Digest Logo

2 ქორწინება, 14 წლით უმცროსი მეუღლე და კონსერვატორიიდან „გაგდებული“ - ვაჟა აზარაშვილის პორტრეტი

 17:32 პარ. 3 სექტემბერი
ვაჟა აზარაშვილი

„სიმღერის მეტი ქონება მე მართლა არ გამაჩნია, მაგრამ მაინც მდიდრად მივიჩნევ ჩემს თავს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაყურებლის ტაში და გულწრფელი სიყვარულია. ეს ძალას მმატებს...“ - ეს სიტყვები ვაჟა აზარაშვილს ეკუთვნის. დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ.

ვაჟა აზარაშვილმა მთელი ცხოვრება მუსიკას შეალია, თუმცა პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. პირველმა ქორწინებამ სულ სამ-ოთხ წელს გასტანა. მეორე ქორწინებიდან ჰყავს მშვენიერი ნათია, რომელიც აგრეთვე პროფესიულ მუსიკაშია, საფორტეპიანო განხრით. კომპოზიტორის დღიურები საინტერესო მოგონებებს ასახავს. 

ბავშვობა

ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს დაიბადა....

„მამაჩემი, შალვა აზარაშვილი, ახალციხიდან წამოვიდა. მახსოვს, გვიამბობდა: თურქეთთან ომი და არეულობა რომ იყო, მამამ დაგვსხა ბავშვები ურემზე და გამოვემგზავრეთო. დასახლდნენ ბორჯომში, შემდეგ თბილისში ჩამოვიდა. კონსერვატორიაში სწავლობდა. იყო ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრი, რომელსაც სანდრო კავსაძე და ვალერი ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობდნენ. დედა, ოლღა მიქანაძე, გურიიდან გახლდათ, პედაგოგი. მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენს ეზოში სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ცხოვრობდა.

მან მითხრა: ნიჭიერი ბავშვი ხარ და მუსიკა უნდა ისწავლო. რადგან ფორტეპიანო არ გაქვთ, ვიოლინოს მოგცემთო. რა დროს მუსიკა და გართობაა, მამაჩემი ცოცხალია თუ მკვდარი არ ვიცით-მეთქი. არ მომეშვა, მაიძულა, სწავლა დამეწყო. მე-4 კლასში ჩვენ, როგორც საგანი, ორკესტრი გვქონდა და იქ ვუკრავდით. ძალიან ვზარმაცობდი, მერე თანდათან მომეწონა და ვთქვი – ამას თავს ვერ დავანებებ-მეთქი. ერთ დღეს, 14 იანვარს, დედამ დეიდასთან წამიყვანა თბილისში. მამაჩემის მამიდაშვილი მოსულა, რომელიც ფიროსმანის ქუჩაზე ცხოვრობდა. მამაჩემი რომ ჩამოსულა, სახლში კი არ მოვიდა, თავის მამიდაშვილთან მისულა. რა ვიცი, ჩემი ცოლი კარგი გარეგნობის ქალია, იქნებ გათხოვდაო, – უთქვამს. საღამოს კიდევ მოვიდა ეს ქალი და გვეუბნება, – შალვა ცოცხალია და ჩემთან არისო. დედამ იფიქრა, ან ხელი აკლია, ან ფეხი, რატომ მოერიდა და არ მოვიდა სახლშიო. მარჯანიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ფიროსმანიდან იქამდე არც თუ დიდი მანძილია. ცხარე ცრემლით ვტიროდი. ეს იყო სიხარულის, ბედნიერების ცრემლები. მერე მითხრეს, რომ დედაჩემს დაუჩოქია მამაჩემისთვის, რა გინდა, ჩაგბარდი პატიოსნად, როგორც გინდოდაო.

სასწავლებელი

... მეოთხე მუსიკალურ სასწავლებელში ვასწავლიდი, კონსერვატორიაში პროფესორი ვიყავი, მაგრამ გაუმართლებელი მიზეზების გამო, უსინდისოდ გამომიშვეს. არ მაპატიეს ის სიმართლე, რასაც ბორჯომის სახლის ირგვლივ ვამბობდი.

მე ვიყავი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე 11 წელი და ვის უნდა ებრძოლა, თუ არა მე. ეს სახლი ჩვენი თანხებით არის აშენებული. 1981 წლიდან ვისვენებდით, თან, ვმუშაობდით. მე ყველაფერში პირდაპირი კაცი ვარ, ყველაფერში.

„დინამო, დინამო“

... ჩემი რამდენიმე სიმღერა სხვადასხვა სიტუაციაში, ექსპრომტად დაიწერა. მაგალითად, „დინამო, დინამო“ დამაწერინა დიდმა სიხარულმა. ეს გამოწვეული იყო თბილისის „დინამოს“ მიერ 1976 წლის 3 სექტემბრის ისტორიული გამარჯვებით, როდესაც პირველად მოვიპოვეთ სსრ კავშირის თასი. სიხარულით გამოწვეული ემოციის გამო დილის 5 საათამდე ვერ დავიძინე. ადგილს ვერ ვპოულობდი და ბოლოს სამზარეულოში, ფორტეპიანოს გარეშე (ოჯახის წევრები და მეზობლები რომ არ შემეწუხებინა), ზეპირად გადავიტანე ჩანაფიქრი ნოტებზე. მეორე დღეს სასწრაფოდ გავეშურე პოეტ მორის ფოცხიშვილთან, რომელმაც ასევე ოპერატიულად მიუსადაგა ტექსტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ჯემალ ბაღაშვილის თხოვნით, სიმღერა ჩაიწერა სტუდია „მელოდიაში“ და ის პირველად შეასრულა ანსამბლმა „ივერიამ“. არანჟირება ეკუთვნის ალექსანდრე ბასილაიას.

