Digest Logo

23 წლის ქართველი გოგო გაიტაცეს და ჰარამხანაში ამუშავებდნენ - გაუხმაურებული საქმე

 17:15 კვი. 28 თებერვალი
უბედური- შემთხვევა

ჰარამხანა

33 წლის ცოტნე ნოზაძე „გრუს“ მაიორი იყო და ავღანეთში საგანგებო ოპერატიულ დავალებებს ასრულებდა. ნოზაძე შავგვრემანი იყო და ავღანელს ჩამოჰგავდა. ამასთან, ის უზადოდ მეტყველებდა ადგილობრივი ენის თითქმის ყველა დიალექტზე.

ამიტომ, ავღანელები მას თავისიანად მიიჩნევდნენ და ენდობოდნენ, აჰმად მანსურს ეძახდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ საქმე საბჭოთა მზვერავთან ჰქონდათ.

1986 წლის მაისში ნოზაძე ქალაქ ყანდაღარში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საველე მეთაურს, წარმოშობით ტაჯიკ იუსუფ ქერიმ შაჰს ესტუმრა.

ოფიციალური მიზეზი ნარკოტრაფიკის ახალი მარშრუტის მომზადება იყო. ნოზაძის სადაზვერვო მისია კი ის იყო, რომ მას უნდა დაედგინა, რა მძლავრ შეიარაღებას ფლობდა ქერიმ შაჰი, ჰქონდა თუ არა ამერიკული რაკეტები – „სტინგერები“ და რა რაოდენობით.

საველე მეთაური მსხვილი ნარკომოვაჭრე იყო და შვეიცარიის ბანკებში მილიონებიც ჰქონდა. თავისი 5-ათასკაციანი დაჯგუფებით კი დიდ პრობლემებს უქმნიდა საბჭოთა ჯარებს. ახლო მომავალში საბჭოთა სამხედრო დაზვერვა ქერიმ შაჰის ლიკვიდაციასაც აპირებდა და ნოზაძეს ისიც უნდა გაერკვია, რამდენად შესაძლებელი იყო ამის გაკეთება.

მას მერე, რაც აჰმად მანსური (ნოზაძე) და ქერიმ შაჰი ერთმანეთს შეუთანხმდნენ, მასპინძელმა სტუმარს საერთო ჰარამხანით სარგებლობა შესთავაზა და ეროვნებით ქართველი გოგონა ურჩია, რომელსაც ლეილას ეძახდნენ.

ჰარემში სულ 35 გოგონა იყო და ქერიმ შაჰის თქმით, ისინი ერთი რუსი პოლკოვნიკისგან იყიდა. ზედმეტი ეჭვები რომ არ გამოეწვია, ნოზაძეს რუსის ვინაობა არ უკითხავს. გოგონასთან დროის გატარებაზე თავაზიანი უარი თქვა. მასპინძელს დაემშვიდობა და წამოვიდა.

პოლკოვნიკი ონეგინი

ცენტრალურ შტაბში დაბრუნებულმა ნოზაძემ ხელმძღვანელობას დაწვრილებითი ანალიტიკური ინფორმაცია წარუდგინა. სამხედრო კონტრდაზვერვამ კი იდუმალი საბჭოთა პოლკოვნიკის ძებნა დაიწყო და ზურგის სამსახურის საპასუხისმგებლო თანამშრომელი ვიტალი ონეგინი გაშიფრა...

დაკითხვაზე მან განაცხადა, რომ ქერიმ შაჰს ჯერ კიდევ ტაჯიკეთიდან იცნობდა, როდესაც მომავალი საველე მეთაური სამხედრო გეოდეზისტი შამილ მანსურავი იყო. ონეგინის განცხადებით, საველე მეთაურთან მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და დუშანბედან მას სამჯერ ჩამოუყვანა ტაჯიკეთის დედაქალაქიდან გატაცებული გოგონები. პოლკოვნიკს „ტავარი“ (გოგონები) სატვირთო თვითმფრინავით საბარგოთი მძინარე მდგომარეობაში ჩამოჰყავდა. გოგონებს ონეგინი უნიფორმების ყუთებში ათავსებდა.

დუშანბეში მათ სპეციალური ჯგუფი იტაცებდა. ამგვარად, ნათელი იყო, რომ მოქმედებდა კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ეს ჯგუფი ავღანეთიდან ნარკოტიკებსაც ეზიდებოდა. ერთი სიტყვით, სახეზე იყო საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც საბჭოთა მხრიდან 26 ადამიანი იყო გაერთიანებული და მათ 42 წლის საბჭოთა პოლკოვნიკი ვიტალი ონეგინი ხელმძღვანელობდა.

