Digest Logo

6 წლის გოგოს გაუპატიურება, ცხოველების მსხვერპლშეწირვა და სატანისტობა - გაუხმაურებული ამბავი

 14:06 პარ. 23 აპრილი
ტრაგედია ინდონეზიაში

- ლათინო ამერიკული წარმოშობის, ამერიკელი სერიული მკვლელი.

- ზედმეტ სახელი: Night Stalker 

- დაბადების წელი: 1960 წლის 29 თებერვალი

- ზოდიაქო: თევზები ♋

- გარდაცვალების წელი: 2013 წლის 7 ივნისი (53 წლის ასაკში) (სიკვდილით დასჯამდე)

- მსხვერპლი : 19

- მკვლელობის წლები : 1984 წლის 28 ივნისი -1985 წლის 24 აგვისტო

ადრეული წლები

რიჩარდ რამირეზი დაიბადა 1960 წლის 28 თებერვალს, ელ-პასოში, ტეხასის შტატი. ის იყო მექსიკელი ემიგრანტის და ყოფილი პოლიციელის, ხულიანა რამირესის მეხუთე და ყველაზე უმცროსი შვილი, რომელიც რამირესის გაჩენის პერიოდში რკინიგზაზე მუშაობდა.

ბავშვობაში რამირეზი იტანჯებოდა ეპილეფსიით, შეტევები გრძელდებოდა რიჩარდის მოზარდობამდე. სკოლაში რიჩარდი არაფრით გამოირჩეოდა თანატოლებს შორის და პერიოდულად მას, სხვა სტუდენტები ესხმოდნენ თავს.

რიჩარდის კლასელის მოგონებების თანახმად, რამირეზმა 10 წლის ასაკში დაიწყო მსუბუქი ნარკოტიკების მიღება და მარიხუანას მოწევა, ამ დრომდე რიჩარდი საშუალოდ სწავლობდა, ხოლო ამის მერე მისი მოსწრება და დისციპლინა სრულიად დაეცა.

პარალელურად ამ დროს, ის დიდ დროს ატარებდა თავის ძმასთან, მიგელ რამირეზთან, ვიეტნამის ომის ვეტერანთან. ომიდან დაბრუნებული მიგელი ჰყვებოდა ისტორიებს, თუ როგორ კლავდა და აწამებდა მოწინააღმდეგეებს და დასამტკიცებლად უმცროს ძმას აჩვენა დასახიჩრებული და მკვდარი სამხედროების ფოტოები.

1973 წლის 4 მაისს, რიჩარდი მიგელისა და მისი ცოლის კამათის მომსწრე გახდა. კამათი დასრულდა იმით, რომ მიგელმა თავში ესროლა ცოლს, სისხლი კი უმცროს ძმას რიჩარდს შეეწუწა.

ამ მკვლელობამ და მთლიანობაში ძმამ, ძლიერ იმოქმედა რიჩარდის ფსიქიკაზე. ნანახი მკვლელობის შემდეგ, რიჩარდი საკუთარ თავში ჩაიკეტა, ამ დროს რიჩარდი სწავლობდა: Jefferson High School, მაგრამ 6 კვირით ადრე 9 კლასის დასრულებამდე სკოლა მიატოვა.

მისი ცხოვრების წესი საგრძნობლად იცვლებოდა, ის დიდ დროს ატარებდა ქუჩაში და მაღაზიების გაქურდვა დაიწყო.

რაიონში ქურდის რეპუტაცია მიიღო, როგორც მისმა მეგობარმა, ედი გონსალესმა აღნიშნა, რიჩარდს გრძელი მოსასხამი ეცვა, რომლის ქვეშაც მალავდა მოპარულ ნივთებს და ამბობდა, რომ უნდოდა საუკეთესო ქურდი ყოფილიყო.

რიჩარდი გატაცებული იყო მძიმე მუსიკით და ოკულტიზმით, მასა ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ოკულტიზმის წევრებთან ერთად, დაკავებული იყო ცხოველების მსხვერპლშეწირვით ელ-პასოს უდაბნოში, მაგრამ მტკიცებულება არავის ჰქონდა.

1977 წლის 7 დეკემბერს, რიჩარდი პირველად დააპატიმრეს მარიხუანას შენახვის გამო, მაგრამ სასამართლომდე საქმე არ მივიდა. 1978 წელს რამირეზმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა მშობლიური ქალაქი და გადასულიყო კალიფორნიაში.

ელ-პასოში ის ორჯერ დააპატიმრეს 1979 წელს და 1982 წელს და მხოლოდ 1982 წელს მიდის საქმე სასამართლომდე და რამირეზი 50 დღით დაიჭირეს.

1983 წელს რამირეზმა საბოლოოდ გადაწყვიტა გადასულიყო სან-ფრანცისკოში საცხოვრებლად, ამ დროს ის უვე ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო, მას არ ჰქონდა სამსახური, ამიტომაც ფულის შოვნა ქურდობით უწევდა.

ცხოვრობდა იაფფასიან სასტუმროებში და ნაცნობებთან. მას უყვარდა ჯგუფ AC/DC-ის და Judas Priest-ის მოსმენა და აღიარა საკუთარი მიდრეკილება სატანიზმისკენ.

მკვლელობები

რიჩარდის პირველი მსხვერპლი გახდა 79 წლის ქალი, რომელიც რიჩარდმა დანით დაჭრა. შემდეგ შავებში გამოწყობილმა 3 ადამიანი იარაღით დახვრიტა.

ერთი გოგონა გადარჩა, რის შემდეგაც, პოლიციამ მკვლელის პირველ სიტყვიერ დახასიათება მიიღო. რამირეზს ვერ იჭერდნენ, ის კი ამ დროს იპარებოდა სახლებში, ძარცვავდა მათ, აუპატიურებდა ხალხს და კლავდა.

ზოგიერთ მსხვერპლს ის განზრახ ტოვებდა ცოცხალს. რიჩარდი აღნიშნავდა, რომ ის სატანისტი იყო და დანაშაულის ადგილზე, ის პენტაგრამას ტოვებდა, მაგალითად მან ერთხელ, 83 წლის მოხუცს ბარძაყის შიდა მხარეს დაახატა პომადით პენტაგრამა.

ასევე თავის მსხვერპლს იძულებით ათქმევინებდა ფრაზას: მე მიყვარს სატანა.

რამირესის მსხვერპლთა სიაში შედიოდნენ ბავშვებიც, მაგალითად ერთხელ მან 1985 წლის 27 ივნისს, გააუპატიურა 6 წლის გოგონა.

რამირეზი თავს ესხმოდა განსხვავებულ ხალხს, რაც არაა სერიული მკვლელისთვის დამახასიათებელი, რადგან მათ მსხვერპლის კონკრეტული, განსაზღვრული ტიპაჟი აქვთ.

დაპატიმრება

რამირეზის ფოტოსურათი გამოაჩინეს ტელევიზორში და გამოაქვეყნეს გაზეთებში, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.

რამირეზის ბოლო მსხვერპლმა, რომელიც ცოცხალი გადარჩა, შეძლო მანქანის ნომრის დამახსოვრება. რომლითაც რიჩარდი დაიმალა, ეს იყო სტაფილოსფერი ძველი ტოიოტა.

ლოს-ანჯელესის პოლიციის ძალები. მიმართული იყო მანქანის ძებნაზე. მანქანა მალევე აღმოაჩინეს და აიღეს თითის ანაბეჭდები, მოგვიანებით რიჩარდ რამირეზის ფოტოსურათი, დაემთხვა შედგენილ პორტრეტს.

27 აგვისტოს ქალაქში გამოჩნდა ფოტოები უკვე რამირეზის სახით, რომელიც იძებნებოდა, როგორც აღმოჩნდა რამირეზი 24 აგვისტოდან ქალაქ გარეთ იყო, რამაც შეუმსუბუქა პოლიციას საქმე. რიჩარდმა არ იცოდა, რომ იძებნებოდა.

31 აგვისტოს ის დაბრუნდა და ვითომც არაფერი, მაღაზიაში საყიდლებზე წავიდა, ხალხმა მაშინვე ამოიცნო მასში „ღამის მონადირე“ და პოლიციას შეატყობინეს, პოლიციამაც მაშინვე გადაიყვანა განყოფილებაში.

1989 წელს სასამართლოზე რიჩარდს გაზის კამერაში სიკვდილით დასჯა მიესაჯა.


რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

4 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

30 წუთის წინ

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა