Digest Logo

„12 დღე ორმოში მალავდნენ... მოკლეს მამამთილი, დედამთილს კი გულში ესროლეს...“ - სისხლიანი დანაშაულის საქმე

 22:05 შაბ. 22 მაისი
პოლიცია

მინასიანების საქმე გასული ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ დანაშაულად ითვლება. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, მხოლოდ ორი ათეული წლის შემდეგ გაიხსნა.

1994 წელს ორგანიზებულმა ჯგუფმა 17 წლის ახალგაზრდა ვაზგენ მინასიანი გაიტაცა და ოჯახს გამოსასყიდი მოსთხოვა. მძევალს 12 დღე ჯერ ორმოში, შემდეგ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მალავდნენ. თანხის გადახდის შემდეგ მძევალი გაათავისუფლეს, თუმცა დანაშაულის დაფარვის მიზნით, რამდენიმე დღეში სახლში შეუვარდნენ და მშობლებთან ერთად მოკლეს. გამტაცებლებმა ოჯახის 4 წევრს ესროლეს, მათგან მხოლოდ 22 წლის ქალი გადარჩა. დანაშაულიდან 27 წლის შემდეგ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ვახტანგ გვრიტიშვილი საფრანგეთმა ქართულ მხარეს გადმოსცა.

ვაზგენ მინასიანის მეუღლე ქრისტინა ავეტისიანი სასტიკი დანაშაულის დეტალებს, თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ „კურიერთან" იხსენებს.

„მათ არც ოქრო და არც ფული არ უთხოვიათ. მაღალს ავტომატი ჰქონდა. შემდეგ სროლა დაიწყო, მეგონა რეალური იარაღი არ იყო იქამდე სანამ სისხლი არ დავინახე იატაკზე. ამას ვერ ვიჯერებდი. ოთახში ბევრნი ვიყავით. თუმცა ვერ აღვიქვამდი რომ მოკლეს. მოკლეს მამამთილი, მერე ჩემს დედამთილს გულში ესროლეს და დაიღუპა, მული კი სასწაულად გადაურჩა ჭრილობებს. სამწუხაროდ ვაზგენიც დაიღუპა. მკვლელობამდე გატაცებული ჰყავდათ ჩემი ქმარი. სახლში შემოვარდნიდან 40 დღის მერე მოკლეს ვაზგენის მეგობარიც, რომელიც გატაცების ფაქტს შეესწრო,"- აცხადებს ქრისტინა ავეტისიანი.

სისხლიან დანაშაულს წინ, ვაზგენ მინასიანის გატაცება უძღოდა. ის ქორწილამდე 4 დღით ადრე გაიტაცეს. 70 ათასი დოლარისა და დაახლოებით ამავე ღირებულების ძვირფასეულობის მიღების შემდეგ კი გაათავისუფლეს. მკვლელობა კი, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დაზარალებულის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მათთვის ცნობილი იყო შვილის გამტაცებლის ვინაობა. დანაშაულში მხილების შიშით უკვე მსჯავრდებულებმა მინასიანების ოჯახის განადგურების გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს.

საზარელი მკვლელობის შემდეგ, ოჯახის გადარჩენილმა წევრებმა სახლი გაყიდეს და საქართველო დატოვეს. ერევნიდან ჩვენების მისაცემად კი, მხოლოდ საქმის გახსნისთვის 17 წლის შემდეგ ჩამოვიდნენ.

მინასიანების ოჯახის მკვლელობა საქართველოში პირველი საქმე იყო, რომელზეც გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს. სისხლიანი დანაშაულის საქმეზე განაჩენის გამოტანა მკვლელობიდან მხოლოდ ორი ათწლეულის შემდეგ მოხერხდა. იმ დროისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს, ვახტანგ გვრიტიშვილსა და მის ძმას საქართველოს საზღვრები უკვე დატოვებული ჰქონდათ.

წყარო: rustavi2.ge


„თუ კიდე მათ მხარეზე დადგებით, მაშინ თქვ...

14 წუთის წინ

ზურა ხაჩიძე

უტიფრად, ყოველგვარი ბოდიშის გარეშე... რა...

37 წუთის წინ

შსს-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი
გიორგი თუხარელი, „ტვ
პირველის“ საინფორმაციო
სამსახურის უფროსი ნოდარ
მელაძე

ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

47 წუთის წინ

ანალიტიკოსი ედიშერ
გვენეტაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

კრისტი ყიფშიძე მისი ყოფილი მეუღლის ცოლთა...

16:52

კრისტი ყიფშიძე

ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი და ატირებული...

10:46

ბასილაშვილი

ოთო კახიძემ მესამედ იქორწინა - ვინ არის...

15:44 პარ. 15 ოქტომბერი

ოთო კახიძე

კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი –...

57 წუთის წინ

ბიძინა კულუმბეგოვი

„17 წელი იჯდა ციხეში, 9 თვე ჰქონდა დარჩე...

16:09

რუსთავის ციხეში ხანძარი

სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის მიხეილ სააკ...

15:00

ია მეტრეველი და მიხეილ
სააკაშვილი

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის წინააღმდეგ...

14:29

რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის წინააღმდეგ
აქცია მიმდინარეობს

„მე და დედა ზეცაში მივდივართო... მანდო დ...

14:13

ბათუმის ტრაგედია

გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა - პოლი...

13:42

უგულავა გიგი

ლევან ნიკოლეიშვილი - რუსთავის საპატიმროს...

13:33

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

„ერთ წუთში დამენგრა ცხოვრება თავზე, ჩემზ...

13:18

რამაზ დავლაძე

დიდ დიღომში მცირეწლოვანი მეხუთე სართულიდ...

13:12

პოლიცია