ამის შემდეგ ავღანეთში დისლოცირებულმა საბჭოთა სამხედრო დაზვერვამ ორეტაპიანი სპეცოპერაცია დაგეგმა. მათი მიზანი იყო ჰარამხანის ტყვეების გამოხსნა და ქერიმ შაჰისა და მისი უახლოესი გარემოცვის ლიკვიდაცია.

ოპერაცია „ღამის კოშმარი“

1986 წლის 27 მაისს ყანდაღარის მახლობლად ჩატარებული ეს ოპერაცია სპეცოპერაციების სასწავლო ქრესტომათიაშია შესული.

„გრუს“ ოთხი ქვედანაყოფი ქერიმ შაჰის დაჯგუფების დისლოკაციის ადგილზე ჩუმად მივიდნენ და წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით განაწილდნენ. ერთმა ქვედანაყოფმა ჰარამხანის დაცვა გაანეიტრალა. მეორემ, რომელსაც ცოტნე ნოზაძე მეთაურობდა – ქერიმ შაჰის დაცვა, ტაჯიკი მეთაური გაკოჭა და გაიტაცა. მესამე ქვედანაყოფმა დაჯგუფების ძირითადი ბირთვის ყურადღება მიიქცია და გაიტყუა. ხოლო მეოთხე ქვედანაყოფი კი დაზღვევაზე იდგა, რომ პირველივე მოთხოვნაზე დახმარება აღმოეჩინა კოლეგებისთვის...

საბჭოთა მეომრები სინქრონულად, იუველური სიზუსტით მოქმედებდნენ და მას მერე, რაც მთელი ჰარამხანა სამშვიდობოზე გამოიყვანეს, მეთაური ქერიმ შაჰი გაიტაცეს და მესამე და მეოთხე ქვედანაყოფები ბრძოლიდან უდანაკარგოდ გამოვიდნენ, დაჯგუფების ბაზას თექვსმეტი საბჭოთა ვერტმფრენი „მი-24“ დაესხა თავს.

600-კაციანი ბანაკი რამდენიმე წუთში მიწასთან გაასწორეს. მათთან ერთად განადგურდა ძვირად ღირებული სამხედრო შეიარაღება, რომელთა შორის 64 ამერიკული „სტინგერი“ იყო. ამ ოპერაციას „ღამის კოშმარი“ ერქვა და სრულიად გაამართლა თავისი სახელი.

ავღანელი საველე მეთაური, ეროვნებით ტაჯიკი ქერიმ შაჰი, იგივე შამილ მანსუროვი გაასამართლეს და დახვრიტეს.

მისი ბედი გაიზიარა პოლკოვნიკმა ვიტალი ონეგინმაც.

სამშობლოში დაბრუნება

ჰარამხანის 35 გოგონადან მხოლოდ სამი იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე, დანარჩენები კი სხვადასხვა სახელმწიფოდან, ძირითადად, აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იყვნენ გატაცებული და ქერიმ შაჰმა ისინი ან დოლარებზე იყიდა, ან ნარკოტიკებში გაცვალა. ქართველი გოგონა, რომელსაც ლეილას ეძახდნენ, 23 წლის ნატო კაკაურიძე იყო.

ის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა და როდესაც გაიტაცეს ის ტაჯიკეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდა. ნატო, ისევე როგორც სხვა გატაცებული გოგონები, ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს.

ყველას იდენტიფიცირება მოახდინეს და სული მოათქმევინეს. შემდგომ კი თავთავიანთ ქვეყნებსა და სახლებში დააბრუნეს. თბილისში ნატო პირადად ცოტნე ნოზაძემ ჩამოიყვანა და გოგონა რომ მშობლებმა დაინახეს, ცუდად გახდნენ.

დედას გულიც წაუვიდა, თუმცა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და სასწრაფოს გამოძახებაც კი არ გახდა საჭირო. გოგონას უშიშროების კომიტეტში გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს – გააფრთხილეს არავისთვის გაემხილა, სად იყო გაუჩინარებული მთელი 5 თვის განმავლობაში.


თუ შაბათამდე არ მოინანიებენ იღუმენ დანიე...

6 წუთის წინ

მიტროპოლიტი სტეფანე

მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვ...

13 წუთის წინ

პაატა იმნაძე, იმნაძე

დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილი ავტოფარეხ...

17 წუთის წინ

ფარეხი


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

59 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge