Digest Logo

10 წლით უფროსი მეუღლე, გეი „შეყვარებული“, მეგობარი გოგოს ცემა და მექალთანეობა - გიორგი ვარდოსანიძის სკანდალები

 15:26 სამ. 3 აგვისტო
ვარდოსანიძე

„გოგონა გარე უბნიდან“, „სიყვარულის ბალადა“, „გააცინე და მოიგე“, „5 ნახვით შეყვარება“ და ბევრი საინტერესო სპექტაკლი - ეს გიორგი ვარდოსანიძის შემოქმედების წარმოსაჩენად მცირე ჩამონათვალია.

გიორგი ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც მოქალაქეებს სიყვარულსა და პოზიტივს უზიარებს.

დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ. გიორგი პირადის შესახებ ჟურნალისტებთან გულწრფელად საუბრობს.

ბავშვობა

ძალიან გემრიელი ბავშვობა მქონდა. ჩემმა თაობამ თავი ნაგვებში წოწიალითა და ბოთლების ჩაბარებით, ოცდაოთხი საათი ეზოში ფეხბურთის თამაშით, სხვანაირად შეიგრძნო ბავშვობა.

მჭირდებოდაზე არ იყო, რვა-ცხრა წლიდან მინდოდა, ყველაფერი ჩემი მქონოდა. არ ვიცი, მეკაცებოდა, თუ რა ჰქვია ამას. მაშინ რით უნდა გვეშოვა ფული ბავშვებს – ან სპილენძი უნდა მოგვეპარა, ან ალუმინის მავთულები, ანდა ბოთლები ჩაგვებარებინა. ორმოცდაათი თეთრი და ერთი ლარი, უკვე კარგი ფული იყო. საქეიფო ფულს მშობლებს აღარ ვთხოვდი, ჩემი ფულით სახლში პურიც კი ამიტანია. ისე ვკაცობდი და მსიამოვნებდა, მეგონა, მამაჩემზე მაგარი ტიპი ვიყავი.

ნარკოტიკები და ალკოჰოლი

ცდუნება ყოველთვისაა, ნებისმიერ ასაკში შეიძლება, ხელი წაგცდეს. თამამად ვიტყვი, რომ არასდროს მქონია მომენტი – „აუ, ნეტა ახლა დამალევინა“. ჩემი ღვინისა და არყის სმა არავის გაუგია.

რაც შეეხება ნარკოტიკებს, რა თქმა უნდა, გამისინჯავს, მაგრამ მძიმესთან არასდროს მქონია შეხება. არის ასაკი, როცა რაღაცების გასინჯვის ინტერესი გიჩნდება და მერე ხვდები, რომ ეს მხოლოდ ინტერესია. პირველად სოფელში მომაწევინეს, თოთხმეტი წლის ვიყავი და მაშინ ვერაფერი გავიგე.

„დაბოლებით“ თეატრალურში „დავბოლდი“, ისე, რომ პირველ სართულზე მოაჯირს დავადე თავი და ხახუნით ავედი ზემოთ. იმდენად არ მომეწონა სიტუაცია, რომ შემდეგ „დაბოლებამდე“ დიდი პაუზა მქონდა. მოსაწევი შეიძლება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ისიც, ძირითადად, გასტროლზე. ერთი-ორჯერ კლუბური ნარკოტიკიც გამისინჯავს, მაგრამ საკმარისია ჩემი გულის რიტმს რამე შეეხოს, პანიკა მეწყება. მივხვდი, რომ „დრაგები“ ჩემი ძმაკაცები ვერ არიან.

მექალთანეობა?!

ალბათ, ყველაზე დიდი „კაიფი“ ეგაა ჩემთვის, ადრენალინისა და ენდორფინების მანიაკი ვარ. სექსზე დიდი „კაიფი“ ჩემთვის არ არსებობს.

ეგ და მოტოციკლეტი შეიძლება, დავაყენო ერთად. ბევრჯერ უთქვამთ, მექალთანე ხარო. ჯერ ამიხსნან, რა არის მექალთანე და კი, ბატონო. თუ თავისუფალი მამაკაცი, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია საპირისპირო სქესთან, არ დადის ქალებში, ანუ სექსუალური ურთიერთობა არ აქვს, ან სხვა ორიენტაციისაა, ანუ კაცებთან აქვს კავშირი, ან ჯანმრთელობის პრობლემაა. საბედნიეროდ, არც ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ორიენტაციის მხრივაც, ნატურალი ვარ – მხოლოდ ქალებისკენ მაქვს გეზი აღებული.

ამიტომ, როცა თავისუფალი ვიყავი, მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემ გვერდით ძალიან ბევრი ლამაზი ქალბატონი ყოფილიყო და იყო კიდეც. თუ მექალთანეობა ისაა, როცა დღეს ერთთან გაქვს ურთიერთობა და ხვალ სხვასთან, მაშინ კი, ბატონო, ვარ მექალთანე. მაგრამ ეს ყოველთვის გარკვეული იყო, არასდროს არავინ მომიტყუებია.

უცხოელი მეუღლე

ცოლიანი ვარ, რამდენიმე წლის წინ დავდე პოსტი, რომ გავბედნიერდი და ეს ადამიანი ჩემთან ერთად არის. ქართველი არაა. ავსტრალიაში ცხოვრობდა, ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდან ონლაინ-ურთიერთობა გვქონდა, მერე ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა. ერთად ძალიან ბედნიერები ვართ.

23 წელი სიდნეიში ცხოვრობდა, მანამდე მოსკოვში. ორმოცის გახდება ახლა, ჩემზე ათი წლით უფროსია. ფანტასტიკური შეგრძნებაა, ორი დედა გყავს. გიფრთხილდებიან და ძალიან მაგარია.

„გეი წყვილი“

„ღამის შოუს“ სტუდიამ გააკეთა კომედია და იქ, მე და ჩემი ძმაკაცი, მსახიობი ბაჩო გურგენიძე, გეი შეყვარებულებს ვთამაშობდით. სასაცილო, საყვარელი გეი ვიყავი და ბოლოს, ბევრი ბიჭიც ვცემე. თუ შემომთავაზეს მსგავსი როლი, ვითამაშებ. ზოგადად, არ არსებობს როლი, რომელსაც არ ვითამაშებ. ბევრჯერ, მატერიალური დაინტერესების გამოც მითამაშია და ზოგჯერ, უფასოდ, რადგან საინტერესო და სახალისო ყოფილა ჩემთვის. არცერთ ნათამაშებ როლს არ ვნანობ. გეის როლი რომ ვითამაშე, იქ მატერიალური დაინტერესებაც იყო და თან, სახალისო გასაკეთებელიც – ორივე დატვირთვა ჰქონდა.

ქმრიანი ქალის გამო შარში გაება?

გავრცელდა ჭორი, რომ გიორგი ქმრიანი ქალის გამო შარში გაეხვია და ერთ-ერთ ბარში ჩხუბი მოუვიდა, სადაც სცემეს.

„ქმრიან ქალზე ჭორი ვინც მომიგონა, მინდა, ყველას დედები და ახლობლები მოვიკითხო. სხვისი არავისი არაფერი მჭირდება და მით უმეტეს, ქალი. თან, არც ჩემი ცემაა ადვილი. მეზიზღება ისეთი ქალები, ვისაც ქმარი ან საყვარელი ადამიანი ჰყავს და სხვა კაცებისკენ იხედება. ასეთ ადამიანებზე აგრესია მჭირს და მინდა, პირდაპირ ვაგინო. მსგავსი შემთხვევები ჩემს ცხოვრებაში ბევრი ყოფილა და გამზრდელი მიგინებია.

როცა ჰყავს მეორე ნახევარი და ჩემკენ იქაჩება, ასეთ ქალზე ნამდვილი აგრესია მეწყება. მინდა, ვაგინო. როცა, ვიღაც ცდილობს, ტყუილი ჩემს კისერზე გადაატაროს და ამით რაღაც გადაფაროს – ქალი, კაცი, ამ შემთხვევაში, არ არსებობს ჩემთვის. ნამდვილი შეურაცხადი ვხვდები, ყველაზე ბოროტი ვარ. ეგეთ შარში, რომ ქმრიან ქალთან დავიწყო ურთიერთობა, ნამდვილად არ გავეხვევი.

თუ ქალი მომეწონა და მისი გაცნობა მინდა, პირდაპირ ვეკითხები, ჰყავს თუ არა ქმარი ან საყვარელი მამაკაცი. თუ ასეა, ეგრევე უკან ვიხევ. ბევრჯერ ყოფილა ქალის მხრიდან, ჩემი მოტყუების მცდელობა, მაგრამ უნიჭოდ და არ გამოუვიდათ. ცხოვრებაში სპონტანურად არაფერს ვაკეთებ, მიზნები მაქვს დასახული. თუმცა, პირად ცხოვრებაში მიზნის დასახვა ცოტა მიჭირს. ხანდახან ისეთი რამ ხდება, იმას ვერ დაგეგმავ. ზოგადად, პირად ცხოვრებაში ყოველთვის მიმართლებს. ყველა ვინც კი გვერდით მყავდა, მაბედნიერებდა“,- ამბობდა გიორგი.

