემდეგ, 1907 წლის 26 ივნისს, განხორციელდა ქალაქ თბილისში. როგორც მიუნხენში, ასევე საქართველოს დედაქალაქშიც, მასში მონაწილეობდნენ კამო, ლიტვინოვი, სტალინი. გაიტაცეს 250 ათასი მანეთი... თბილისური ძარცვა მიუნხენურისგან იმითაც იყო განსხვავებული, რომ 30-მდე ადამიანი დაიღუპა. მიუნხენში კი საქმე „სუფთად“ გაკეთდა და ნაკაწრიც კი არავის მიუღია. საქმე ის იყო, რომ თბილისური ექსპროპრიაციის ორგანიზატორი და დამგეგმავი მაქსიმ ლიტვინოვი იყო, მიუნჰენისა კი – 25 წლის სტალინი...
სტალინს ექსპროპრიაციებზე საუბარი, მით უმეტეს, მათი გასაჯაროება არ უყვარდა და უკვე თავისი მმართველობის პერიოდში, მკაცრად აღკვეთდა ხოლმე თითოეულ ასეთ მცდელობას. 1932 წელს სტალინმა ლიტვინოვი სამი თვით დიპლომატიურ საქმიანობასაც კი ჩამოაშორა და ერთი კვირა ლუბიანკის ერთადგილიან საკანში იმის გამო აყურყუტა, რომ ცნობილი დიპლომატი თავის ხელქვეითებთან თბილისური ექსპროპრიაციითა და მასში ამხანაგ სტალინის მონაწილეობით ტრაბახობდა... ეს ამბავი უმალვე აცნობეს გენერალურ მდივანს. მან კი ძველი „პაძელნიკი“ კაბინეტში დაიბარა და სანამ „ვირის აბანოში“ (სტალინის გამოთქმა) „მიავლენდა“, უთხრა:
– ამხანაგო ლიტვინოვ, დიპლომატს ენა საქმეების მოსაგვარებლად სჭირდება და არა – სატარტალოდ. კბილები კი – ენაზე დასაჭერად და თუკი უკბილო ხარ, „ვირის აბანოში“ ჩაგსვამ, რომ იქნებ, კბილები ამოგივიდესო...
მოგვიანებით, ლიტვინოვი იხსენებდა, რომ ლუბიანკის ჯურღმულში ჯდომისას ეგონა, დახვრეტდნენ და სული კბილებით მეჭირაო...
დავუბრუნდეთ „მიუნხენურ ექსპროპრიაციას“... ეს საქმე თავიდან ბოლომდე 25 წლის სტალინის ორგანიზებული იყო და მის განხორციელებაში კობას ებრაელი ქალი, 35 წლის მარია შნაიდერი დაეხმარა. ქალი წარმოშობით ციმბირიდან იყო და რევოლუციონრებს თანაუგრძნობდა. შემდეგ გერმანელ ინჟინერ-მექანიკოსს, ოტო გრაიზერს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად მიუნხენში გადასახლდა. თუმცა, ხშირად ჩამოდიოდა სამშობლოში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს შეხვდა სტალინი მარია შნაიდერს და ქალმა კობას თავისი მეუღლის შესახებ უამბო, რომელიც ბანკებში სეიფებს ამონტაჟებდა. იმ პერიოდში, ბოლშევიკები ხელმოკლეობას განიცდიდნენ. ლენინი და სხვა ემიგრანტი რევოლუციონერები მათხოვრულად არსებობდნენ უცხოეთში. სტალინმა ამ სიტუაციის გამოსწორება განიზრახა და მიაღწია კიდეც საწადელს... „ექსპროპრიატორები“, სტალინის მეთაურობით, მშვიდად შევიდნენ ბანკში. მის მმართველს იარაღით დაემუქრნენ, ოტო გრაიზერს კი ფულით სავსე სეიფი გაახსნევინეს და მიიმალნენ. გრაიზერი ბანკში მეორე სეიფს ამონტაჟებდა. ეს ინფორმაცია „ექსპროპრიატორებს“ მისმა მეუღლემ მიაწოდა და გამოძიებისას ეჭვიც არავის მიუტანია ქალზე... მეტიც, გატაცებული ფულით, სტალინი ინჟინერ გრაიზერის აგარაკზე იმალებოდა ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ, სწორედ მარია შნაიდერმა გადაიტანა ნაძარცვი ფული საზღვარზე. ჟენევაში ჩაიტანა და თან სტალინიც გაიყოლა, რომელიც გერმანელი ყრუ-მუნჯის, იოზებ კელმანის ყალბი საბუთებით გადაიყვანა საზღვარზე. ჟენევაში ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული მონეტები თითო-თითო კილოგრამიან ზოდებად გადაადნეს. ლენინმა ისინი გაანაწილა, სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდეს და ბოლშევიკური სალარო შეავსეს... ეს ოპერაცია იყო, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ფულის გათეთრების ერთობ ორიგინალური მაგალითი – მონეტების გადადნობა და გაყიდვა სწორედ სტალინის იდეა გახლდათ... მოგვიანებით, სტალინის ამ ხერხს არაერთხელ იყენებდნენ ბოლშევიკები და წყლიდან მშრალები ამოდიოდნენ.
საინტერესოა მარია შნაიდერის ბედიც. მეუღლე მას 1926 წელს გარდაეცვალა და უშვილო, ქვრივი ქალი ბრიტანეთში გადაბარგდა საცხოვრებლად. 1934 წელს, 65 წლის შნაიდერმა გული აიცრუა ბოლშევიკებზე და მემუარების წერას შეუდგა, სადაც სტალინზე და „მიუნხენურ ექსპროპრიაციაზე“, ასევე მონეტების გადადნობის ისტორიაც იყო მოთხრობილი. იმავე წელს, შნაიდერი მოულოდნელი ინფარქტით გარდაიცვალა. ხელნაწერები კი გაქრა და არაა ცნობილი, ჰქონდა თუ არა ამ საქმესთან შეხება სტალინს.


გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

„მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სი...

00:36

შარაძე რუსუდანი

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები...

23:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე

„მიწა დაგაყარეთ ორივეს! ვირუსის გავრცელე...

23:05 ოთხ. 27 ოქტომბერი

ფხაკაძე