Digest Logo

„13 წლის გათხოვდა, სიყვარულმა დააბრმავა...“ 20 წლის ასაკში 2 შვილის დედას ქმარმა ყელი გამოჭრა - გაუხმაურებელი ამბავი

 17:28 სამ. 3 აგვისტო
პოლიციის ლენტი

„რამდენჯერმე ვუთხარი, მაგრამ არ მომისმინა, – ამბობდა 20 წლის გუნაი ისაიევას დედა. ისაიევა ქმარმა 2016 წლის ივლისში მოკლა.

მკვლელობა თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მოხდა. ისაიევას დედას თავისი საყვარელი ქალიშვილის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ წინათგრძნობა მაშინვე გაუჩნდა, როცა ის ნოვრუზ ნოვრასოვის ცოლი გახდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

ნოვრუზმა ცოლს ყელი გამოჭრა, როცა ქალს მამამისის სახლში ეძინა. ის ოთახში 13 ივლისის შუადღეს შეიპარა და მკვლელობა ჩაიდინა. მეორე ოთახში მსხვერპლის ძმას ეძინა, ბებია კი ტელევიზორს უყურებდა. მსხვერპლის ძმა იხსენებს, რომ დაჭრილი გუნაი მაინც წამოდგა ფეხზე და ჭრილობაზე ხელმოკიდებული მეორე ოთახში გამოვიდა, თუმცა, რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნოვრასოვი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გამოცხადდა და მკვლელობა აღიარა. რამდენიმე ხნის შემდეგ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მსხვერპლის დედა იხსენებდა, რომ მთელი ამ ქორწინების განმავლობაში, ქმარმა გუნაის რამდენჯერმე სცემა, მომხდარა ისეც, რომ ცოლი მამის სახლში გვიან ღამითაც გაუბრუნებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსგავსი შემთხვევები ხშირად მეორდებოდა, გუნაი მაინც უარს ამბობდა, დაკავშირებოდა პოლიციას.

„ჩემს ქალიშვილს თავისმა სიყვარულმა თვალები ჩაუქრო და ჩაუმუქა, ეს იყო პასუხი მისი ქმრის დაუნდობელ ძალადობას და აგრესიაზე“, – ამბობდა დედა და დასძენს, რომ გუნაი და ნოვრუზი ოფიციალურად ცოლ–ქმარი არ იყვნენ იმ მიზეზით, რომ გუნაი მასთან საცხოვრებლად 13 წლის ასაკში გაიქცა.

პირველი შვილი 14 წლისამ გააჩინა. მეორე – 19 წლისამ.

ნოვრასოვის მამა, ვასიფი ამბობდა, რომ მის შვილს ამ დანაშაულის ჩადენა გუნაის საქციელმა აიძულა. მისი თქმით, ცოლ–ქმარს შორის სულ იყო დაპირისპირება, ისაიევა კი ყველას მიმართ აგრესიას იჩენდა. დამნაშავის მამის თქმით, ის თავის ვაჟს ეუბნებოდა, რომ ცოლს გაშერებოდა, მაგრამ მას არ სურდა. ვასიფის გადმოცემით, მისმა ვაჟმა სასამართლოში დაუფარავად განაცხადა, რომ მის ცოლს რომანი ჰქონდა თურქ კაცთან, რომელიც საქართველოში სავაჭრო საქმეებზე წლებია დადიოდა: „ნოვრუზმა მოსამართლეს უთხრა, რომ მან გუნაის თურქის მესიჯი უპოვნა და ასევე ტელეფონის ეკრანზე მისი ფოტოებიც ნახა“.

მამა იმასაც დასძენს, რომ სოფელში რძლის რომანის შესახებ ჭორაობდნენ კიდეც და ეს იყო მიზეზიც იმისა, თუ რატომ არ იჩენდა ინტერესს სასამართლო პროცესის მიმართ გუნაის მამა. მამა არ აღიარებდა იმას, რომ მისი ვაჟიც რთული ქცევებით გამოირჩევა.

ნოვრუზს ეპილეფსია 5 წლის ასაკში დაუდგინეს, მოგვიანებით კი აგრესიული ქცევა ჩამოუყალიბდა, რაც, აღმოჩნდა, რომ ნევროზი იყო. „ერთხელ ხიდიდანაც გადახტა მდინარე მტკვარში“, – ამბობდა ბრალდებულის მამა, – მაგრამ გადაარჩინეს და მოგვიანებით დედამისმა თურქეთში წაიყვანა სამკურნალოდ“.

მამა იმასაც ფიქრობდა, რომ, შესაძლოა, ნოვრუზის დაპატიმრება კარგიც იყოს მისთვის და მისი ოჯახისთვის: „იმიტომ, რომ ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ წამლებს რეგულარულად დალევს. ახალგაზრდაა და ციხიდან რომ გამოვა, მთელი ცხოვრება მაინც წინ ექნება“.

სახელმწიფო პროკურატურის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩანს, რომ 2015 წელს 53 მოკლული ქალიდან 27 ოჯახში ძალადობის შედეგად დაიღუპა.

18 ქალი მათმა პარტნიორებმა მოკლეს, დანარჩენ შემთხვევებში კი ფემიციდის ჩამდენი ოჯახის სხვა წევრები იყვნენ (მაგალითად, სიმამრი, ან ძმა).


⭕აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეჭვიანობდა, ცოლს გაშორება სურდა... კრიმინალური წარსულის მქონე ქმარმა 36 წლის მეუღლე მუცელში დაჭრა“ - გაუხმაურებელი ამბავი

🔵„გეგას სასიკვდილო განაჩენი ბაბუამისმა გამოუტანა“ - ვინ იყო გეგა კობახიძის მამა და რას ამბობდა ის შვილზე

🔵რა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან ლია ელიავას და რატომ მიიღო ინფარქტი მსახიობმა?


„მსოფლიოში კიდევ ერთი ვაქცინა გამოჩნდება...

23:42 ოთხ. 22 სექტემბერი

ფხაკაძე

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 ოთხ. 22 სექტემბერი

23 _ ჰოროსკოპი

VIDEO: „გამწარებული დედა მოგმართავთ... დ...

22:37 ოთხ. 22 სექტემბერი

ნიკო კვარაცხელია


„შვილის ტოლი გოგო გააუპატიურა, თან ნათეს...

11:24 ოთხ. 22 სექტემბერი

ლენტი ავარია

ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ პ...

18:28 ოთხ. 22 სექტემბერი

წყვილი

„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში?...

11:24 ოთხ. 22 სექტემბერი

დეკანოზი შალვა კეკელია

„ჩემს შესახებ აბსურდული ჭორები გამიგია“...

18:00 ოთხ. 22 სექტემბერი

მაკა ცინცაძე

„დღეს მე რაღაცას ვაღიარებ... ბოდიში მინდ...

14:18 ოთხ. 22 სექტემბერი

მსახიობი რუსკა მაყაშვილი

„3 თვის ქირა გადაუხადა უცხო ბებოს… ეს ბი...

09:35 ოთხ. 22 სექტემბერი

მამა ნექტარიოსი

პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვ...

20:23 ოთხ. 22 სექტემბერი

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ეგილს ლევიტსი

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩრდილოატლანტიკურ ალ...

20:19 ოთხ. 22 სექტემბერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ეგილს ლევიტსი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში,...

19:49 ოთხ. 22 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

მამუკა მდინარაძე - თუ ის დადასტურდება, რ...

18:34 ოთხ. 22 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე Digest.ge

ირაკლი კობახიძე: არავის დაუბრალებია გიორ...

18:09 ოთხ. 22 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არ უნდა ავი...

17:32 ოთხ. 22 სექტემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„ვიღებთ მოლოცვებს“ - ვარლამ გოლეთიანის პ...

17:23 ოთხ. 22 სექტემბერი

რიონის ხეობის მცველი
ვარლამ გოლეთიანი Digest.ge

„ემა გოგოხია ქალი, რომელსაც დედამიწის ზუ...

16:43 ოთხ. 22 სექტემბერი

ნათია და ემა

თსუში გოჩა ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნი...

16:32 ოთხ. 22 სექტემბერი

თსუ