ქალების „ცემა“

ქალზე ხელი ამიწევია კი არა, თმითაც მითრევია, ოღონდ სცენაზე. ასე რომ, ორი ქალი მყავს ნაცემი, სულ თმით ვათრიე და ვაპროწიალე.

ბავშვობაში, მეგობარმა გოგომ ბაკი ამაწიწკნა, ისე გავმწარდი, გადამეკეტა, გავუქანე მუშტი სახეში და ბორდიურზე ვარტყმევინე თავი. დღეს მეგობრები ვართ, დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ ძალიან მიყვარს. ქალის მიმართ, იცით, როდის ვხდები უხეში? როცა მატყუებს. ეს ყველაზე მეტად მაფეთქებს. დედით ქართლელი, ცოტა ხისტი, უხეში და პირდაპირი ვარ. მაშინ კი „გაუთლელი“ ვხდები.

ურთიერთობა სალომე ჭაჭუასთან

პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების” წყვილის რომანი დღემდე ყველას ახსოვს. გიორგი ვარდოსანიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი ჰქონდა, როგორც გიორგი აცხადებდა, მან და სალომემ ერთმანეთის გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს, და ამტკიცებდა, რომ მათი რომანი მაშინ დაიწყო, რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა.

წყვილის ურთიერთობა ქორწინებამდეც კი მივიდა, მაგრამ მათი ურთიერთობა მალევე დამთავრდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის დაშორების მიზეზი გიორგის მექალთანეობა იყო, სალომემ კი მას ღალატი ვერ აპატია. ასევე ის, რომ სალომე მხოლოდ კარიერაზე ფიქრობს და ამ მიზეზით დაშორდნენ.

⭕ აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵სასიყვარულო რომანებსა და სკანდალებში გახვეული სალომე ჭაჭუას ამბები

🔵10-ზე მეტი პარტნიორი, ჩამორთმეული დედობის უფლება, ნარკოტიკები და ციხეზე „გამოძახებით“ სიარული - თიკო სადუნიშვილის სკანდალური პირადი

🔵„იმედის“ გადაცემას შეწირული ოჯახი, რომანი გიორგი ყიფშიძესთან და დაპირისპირება დუტა სხირტლაძესთან - ნატა გულიაშვილის სკანდალები


როგორია 27 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

00:55

ამინდი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

00:39

სოხუიმის დაცემა

უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება, ვიდრე...

00:17

რუსუდან მუმლაძე


„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

18:58 შაბ. 25 სექტემბერი

ძალადობა

შემზარავი ამბავი - იძებნება გოგო, რომლის...

15:57 კვი. 26 სექტემბერი

ჯადო

„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

18:58 შაბ. 25 სექტემბერი

ქალი

„მოძღვარმა მითხრა, რომ გირჩევ ეს აღსარებ...

23:39 კვი. 26 სექტემბერი

ღარიბაშვილი

„გეტყვით ჩემს საიდუმლოს... 33 წლის ასაკშ...

23:26 კვი. 26 სექტემბერი

ღარიბაშვილი

„მან იცის, ჩემი სახით როგორი იმედი ჰყავს...

21:53 კვი. 26 სექტემბერი

კალაძე და ანუკი

ვლადიმერ ბოჟაძე: ევრონაცების ნაცვლად, გვ...

23:55 კვი. 26 სექტემბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?! - ნათი...

23:52 კვი. 26 სექტემბერი

ჟურნალისტი ნათია ბერიძე

გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერ...

23:39 კვი. 26 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე

„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი,...

21:45 კვი. 26 სექტემბერი

ანა მიქაძე

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიაზე: ტყუილში აც...

21:42 კვი. 26 სექტემბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

„შეყვარებულის ოჯახმა დამიწუნა...“ - შორე...

20:55 კვი. 26 სექტემბერი

მსახიობი და ტელეწამყვანი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

19:30 კვი. 26 სექტემბერი

მიწისძვრა

ვინ არის ნათია თურნავას მეუღლე და რას სა...

19:15 კვი. 26 სექტემბერი

ნათია თურნავას ოჯახი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეგიონებში წ...

19:00 კვი. 26 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
ლიდერები