Digest Logo

8 მოჩვენება, რომელიც საქართველოს პარანორმალური მოვლენების „ეპიცენტრად“ აქცევს

 13:21 ოთხ. 9 ივნისი
მოჩვენება

„ადამიანი იყო ოთხ ფეხზე... გარბოდა და თან ნოკია ტელეფონი ურეკავდა“, „ბარაბაშკა ლიზიკო, იგივე ლუსია“, „ტყვიავის მოჩვენება, რომელიც ხვრინავს“, „ჯავის ქუჩის მოხეტიალე სული“, „კაბალის N1 საჯარო სკოლის მოჩვენება“, - ალბათ, ეს ჩამონათვალი საკმარისია, რომ საქართველო პარანორმალური მოვლენების „ეპიცენტრად“ აღვიქვათ.

ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ მოვლენას იუმორით აფასებს. ჰოდა, არც პარანორმალური მოვლენები გამომგვრჩენია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ, 8 გახმაურებულ პარანორმალურ მოვლენას, რომელიც ნებისმიერმა მოქალაქემ ზეპირად იცის.

1. „კუმისელი რეიკი“

2. „ლუსია“

3. „ნოკია ტელეფონი ურეკავდა“...

4. „ტყვიავის მოჩვენება, რომელიც ხვრინავს“

5. კუმისელი ,,მოჩვენება'' სხვა სოფლებშიც გამოჩნდა

6. გუჯას სიუჟეტი პარანორმალურ მოვლენებზე (კომედია)

7. „ჯავის ქუჩის მოჩვენება“

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩის ნომერ 62-ში უჩვეულო მოვლენები ხდებოდა.

არ წყდებოდა ცნობისმოყვარე ხალხის ნაკადი, რომლებიც "პარტია-პარტია" მიდიან ფოტოაპარატებითა და კამერებით მომარჯვებულნი და ნებისმიერ ფასად ცდილობენ სახლში შეღწევას.

როგორც ცნობილია, სახლი ერთ დროს ვინმე "მილიონერ" თათოზა დანელიანს ეკუთვნოდა. მას ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც ცოლი გარდაეცვალა, ბორდელიდან ახალგაზრდა ქალი მოიყვანა, რომელთანაც კიდევ ერთი შვილი, - ვაჟი შესძენია.

თათოზას ოჯახი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ისინი არ ეკონტაქტებოდნენ მეზობლებს, რაც ეჭვს და ჭორებს იწვევდა... გარკვეული პერიოდის მერე თათოზას სახლი გაუყიდია და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში წასულა. იქ გაკოტრებულა და მალევე გარდაცვლილა.

ამ ისტორიაში უცნაური არაფერია. მილიონერი მეზობელი, რომელსაც ვითომ ერთი ოთახი მხოლოდ სიმდიდრის შესანახად აქვს გამოყოფილი და არავის ეკონტაქტება, ცხადია, უფრო ადვილად გახდება ჭორაობის ადრესატი, ვიდრე ნებისმიერი სხვა.

თათოზას წასვლის შემდეგ სახლი რამდენჯერმე გაყიდულა და ვინც იქ ცხოვრობდა, თურმე ვერავის უხეირია. პარანორმალური მოვლენების ქარბორბალა კი რატომღაც მაშინ დატრიალდა, როდესაც სახლი სპორტსმენმა ლუკა კურტანიძემ შეიძინა. რამდენჯერაც შინ ბრუნდებოდა, სახლში ყველაფერი არეული ხვდებოდა.

სახლი მანაც გაყიდა და ახალმა მფლობელმა სახლის საკურთხებლად მღვდელი მოიყვანა. მღვდელი შეუძლოდ გამხდარა და უკან გაბრუნებულა.

გავრცელებულ ამბებს, თუ დავუჯერებთ, სახლიდან ნაბიჯების ხმა, წივილ-კივილი, არაბუნებრივი ხარხარი ისმის, ოთახებში კი გამჭვირვალეკაბიანი გრძელთმიანი ახალგაზრდა გოგონას სული დასეირნობს, უცნაურად იკლაკნება და ცეკვავს. თან, თურმე ხანდახან სკაფანდრითაც ჩნდება. საინტერესოა, წყალში დახრჩობის ეშინია თუ კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობს...

8. „კაბალის სკოლის მოჩვენება“

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში, კაბალის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს „მოჩვენება“ აშინებს.

როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, ესმით უცნაური ხმები და შავებში ჩაცმულ ქალს ხედავენ.

ამ ამბის დასამტკიცებლად, დღეს 9 ივნისს, მოსწავლეებმა სკოლაში გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იღება და იხურება კარი, საკლასო ოთახში შესვლისას კი კლასში არავინაა.


„როგორ არ უნდა გადაირიო და გაცოცხლდე!“ -...

1 წუთის წინ

თინა ხიდაშელი

VIDEO: ვახო მეგრელიშვილის მიერ შესრულებუ...

26 წუთის წინ

ვახო მეგრელიშვილი

„მდგომარეობა სახიფათოა! ინფიცირებულთა რი...

27 წუთის წინ

თამარ ჟამურაშვილი


ამ მარტივი ხრიკის წყალობით კოღოები ასობი...

14:23 სამ. 22 ივნისი

კოღო

„ჩემმა ძმამ ძალადობა 8-9 წლიდან დაიწყო.....

11:05

ლენტი ავარია

„მოსაწევი მოვწიე, გავითიშე და ამ დროს გა...

14:23 სამ. 22 ივნისი

ძალადობა

„ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ...

30 წუთის წინ

ზურა ბაკურაძე

შიშველი ფოტოსესია, გარეპილი 10 მცნება, დ...

53 წუთის წინ

პაატა თედიაშვილი

„საოცნებო მამაკაცი მთელს გალაქტიკაში და...

13:41

ნინი გოგიჩაიშვილი

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურა ბაკურაძე გ...

15:06

ზურა ბაკურაძე

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქ...

14:58

პროკურატურის ლოგო

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გ...

14:28

გუჩა კვარაცხელია

საქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე გან...

14:01

რეკლამა

ვინ არის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 50 წლ...

13:51

კაცი

არასრულწლოვნების ვაქცინაცია იწყება შვედე...

13:32

ვაქცინა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველ...

13:07

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

სად არის ბადრი ესებუა? - შინაგან საქმეთა...

12:57

შსმინისტრი და ესებუა

ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება

12:53

ქალთა მოძრაობა