Digest Logo

ამერიკას პარფიუმერია ქართველმა აჩუქა - „არაამერიკული“ ამბავი

 10:01 ოთხ. 27 იანვარი
ქართველი პრინცი

მოგეხსენებათ, ყველასათვის საოცნებო ამერიკა ემიგრანტების „სამშობლოა“. იქ ჩასვლას და ცხოვრებას, ყველა დროში ოცნებობდენენ, მათ შორის ქართველებიც. 1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ტალღის ქართველ ემიგრანტთა რიცხვი ძალიან ცირე იყო. 

ქართული დიასპორა 300 ადამიანისგან შედგებოდა, თუმცა მათ ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ესენი იყვენენ გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი) – სამედიცინო მინის მრეწველობა და ნაძვის ხის მინის სანთლები და სათამაშოები; გიორგი მაჩაბელი (პრინცი მაჩაბელი) – პარფიუმერია. ალექსანდრე ქართველიშვილი (ალექსანდრ კარტველი) – სამხედრო ავიაცია; გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი) – ბალეტი;

„დაიჯესტი“ ამ სტატიაში გიორგი მაჩაბელზე მოგიყვებათ.

ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, გიორგი მაჩაბელი - „იყო და არა იყო რა! იყო ერთი პრინცი. მან თავისი სატრფო პრინცესასთვის შესანიშნავი სუნამო შეაზავა და ამის შემდეგ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ... ეს სიტყვები ზღაპარივით ჟღერს, მაგრამ ზღაპარი სულაც არ გახლავთ. ესაა ნამდვილი ამბავი პრინც მაჩაბლისა და დიდი პარფიუმერიული საზოგადოებისა, რომელიც მან დააარსა აქ, შეერთებულ შტატებში 1920-იანი წლების დასაწყისში“, – ასე იწყებოდა ერთ-ერთ ამერიკულ ქალთა ჟურნალში სტატია.

შემდეგ ჟურნალი მკითხველს აცნობდა პრინცის წარმომავლობას. ის „იყო უფროსი ვაჟი ერთი კეთილი და წარჩინე­ბუ­ლი ოჯახისა საქართველოში, კავკასიის მაღალ მთებში. ვინაიდან ეს სათავადო სახლი იყო მდიდარი და ჰქონდა დიდი ადგილ-მამუ­ლი, პრინცი გიორგი განათლების მისაღებად ბერლინის სამეფო აკადემიაში გაგზავნეს, რათა სამთამადნო საქმე შეესწავლა... სტუდენტობის დროს ერთ-ერთი მისი თავშესაქცევი ჰობი სუნამოების შეზავება გახლდათ. ამ გასართობმა კი მას დიდი სიმდიდრე შესძინა“.

ვინ იყო ეს ზღაპრული პრინცი და რა სუნა­მოები შეაზავა, რომელმაც მას დიდი ქონება მოუტანა?

სუნამოების მოყვარულებს ალბათ უნახავთ პარფიუმერიული ნაწარმი, წარწერით Prince Matchabelli , ინტერნეტმაღაზიებსა და კატალოგებში კი თვალს მოგტაცებთ ულამაზესი ჯვრიანი ფლაკონები. ბევრისთვის უცნობია, რომ ამ ფირმის ფუძემდებელი შექსპირის მთარგმნელ ივა­ნე მაჩაბლის უფროსი ძმის, ვასილის ვაჟი გიორგი მაჩაბელია.

გიორგი დაიბადა 1885 წელს. თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბერლინს გაემგზავრა. სამთო აკადემია დაასრულა და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაეშურა. შვედეთში გაიცნო გასტროლებზე მყოფი იტალიელი მსახიობი, ნორინა ჯილი (მარია კარმი), რომელსაც დიდი წარმატება მოუტანა მადონას როლმა მაქს რეინოლდსის რელიგიურ პიესაში „სასწაული“.

გიორგიმ ნორინას სიყვარული იმით დაუმტკიცა, რომ ძალიან მცირე დროში შეისწავლა იტალიური და მალე იტალიელთა სიძეც გახდა, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე თავგადაკლულ ნაციონალისტად დარჩა.

ოკუპაციის შემდეგ იტალიაში უსახსროდ დარჩენილი ოჯახის ფეხზე დასაყენებლად ნორინა სცენას დაუბრუნდა. ამერიკელმა რეჟისორმა მორის გეტმა იგი ნიუ-იორკში მიიწვია, სადაც ხელახლა დადგა „სასწაული“.