სიყვარული

ვაჟას მეორე მეუღლე პოეტი, მანანა დანგაძეა.

„მეუღლე ჯერ კიდევ ბავშვობაში წერდა ლექსებს… მის ლექსებზე შეიქმნა ვოკალური ციკლი, რომელიც 7 ნაწილისგან შედგება. მანამდე მის ლექსზე სიმღერაც დავწერე – „ჩემო ქართულო მიწავ“. გუნდთან ერთად ვმღერი და ამ სიმღერით ვამთავრებ ხოლმე კონცერტებს. ისეთი ლექსი და მუსიკაა, ხალხი ფეხზე დგება.
ნუნუ დუღაშვილმა, მაცაცო სებისკვერაძემ, მარიკა კვალიაშვილმა, გოგი ჩლაიძემ, მერაბ მერაბიშვილმა… დაწერეს მის ლექსებზე სიმღერები. ზოგი უკვე პოპულარული გახდა“,- იხსენებდა აზარაშვილი.

მანანა დანგაძე:

გათხოვებამდე ვწერდი ლექსებს. როგორც კი გავთხოვდი, ვაჟა უკვე აღიარებული კომპოზიტორი და წარმატებული შემოქმედი იყო… მივხვდი, რომ ხელშეწყობა უნდოდა, არ გამოდიოდა, მე ლექსები მეწერა, ვაჟას – მუსიკა, ასე სოფელი არ აშენდება-მეთქი, ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო ხელშემწყობი. მარტივად, უპრობლემოდ დავდე კალამი და დავიწყე ვაჟას ცხოვრებით ცხოვრება.

მე 20 წლის ვიყავი, ვაჟა 34 - როცა ოჯახი შექმენით.

პატარა ასაკი ნამდვილად არ არის. ბიოლოგიურად შვილის გაჩენისთვის 20-დან 25 წლამდე - შესანიშნავი დროა. ამ თვალსაზრისით, ქორწინება ჩემთვის ნაადრევი არ იყო.

ჯვრისწერა არ გვქონია, რადგან მაშინ ეს ისე არ იყო მიღებული, როგორც ახლაა. თავდაპირველად უფრო აღვნიშნავდით ქორწინების დღეს, მერე და მერე - ნაკლებად. ადრე უფრო დალაგებული ყოფა იყო, დღეს ყველას ცხოვრება გაცილებით პრობლემატურია, დამძიმებულები და დატვირთულები ვართ.

მთელი ჩემი ცხოვრების დიდი მეგობარი და მასწავლებელი დედა იყო. მასზე ახლობელი და ჭკვიანი გვერდით არავინ მყოლია. ჩემი დაქორწინება და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაც მისი რჩევით მოხდა. ამბობდა, რომ მეუღლისთვის ხელი უნდა შემეწყო და ჩემი ინტერესები გვერდით გადამედო. თავიდან თუ კარგად არ მესმოდა, რა მელოდა წინ, წლების შემდეგ, ვაჟას შემოქმედების თანაზიარი რომ გავხდი, მომეწონა კიდეც ეს როლი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵კედლებზე წერდა, რომ მეძავი იყო, ცოლობას სთხოვდა, 3-ჯერ ესროლა... - 27 წლის გოგო საყვარელმა მოკლა - გაუხმაურებელი ამბავი

🔵19 წლის ასაკში უსიყვარულოდ გათხოვება და ორსულობისას ცემით სიკვდილი - ახალგაზრდა გოგოს სასტიკი მკვლელობის გაუხმაურებელი ამბავი

🔵ურთიერთობა ცოლიან კაცთან, გარდაცვლილი ახალგაზრდა ძმა, დანგრეული ოჯახი - სიმღერით შენიღბული ნატო გელაშვილის ტრაგედიები


წვიმა, ქარი, შტორმი - საქართველოში ამინდ...

33 წუთის წინ

ამინდი

„სიცხის დროს ძმრიანი წინდების გამოყენება...

41 წუთის წინ

წინდა

ვინ აკეთებდა რეალურად რუსულ საქმეს საქარ...

57 წუთის წინ

ჰესი, მიხეილ სააკაშვილი -
ფოტოკოლაჟი


„სექსმუშაკების 99% მიცნობდა, მიცნობდნენ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

14:39 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სტუმრები -...

13:25

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ვიდეო: ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილ...

10:09

ივანიშვილები

„ძალიან მენატრება“ – რა ფოტოს აქვეყნებს...

09:12

სოფო ნიჟარაძე მომრერაალი

ჯარჯი წიკლაური გირგვლიანზე - 28 წლის ბიჭ...

17:03

პროკურორი

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები - ბექ...

16:56

ბექა არჩვაძე

ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმ...

16:54

ზვიდაური

ანდრია გვიდიანი: ეს კაცი არაფერს ნანობს,...

16:51

ექსპერტი ანდრია გვიდიანი

პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული...

16:23

პროკურორი

მაქვს მოლოდინი სასამართლო ობიექტურ გადაწ...

16:19

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე

„სახეში მირტყამდა, თან მკოცნიდა და მეუბნ...

16:06

სააკაშვილი

თამთა მეგრელიშვილი: ფაქტია, ყოფილი პრეზი...

15:48

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

გია გაბრიჭიძე: ვუსმინე მიხეილ სააკაშვილი...

15:40

ექსპერტი გია გაბრიჭიძე