1922 წელს გიორგიმაც გადაწყვიტა ამერიკაში გადასახლება. ორი წლის შემდეგ კი ნიუ-იორკში გახსნა ანტიკვარული მაღაზია „წითელი და შავი“ და სახელი მალე მოიხვეჭა. ამასთან, არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას. მალე აღმოაჩინა, რომ მის მუშტრებს სუნამოები უფრო აინტერესებდათ, ამიტომ ანტიკვარიატზე ხელი აიღო. პარიზში პარფიუმერიის სპეციალიზებულ მაღაზიაში მიღებული გამოცდილების შემდეგ,

1926 წელს გახსნა საკუთარი კომპანია, რომე­ლიც ოთხი წელი ფართოვდებოდა და პრესტიჟული ხდებოდა. იგი თვითონვე ქმნიდა, ამზადებდა, აფორმებდა სუნამოებს და რეკლამასაც თვითონ უკეთებდა. ძნელია თქმა, სად უფრო მიაღწია წარმატებას, მაგრამ მიგნება – მაჩაბლების საგვარეულო გერბზე გამოსახული ოქროსვარაყიანი სამეფო გვირგვინის გამოყენება გაფორმებისთვის – ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა. საქართველოს არშემდგარი დედოფლის, მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილმა სუნამომ "„საქართველოს დედოფალი“, ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონით, ამერიკელი საზოგადოების აღფრთოვანება გა­მო­იწვია.

მალე მას მოჰყვა მეუღლისადმი მიძღვნილი სუნამო „პრინცესა ნორინა“, ინგლისელი ლამაზმანის სახელობის სუნამო „დუშეს ოფ იორკს“, სუნამო­ „ოქროს შემოდგომა“, სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი „ქარის სიმღერა“, დაპრესილი პუდრი და პომადა. მათ ასევე ამშვენებდა „პრინც მაჩაბლის გვირგვინი“, – მისი საფირმო ნიშანი.

ათ წელიწადში გიორგი მაჩაბელმა არა მარტო მილიონდოლარიანი ბიზნესი შექმნა, არამედ ნოვატორიც გახდა;­ ამერიკას საკუთარი საპარფიუმერიო მრეწ­ველობა ჯერ კიდევ არ გააჩნდა. ასე რომ, გიორგიმ თავისი ჰობით შეავსო ის სიცარიელე, რაც იმ დროს არსებობდა ამე­რიკულ საპარფიუმერიო წარმოებაში.

აგრეთვე დაგინტერესებთ:

ბერიამ ტიციანი დაიბარა - პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო...

როგორ შეარცხვინა რუსი სასულიერო პირი ქართელმა პოლიგლოტმა

აკრძალული ნაძვის ხე და გაუქმებული ახალი წელი - როგორ წაართვეს დღესასწაული ბოლშევიკებმა წინა თაობებს


დღეს, თბილისის უბნებს წყალი შეუწყდებათ -...

11 წუთის წინ

წყალი

ახალი კვლევა: ქალები, რომლებსაც დიდი საჯ...

00:34

ქალი დიდი საჯდომით

შესაძლოა, საქართველო კატასტროფის წინაშე...

00:20

თენგიზ_ცერცვაძე


საჯარო სექტორში დასაქმებული ქალების 34%...

18:28 ოთხ. 22 სექტემბერი

მოძალადე კაცი

„შვილის ტოლი გოგო გააუპატიურა, თან ნათეს...

18:58 ოთხ. 22 სექტემბერი

ლენტი ავარია

ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ პ...

18:28 ოთხ. 22 სექტემბერი

წყვილი

„ოღონდ შვილიშვილი არა, გთხოვ, ევა“ – ნახ...

20:13 ხუთ. 23 სექტემბერი

შორენა ბეგაშვილი და ევა
ბარბაქაძე

არ ვყოფილიყავი „ქურდის შვილი“ და ვყოფილი...

16:51 ხუთ. 23 სექტემბერი

პოეტი კოკა კობალაძე

შეგნებულ ქვეყნებში თითქმის აღარ კვდება ხ...

13:33 ხუთ. 23 სექტემბერი

დეკანოზი თამაზ ლომიძე

საქართველოში თოვლჭყაპს ელოდებიან

23:58 ხუთ. 23 სექტემბერი

ამინდი თოვლი

სტიქია ქობულეთში - ჩამონგრეულია საცხოვრე...

23:57 ხუთ. 23 სექტემბერი

სტიქია ქობულეთში

როგორ დაღუპა ზეთის ფასის არცოდნამ გახარი...

22:52 ხუთ. 23 სექტემბერი

პარტია „საქართველოსთვის“
დამფუძნებელი გიორგი
გახარია Digest.ge

„ველით, ველით, რა თქმა უნდა“ - ხათუნა ზა...

22:18 ხუთ. 23 სექტემბერი

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის სამედიცინო
ხელმძღვანელი

დავით ჩიხელიძე: ISFED ისევ არაკომპეტენტუ...

21:46 ხუთ. 23 სექტემბერი

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

მამუკა მდინარაძე: უმძიმესია, მორალურად,...

21:38 ხუთ. 23 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე

პროკურატურამ დმანისის რაიონში მომხდარი ო...

21:11 ხუთ. 23 სექტემბერი

პროკურატურამ
მედიასაშუალებების
წარმომადგენლების მიმართ
ჟურნალისტური საქმიანობის
გამო განხორციელებული
დევნის და ძალადობის
ფაქტებზე სამ პირს
ბრალდება წარუდგინა

„პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ პანდემია და...

21:06 ხუთ. 23 სექტემბერი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
ბიძინა კულუმბეგოვი

ირაკლი ღარიბაშვილი - ძალადობა ან დაშინებ...

20:32 ხუთ. 23 სექტემბერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი